ოფიციალურად : ფირმინომ "ლივერპულთან" გაახანგრძლივა » Liverpool Fc - ფანკლუბი

ოფიციალურად : ფირმინომ "ლივერპულთან" გაახანგრძლივა

ავტორი: johnson, 29-04-2018, 20:11, კატეგორია - სიახლეები, 1 605, 30


რობერტო ფირმინომ "ლივერპულთან" ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. აქ მე მუშაობითა და მთლიანი გუნდის დახმარებით გავიზარდე. ამ კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ.

ყველაფერი საუკეთესო გზით მიდის. მე ფანტასტიური თანაგუნდელები მყავს და მადლობელი ვარ, რომ ამ კლუბში თამაშის საშუალება მაქვს.

მე მიყვარს "ლივერპული". ჩვენ შესანიშნავი ფანები გვყავს. ისინი მხარს მთელი მატჩის განმავლობაში გვიჭერენ."
- განაცხადა ფირმინომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი მერსისაიდულ გრანდს 2015 წელს შეურთდა. "წითლების" რიგებში მან 140 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები


sandrosandro20021125
მომხმარებელი

2023მდე გაახანგრძლივა ვერი ნაიისსს

moses
მომხმარებელი

Bobby glijavs

ramms01
მომხმარებელი

ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი... კიდევ ბევრია დარჩენილი.
ნეტა მოგვცა ბობისნაირი დაუღალავი, ტექნიკური, ჭკვიანი და სტაბილური კაცი ცენტრში.
პ.ს კაია მსოფლიოს სატრანსფერო ფანჯარას რო რ დაელოდნენ. გუნდის ყველ ლიდერთან იგივეს თუ გააკეთებენ ძაან მაგარი იქნება, სიაში პირველი მომოა

Livero50
მომხმარებელი

ძალიან მაგარია. ეს კაცი არის კლუბის ხერხემალი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე ფორვარდ/შემტევ ნახევარმცველი. კლოპმა ჩვენ თვალწი ახალი ამპულა შექმნა

Carroll_9
მომხმარებელი

ეს კაცი არის ლივერპულის ტვინი <3
ყველაზე მაგარია დღეს გუნდში და ყველაზე მნიშვნელოვანი

fromanfield
მომხმარებელი

ძაან მაგარია და რო შეიძლებოდეს მე სამუდამო კონტრაქტს მივცემდი.უმაღლესი დონეა

Javaxa
ადმინისტრატორი

120 დან 180 გაუხადეს და წამიც არ უფიქრია. მიბიმუმ 200 როგორ არ უნდა ქონდეს ამას. ხელფასი გამომუშავებაზე რო ჰქონდეს უფრო მეტს აიღებდა

johnson
ადმინისტრატორი

Javaxa,
აქვს კიდეც რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე რო 1,5 მილიონი ფუნტი ბონუსი გამოსდის უკვე გატანილი გოლებითო... ბონუსები არის ჩაწერილი

_z_l
მომხმარებელი

ძალიანაც კარგი. ამის გარეშე ლივერპული დღეს იქ არ იქნებოდა სადაც არის. ჯერ ეს და მერე ყველა დანარჩენი. მე თუ მკითხვათ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია. ხელფასიც გაუზარდეს იმედია:)

ბრაზილიის ნაკრები შესაბამისად არ აფასებს. თუმცა ლივერპულში აფასებენ და გამოჩნდა კიდეც. იმედია მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითადში იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი კაცია ბობი. იმსახურებს ვინმე მაგარ ბრაზილიელს კოუტინიოს წასვლის შემდეგ

heerenveen
მომხმარებელი

კარგი ბიჭი ფირმინიო და მივესალმები...

RUSH
რედაქტორი

შენ გენაცვალე <3333 დღევანდელ ფორმაციაში უპირობოდ ნუმერო უნო სუბიექტი,,, რივალდოს მერე, ესე ბრაზილიელი თუ შემიყვარდებოდა ნაღდად არ მეგონა, ბორბას გამო რამდენიმე წელი ელ კლასიკოში ბარსასკენ ვიყავი, იმ დონეზე ვაფანატებდი მაგ კაცზე:)) ორი - სამი ეპლი, ლიგა და ვინც შენ კოპის მუზეუმში არ გამოგიყოს ადგილი იმის კეთილებს გავცხე <3333

მერსისპირელი
მომხმარებელი

ჩემი აზრით, სალაჰზე ბევრად უფრო პროდუქტიულია.

LUIS SUARES 001
VIP Member

ბობის გარეშე ლივერი ვერ წარმომიდგენია..საღო ბობის

liverpool33
მომხმარებელი

საუკეთესო

babaka
მომხმარებელი

ძაან მაგარია. მიხარია რომ გაახანგრძლივა. უდიდეს სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის და რაც მთავარია მართლა უყვარს ლივერპული

kloppo
მომხმარებელი

უდაოდ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია და ძაან ანდერრეითედია რა მეცოდება ისეთ პონტში . 2-3 წელში ჰენდერსონი რო წავა :დდ (მეტი არაა ჩემი მტერი ეს აქიდან წავიდეს) ფირმინო ვან დაიკი არნოლდი ამათგან რომელიმე უნდა გახდეს კაპიტანი

_z_l
მომხმარებელი

ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელია ლივერპულში ამ მომენტისთვის. სალაჰის და მანეს ახალი კონტრაქტიც წამოვა ალბათ მალე. ვეძებ და გამოსასყიდი ვერც მე ვერ ვიპოვე ვერსად. ჯერჯერობით არავინ წერს

gulivera
მომხმარებელი

მაგრად უყვარს კლოპს და ფანებსაც, მჯერა ბევრი ტიტულის მოგებაში დაეხმარება გუნდს და ბევრს გაგვახარებს 4 ევერ ბობბ

Ynwa Scousers
VIP Member

მომოს ფონზე ცოტა დაიჩრდილა მაგრამ მაინც ეს ბიჭია შეტევების ხრრხემალი

GoGson
VIP Member

მე ვფიქრობ რომ სანამ ბობი ლივერპულის ფეხბურთელია , სხვა ვინც არ უნდა გვყავდეს , ვინც არ უნდა წავიდეს და მოვიდეს ლივერპული ყოველთვის იბრძოლებს ყველა გუნდთან ყველა ტიტულისთვის. აი ასე ... ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ასე ვფიქრობ.

ხო ისე ეს კონტრაქტები ფორმალობად და ხელფასის მოსამატებელ /დასაკლებ საშუალებად იქცა ფეხბურთსი , ანუ მთავარია ფეხბურთელის ნება და მყიდველი გუნდი... მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო სიახლეა... 200 მაინც უნდა ქონდეს ბობის (ნუ სადაც სანჩესს 500 აქ მაშინ ამას ორჯერ მეტი ეკუთვნის მარა ნიჩიოო)))

V-V DIJK
მომხმარებელი

მომო ბობი და ვირჯილი ეთი თავით მაღლა დგანან დანარჩენებზე... უკვე დადეს შედეგი ჩემი აზრით

bulleye
მომხმარებელი

უმაგრესი კაცია ბობი :) კარიერის ბოლომდე უნდა დარჩეს

James Pearce
VIP Member

ძალიან მაგარი ფეხბურთელია ჩემთვის საუკეთესია ამის გამო მუნდიალზე ბრაზილიას უნდა ვუგულშემატკივრო <3 ბობი ძაან *ცენზურა*ი ფეხბურთელია აი ძალიან მაგარია <3

Capitan
მომხმარებელი

firma dzalian magari xar salahsac unda axali kontrakti)))wels momo afinishebs magram firmino arana*ცენზურა*b samushaos aketebs imistvis to gundma goli gaitanos

kukicha87
მომხმარებელი

ყველაზე პროდუქტიულია ბობი, მართლა გუნდის ხერხემლად აქცია კლოპომ 1 სუპერ კაცი 4

PaoloMaldini
მომხმარებელი

ეს არის კაცი პიროვნება <3

lashafss
VIP Member

ისე პირობები არ წერია კონტრაქტის? ხელფასი რამდენი აქვს ან რამე ეგეთი... იმედია გამოსასყიდი თანხა არ წერია და უვადოდ აქ ითამაშებს !

lasha77
VIP Member

წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი . კიდევ 4 წელი უნდა გაატაროს ამ გუნდში . თან ხელფასიც საკმაოდ გაუზარდეს რაც ძალიან კარგია მოთამაშის შესანარჩუნებლად

georgelive
მომხმარებელი

ძალიან მომწონს ფირმინო მე,
წარმატებები და ბევრი გოლი ლივერპულის მაისურით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze