"ლივერპულმა" პულისიჩისადმი ინტერესი განაახლა

ავტორი: gio_chyoi, 4-05-2018, 16:27, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 790, 16


როგორც ჩანს, იურგენ კლოპი არ აპირებს დანებებას და მაინც შეეცდება კრისტიან პულისიჩი თავის ენფილდურ გეგმებში ჩართოს.

გერმანელი მწვრთნელი ისევ რჩება ახალგაზრდა ხორვატიელ-ამერიკელი ნახევარმცველის თაყვანისმცემლად და ზაფხულში საკუთარი გუნდის მისით გაძლიერება სურს.

პულისიჩი გასულ წლებშიც არაერთხელ დაუკავშირეს მერსისაიდულ კლუბს. 2016 წელს "ბორუსიამ" "ლივერპულის" 11 მილიონ ფუნტიან შემოთავაზებაზეც კი განაცხადა უარი. თუმცა, ამ ზაფხულს, როგორც ჩანს, "ლივერპული" კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ ტრანსფერს. აღნიშნულის თაობაზე კი ცნობილი გერმანული გამომცემლობა Bild იტყობინება.

პულისიჩს გერმანულ კლუბთან კიდევ 2 წელიწადი აკავშირებს და კონტაქტის გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს.

დიდი ალბათობით, იურგენ კლოპი პულისიჩს ფილიპე კოუტინიოს მრავალწლიან შემცვლელად განიხილავს, რადგან მას, ისევე როგორც ბრაზილიელს, გარემარბადაც შეუძლია თამაში და შემტევ ნახევარმცველადაც.

გარდა ამისა, მას უკვე აქვს გამოცდილება როგორც საკლუბო ევროტურნირებზე, ასევე ეროვულ ნაკრებშიც, რაც მას ადაპტაციას კიდევ უფრო გაუიოლებს "ლივერპულში".

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნუ ბილდი არაა ცუდი წყარო და არც ტრანსფერია ცუდი. მართლა მაგარი იზრდება ეს და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ლივერპულში

GoGson
VIP Member

ვიდეოებში კი არის ეს ძაან მაგარი მაგრამ ბორუსიას თამაშებს ვეღარ ვუყურებ ხოლმე და ნუ მოკლედ არვიცი. პროსტა ეგ მაინტერესებს რამდენად შეუძლია 4-3-3 ტაქტიკაში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში. ეგაა მთავარი. ნუ დალშე ვიცი რო სტანდარტულებს ასრულებს ნორმალურად და ტექნიკურია.. მე პოზიცია მადარდებს

reversi
VIP Member

კოუტინიოც რთული წარმოსადგენი იყო ცენტრში ამის ასაკში ამის ნახევარიც არ იყო ჯანში სისწრაფეში და ზოგადად მარა ბოლოს ვნახეთ რაც შეეძლო ცენტრში ასე რომ ველქამ მაი ბოი ლემარზე გაცილებით უფრო მეტად გამისწორდება ამის ტრანსფერი
ხო კიდე კოუზე მაღალიცაა... 1 სანტიმეტრით ;დდდ ასე რომ მოვიდეს ფიზიკაში მოხოდავს იურგენა და კრონმაიერი ნიჭი ულევი აქვს ძმას და იმენა უძLიერეს იგროკად ჩამოყალიბდება აქ

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
ლემარს მეც ეს მირჩევნია

reversi
VIP Member

ისკო ალი ერიქსენი და ასეთი სტარები არ მოვა და რავი ვინც შეიძლება მოვიდეს ამაზე მაგარი ვინ უნდა მოვიდეს მით უმეტეს ამის ასაკში
გუშინ ჩათშიც დავდე მე მარა რაღაც Yლეობები წერდნენ მეტრო caughtoffside და ასეთები აი ბილდი უკვე თემაა

heerenveen
მომხმარებელი

მივესალმები თუ მოხერხდა პულისიჩის შეძენა მაგრამ პირველ რიგში მეკარეა მოსაყვანი, ობლაკის შეძენა არამგონია მოვახერხოთ რადგან ძალიან დიდ თანხრბზეა საუბარი აი ბეტლანდი ძალიან რეალურია, სტოკი წელს ვარდება და უნდა იჩალიჩონ. ბარნლის კიპერიც კარგია და ამ ომიდან ერთი თუ დავითრიეთ კარგი იქნება

giginio
VIP Member

moica exla ra xdeba aq . saertod koutinios she.cvlelze tuidis saubari da pulisishi mova 4-3-3 taqtikashi pulisichi da keta uechveli iqnebian da danarchemebs ras ushveba es kacii. chemberleni veinaldumi lalana milneri hendersoni eseni vin sad dgebian. koutinios ahemcvlels jpbia tavi daanebon mag adgilas chembo dadges da zamenaze lalanaa . ukana xazs mixedon jobia nagavi gaitanon da moiyvanon shemdegi fexvurtelebii. devrei. oblaki. marcxena mcveli zamenistvis . fprvardi zamenistvis da aseve garemarbi mane salahistviss. koutinios she.cvlels rato edzeben rac wavida mas mere uket tamashobs gundi shetebashi. karoche chembo keita da erti dacvoti naxevarmcveli mpvides.

reversi
VIP Member

giginio,
ვინგერიო და აბა ვინაა პულისიჩი თუ არა ვინგერი ხან მანე სალაჰს შეცვლის ხან ცენტრში 10 ნომერზე დადგება
წინ რო კაცი გვინდა 1 სწრაფი შენც წერ მაგას და მაინცდამაინც ვიღაცის შემცვლელი რო ქვია ეგ არ გევასევა?
მით უმეტეს ამის მოყვანა რაც ჩამოთვალე რომელს უშლის ხელს? დე ვრეი უფასოა და ამაში აგდახდილი ფული მაგაზე მიმართონო ვერ იტყვი და მეკარე თუ მოყავს საერთოდ ეგ საკითხავია და თუ მოყვანა უნდა ფულზე რო არ აქ პრობლემა ვან დეიკშI გადახდილი თანხით მიხვდებოდი
მოკლედ ამ ბიჭის ან ამ ბიჭინაირი ტიპის მოყვანა არათუ უშლის ხელს გუნდს აუცილებელიცაა გუნდისთვის

juja
მომხმარებელი

მოიყვანონ მივესალმები ამის მოსვლას ჭკვიანი ტექნიკური ფეხბურთელია მოედნის კარგი ხედვით, მაგრამ ჭორი მგონია კლოპმა ხო თქვა არ ელოდოთ კოუტინიოს შემცვლელს...

Ynwa Scousers
VIP Member

ამაზე კარგს ამის ასაკში ვერ ვნახავთ ვერავის

LUIS SUARES 001
VIP Member

ეს ლივერში მაგრა გაასწორებდა

liverpool-fan
VIP Member

პულისიჩს გარემარბათაც შეულია და ცენტრშიც 10 ნომერზეც ბევრიც არ უნდა დაჯდეს ნუ მე მივესალმები ამის მოსვლას კლოპი უფრო მაგარს გახდის

lasha77
VIP Member

ეს ძვირი არ დაჯდება და არც ამის გადმოყვანაა არარეალური .

reversi
VIP Member

juja,
რა თქვა? მაგ თანხის ინვესტირებას მოვახდენთო
თუ თქვენ ტერმინი "კოუტინიოს ალტერნატივა" გაღიზიანებთ? :D აბა სხვა რავი გუნდს ჭირდება შეტევაში დამატებითი ოფცია კრაიზეც ცენტრშიც და ამაზე კაიზე ვისზე დაწერილა ლემარზე?

juja
მომხმარებელი

reversi
ვის რა აღიზიანებს? ან ვინ იძახის რო ლემარი უფრო უკეთესია, ორივე ხელით მივესალმები ამის მოსვლას და მაგაშიც გეთანხმები რო გუნდს სჭირდება მრავალფეროვნებისთვის მსგავსი შემტევი რომელიც ცენტრშიც დადგება და კრაიზეც, თუ რამეა მანეს და სალაჰსაც ამოასუნთქებს, ცოტას დაასვენებს(წელს მაგ მხრივაც გაგვიმართლა ტრავმა რო არ მიიღეს. რეალურად მაგათი შემცვლელი არც გვყავს კლუბში)
პროსტა მორიგი ჭორი მგონია ეგ ყველაფერი... აგერ შენ და აგერ მე ჩაივლის სატრანსფერო ფანჯარაც და ვნახავთ სად იქნება პულისიჩი

lashafss
VIP Member

ოოო ეს ბიჭი სერიოზულია ძალიან და ზუსტად ლივერპულის სტილია :X მინდა სასწრაფოდ მანამ 200 მილიონი გახდა ამის ფასიც : )

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze