კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 23-04-2018, 19:34, კატეგორია - სიახლეები, 1 051, 9


ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში "რომას" დაუპირისპირდება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

წლის საუკეთესო მოთამაშე - მოჰამედ სალაჰი
ფანტასტიურია, მისი წარმატებით ბედნიერი ვარ. ამ მიღწევით მან ნამდვილად უნდა იამაყოს. გუშინ ის ლონდონში იყო, ამიტომაც მასთან ჯერ არ მისაუბრია. მომო დღეს დაბრუნდება და აუცილებლად გავესაუბრები. კევინ დე ბრუინის ასეთი სეზონის ფონზეც კი, ჯილდო სალაჰმა მიიღო. მას ხმა ფეხბურთელებმა მისცეს და მე ვფიქრობ, მან დამსახურებულად გაიმარჯვა. ამავდროულად, მომომ იცის, რომ სეზონი ჯერ არ დამთავრებულა.

რას ელით ფანებისგან
ვფიქრობ, ეს ნათელია - სტადიონზე კიდევ უფრო უკეთესი ატმოსფერო უნდა შევქმნათ, მის გარეთ კი მეტოქის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. ეს ფანტასტიური კლუბი, განსაკუთრებული ოჯახია და მსოფლიოს გარშემო მის შესახებ ყველამ იცის. მოდით კვლავ შევქმნათ განსაკუთრებული ატმოსფერო. ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს მეტოქის პატივისცემა, რადგან ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ მოედანზე დავუპირისპირდებით. მოდით ვაჩვენოთ მსოფლიოს როგორი შესანიშნავი ხალხია სქაუზერები. ამას "ლივერპულთან" დაკავშირებული თითოეული ადამიანი იმსახურებს.

სალაჰი "რომას" წინააღმდეგ
ფეხბურთში ეს სრულიად ნორმალურია. მსგავსი რამ მუდამ ხდება. 2 წლის წინ, მსგავსს სიტუაციაში ვიყავი, როცა "ბორუსიას" დავუპირისპირდით. ეს განსაკუთრებულია, რადგან შენ იცი უფრო მეტი მეტოქეზე, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბზე. დარწმუნებული ვარ, მომო თვალს ადევნებს მისი ყოფილი გუნდის ასპარეზობას. "რომას" სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს დიდი წვლილი მიუძღვით სალაჰის განვითარებაში. დიახ, ეს უცნარია, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ. რამდენადაც ვიცი, იტალიელი მცველები არ არიან მეგობრულები მეტოქის მიმართ, ამიტომ მომო მალევე იგრძნობს, რომ ისინი მისი თანაგუნდელები აღარ არიან.


მსგავსება დი ფრანჩესკოსთან და იტალიაში მუშაობის პერსპექტივა
ჩვენ ორივე ვიყენებთ სათვალეს და ორივეს გვაქვს ცუდი წვერი. ორივე ერთნაირი გზით მივდივართ დიდი კლუბებისკენ. არ მსურს სათამაშო სტილზე ბევრი საუბარი. ცხადია, მას უყვარს ფეხბურთი. შესაძლოა, ჩვენს შორის გარკვეული მსგავსება მართლაც არის, თუმცა ეს არც მას და არც მე ხვალ ცხოვრებას არ გაგვიადვილებს. ვფიქორობ, იტალიური კლუბები არ უნდა დაინტერესდნენ ჩემი სამსახურით, რადგან მხოლოდ სპაგეტის შეკვეთა შემიძლია რესტორანში და ეს საკმარისი არ არის სერია ა-ში სამუშაოდ. ბოლო დღეებში ხშირად მიწევს საუბარი ჩემს მომავალზე და კარიერის დასრულებაზე - გეტყვით, რომ ახლა არც კი ვფიქრობ ამ საკითხზე, ერთი წამითაც კი.

"აუტსაიდერი" გუნდის სტატუსი
მესმის, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ 1/2 ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სიტი" შეხვდებოდნენ. ასე არ მოხდა, რადგან ეს ფეხბურთია, "რომამ" ეს შეძლო, ისევე როგორც ჩვენ. სწორედ ამიტომ მიყვარს ეს სპორტი. სერია ა-ში, მათ ჰყავთ "იუვენტუსი" და "ნაპოლი", ჩვენ კი "სიტი" და "იუნაიტედი". მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის.

პირველ რიგში, საკუთარი თამაშით უნდა მივიღოთ სიამოვნება. სეზონის ბოლოს მხოლოდ 1 გამარჯვებული იქნება, თუმცა ახლა ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. გასულ წელს, ვიცოდით, რომ ლიგაზე მოსახვედრად "მიდლსბრო" უნდა დაგვემარცხებინა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, მოგვიწევდა "ჰოფენჰაიმის" ბარიერის გავლა. ეს გავაკეთეთ და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. ახლა კი აქ ვართ, 1/2 ფინალში. გვაქვს შანსი გავიდეთ ფინალში და მოდით ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

მომწონს "რომას" განვლილი გზა. შარშან მათ კარგი სპორტული დირექტორი აიყვანეს, შემდეგ კი ფანტასტიური სამუშაო შეასრულეს. ადვილი არაა ემერსონისა და სალაჰის დაკარგვა. ჩვენ კი კოუტინიო გამოგვაკლდა. რთულია ასეთი მოთამაშეების გაშვება, თუმცა ჩვენ შევძელით და ვირწმუნეთ საკუთარი ძალების, იგივე გააკეთა "რომამ". მე ამ გუნდს პატივს ვცემ, ფიქრობს კი ვინმე რომ "აუდეტსაიდერები" ვართ ? ვინ ღელავს ? ჩვენ ხომ 1/2 ფინალში ვართ და შეგვიძლია ფინალში გავიდეთ.

შეიცვალა თუ არა კლოპის დამოკიდებულება "რომასადმი" 1/4 ფინალის შემდეგ
არა. მე იტალიურ ფეხბურთს ხშირად ვუყურებ. მინახავს "რომას" რამდენიმე მატჩი, მომწონს ედინ ჯეკო... მე გაოცებული დავრჩი მათი გასვლით, რადგან ვიცოდი პირველი მატჩი 4:1 წააგეს. მართლაც იშვიათია ასეთი "ქამბექი" "ბარსელონას" წინააღმდეგ. ამ გუნდს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ განახორციელოს 6-7 ცვლილება და მაინც შეძლოს მოგება. ეს ფაქტია და ეს "რომასთვის" დიდი უპირატესობაა. ამავდროულად, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს ყველაზე დიდი უპირატესობაა !

"რომას" შეტევაში დიდი არჩევანი აქვს. მათ ჰყავთ გამოცდილი ნახევარმცველები და ძლიერი მცველები. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, 1/2 ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა.



"ენფილდის" ფაქტორი
არ მჭირდება ფანებისთვის იმის თქმა, თუ რას ველი მათგან. მათ ეს ისედაც იციან. ასეთ სიტუაციებში, მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა უფრო უკეთესი გარემოს შექმნა, ვიდრე "სიტისთან" იყო, მაგრამ თუკი ეს შეიძლება, მაშინ მოდით ვცადოთ ამის გაკეთება. ეს განსაკუთრებული მომენტია. არაფრის თქმა არ მჭირდება - ვიცი, ფანები იდეალურები იქნებიან !

რას ნიშნავს ფინალში გასვლა
არ მიყვარს მატჩამდე ასეთ საკითხებზე საუბარი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეს ყველასთვის განსაკუთრებული იქნება. ახლა მხოლოდ "რომაზე" უნდა ვისაუბროთ, ფინალში გასვლა კი უნდა დავიმსახუროთ. 

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

კოუტინიოზე დამბურძგლა იმენა გნიდა ბავშვი როგორ მიგვატოვა.

ერთი ნაბიჯი სანუკვარ ფინალამდე და იქ რა მოხდება არავინ იცის როგორც სიტისთან ვითამაშეთ იგივე უნდა ვქნათ პრესინგი და მომენტების გამოყენება წკაპ წკუპ და კიევში ვართ

gio_chyoi
რედაქტორი

აუ კლოპ არ დაგვღუპო ამათთან არ გამოვარდე იცოდე. ფინალი უნდა ვითამაშოთ უეჭველი და ჰაინკესზე შური უნდა იძიო

_z_l
მომხმარებელი

მთავარია კონცენტრაცია არ დაიკარგოს. რომა საკმაოდ რთული გუნდია, დაბალანსებული შემადგენლობით. თამაშის ჩაკეტვაც შეუძლია და შეტევაში წასვლაც. ნახევარმცველებიც მაგრები ჰყავთ. სიტის მსგავსად პირველოვე თამაშში გადაწყვეტა რთული იქნება, მაგრამ ლივერპული წელს ლიგაზე შინ და გარეთ თანაბრად თამაშობს. რეალს და ბაიერნს ისევ რომა ჯობდა. მიდი კლოპ, მოფიქრებული გექნება მაგათი გასაღებიც

lashafss
VIP Member

მე მჯერა ხვალინდელი დღის... ნერვები უკვე პიკზეა :X ვეღარაფერზე ვფიქრობ...

GoGson
VIP Member

აი ფავორიტად ყოფნისც წნეხიბმაქვს უკვე და იმედია კლოპს და ბიჭებს არ აქვთ.. რომას ფანების გარდა ყველას ფინალშიბ ვგონივართ და მე პირადად უფრო მთრგუნავს ეგ ...

Shubitidze993
მომხმარებელი

Aii eg wnexi yvelaze magrad mitydeba mec mirchevnia 3.50 3.10 gvqondes koeficienti vidre 1.4 1.6

Capitan
მომხმარებელი

handikapit unda movugot))) anfildi saocari iqneba rogorc yoveltvis

LUIS SUARES 001
VIP Member

ფინალი უნდა დავდით უეჭველად კლოპ და მოვიგოთ კიდეც

lasha77
VIP Member

ამას რაღაც სისაძაგლებექნება მოფიქრებული :დ :დ ამხანაგურებზე ეთამაშა რომას მაგრამ იქ არცერთი გუნდი არ დახარჯულა ახლა კი მგონია რომ კლოპი რაღაცნაირად პირველ 10 წუთს დათმობს მერე დაიჭერს პრესინგზე და კონტრშეტევაზე ერთ კაი გოლს შეტენის მერე კი როგორც ჩვევია მთელი დარჩენილი დრო დააჯდება თავზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze