"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! » Liverpool Fc - ფანკლუბი

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 3-05-2018, 00:51, კატეგორია - სიახლეები, 1 494, 23


2018 წლის 26 მაისი. "ლივერპულის" ყველა გულშემატკივარმა კარგად უნდა ჩაინიშნოს ეს თარიღი. 26-ში კიევში "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეთამაშება მადრიდის "რეალს".

იურგენ კლოპმა და მისმა ბიჭებმა დღეს დასახული ამოცანა შეასრულეს და რომში ნახევარ-ფინალის განმეორებით მატჩში მხოლოდ ორგოლიანი სხვაობით 4-2 დამარცხდნენ რაც საკმარისი აღმოჩნდა კიევის ბილეთების დასაჯავშნად. მერსისაიდელებს სახლში 5-2 ჰქონდათ მოგებული.

რაც შეეხება ფინალს, "ლივერპულის" სტაჟიან გულშემატკივარს ეს ფინალი უკვე ნანახი აქვს შორეულ 1981 წელს, როცა "წითლებმა" ბობ პეისლის მეთაურობით "რეალს" 1-0 მოუგეს.

"ლივერპულს" ახლა სეზონი აქვს ჩასამთავრებელი პრემიერ ლიგაში, სადაც ორი მატჩიღა დარჩა სათამაშო, მერე კი ელის ფინალი სადაც შეეცდება 1981 წლის შედეგი გაიმეოროს და ევროპის საუკეთესო გუნდის სახელი ისტორიაში მეექვსედ მოიხვეჭოს.

კომენტარები


johan cruyff
მომხმარებელი

გილოცავთ, მაგრამ ფინალში ძალიან გაგიჭირდებათ ასე. ნუ ფინალი უკვე სულ სხვაა, ვიცი რო ლივერპული სხვა მოტივაციით ითამაშებს. მარა რეალი მაინც ფავორიტია, ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს ლივერპულმა თუ უნდა ლიგის მოგება.

FLEIMEIKER
მომხმარებელი

გაათრიონ ეს გვამი არნოლდიი რა უბრალოდ გუნდი რაც გოლს უსჰვებს სულ მაგის და ლოვრენის ბრალიაა90 %

liverpool777
მომხმარებელი

ფინალი ზააან მაგარია და ყველას გილოცავთ, მარა, ბოლოსი რომ არ გვანერვიულოტ და წყნარად გავსულიყავით არ შეიძლებოდააა? 15 3

Giordano_gk
მომხმარებელი

იტალიიდან ვადევნე თვალი თამაშს. გილოცავთ მეგობრებო! თუ ვინმეს შეუძლია რეალის დამარცხება, ეს აშკარად "შეშლილი" კლოპის ლივერპულია. იმედია ერთდროულად ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ლივერპულის გამარჯვებას.

gio_chyoi
რედაქტორი

მაგრად გამიტყდა ეს ანგარიშI მარა მთავარია ფინალში ვართ. ოცნებაში თუ წარმოგვედგინა მარტო ეს ამ წლებში

misho.metreveli
მომხმარებელი

ლოვრენის ხელში მშვიდად ვერ იქნები კაცი. და კიდე ხელზე ამ თამაში მარტო 4 ჯერ მოხვდათ საჯარიმოში ბურთი ეგ უყურადღებობის ბრალი უფროა თუ უბრალო დამთხვევაა არ ვიცი მაგრამ იმედია მსაგვს შეცდომებს ლიგის ფინალში არ გაიმეორებენ თორე ეგრე ვერაფერს ვიზავთ. პირველ მატჩშიც მეორე გოლი მილნერის ხელს მოყვა. მოკლედ გილოცავთ და მალე თასიც მომელოცოს! მადლობა განსაკუთრებულად: მანეს, სალაჰს, ფირმინოს, რობერტსონს, ვეინალდუმს, ვან დიკს და კლოპს რა თქმა უნდა! <3

DIMAX777
მომხმარებელი

ნი სადღაც ვიცოდი რო ლივე გოლს რო გაიტანდა სხვანაირი იერი მიეცემოდა თამაშს და ასეც მოხდა კი ვინერვიულეთ მაგრამ ყველაფერი კარგადაა პირველი წაგებაა ჩემპიონთა ლიგაზე წელს და გვეპატიება .... თამ პრემიერ ლიგაშიც უნდა კლოპს რო რო რამე მე 3 ადგილი გაინაღდოს და საკვალიფიკაციოებს ავცდეთ მე 4 ზე გასვლის შემთხვევაში და მართალიცაა სეზონის დასკვნითი ნაწილი წინაა

sadio mane-19
მომხმარებელი

gilocavt yvelas!

GOODFORZEPPELIN
მომხმარებელი

DIMAX777,
საკვალიფიკაციო აგარც მეოთხე ადგილზეა შეიცვალა ეგ წესი

gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა ჯერ ჩელსის უნდა მოვიგოთ რო ოთხეულიც გავინაღდოთ და ეგაა რა წავიდა ფინალი :)

like liver from bayern
მომხმარებელი

ლივერის გულიშემატკივრებისგან პესიმიზმს არ ველოდი ფინალს ნებისმიერი გუნდი თამაშობს ლევეკოზენი რეალი 1-2 თუ გახსოვთ ლევენკუზენმავ კი ითამაში ზაალიან კარგი ფებურთი თუმცა კლოპი სალაჰი მანე ფირმინო არ ყოლია და რეალ ყავდა ზიდანი ფიგუ რაული მორიენტესი და დელბოსკე

[quote=like liver from bayern]ლივერის გულიშემატკივრებისგან პესიმიზმს არ ველოდი ფინალს ნებისმიერი გუნდი თამაშობს ლევეკოზენი რეალი 1-2 თუ გახსოვთ ლევენკუზენმავ კი ითამაში ზაალიან კარგი ფებურთი თუმცა კლოპი სალაჰი მანე ფირმინო არ ყოლია და რეალ ყავდა ზიდანი ფიგუ რაული მორიენტესი და დელბოსკე

მუჰამედი
მომხმარებელი

გილოცავთ! წინ ურთულესი, ყველაზე რთული თამაშია ლივერპულისთვის, სადაც რეალს დაუპირისპირდება. ეს არ იქნება არცერთი პრემიერლიგური თამაშის დონის, არც დერბის (მან.უტდ) მსგავსი იქნება, ეს იქნება დავითისა და გოლიათის შერკინება.

პ.ს. ფინალი როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ გუნდის ყველა წევრს, რომლებიც ფაქტობრივად შემცვლელების გარეშე თამაშობენ და რეალის სკამს რო დახედო, ნებისმიერი ტრენერი იოცნებებს ეგეთ გუნდს ძირითადში. მე ფინალში ბრიტანულ სულისკვეთებას ველოდები და ვიცი, რომ ბიჭები არავის დააჩაგვრინებენ თავს.

GoGson
VIP Member

ძალიან ბევრს ვისაუბრებდი ლოვრენის სიდაუნეზე , ჯინის , მილნერის , სალაჰის არგაკეთებულ საგოლე პასებზეე , არნოლდის შეცდომებზე, და კიდე ბევრზეე... მაგრამ ამ მომენტის გაფუჭება არმინდა და არც თქვენ ქნათ ბიჭებოო... შეცდომებზეე მერე ვიბაზროთ, მსაჯზეც , და ყველაფერზეეე
....ფინალშიი ვართ ბიჭოოოოოოოოოოოო ვიისს გჯეროდათ სეზონის წინნნ ვიიისსს (მე ნაღდად მჯეროდა )
გილოცავთ... მართლა შეგვიძლია უკვე წარმატებული ვუწოდოთ სეზონს , მთავარია 4ში გავიდეთ და რეალს ფინალში არაფერი დავუთმოთ..

bulleye
მომხმარებელი

არ მჯერა ფინალში რომ ვართ:) ვერ ვაცნობიერებ რახდება ეს ჩვენს თავს რახდებააააააა:)))))))))))))))))))))))))))) YNWAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAA
AAAAAA

Capitan
მომხმარებელი

Gilocavt

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
არ ვაპირებ გაფუჭებას უბრალოდ გუნდმა თვითონ გაიფუჭეს ხასიათი და ფსიქოლოგიურად ცუდი რეზულტატი დადეს. ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი მაგრამ ხშირად მითქვამს ჩემი ბიჭებისთვის,რომ ფინალი რეალი ლივერპული იქნებათქო(გრძნეული არვარ) და ხშირად ვაკეთებ ხოლმე პროგნოზს თუ ვინ ითამაშებს ფინალში და ხშირადვე მიმართლებს. თავის დროზე პსჟთან წაგებული 1-3 მერე ჩელსი ჩემპიონი გავხადე და დღეს ორმაგად სასიამოვნოა პროგნოზის გამრთლება, გუნდი რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვქომაგობ ფინალში ითამაშებს და ჩემთვის მესამე ლიგის ფინალია და მეხუთე ევროპული. არავისთვის არის დასამალი და უცხო,რომ ლივერპულისგან სეზონის დასაწყისში ყველა ტიტულის მოგებას ველოდები და ყველა ტურნირიდანვე გამოვარდნა ან შანსების დაკარგვა ერთნაირად სამწუხაროა და ერთნაირად განვიცდი. ლიგიდან გამოვარდება თუ ფა თასიდან ერტია ჩემთვის,რადგან ლივერპულის მსგავსი ტრადიციების მქონე გუნდი ყველა ტურნირისთვის უნდა იბრძოდეს. კი არ არის ამის რესურსი მარა მაინც. გუშინ 2 დღის წინ დარეგისტრირებულმა ხალხმა ასეტი რამ მითხრეს ჩათში " ვისაც ლივერპულის თამაშის სტილი არ მოსწონს,რეალს უბალეშიკოსო" წარმოგიდგენია მე მითხრეს ეს სიტყვები და როცა კითხვა დაუსვი მოეწონა თუ არა თამაში ან ის სტილი რაც გუშინ იყო და არაფერი მიპასუხა. მარტივად ავხსნი რა გაკეთა გუშინ გუნდმა და თავის ფანებს რა სანერვიულო გაუხადა: ყველა ფანი და საქართველოშიც ცდილობს სხვადასხვა არგუმენტებით და რეპლიკებით დამცირონ სხვადასხვა გუნდები და მეც შემექმნა ეს სიტუაცია როცა თამაშს ველოდებოდით. ყველა რომას სასწაულზე საუბრობდა და მე ვუპასუხე რო წარაკუა ბარსელონა არ არის ლივერპული და აქეტ მოუგებსთქო მაგრამ გუნდმა 4-2 წააგო და დაცინვის ობიექტი გახადა ფანობა და მათ შორის მეც. რომ არ შეეძლოთ კიდევ ხო მარ შეუძლიათ. ეს არაფერს ცვლის და გილოცავთ,გილოცავთ შემდეგი გაჩერება რეალია და სულ დედის ხახა უნდა დავაფაროთ ტავზე. დასაკარგი რა გვაქვს რო

LUIS SUARES 001
VIP Member

გილოცავთ ძმებო გამარჯვებას,81 წლის ფინალის მზგავსად წელსაც მოვიგებთ

heerenveen
მომხმარებელი

გილოცავთ ყველას ფინალში გასვლას.ეს კლოპის დამსახურებაა პირველ რიგში და მჯერა რომ მოვიგებთ ფინალსაც. როცა როჯერსის დღეები დათვლილი იყო მე მის შეუცვლელად ლიოვი ან კლოპი მინდოდა და სურვილი ამიხდა და მერე მრგობრებთან ვთქვი ლივერპული ორ წელიწადში ან პრემიერ ლიგას მოიგებს ან ჩემპიონთან ლიგას. ....დამცინოდნენ რეალის და ბარსას ფანები.
კიევში ჰანდიკაპით მოვიგებთ. ...

gio_chyoi
რედაქტორი

heerenveen,
ჰეერენვეენი რატო გაქვს ნიკი? :D

heerenveen
მომხმარებელი

ვინც დამეხმარა დარეგისტრირებაში პაროლი რამე ჩაწერეო და გამოვიდა რომ თითქოს ჰერენვენის ფანი ვარ.
ლივერპულის გარდა არცერთ ტოპ კლუბს ვერ ვიტან. წითელი ფერის მხოლოდ ლივერპულის მაისური მიყვარს...

davit , RM
მომხმარებელი

გამარჯობათ, პირველ რიგში გილოცავთ მეგობრებო ლივერპულის გასვლას ... მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ ეს ის ფინალია სადაც ორივე გუნდის მოგება გამიხარდება , პირიქით უფრო მინდა ლივერპულმა რომ მოიგოს და ამის მრავალი მიზეზი მაქვს , რეალი თუ ვერ მოიგებს ისევ დაიწყებს პერესი ხმაურიან ტრანსფერებს და გუნდი მარტო აქცენტს არ გააკეთებს ლიგაზე იმიტორო უკვე დროა სხვა გუნდმაც აწიოს ეს ტიტული და ლივერპულის ისტორიის მსგავს გუნდს ეკუთვნის და ახალ ერაშიც გადავა ამით და ფეხბურთელებსაც შეუნარჩუნებს გუნდს და ახალ ტოპ კლასის ტრანსფერებსაც გააკეთებენ რაც მთლიანად ფეხბურს უფრო მრავალფეროვანს გახდის , წლევანდელ სეზონში რეალი ნამდვილად იმსახურებდა ფინალს ისევე როგორც ლივერპული (იმედიმაქ მსაჯი რეალს ეხმარება და მოსყიდულები არიან არ იტყვის ვინმე.შეცდომები სხვა საქმეა და რაც შეეხება პენლებს ლატარეაა.. გამონაკლისი : ბარსას ფანები ) , მოუთმენლად ველი ფინალს ძალიან მაგარი თამაში იქნება , ერთადერთი რითიც შეილება რეალი გავაფავორიტო უდიდესი გამოცდილებაა თორე მე ლივერპულის თამაშებს რაც თვალი ვადევნე ლიგაზე არამგონია რეალზე ცუდ ფეხბურთს თამაშობდეს .. ნუ ვინც მოიგებს დამსახურებული იქნება არააქ მნიშვნელობა ვინ იქნება

Shubitidze993
მომხმარებელი

Yvelas gilocavt bratciii auu dzlivs ar gvegirsaaa... sul odnavadac ar mepareba echviii tasi chveniaaa.. sul rom aucaiderebi gvedzaxon da reals 1.50 kushi micen... uechveliii championebiiii vart klopma navsii ho unda gatexos mamadzagli

GoGson
VIP Member

ციტატა: reversi
GoGson,
ალბათ ერთადერთი იყავი მაგას რო ხმამაღლა იძახდა :დ კი ვფიქრობდი ისე ეს გიჟი ხო არაა რა ფინალი მეოთხედფინალიც მაგარი გაასწორებს მეთქი მარა მართლა გავედით ;დ ისე ფინალს იძახდა მოგებას არა და ეხლა 26-მდე მოგებაზე გააკეთე აქცენტი :დდდდდდ

საღოოლლ რო გახსოვდაა :დდდდდ იმენა გამისწორდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze