x

ემრე ჯანის U-turn

ავტორი: gio_chyoi, 27-04-2018, 12:27, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 244, 31


საკმაოდ საიმედო ჟურნალისტის, Mootaz Chehade-სა და რამოდენიმე იტალიური გამომცემლობის, მათ შორის calciomercato-ს განცხადებით, ემრე ჯანმა აზრი შეიცვალა და ზაფხულში "ლივერპულს" აღარ დატოვებს.

ჟურნალისტის ცნობით, ემრეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალმა და გუნდის ამბიციებმა და სურს კლუბთან ახალი კონტრაქტი დადოს. "ლივერპულთან" მოლაპარაკებები კი უკვე მიმდინარეობს. აქვე მუტაზი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ემრეს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მედიკოსებისგან მწვანე შუქი აენთება და თამაშისთვის მზად იქნება.

როგორც ჩანს, გერმანელ ფეხბურთელზე დიდი ზეგავლენა მოახდინა "რომასთან" 5-2 გამარჯვებამ, მიუხედავად იმისა, რომ  მას მონაწილეობა არ მიუღია ამ შეხვედრაში და ამან გუნდის ამბიციებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

საინტერესოა, აქამდე რატომ ვერ რწმუნდებოდა იგი გუნდის ამბიციებში, თუმცა, როგორც ჩანს, ამჟამად მან ნათლად იხილა, თუ რა დონეზეა კლოპის გუნდი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ემრეს წასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, ახლა კი მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა.

აღნიშნული ფაქტი ბევრს სქაუზერს გაახარებს, ბევრსაც არა, რადგან მისი თამაშით ბევრი უკმაყოფილო იყო, თუმცა, რეალობა ისაა, რომ მისი დონის ნახევარმცველის უფასოდ დაკარგვა ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნებოდა.


კომენტარები


Mate chavchavadze
მომხმარებელი

უფასოდ დანაკლისი ჩანის ცუდია მაგრამ არც ძირითადში უნდა იყოს იქით წელს მირჩევნია ამის მაგივრად უკეთესი ფეხბურთელი მოვიდეს.თუ წავა გულდაწყვეტილი არ ვიქნები ცოტათი შეიძლება გამიხარდეს,მაგრამ როტაციისთვის იდეალური ფეხბურთელია ჩანი

gio_chyoi
რედაქტორი

ამის უფასოდ გაშვება მართლა არ მინდოდა, თან ერთია რა. ეს გუნდი მაგარი შეკრულია და ბევრი ახალი ფეხბურთელი არ წაადგება გუნდს. გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი რო დარჩებოდა იმის მერე მართლა რასაც მივაღწიეთ ლიგაზე. მაინც მეგონა რო მთავარი მიზეზი ის იყო რო ტიტულებისთვის ვერ იბრძოდა გუნდი და ახლა ეტყობა მიხვდა რო ესეც შეგვიძლია

_z_l
მომხმარებელი

თუ მაინდამაინც ბარსელონა არ უნდოდა (მე მგონი ასეც იყო), კაუტინიო შუა სეზონში რომ არ გაქცეულიყო, შეიძლება იმასაც შეეცვალა აზრი.

ამას ძირითადისთვის ბრძოლა ყველა დიდ კლუბში მოუწევდა. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მაინც ლივერპულში აქვს ძირითადში თამაშის შანსი. გერმანიის ნაკრებში თამაშიც ძირითადში თამაშზეა დამოკიდებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსიც გაუჩნდა. მეტი რაღა უნდა. პირობებზე შეთანხმებაც არ გაუჭიდებათ

johan cruyff
მომხმარებელი

სქაუზერებო, ფინალში ვის ისურვებდით?

gio_chyoi
რედაქტორი

_z_l,
ნაკრებში არც ეხლა აყენებ და არც არასდროს დააყენებენ ეგრე მგონია

Duck.
მომხმარებელი

კარგია უფასოდ წასვლა ამისი ტეხავს და თან შეჩვეულია კლიპოს ფილისოფიას და იცის თავიდან ბოლომდე, ჟილკაც არ აკლია, ჯერარდი კინაღამ წავიდს ბოლობოლო და თუ დარჩა და კარგად ითამაშა ვაპატიებთ როგორმე ❤️

kloppo
მომხმარებელი

მე მაგრად გამიტყდა იმიტორო ამის შემცვლელად მაქს მეიერის უფასოდ მოყვანა უნდოდა კლოპს და ჩანის 15 თამაშში ერთ გავარდნას მირჩევნია მეიერი იყოს ძალიან მაგარია ტიპი

chipe888
მომხმარებელი

ნებისმიერ სიტუაციაში კარგია რო რჩება და ცუდია იმიტომ აღარ მოიყვანენ სხვა ნახევარმცველს მის ადგილას

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, რომ ეს არ წავიდოდა? მაგას წყალი არ გაუვიდოდა, რომ "უკეთესი" გუნდი უნდოდა და მაგიტომ გაიძახოდა სეზონის ბოლოს დავჯდებით მაგიდასთანო, ამის დედას *ცენზურა*იიი რო კლოპი ნახუიზე არ უშვებს.

ეხლა მეორე პროგნოზს გეტყვით და ვნახოთ თუ არ ახდება: როგორც კი ეს დაბრუნდება, ნახევარდაცვას ისევე დედა მოე*ცენზურა*ება, მაგარ სასიზღრობებს იზამს, როგორც სჩვევია, დაცვა მაგის გამო გაიდირკება, ყველა ისევ ახალი ფეხბურთელების მოყვანაზე ალაპარაკდება. ყველაზე ცუდი, ნახევარმცველებიც ფორმას დაკარგავენ, განსაკუთრებით ვეინალდუმი გამოჩლუნგდება ისევ. ეს მოხდა წინა სეზონში საათივით აწყობილი ჰენდო-ჯინი-ლალანას სამეული რო ამან ჩაიბარა და იმავეს ველი ისევ, ხოდა თუ გინდათ დასქრინეთ ეს და მიჩივლეთ სხვაგვარად თუ განვითარდა მოვლენები.

კიდევ, ჯერარდმა ზუსტად იგივე თქვა რომასთან მატჩის შემდეგ, რასაც მე ვიძახი რამდენი ხანია. კითხეს ვინ უნდა მოიყვანოს კლოპმა ახლებიო და ტიპმა ძლიერი მცველი და მეკარე უნდა მოვიდესო და სალაჰს ან მანეს რამე თუ მოუვიდა შემცვლელი სჭირდებათო. ჯერარდიც, რომ აღარ ფიქრობს კოუტინიოს შემცვლელზე კეიტა-ჩემბოს შემყურე, კლოპი რაღას აპირებს უკვე ცხადია. :D

chipe888
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
ეს და ჰენდერსონი ერთად სასტავში არის საზიზღრობა. თუ დაბრუნდა ფინალამდე ზამენაზე უნდა დაჯდეს ყველა ვარიანტში. ფინალში კი ვართ 99.9% და 0.01% კი სასწაულის მოლოდინია რომასი

jackjack
მომხმარებელი

ტრაკის თამაში უყვარს აშკარად

gio_chyoi
რედაქტორი

კაით რა მეიერი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია. ეს თუ დარჩა ალბათ აღარ მოვა ამის პოზიციაზე აღარავინ, თან ნახევარდაცვაში კეიტა და გრუიჩიც დაგვემატებიან და შეილება კოუტინიოს შემცვლელიც აღარ მოიყვანოს ამან

_z_l
მომხმარებელი

gio_chyoi,
მე მახსოვს ნაკრებში ამის თამაშიც და ამის გოლიც. ახლა გადავამოწმე და 20 თამაშია აქვს ჩატარებული 2 წლის განმავლობაში, რაც ცუდი სტატისტიკა არაა, იმის გათვალისწინებით, თუ რა სხვა ფეხბურთელები ყავს გერმანიის ნაკრებს. დღეს თუ აღარ აყენებენ, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად სჭირდება ძირითადში თამაში

ramms01
მომხმარებელი

ამის დედასაც შე@@@ი ნა*ცენზურა*არი, ზამთრამდე დავიტოვოთ, რამოდენიმე იგრა ვათამაშოთ და მერე გავყიდოთ 20-25 ლიმონად ეს *ცენზურა*ი. თფუი რამეს მაინც წარმოადგენდეს და აქეთ გვახვეწნიმებდა @@@
კეიტა, ჩემბო, გრუიჩი, ლალანა, ჰენდო, ვეინალდუმი და მილი კისრამდე გვეყოფა, ეს ზამენაზე ეგდოს

mamuka1985
მომხმარებელი

ემრე აუცილებლად უნდა დარჩეს,ახალგაზრდა ფეღბურტელია,მართალია ცოტა არასტაბილურია მაგრამ გამოასწორებს,მე ვფიქრობ რომ სვენიერი ვარიანტია ეგ და კეიტა,არცაა საჭირო ბევრი ახალი ფეღბურთელი

liverpool33
მომხმარებელი

უფასოდ ცუდია ამის გაშვება მაგრამ როტაციისთვის მშვენიერი ფეხბურთელია მაგრამ არამგონია კლოპმა ძირითადში რომ დაააყენოს უბრალოდ ჩამშლელს აღარ იყიდის და ეგაა
წელს უფრო ჭირდება კლუბს ამის დახმარება ვიდრე მომავალ წელს

gio-torres
მომხმარებელი

ტეხავს რა მაგრად ტეხავს ეს თუ ეხლა დატოვეს. ტრამვა მიიღო და აღარ უნდათ იუვეს და მინხენს ? ამას უნდა ახეხინო სკამი და მერე ნახ...ი ფენერბახჩეში

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
მეიერი რო მოიყვანო ვერც ჰენდერსონს ამოაგდეს და ვერ ჯანს და რად გინდა გააფუჭებ ტყუილად ფეხბურთელს

Ynwa Scousers
VIP Member

წიხლით უნდა გააბუნძულონ ეს თურქი *ცენზურა*ვარი მიიღო ტრამვა დაკარგა ფორმა და აღარ ყავს მსურველი და ეხლა მოუნდა დარჩენა ხო? სკამზე დაალპობს ამას კეიტა და იქითა სეზონში ფულს მაინც ავიღებთ ამ *ცენზურა*ვარში

skauzera-16
მომხმარებელი

იმედია ფინალში მაინც დაგვეხმარება სკამზე იჯდება მაინც, მარა გაისად აღარ გვჭირდება 8 ნახევარმცვეილ გვყავს და მეტს ამის გამო აღარ მოიყვანს არადა იმის იმედი მქონდა მსოფლიოზე ააგდებს კლოპი ვეინმესთქო
ან ჩემპიონშიპშია ბევრი კაი ბიჭები. გავანათხოვროთ მაინც გაისად და ზამთარში გავყიდოთ

GoGson
VIP Member

აუ ამას ეხვეწე კიდე... მომკალით და არმინდა ესეთი ფეხბურთელი გუნდში. ანგარებით და ულტიმატუმებით ))) ამ სეზონში მაინც ვერ ითამაშებს და შმდეგისთვის უკეთესი ცენტრი მოიყვანობ და უფრო ერთგულიც .

არ დაიცვათ ეხლა და ამის ერთგულებაზე არ გამოექომაგოთ გთხოვთ რა ))

bulleye
მომხმარებელი

უფასოდ წასვლა მაგრად არმინდოდა ამისი, ზოგჯერ ძალიან მაგრად თამაშობს და ბურთის ართმევა მაგრად შეუძლია:) გამიხარდება თუ დარჩება

S.J
მომხმარებელი

ამის დარჩენას უფასოდ გაუშვან ჯობია, ხელფასი ტყუილად უნდა აიღოს და როდის რა სირობას ჩაიდენს , ღმერთმა იცის. და საერთოდ დროა ასეთი ტრუხა ფეხბურთელებისგან დავიცალოთ. პირველი მორენოს გაა..ევინოს, ევროპა ლიგა მიართვა სევილიას ამ კუტუნიამ.

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ახლა აღარ გინდათ სააკაშვილი ხო?! გამოვარდა იუვე და მომინდომა დარჩენა წადი ემრე მამაშენს მიაფსი კისერში მომინდომა დარჩენა

lalana20
მომხმარებელი

ეხლა ვფიქრობდი ამ კომენტარებზე დავიწყოთ იქიდან ეხლა რო ითამაშეს კარგათ ჯინიმ და ჰენდომ ხო არ გგონიათ რო ყველა თამაშს ესე უთამაშებენ თუ გაგახსენოთ ამათი ქმედებები თავზე რო ახიეს ბურთი ემრე კარგ ფორმაში მყოფი მაგალითად როგორც სიტისთან (4-3) ერთ ერთი საუკეთესოა ლიგაში უნდა დარჩეს და შეიქმნას დიდი თადარიგი როცა ვინ იქნება ფორმაში ის ითამაშებს რაც შეეხება ახლების მოყვანას ყველა სალაჰი არ გეგონოთ ადაპდირება გუნდთან შეჩვევა ეს ყველაფერი ნელა ხდება და 50/50ზეა იმის ალბათობა რო ფეხბურთელი მინიმუმ იმ დონეზე დარჩეს როგორიც წინა გუნდში იყო ამიტომ ესე ხელაღებით წავიდეს ერთი ამისიცო არ არი ესე ხო ამბობთ ყოველ 5თამასში ერთხელ ანათებსო ხოდა ათამაშებენ მასე ხან ეს უქნება ფორმაში ხან ის ყველა ფირმინოსავით სტაბილური ვერ იქნება და უტრანვო სეზონი ძალიან გრძელია 4ჩემპიონატში მოგვიწევს თამაში ამიტომ ყველა საჭიროა

lashafss
VIP Member

აქამდე თუ ვერ ხვდებოდა სად იყო გ*ცენზურა*ას... არც ეგ დონე არაა რომ ამას ეხვეწოს ლივერპული. წავიდეს მინდა რო წავიდეს

LUIS SUARES 001
VIP Member

ისე მიდიოდა საქმე მეგონა წავიდოდა..სკამისთვის იდეალურია

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მე ლიჩნად გამისწორდება თუ დარჩება. სავიჩების და რაბიოების მოსვლის იმედი მაინც არ მქონდა, ვიღაც დუკურესნაირი გაუგებარი მოთამაშეების მოყვანას კიდევ ისევ ემრე მირჩევნია. თან ვინც არ უნდა მოვიდეს ემრესნაირი უნივერსალი და ბეზატკაზნი მოთამაშე მაინც არ იქნება. გაჭირვებაში, ტრავმიანობის დროს მარჯვენა მცველადაც დადგება და ცენტრალური დაცვაც უთამაშია. მგონია, რომ როგორც ვირჯილას მოსვლამ იმოქმედა დადებითად დანარჩენ მცვილებზე, იგივე ეფექტს მოახდენს ნაბი კეიტაც ნახევარდაცვაში. ესეც უკეთ ითამაშებს და ჰენდერსონიც, როცა გვერდით კეიტასნაირი ხულიგანი ეყოლებათ. პლიუს ამას ვეინალდუმმაც თუ შეინარჩუნა ეს ხარისხი რასაც ახლა აჩვენებს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ამ ყველაფერს დავუმატოთ ლაზარეთიდან დაბრუნებული ლალანა-ჩემბერლენი და გაჭირვების ტალკვესი მილნერი. ჭყოის ვეთანხმები იმ აზრში, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელის მოსვლამ და სასტავის გადახალისებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს გუნდზე. შეკრული კოლექტივია, კლუბში კარგი განწყობაა, ყველამ იცის თავისი როლი და დანიშნულება. აგერ ავიღოთ მილანის მაგალითი, უამრავი ახალი ფეხბურთელი შეყარეს გუნდში სხვადასხვა ლიგებიდან ამ ზაფხულს, იმ იმედით რომ ჩემპ. ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ. ბოლოს ის მიიღეს მაგ აჯაფსანდალიდან, რომ მგონი დღევანდელი მილანი უარესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო. ატალანტაც კი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს.

ramms01
მომხმარებელი

რავი ძმაო მე პირადად არ მისწორდება ამას ლივერის ფორმა რო აცვია იმიტო რო ვხვდები მედრობე და მაგარი ძუნკალი ტიპია... სულ ერთ ადგილზე კიდია ლივერი... ვაბშეტა თამაშებზე დადის? მე არ შემიმჩნევია(?!)

Capitan
მომხმარებელი

ara marto chans bevrs moundeba liverpoolishi tamashi))) ara cudi emre kargi sezoni aq tu darcheba xo kai tuarada didad guli ar damwydeba

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze