კლოპი: "ჩვენი გუნდი საოცარ ატმოსფეროს იმსახურებს"

ავტორი: NikaSvanidze, 27-04-2018, 22:55, კატეგორია - სიახლეები, 561, 8


შაბათს თბილისის დროით 15:30-ზე "ლივერპული" საშინაო შეხვედრას "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართავს. სტუმრები ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ქულები სჭირდებათ, მერსისპირელებს კი ოთხეული ჯერ კიდევ გასანაღდებელი აქვთ, გარდა ამისა, ოთხშაბათს მათ "სტადიო ოლიმპიკოზე" უწევთ ბურთაობა.

 "ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე აქტუალურ თემაზე ისაუბრა :

 "ჩვენ ქულების მოპოვება გვინდა. ჩემი გადმოსახედიდან "ლივერპულისა" და "სტოკის" მიზნები მომავალ მატჩში არ განსხვავდება. ჩვენ ორივეს მოგება გვინდა. მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი, ჩემთვის ის ახლა სეზონის გადამწყვეტი თამაშია.

 ჩვენ უამრავი რთული მომენტი გადავაგორეთ, ფაქტობრივად, ხვალინდელი შეხვედრა სეზონის ფინალია. "რომას" შემდეგ გაოცებული ვიყავი "ენფილდზე" შექმნილი გარემოთი. ვიცი, რომ ერთგვარი ტრადიციაა შუადღის მატჩზე პასიურობა, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ დაიძინონ 9 საათზე, რათა ხვალ თითოეული მათგანი მოტივირებული მოვიდეს სტადიონზე. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით, ვთხოვ ყველას შექმნას იგივე ატმოსფერო.

 გაიხსენეთ სამშაბათის მატჩი, რომელი გუნდი იმსახურებს შუადღის მატჩზე მხარდაჭერას თუ არა "ლივერპული" ?!

 გერმანელი კარგად იცნობს პოლ ლამბერტს, ასევე ესმის მეტოქის მდგომარეობა, ასე რომ, ის არ აპირებს სათადარიგო შემადგენლობის დაყენებას.

 "დიდი გამოწვევა იქნება, მე ვიცნობ პოლს, ის "ბორუსიის" ლეგენდაა. ბოლო ტურებში "სტოკი" არც ისე იღბლიანი გუნდია, მათ ბოლო წამებზე რამდენიმე კარგი შეხვედრა დათმეს. მათთვის სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია, ისინი ლიგაში დარჩენისთვის ყველაფერს გაიღებენ, ამიტომ ხვალ მოტივირებულ და ხისტ მეტოქეს ველით.

 ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ ყველა წამყვან მოთამაშეს დავასვენებთ. ეს ასე არ იქნება, თუმცა, ხვალამდე დიდი დროა, ამიტომ გადაწყვეტილება არ მიმიღია.

 ჩვენ პატივს ვცემთ "სტოკს", მათ დაკნინებას და შეუფასებლობას არ ვაპირებთ, ამიტომ ხვალ მთლიანი რესურსი ჩვენ განკარგულებაში იქნება."

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

მართალია კლოპი, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია არამარტო ჩვენთვის არამედ სტოკისთვისაც, ამ დროს კი ჩაძირული გუნდები თავს იკლავენ ხოლმე. ამიტომ ურთულესი თამაშია და უეჭველი 3 ქულა გვჭირდება :) მიდი კლოპ შენიცი მოხოდე ბიჭები უნდა გადაუარონ! მომოს გოლი გვინდა

reversi
VIP Member

იასნა რას დაასვენებ მაქსიმუმ 4-5 კაცს გადაახალისებ
ჯერ ერთი რო სამშაბათს გვქონდა თამაში და მაგაშI მაინც გაგვიმართლა რო ჩვენი ნახევარფინალი გაიწელა 8 დღეზე ბავარიას და რეალს 6 დღე აქვთ სულ 3 თამაშის ჩასატარებლად ამიტომ მაგაში რო გაგვიმართლა ავღნიშნოთ
ასე რომ მომო თავისთავად იქნება და ბოლოსკენ ბობიმ შეცვალოს ინგსიც ასევე იქნება სადიო დაისვენებს დაცვა მთლიანად გადაახალისოს არის მაგის რესურსი მორენო კლაინი გომესი კალვანი რისთვის არიან აბა? რორამე 5 მველიც შეიძლება და 2 საყრდენი 3-ს მაგივრად მარა მაინც არ ველი მაგას
ცენტრშია ყველაზე ცუდად საქმე სულ 3 კაცი გვყავს და მთელი სეზონი მათზე გადავა თან დღეს წავიკითხე ვერცერთ არენდით გაშვებულს ვერ გამოიყენებს ლივერპულიო მგონი და იმედია ეს ჩანი და ლალანა დაბრუნდებიან თუნდაც ბრაიტონამდე რო რაღაცა გახურდნენ მაინც ხვალ კიდე ერთადერთი ჯინი გარანტირებულია ძირითადში 20 წუთით ნაკლები ითამაშა რომასთან მეორე ალბათ ჰენდო-მილიდან ერთ ერთი დაიწყებს და ბოლოსკენ მეორე შეცვლის აი მესამე ადგილზე ძაან რთული წარმოსადგენია რა მარა ცადოს თავიდან ტრენტი თუ არ წაუვა შეცვალოს და მილი ჰენდოდან სკამზე ვინც დარჩება ის დაამატოს თუ წაუვა დატოვოს და ბოლოსკენ ვუდბარნს მიცეს დრო, რავი სხვა გზას ვერ ვხედავ რომასთან 2 გოლი ყველამ ვნახეთ და ლოვრენსაც ვაგინეთ მარა ბოლომდე მაგის ბრალიც არაა რო დაფიქრდე ბოლო 20 წუთში რამდენი კროსი გაკეთდა საჯარიმოში თითქმის ყველა მოვიგეთ მარა გადმოვარდნილ ბურთზე არავინ გვყავდა რადგან დაიღალნენ ესენიც, არანორმალურ ტემპს ვერ გაუძლეს ბოლოსკენ და ასე წარმოუდგენელია თავის დაცვა მით უმეტეს ჯეკოსთან როცა შენ წუთში 2-ჯერ აწოდებინებ საჯარიმოში ამიტომ როტაცია აუცილებელია
ნიჭი დიდად არ აქვთ ჰენდო-მილის უბრალოდ არანორმალური ჟილკით მოქმედებენ მარა საბოლოოდ რობოტები ხო არ არიან გავუფრთხილდეთ უნდა რესურსს

lashafss
VIP Member

არიქნება მარტივი თამაში ეს ყველამ ვიცით :X უნდა მოიგოს კლოპმა. უეჭველი სამი ქულაა საჭირო , გარისკვა არ ღირს ნამდვილად

beini
მომხმარებელი

Stoki ari yvelaze gamshvebi gundi am sezonshi, da 2 burti rogor ver unda gavutanot. 3-1 mgonia

gio_chyoi
რედაქტორი

ატმოსფეროს რაც შეეხება სიტისთან და რომასთან მართლა ძალიან მაგარი სამუშაო გასწიეს ფანებმა. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო

Capitan
მომხმარებელი

1 mogeba da 1 free gvaklia otxeulis ganagdebamde))) momo recordze midis itokshi vigebt

chipe888
მომხმარებელი

არანაირი დასვენება,უნდა მოვიგოთ და თუ უნდა ჩელსისთან საკუთარი ბებია დაყენოს. სქაუზერები საოცარ ატმოსფეროს შექმიან ამის გჯეროდეს კლოპ და გუნდისგანაც ვითხოვთ მხარდაჭერას. ველოდები გამოსვლის დროს თეთრი მაისურებით გამოსვლას და წარწერას შონის მხარდასაჭერად. რავი ვისაც არ ეზარება ამ სტოკს ყველა უგებს და ჩვენ რატო ვერ უნდა მოვუგოთ ვერ ვხდები თან ენფილდზე. რომ დაუფიქრდეთ რა შენსი აქვს აქციონერებს დარჩენის ვერ ვხდები და მე მგონია თვითონაც არ სჯერათ მაგის. წინა თამაში მოსაგები ქონდათ უეჭველად მარა ვერ ქნეს. ამ სასტავს ველოდები: კარიუსი,გომესი,ლოვრენი,დეიკი,მორენო,ჯინი,ჰენდერსონი,ვუდბარნი,ინგსი,ფირმინო და სალაჰი. ყველას დასვენება რომც გვინდოდეს არ გამოვა და არის კიდე რამოდენიმე ვარიანტი.

LUIS SUARES 001
VIP Member

დღეს უეჭველ სამ ქულას ავიღებთ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze