ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 26-04-2018, 21:42, კატეგორია - სიახლეები, 844, 9


 "ლივერპულმა" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "რომას" უმასპინძლა და მეტოქე ძალიან დამაჯერებლად, ანგარიშით 5-2, დაამარცხა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მერსისაიდულმა გიგანტმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა კიევისკენ.

 ბრიტანეთში "ლივერპულელების" შთამბეჭდავ პერფორმანსს უამრავი გავლენიანი ჟურნალისტი გამოეხმაურა. ტრადიციულ რუბრიკაში გთავაზობთ ამონარიდებს მათი შეფასებებიდან :

   კარლ მაჩეტი, ThisIsAnfield.com

 "რეალურად შედეგი ბევრად უკეთესია ვიდრე ეს ფანებს ჰგონიათ. შეხმედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე იმედგაცრუება ბუნებრივია, მაგრამ ტაბლოზე ანგარიში 5-2-ია. "ლივერპულმა" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს 5 გოლი გაუტანა. შეეძლო მინიმუმ 8 გაეტანა, ეს საამაყოა.

 "ლივერპულის" შესრულებით ხშირად გვინახავს დაუნდობელი ფეხბურთი, მაგრამ ამ სტადიაზე ეს მეტად დასაფასებელია. გუნდმა მომენტი იგრძნო და მიხვდა, რომ "რომას" გასანადგურებლად შესაფერისი დრო იყო. მსგავს სიტუაციაში კლოპის ბიჭები შესანიშნავად გრძნობენ თავს. მათ ეს ყველაფერი გამოუვიდათ."


   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "გუნდს სადარდებელი არაფერი აქვს. არც ერთი საყვედური არ ეკუთვნის კოლექტივს, რომელიც ისე თამაშობს, როგორც "ლივერპული". ფეხბურთელთა ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით სალაჰი აშკარად საუკეთესოა."

   პოლ ჰეიუორდი, The Telegraph

 "სალაჰმა პირველივე ტაიმში გვიჩვენა ის, რის გამოც წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვა. მან ყოფილ გუნდს ცივსისხლიანად გაუტანა 2 გოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, თავმდაბალმა ეგვიპტელმა არც ერთი გოლი არ აღნიშნა. "ლივერპულის" დიდების დარბაზში ადგილის მოსაპოვებლად მას ასეთი ფორმის შენარჩუნება ცოტა დიდხანს მოუწევს, მაგრამ ფაქტი აშკარაა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა."

 გარდა ამ გამოცემებისა, მატჩზე დაწერეს The Guardian-მა, Independent-მა, Mail-მა და ა.შ ფაქტია, რომ "ლივერპულის" თამაში ყველას აღაფრთოვანებს. მთელი ბრიტანეთის ყურადღება ახლა მერსისპირეთშია კონცენტრირებული, სადაც მივიწყებული გრანდის გამოღვიძებას ელიან.

კომენტარები


liverpool33
მომხმარებელი

სიტის ჩემპიონობა ყველას დაავიწყდა )))))))))))

ramms01
მომხმარებელი

ალბათ ყველაზე ყურებადი გუნდი ვიქნებით ეთერების მხრივ წელს პრემიერლიგაშიც და ჩემპ ლიგაზეც, თან სალაჰი და მთელი ეგვიპტე... იტოგში მომავალ წელს ამ შემადგენლობას კიდევ თუ გავაძლიერებთ და მინიმუმ იგვე დონის პერფორმანსი გვექნება ნელა-ნელა შეიძლება ვილაპარაკოთ "დიდებში" დაბრუნებაზე. ეხა თუ ყოველ წელს ყველაფერი თავიდან იქნა ასაშენებელი და არ ყოფილა ჩვენი საშველი მე ამის დედაც... მომდევნო ოთხ წელიწადში(კლოპი სანამ იქნება) პრემიერლიგაააა პრიორიტეტი ჩემთვის პირადად.

lashafss
VIP Member

ramms01,
წელს რომ ლიგას დავდებთ მას შემდეგ კი რათქმაუნდა, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმასაც , რომ ორივეს გაკეთება შეიძლებოდეს ერთად ( ცოტა თავხედურად ჟღერს მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ )

ramms01
მომხმარებელი

lashafss,
ხო მარა, ყოველთვის ჯობია პროგრამა მინიმუმი გვქონდეს.. თორე ჩვენ ისეთი გუნდი ვართ თან ყველაფერი შეგვიძლია თან არაფერი 13 , რო უკვირდები მე თვითონაც ჩემს საქმეებში ეგეთი ვარ :@@@. წელს ლიგა თუ დავდეთ მერე უკვე "ლიწინით" წავა ყველაფერი 13

Capitan
მომხმარებელი

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბერთელმა დაამტკიცა თუ რატომა საუკეთესო))))))))

chipe888
მომხმარებელი

სადარდებელი ის კი არ არის რო რომა ბარიერეს ვერ დავძლევთ ან ვინმეს საწაულის სჯერა. ფანებს ის ადარდებთ თუ რატო უნდა ყავდეს ასეთი ყ... მცველი გუნდს,რომელიც რა დროს რას იზავს ვერ მიხვდები. ბრიტანული მედია აღფრთოვანებულია,მაგრამ არა ლივერპულის ქომაგთა ნაწილი,რომელშიც მეც შევდივარ. თამაშის მიმდინარეობისას დაკარგული ოქსი,მანეს ეგოისტური თამაში,ჯამრთელი 3 ნახევარმცველი და ბოლო 10 წუთი დაფიქრებას მოითხოვს და იმედია კლოპი სწორ აქცენტებს დასვავს. როცა ინგსებით და კლავანებით უნდა გავსულიყავით მეორე თამაშში ისევ სასტავი და ისევ დატვირთვა. აქ რამე არის ასაღფრთოვანებელი?!მგოია არაფერი. რომელიმე ნახევარმცველი რო დაშავდეს ვინ უნდა დადგეს ფინალისთვის? გვყავს კი ასეთი? გრუიჩი უნდა გამოითხოვონ უკან და ზამენაზე მაინც დაჯდება ყოველიშემთვევისთვის. კარდიფს თითქმის მომთავრებული აქვს საქმეები და გამოუშვებენ უპრობლემოდ. ამიტომაა გრძელი სკამი საჭირო და როცა ყოველ 3 დღეში თამაშობ უნდა შეგეძლოს როტაცია. თორე ანგარიში ისეთია სანერვიულო რა გვაქვს. კი ვიხედებით რეზერვებისკენ მარა რეალურად არცერთია იმ დონის რო საქმეში გამოდგეს,ეს რო ასე იყოს დიდი ხნის წინ მიეცემოდა შანსი. სკაუზერთა მუდმივი სანერვიულო ტრანვები და მოკლე სკამი. ყოველთვის ეს პრობლემა გვაქვს და ტიტულიც იმიტომ არ მოდის. სავარაუდოდ რეალი იქნება მეტოქე და მას გაძლიერების საშუალება ექნება თამაშიდან და ჩვენ იგსები და კლავანებით რა უნდა ვქნათ? იმედია ძირითადის ხალხი გაიხევიან *ცენზურა*ებზე და გაუდებენ ზიდანს ალჟირულ დუდნდულებში თორე სხვა ალტერნატივა არ გვექნება

gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთგვარ წნეხსაც მოგვიხსნის. ასე ვთქვათ ლიგა "მოშორებული" გვექნება და გუნდი უკვე მთლიანად პრემიერ ლიგის მოგებაზე იზრუნებს. და ნუ ერთი შიდა თასიც არ გვაწყენდა

Ynwa Scousers
VIP Member

ძალიან მაგარი რუბრიკაა ამას ველოდებოდი ამდენი ხანი :)

DIMAX777
მომხმარებელი

ლოვერპული მივიწყრბული არასდროს არ ყოფილა უბრალოდ რასაც დასთესს იმას მოიმკი ჩავარდბა ყველას აქვს ..გრანდი იმისაა რომ უფრო მეტ და მეტს მოელი მისგან ამიტომ მივიწყებული არა უფრო ..... მიყუჩებული

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze