"რეინჯერსი" ჯერარდს შეუთანხმდა

ავტორი: johnson, 29-04-2018, 11:17, კატეგორია - სიახლეები, 819, 9


დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან სტივენ ჯერარდი "რეინჯერსს" ჩაიბარებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ რამდენიმე საკითხის განხილვაღაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, გლაზგოურმა კლუბმა დაარწმუნა "ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი, რომ ის მიიღებს ფინანსებს საჭირო მოთამაშეების დასამატებლად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ კლუბში ჯერარდის თანაშემწე გარი მაკალისტერი იქნება. როგორც იცით, ეს უკანასკნელი გარკვეული პერიოდი "ლივერპულშიც" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს სტივენ ჯერარდი მერსისაიდელთა 18 წლამდე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა. სადებიუტო სეზონი ახალ ამპლუაში კი მისთვის არც თუ წარუმატებელი გამოდგა. სწორედ ინგლისელს ანდეს "წითლების"  U19 გუნდიც, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც 1/4 ფინალში "მან. სიტისთან", 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდა.

კომენტარები


kloppo
მომხმარებელი

სეზონის ბოლოს ბრენდანა დიდი ალბათობით დატოვებს სელტიკს და მემგონი ჯობდა დაეცადა ზაფხულამდე და სელტიკში წასულიყო უფრო კარგი გუნდია, მაგრამ რას ვიზამთ არც რეინჯერსია გამოცდილებისთვის ურიგო. კაპიტანს კი წარმატებას ვუსურვებ მჯერა რო რეინჯერსსთან ერთად რაიმე ღირებულს გააკეთებს. მგონია რო დასრულებს სელტიკის ქეგემონიას და ერთხელ მაინც გახდება ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც თუ გაიყვანა ეს გუნდი ჩათვალეთ რომ იურგენი თუ დაითხოვეს კარგი შემცვლელიც ადგილზე გვყავს :))) წარმატებები ფანტასტიკავ ! <3

ramms01
მომხმარებელი

კაი ამბავია, უფრო და უფრო "ვიხოდებით".... 4

GoGson
VIP Member

ძაან მაგარი ინფორმაციააა, გამოცდილებას ხო მიიღებს მთავარ გუნდში მუშაობისას.. მერე პახოდუ ძაან კაი გუნდია რეინჯერსი , თავის ნებით ააწყობს გუნდს და სრული თავისუფლება ექნება..
ყველაზე მეტად კიდე უსაა კარგი რო ლივერპულის "მეგობარი" გუნდი გვეყოლება შოტლანდიაში... ფეხბურთელების გაცვლა გამოცვლაში წაგვადგებიან.. პრაქტიკას მისცემენ ჩვენს ახალგაზრდებს და ა.შ. მოკლედ ძაან ბევრი უპირატესობა აქ და დადებითი მომენტი სტივის გაშოტლანდიელებას

gio_chyoi
რედაქტორი

კარგია რო უკვე პროფესიონალურად მთავარ გუნდს იბარებს და თან რეინჯერსს და არა მეორე გუნდს რომელიმეს, მარა ისე უკეთესი იქნებოდა უფრო ძლიერ ჩემპიონატში ეცადა ბედი.
მარა მეორეს მხრივ რო ვფიქრდები პრემიერ ლიგაში ეს სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია და ბრიტანეთის გარეთ გასვლას ჯობდა ისევ შიგნით დარჩენილიყო და ამიტომ მგონი იდეალური ვარიანტი გამოდის მაინც რეიჯერსი რა

_z_l
მომხმარებელი

სელტიკი უფრო ახლოსაა ლივერპულთან, მაგრამ იქ რეინჯერსიც კარგი ამბავია. დიდი ხანია ჩავარდნა აქვს რეინჯერსს და იმედია დააბრუნებს

LUIS SUARES 001
VIP Member

წარმატებები ლეგენდარულ კაპიტანს ,მოემზადება ლივერის ჩასაბარებლად შემდეგისთვის

psina12345
მომხმარებელი

მიდი სტივ კარგია წარმატებები

lashafss
VIP Member

წარმატებები სტივის

Capitan
მომხმარებელი

nel nela nabij nabij))) 4 welshi stivi liverpools chaibarebs

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze