კლოპი : მეტოქე მხოლოდ ქულისთვის თამაშობდა

ავტორი: johnson, 28-04-2018, 19:44, კატეგორია - სიახლეები, 1 074, 22


პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "სტოკ სიტი" მიიღო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს მთავარმა მსაჯმა სტუმართა მცველის მიერ საჯარიმოში ხელით თამაში ვერ დაინახა და შესაბამისად, პენალტიც არ დანიშნა.

მოგვიანებით განვლილი შეხვედრა მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა :

"ჩვენ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც მხოლოდ 1 ქულისთვის თამაშობდა. ისინი თვლიან, რომ მომდენო 2 მატჩს მოიგებენ და უმაღლეს დივიზიონში დარჩებიან, ჩვენ კი მათი აზროვნების შეცვლა არ შეგვიძლია. დღეს გვქონდა კარგი შანსები, განსაკუთრებით კი მოჰამედ სალაჰს.

მეორე ტაიმში ცვლილებები განვახორციელეთ, თამაშში დასვენებული ხალხი ჩაერთო და ეს იგრძნობოდა კიდეც. გვქონდა მომენტები, თუმცა მეტოქე თავის საჯარიმოში თავს მთელი ძალებით იცავდა.

ბოლოს კი ხელით თამაში... ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე, თუმცა არც ყველაზე ცუდია. მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის და "რომასთვის" დავიწყოთ მზადება."
- განაცხადა კლოპმა.

როგორც იცით, დღევანდელ მატჩში მცირე დაზიანებები მიიღეს ჯორდან ჰენდერსონმა, ჯო გომესმა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა. კლოპმა მათზე კონკრეტული პასუხისგან თავის შეკავება არჩია და ჟურნალისტებს დალოდებისკენ მოუწოდა.

ახლა ცალსახად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ოთხშაბათისთვის სადიო მანე სრულ მზადყოფნაში იქნება. 

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

ყველა მწყობრში იქნება რომასთან უბრალოდ არ მესმის აი რატომ დაიღალეს თავი შწუტიე თავიდანვე გაუტანე და დაასვენე მერე რა 100 წუთი ითამაშა გუნდმა თითქმის აშკარად ეტყობოდა გუნდს რო არ იღლიდა თავს პირველ ტაიმში

GoGson
VIP Member

მსაჯის დედას რო *ცენზურა*ააა კოლო ტურემ.....
აი როგორ უნდა ყოფილიყო ეს თამაში:
მე80 წუთამდე 1-0 უნდა ყოფილიყო ინგსის გოლზე და იკ ხელით თამაშზე აუცილებელი რო არ იქნებოდა მეორე ბყრთი მილნერი სალაჰს დაუთმობდა პენალტს და მომოც გაიტანდა მოხსნიდა უფრო რეკორდს.
ძაან სხვა რეალობაა ვიცი მაგრამ წესით 2-0 უნდა მორჩენილიყო..
ასე აღარ შეიძლება მერამდენედ ვხუჭავთ ტჳალს იმენა ჩვენ საწინააღმდეგო ქმედებებზე ბლიადდ

_z_l
მომხმარებელი

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საპანიკო არაფერია. მაგრამ, ის ტეხავს რომ 2 ყველაზე ბანძ და გავარდნილ გუნდთან 2-2 ქულას რომ დაკარგავ, თან ყველაზე საჭირო დროს :( ჩელსიმ რომ მოგვიგოს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ისეთი თამაშები მოიგეს ბოლოს) ბოლო თამაშში ბრაიტონთან ადვილად მოვიგებთ?! რამდენჯერ წაუტეხიათ კისერი ბოლო ტურში. რატომ უნდა დადო სასწორზე არ მესმის?! რომასთან ფსიქოლოგიურად კარგი განწყობით არ ჯობდა თამაში? მანე თუ არ დაბრუნდა და ასე თუ ითამაშეს რომასთან, სანერვიულოდ გვექნება საქმე

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან გადაიღალა ხალხი მგონი და უკვე სულ ტრავმებს იღებენ. ერთი ეს რომა მოვიშოროთ და მერე ჩელსის მივხედოთ

liverpolel
მომხმარებელი

მსაჯთა ასოციაციაში იციან რო ლივერპულს პენალტი არ უნდა დაუდონ, ჰარი კეინს უწყობენ ხელს ყველანაირად რო ბომბარდირი გახდეს !!! აგერ ნახეთ ეს მსაჯი თუ იმსაჯებს ტოტენჰემის თამაშს ამ სეზონში რა პენალს დაუდებენ

_z_l
მომხმარებელი

მსაჯთა ასოციაცია ცდილობს ჩელსის და ტოტენჰემის გათრევას, ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ რატომ ვიხდით ასე საქმეს? გასაგებია, დაიღალნენ და რთულია 11 კაცით 2 ფრონტზე თამაში, მაგრამ გავარდნილ გუნდებთან 2-დან 1 თამაში მაინც უნდა მოიგო. ორივე რომ მოგვეგო, ვინ იცის, ტოტენჰემსაც გავასწრებდით

GoGson
VIP Member

ციტატა: _z_l
მსაჯთა ასოციაცია ცდილობს ჩელსის და ტოტენჰემის გათრევას, ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ რატომ ვიხდით ასე საქმეს? გასაგებია, დაიღალნენ და რთულია 11 კაცით 2 ფრონტზე თამაში, მაგრამ გავარდნილ გუნდებთან 2-დან 1 თამაში მაინც უნდა მოიგო. ორივე რომ მოგვეგო, ვინ იცის, ტოტენჰემსაც გავასწრებდით


გეხვეწები რამდენიმე დღის წინ რო გადაავარტყით ბურთი თავზე რომას , და 3 დღეში კიდე რომში რო მიდიხარ, დღეს რო 80 პროცენტი გაქ ბურთის ფლობა და 20 დარტყმა გაქ, 1 სუფთა გოლი გაიტანე, 1 ასპროცენტიანი პენალტი არ დაგიდეს და კიდე 1 საეჭვო პენალტი(ფირმინოზე) ...ნახევარზე მეტი კაცი ტრავმირებული გყავს და ის მეორე ნახევარი გადაღლილი..
აი ამ ყველაფრის მერე როგორ ვერ მოიგეს კიდე?

liverpool33
მომხმარებელი

ჩელსისთან სხვა თამაში იქნება ბოლომდე დაიხარჯება გუნდი ლიგაზე რომ არ ექნება სათამაშო არამგონიაა წააგონ ჩელსისთან. ვფიქრობ კლოპის გეგმის მიხედვი მიდის ყველაფერი, მომოს გოლზე უფრო ჩალიჩობდნენ ესენი ვიდრე თამაშის მოგებაზე მიტო არ იხარჯებოდნენ ბოლომდე

_z_l
მომხმარებელი

GoGson,
ყველა თამაში დეტალებისგან შედგება, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია გატანილი გოლები და აღებული ქულები. ვესტ ბრომთან ხომ სხვა დეტალებისგან შედგებოდა თამაში? იქ რომ 10 წუთში 2 გოლი გაუშვეს, მსაჯის ბრალი იყო? 20 წელია ლივერპულის თამაშებს ვუყურებ და ამოვიდა ყელში ამდენი გაშვებული ჩემპიონობა, უაზროდ დაკარგული ქულები და იუნაიტედის, ჩელსის და სიტის "გულაობა". არ ჯობდა დღეს მოეგოთ და ჩელსისთვის და ბრაიტონისთვის თავი არ შეეკლათ? თქვენი არ ვიცი და მე მე-3 ადგილზე გასვლა მინდოდა და მაგრად მწყდება გული, რომ ტოტენჰემის გადაგვისწრებს და ჩელსისაც უნდა ვეჭიდაოთ

Capitan
მომხმარებელი

meramdened bijooo meramdened sheidzleba msajebma gawiron liverpooli... 3 qula gvinda ligis biletistvis an ligis mogeba))) es tranvebi tvins chams ukve fergiufson shen dedas mokitxvaa

chipe888
მომხმარებელი

ზუსტად ველოდი ასეთ თამაშს და არც უნდა დახარჯულიყვნენ ბოლომდე. ბარსა სწორედ ეგ დაემართა,ვალვერდემ მოგებულ ჩემპიონატს შეაკლა ხალხი და ფეხბურთელიც ადამიანია. კი იქ არასწორი ტაქტიკაც ქონდა მარა ბარსას ნაირ გუნდს გადაწყობა ნებისმიერ დროს შეუძლია. ის გამოტოვებული თამაშიც მოიგო ჩელსიმ და ჩვენთანაც დავუშვათ,მერე რა ბრაიტონს ენფილდზე გავარღვევთ. მოდით დაველოდოთ ჩელსისთან თამაშს და რატო გგონიათ წავაგებთ? ჩვენ თუ გვაქვს შუა კვირაში თამაში ჩელსისაც ხო აქვს მგონი და ვერ ვხდები რატო პანიკობთ. შეუტია გუნდმა და კლოპის არ იყოს მეც იგივეს ვიტყვი რო მეტოქე ქულაზე თამაშობდა. კლავან მორენოებით რას ელოდით სხვას ვერ ვხდები და უფრო მთავარი ის არის 3 ნახევარმცველიდან ყველა ჯამრთელია,ეს არის მთავარი და არა ის მოვუგეთ თუ არა სტოკს. კი კარგი იქნებოდა რომ მოგვეგო მარა ეგრე ისეთები ვერ მოვიგეთ რო შეილება ჩემპიონები გავმხდარიყავით. ისიც ვაღიაროთ რო მსაჯმაც დაგვწვა და ზუსტად იგივე სიტუაციაში რომასთან ჩვენ კართან პენალტი დაიდო და ახლაც 100% პენალტი იყო მარა არ დადო. ამ მომენტში ჩელსიც და ტოტენჰემიც მოიგებდა თამაშს,იმიტო რო პენალტს დაუდებდნენ. დაწყნარდით 4ეულში შევალთ და ფინალსაც ვითამაშებთ ბონუსად მეტი ამ სეზონში რაღა გვინდა? ფინალის მოგების შანსი გვეძლევა თან ლიგის ფინალის და რა გვინდოდა დაეხოცა ხალხი სტოკთან მერე რომასთან ჩაესვარათ?

თან რომამ სასტავით ითამაშა და არ დასვენა ხალხი როგორც ბარსასთან თამაშის წინ ქნა გამოდის თვითონაც აღატ სჯერა და თუ ეს თამაშის შემობრუნება შეძლეს მაშინ 3 კვირაში 2 სასწაული იქნება და თუ პაპს არ მისცა ფრანჩესკომ სხვა შემთხვევაში გამორიცხულია ეს მოხდეს ასე რომ დავმშვიდეთ და დაველოდოთ 26 მაისს და 30 აპრილს რო გავიგოთ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ფინალში

reversi
VIP Member

ფინალის ტოლფასი თამაში იყო და ვერ მოიგეს :დდდ

ეს თამაშI მოეგოთ და რომასთან გამოვარდნილიყვნენ ჯობდა იმდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო

_z_l
მომხმარებელი

reversi,

ძაან მშვიდად უყურებთ ამ 2 ფრეს. მე მაგრად დავიგრუზე, მგონია რომ ჩელსისთანაც და ბრაიტონთანაც არ იქნება ადვილი თამაშები და მერჩივნა ახლავე მოგვეთავებინა საქმე

reversi
VIP Member

რაც შეუძლიათ აკეთებენ ლიგის პარალელურად უფრო მეტი რო გაეკეთებინათ ანუ უფრო დახარჯულიყვნენ სავარაუდოდ მარტო პრემიერლიგაზე მიგვიწევდა აქცენტის გაკეთება და აღარც ლიგაზე გვექნებოდა სანერვიულო (გამოგვაბუნძულებდა სიტი ან რომასთან ჯერ არ გაგვინაღდებია მარა არც ამხელა უპირატესობა გვექნებოდა) ასე რომ არჩევნის წინაშე დგას გუნდი ტრავმების გამო რესურსი რამხელაცაა ხედავთ და რა ქნან ლიგა დაიკიდონ და სტოკს მიაკვდნენ? 3 ჯანმრთელი ნახევარმცველით და სამი ნორმალური ფორვარდის ამარა? ამიტო მეცინება ხოლმე ამ თამაშებზე ტრაგედიის შექმნით აბა დეილი გგონივარ და 3 ქულას 1 მირჩევნია და ნიჩიას ვბალეშიკობ გგონია?
ან კიდე რო ამბობ ბრაიტონთან და ჩელსისთან დაისვენონო რატო უნდა დაისვენონ მანდ არაფერი აღარაა მერე (იმედია ფინალის გარდა რომელიც 26 რიცხვშია) და თან არ უწევდა ლიგა და ბრაიტონის ტიპის (შემტევი) და მდგომარეობის (დარჩენილი) ბორნმუთი ჩამოვიდა და ტიპებს 2 წუთში 1 მომენტი ქონდათ 3 ქულა უნდა ავიღოთ მარტო 3 ქულა ან ჩელსიმ უნდა დაკარგოს სადმე ქულა და რატო შევქმნა პანიკა ამის გამო
მაგის გარდა გუშინ ძალები შეილება დაზოგეს მარა დაიკიდესო რანაირად ვთქვა 1 გოლი შეაგდეს (ფეხი წინ ქონია თურმე იმ სირმანჯო ინდის) და 1 პენალი მინიმუმ არ დაუდეს და ამ დროს და კიდე ვაივიში მოვრთო უაზრო თამაშში თავის არ შეკვლის გამო? ეგ რო გავაკეთო ცვეტში შიზოფრენია უნდა მჭირდეს
თან შენ არა მარა ერთი-ორმა დაწერა ფინალის ტოლფასი თამაშიაო და გუნდი ამ დროს იბრძვის ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში გასამარჯვებლად 2 ნაბიჯია დარჩენილი და ფინალს ეძახის სტოკთან თამაშს რანაირად მივიღო ეს ყველაფერი სერიოზულად?

გუშინ დროც არ მქონდა თორე სერიოზულად იღადავებდი კაცი რა ხალხი იმენა ვსიო მორჩა ოთხეული რა აწყობილი ქვეყანა დაგვინგრიეს ლოზუნგებით მოძრაობდა აქ გამოვYლევდი რო შემოვედი საიტზე

LUIS SUARES 001
VIP Member

მთავარი რომაა ეხლა სხვა დავიკიდოთ

_z_l
მომხმარებელი

[quote=reversi]

satragedio da sapanashvide ra tkma unda araferia da romastam tamashis tsin unda daesvenat. magram chelseastan tamashis kvelaze metad meshinia. ak movismine bevrisgan, chelseasis advilad gadavuvlito. araa ase martivad sakme. chelsea tavs shegvaklavs, meshinia vinme ar dagvimtrion finalis tsin. amitom, logikuria rom chelseastan jobda meore shemadgenlobit tamashi. Brightons ki mougeben da gavlen me-4-ze, magram tottenham rom me-3-ze gavushvit, es kidev magrad mgruzavs.

koncentraciis dakargva kvelaze seriozuli pronlema mgonia. west bromtan ar iko mogebuli?! city-tan 2 goli, arsenaltan 3 goli, seviliastan 3 goli, romastan 2 goli da west bromtan 2 goli. es shemtkhveviti ar mgonia da amaze magari samushao akvs klopps

reversi
VIP Member

თუ ბრაიტონთან მოგება გგონია ოთხეულში გავალთ ესეიგი და ლიგის წინ დაგრუზვის გამო ვინმე რო დაიმვრეს წარმოგიდგენია რა მოხდება?
გუშIნ რო ჰენდერსონი წაიქცა ვიფიქრე ვსიო მორჩა დავრჩით 2 ნახევარმცველით მეთქი

_z_l
მომხმარებელი

არსებული რესურსებიდან გამომდინარე, ხომ ხდება დაგეგმვა სეზონის წინ და შუა სეზონში. სტარიჯის და ორიჯის საჭიროება არ იყო (თუმცა, მე თუ მკითხავ ორიჯი ჯობია სოლანკეს), მაგრამ ნახევარმცველები რომ ყველა გაუშვეს, და 4 ნახევარმცველის იმედად დარჩნენ, ესეც მიკვირს. ლალანა შუა სეზონშიც დამტვრეული იყო. დაემატა ჯანი და სტარიჯი და დარჩნენ 3 კაცით. წინასწარ ასეთი ალბათობის გათვლა და დაშვება ნეტა არ ხდება რომ ვინმე შეიძლება დამიტვრეს? თან დიდი რისკ ჯგუფია ნახევარცმველები. კი ვიცით, რომმ გრუიჩი, ეჯარია და ოჯო ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ სკამზე იქნებოდნენ და სტოკთან რომელიმეს დააყენებდა კაცი. არნოლდის წინ აწევა მოუწია, მაშინ როდესაც დაასვენებდა როგორც რობერტსონი დაასვენა

reversi
VIP Member

ჰენდერსონი ჯანი ჯინი ოქსი ლალანა მილი 6 კაცი 3 ადგილზე იდეაში + კოუ ნახევარი სეზონით რომელიც უკანაც იდგა ხოლმე და წინაც მანეს ადგილზე
წინ კიდე ტრიო + კოუ როგორც ვთქვით სტარიჯი ინგსი სოლანკე იდეაში ესეც უნდა გეყოს (თუმცა თავდასხმაშI გაცილებით ცუდი სკამი იყო ვიდრე ნახევარდაცვაში მიუხედავად ამისა ცენტრში უფრო გვაკლია ხალხი ვიდრე წინ)
სეზონის წინ ვინმეს რო ეთქვა ამ სეზონში ლალანას ვერ გამოიყენებთო დავცინებდით ამიტომ წინასწარ ვერ განსაზღვრავ ყველაფერს
რაც შეეხება გრუიჩს თამაში ჭირდებოდა განსავითარებლად და მე-7 კაცად ყოფნა 3 კაციან ნახევარდაცვაში ვერაფერში ვერ დაეხმარებოდა

ანუ იმას ვამბობ რომ ფეხბურთელების ხარისხი უფრო მეტის სურვილს ტოვებდა მარა გადამწყვეტ მომენტში სკამზე ნახევარმცველი არ გეჯდებაო ვინმეს რო ეთქვა სეზონის სტარტზე გიჟად შევრაცხავდით დამიჯერე

_z_l
მომხმარებელი

ფაქტია, რომ ნახევარდაცვა ყველაზე მეტადაა გასაძლიერებელი. კეიტა ნაყიდია. ოქსი დაბრუნდება. ჟორჟინიო, ტალისკა, კოვაჩიჩი, სებალოსზე იწერება. ჟორჟინიო ყველაზე მეტადაა სავარაუდო. კოვაჩიჩი ალბათ ნაკლებად. თავდასხმაში ვერნერი თუ დაიმატეს, დაგვიდგეს სიტი შემდეგ წელს

lasha77
VIP Member

ორი 100 %იანი შანსი ვერ განოიყენეს რაც ცუდია მაგრამ 1 ქულაც არაა ცუდი რომასთან თამაშის წინ . ახლა ჩელსისთან ფრე რომ ითამაშონ საკმარისი იქნება თა თუ ტოტენჰემი ქულებს დაკარგავს მოუწევს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა ჩელსისთან ერთათ ჩვენ კი ერთი თამაში მინიმუმ უნდა მოვიგოთ

georgelive
მომხმარებელი

მოგესალმებით, ფინალის ბილეთებს სად ვიყიდი, ხომ ვერ მეტყვით
მადლობა წინასწარ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze