x

ალისონი : მე ვიცი ჩემი ფასი

ავტორი: მერსისპირელი, 5-05-2018, 14:36, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 794, 18


"რომას" კიპერი ალისონ ბეკერი "ლივერპულის" მესვეურთათვის ძალიან სასურველი ფიგურაა და ისინი ცდილობენ მეკარის პრობლემა, სწორედ ბრაზილიელით მოაგვარონ.

ამასთანავე, იურგენ კლოპი ენდობა თავის თანამემულეს, ლორის კარიუსს და იანვრიდან მოყოლებულ მას მუდმივად ანდობს მერსისაიდთა კარს. მიუხედავად ამისა, პრესაში არ წყდება ჭორები "ენფილდზე" ახალი მეკარის მოსვლის თაობაზე.

სულ ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე "რომას" კიპერმა იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა :

"არ ვიცი მომავალში რა მოხდება, თუმცა ლოგიკურია, ინტერესი ძალიან მსიამოვნებს. მე ვიცი ჩემი ფასი, ფულს არ ვგულისხმობ... როგორც მოთამაშეს, ვიცი რა შემიძლია.

მე ვიცი რა მოვუტანე გუნდს. ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ. რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. ახლა აქ ვარ და მთლიანად ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მაშინაც კი, როცა ეროვნულ ნაკრებში ვარ."

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელ კიპერს ევროპის კიდევ რამდენიმე წამყვან კლუბს უკავშირებენ.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

რავიცი ეს კარიუსი რანაირი კაცია ვერ გავიგე რა. ვითომ გამოსწორდა მარა რაჯას გოლზე ძაან დააგვიანა კი არა საერთოდ რეაქცია არ ჰქონია და ისედაც, კარში რო დგას სულ მეშინია, რაღაცნაირი შეშინებულია სულ ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. ეს ალისონი ისე ძაან კაი მეკარეა

cotne123456
მომხმარებელი

გამარჯობა!!! იმედია მიმიღებთ. მიხარია რომ პლანეტის საუკეთესო გუნდის გულშემატკივარი ვარ. არავითარი ბარსელონა არავითარი რეალი, სიცოცხლის ბოლომდე ლივერპულიიიიიიიიიიიიიიიიი!!! დაე წელს ჩემპიონთა ლიგა ხოლო შემდეგ წელს პრემიერ ლიგა მოიგოს. რაც შეეხება ალისონს რავი მაგარი მეკარეა

Javaxa
ადმინისტრატორი

რაჯას გოლზე რეაქცია ადამიანს კი არა სენსორს არ ექნებოდა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

გადახტომა არ იცის *ცენზურა*უსმა, ან საერთოთ არ ხტება ხოლმე ან ძალიან მოკლე მანძილზე, თან დაბლა. ტოპ კლასის მეკარეები კიდე ცხრიანიდან ხსნიან ხოლმე ბურთებს. თუნდაც პენლებზე, ვერცერთ კარგ დარტყმულს ვერ აიღებს ეგ ვერასდროს.

heerenveen
მომხმარებელი

ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი და არვიცი რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი, მე ბელადები თანახმა ვარ კარიუსს რაც შეეხება არაა ლივერპულის დონე, ძალიან მეშინია მისი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაგვაღალატოს

liverpool33
მომხმარებელი

როგორც ვანდეიკიკი ისე გვჭირდება მაღალი დონის მეკარე ან ეს და ან ობლაკი

ramms01
მომხმარებელი

ხოდა თუ ეგრე იცი შენი თავის ფასი მოდი შეჩემა მოდი რა!!!

Ynwa Scousers
VIP Member

ამას მე ობლაკი მირჩევნია

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: Javaxa
რაჯას გოლზე რეაქცია ადამიანს კი არა სენსორს არ ექნებოდა

რა არ ექნებოდა კაი რა არც განძრეულა აღებაზე არაა საერთოდ რეაქცია ვერ მისცა

GoGson
VIP Member

კარიუსმა მაინც საგონებელში ჩაგვაგდო , ვერ დაგვარწმუნა რო უნდა დარჩეს ნომერ პირველ მეკარედ , მაგრამ ვერც იმაში ვარ დარწმუნებული რო ბატლენდები და ეგეთები აჯობებენ და ეგეც კაი შედეგია.

თუ ახალი მეკარე მოვა ობლაკი უნდა იყოს ეს რააა - 100 მილიონი ბევრია მაგრამ ელისონიც არ დაჯდება ბევრად ნაკლები.. ელისონი მეორე ვარიანტად

fromanfield
მომხმარებელი

ალისონი მოდი რააა,ბოლო ბოლო 20 წელია ლივერპულის ფანი ვარ და ერთი მაღალი დონის მეკარე რა გახდა ტო მოიყვანეთ ეს კაცი!

juja
მომხმარებელი

ალისონს ობლაკი ჯობია ბევრად და არა მგონია ფასში დიდი განსხვავება იყოს, მეტი გადავიხადოთ და უკეთესი მოვიყვანოთ არ ჯობია როგორც ვან დეიკის შემთხვევაში. სხვა საკითხია თვითონ ობლაკს თუ უნდა გუნდის დატოვება

LUIS SUARES 001
VIP Member

კარიუსი მაინც არა სტაბილურია და რა ვიცი

chipe888
მომხმარებელი

იმიტომ ვაბობ ხოლმე,რომ ალისონი აუცილებლად მოსაყანია,რომ ობლაკის გამომშვები სიმეონე არ არის და უფრო რეალური მგონია ამის მოყვანა. დაიწერა რომ პულისიჩში 70 მილიონს იხდის კლოპიო და მინდა ვურჩიო კლოპს,რომ განებოს თავი პულისიჩს და წამატოს 30 მილიონი,კარგი კონტრაქტის პირობები და ჩვენია ალისონი. პულისიჩი იმიტომ არა,რომ ცუდი იგროკია ან რამე მსგავსი. უბრალოდ მეკარე უფრო გვჭირდება ვიდრე შემტევი ნახევარმცველი. კეიტა ისედაც და ვულვზის ფეხბურთელი რომ არის ეგ და რაიან სესენიონი დათრიონ ნაკლები თანხა დაჯდება და სკამის სიღრმისთვის კარგი იქნება. სესენიონზე იწერება ტოტენჰემს და ჩელსის უნდაო და არ უნდა წავიდეს მანდ. ფულჰემი ლონდონური კლუბია და ინგლისელი ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანი თემა. თუ მაინც წავიდა რომელიმეში,მაშინ არც გვინდა ეგეთი ტიპი გუნდში. ყველა ამბობდა ხოლმე,რომ ლამპარდი მაგრი ფეხბურტელი იყოვოო და მე პირადად არასოდეს მომწონდა ეგ ტიპი. ჯერ ვესტჰემიდან ჩელსიში,რომ წავხალ და მერე ჩელსიდან სიტიში მანდ არის ის რაც არ მომწონს ამ ტიპში. სულ ხომ ამბობენ ხოლმე რო ინგლისს ისეთი გუნდი ყავდა როგორ ვერაფერი ქნესო და პასუხიც აქ არის. ნაკრებში ბევრი უპრინციპო ფეხბურთელი ტამაშობდა და ჯერარდი მართლა იჩაგრებოდა მაგ ნაკრებში. ალბათ ერთადერთი იყო ხოლმე ვინც ბოლომდე იხარჯებოდა მინდორზე. აქედან დასკვანა: მეკარე უფრო გვჭირდება ვიდრე შემტევი და უპრინციპო *ცენზურა*ვრები გუნდში არ დამანახონ

GoGson
VIP Member

Chipe

თითქმის სულ ვეთანხმები ხოლმე შენს მოსაზრებებს მაგრამ ამ შემთხვევაში ლამპარდზე ვერ დაგეთანხმები.. ხო ნუ სიტი ცოტა ისეთი თემა იყო მარა ყველა ჯერარდი ვერ იქნება , თან თვითონ ჩელსიმ არ გაუხანგძლივა კონტრაქტი როგორც მახსოვს , ლამპარდი ინგლისის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო

momo
მომხმარებელი

Dges gaedo chelsis

lashafss
VIP Member

გადმოდი მერე 100 არ ღირხარ მარა გადმოდი უნდა ითამაშო ლივერპულშიი !

lasha77
VIP Member

რაც მანჩესტერის და ატლეტიკოს თამაშებს ვუყურებ მხოლოდ მაგ ორ გუნდში ვხედავ საუკეთესო მეკარეებს . ობლაკზე იჩალიჩონ რადაც არ უნდა დაუჯდეთ მოიყვანონ როგორმე . თან ამის ფასი ძაან ძვირია და ჯობს ისევ ობლაკში გადაიხადონ დიდი ფული ისეც ვიციც რა მაგარია დე ხეას არაფრით ჩამოუვარდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze