"ლივერპულმა" ფეკირი შეათანხა და რეინა მოინიშნა

ავტორი: Javaxa, 7-05-2018, 15:54, კატეგორია - სიახლეები, 1 767, 27


ინგლისურმა "ლივერპულმა" ფრანგულ "ლიონთან" კაპიტან ნაბილ ფეკირის ტრანსფერთან შეთანხმებას მიაღწია. "წითლები" 24 წლის ფრანგი გამთამაშებლის სანაცვლოდ £62 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბონუსებსაც დაამატებენ. საქმიანი ხელშეკრულება 5 წლიან კონტრაქტს ითვალისწინებს.

ფეკირი, რომელმაც წლევანდელ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, "ბარსელონაში" გაქცეულ ფელიპე კოუტინიოს შემცვლელად მოიაზრება. გარიგების დეტალებს "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად "ლიონის" მრჩეველი ჟერარ ულიე აგვარებდა, რომელმაც პრეზიდენტ ჟან-მიშელ ულიასს ნაბილის "ენფილდზე" გაშვება ურჩია. დეტალების მოსაგვარებლად ულიე ინგლისში ფეკირის უმცროსს ძმასთან, იასინთან ერთად გაფრინდა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ "წითლები" მზად არიან თავიანთი ლეგენდის, პეპე რეინას სანაცვლოდ ბრძოლა რამდენიმე ევროპულ წამყვან კლუბს გაუმართოს. Marca-ს ცნობით, იურგენ კლოპი მზადაა რეინას გული "ენფილდისკენ" კვლავ მიაბრუნოს.

35 წლის მეკარე, რომელმაც "ლივერპულში" 8 წელი დაჰყო და 400 მატჩი ჩაატარა, "მილანის" მთავარი სამიზნეა. იურგენ კლოპი მას კარიუსის დუბლიორად მოიაზრებს და შესაძლოა პეპეს ამბიციებზე სწორედ ამან მოახდინოს ზეგავლენა.

კომენტარები


Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

ეუფ :)) რეინა აწი ხელთათმანებს უნდა იხსნიდეს...

Ynwa Scousers
VIP Member

ვავავა აი ფეკირი მართლა სხვა დონეა :)

_z_l
მომხმარებელი

არ მინახავს ლიონის თამაშები ამ ბოლოს, მაგრამ კარგი პრესა აქვს ფეკირს. ცუდი ისაა, რომ ნაკრებში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ვინმემ იცით? მსოფლიო ჩემპიონატზე მიყავთ? მეკარეს რაც შეეხება, გრობელაარიც არ იქნება ცუდი ვარიანტი :)

reversi
VIP Member

ნაკრებში დამკვიდრებით ლემარმა დაიმკვიდრა ადგილი და რავი 90% არ უნდოდა ლემარი რო იწერებოდა

S.J
მომხმარებელი

ფეკირი დონეა, ეგ რომ არ ყავდათ ხოლმე, მაგრად უჭირდათ.

liverpool515
VIP Member

Oficialuria ukve ?

cotne_suarez
მომხმარებელი

რა რეინა ჰო არ უბერავთ მოაშორეთ ეს დაჟანგებული სასტავი. წაიყვანოს მილანმა. ეს კლოპი ურევს ხოლმე ესეთ პერიოდებში

gio_chyoi
რედაქტორი

ეს მარკა არაა სანდო წყარო, მარა ლოგიკური არი როგორც კაბალიეროს ტრანსფერი ჩელსიში. მინოლეს და უორდს გაყიდიან ნორმალურ ფასად და აგერ უფასო აგენტად რეინას მოიყვანენ სკამისთვის. ფეკირს რაც შეეხება კიდე ამ საფრანგეთის ჩემპიონატით ვერ ვაფასებ ზოგადად ფეხბურთელებს. თორე შედეგი რა თქმა უნდა კარგი აქვს. ისე დემბელეზეც დაუსვეს კითხვა კლოპს და ეგ ჯობია მოიყვანონ :D

მერსისპირელი
მომხმარებელი

ფეკირი ძაან ჭკვიანი და ტექნიკურია, იდეალური ტრანსფერია, თან კლოპის ხელში ძაან გაიზრდება. 24-ისაა თანაც. მოკლედ ბევრი დადებითი მხარე აქვს, აი რეინას მოყვანა რად უნდოდა ვერ ვხვდები, ეგ უკვე პენსიაზე მეგონა გასული :დ

mikasha
მომხმარებელი

არავითარი შეთანხმება არ ყოფილა პირიქით ფეკირმა უარყო დღეს ყველაფერი მარა მგონია რო დავითრევთ უბრალოდ ჯერ ადრეა სიხარული

Shakoshele9
მომხმარებელი

ძაან მაგარი ბიჭია და მაგრად დახატავს ლივერპულს ჩემი აზრით, ყვენაირი მონაცემი აქვს და ჟილკიანია რაც მთავარია ჩვენთვის, დარტყმა ჩანზე ბევრად უკეთესი :)

kloppo
მომხმარებელი

რაღაც არ მინდა ამის ტრანსფერი.

keklo123
მომხმარებელი

Au fekiri magari tipia misitamashebi nanaximaqvs imediamoiyvanen uechveli

LUIS SUARES 001
VIP Member

ფეკირი გაასწორებს მაგრა

gogaynwa96
მომხმარებელი

აიიი ესსს მიჯმული დემბელეეე ვის რა ჩემს ფეხებათ უნდაააა ნუგადამრიეთ ტოოოოოოო, ესპანეთAში ჩაიჯვაა და ინგლიში სახიისს ძვალსს აახევენნ )))

gio_chyoi
რედაქტორი

gogaynwa96,
და რატო ჩაიჯვა თუ ძმა ხარ ფლეშქორის მაყურებლის შთაბეჭდილებას ნუ მიტოვებ, 14 თამაში ითამაშა სულ და რა უნდა ექნა, ასეთ ასაკში ამხელა ტრავმა მიიღო. უნიჭიერესი ფეხბურთEლია და ამ პრემიერ ლიგაზე კიდე ნუ ხართ გაფანატებული იქ რა ქნა და აქ რა უნდა ქნასო, და ამ მომენტისთვის რომელია ნ1 ლიგა მსოფლიოში ხო არ გავიწყდება?

და 727 წუთი აქვს სულ ნათამაშები. 14 თამაშზე რო გაყო 52 წუთი გამოდის საშუალოდ და სად უნდა გამოეჩინა თავი

GoGson
VIP Member

ცოტა უცნაურად გამომდის ჩვენი ცენტრის შემხედვარე ფეკირზე რო რამე ცუდი ვთქვაა მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით აჯობებდა ეგ 70მილიონი ევრო ობლაკისთვის გადაედოთ ან ვინმე ვანდეიკის კალიბრის მცველისთვის და შედარებით იაფად თუნდაც მედისონი მოეყვანათ , ჩემბო კეიტა და კაი ჩამშლელი გამოვიდოდა საკაიფოდ.
თან მაინც ლიგა 1 დანაა სადაც ბალოტელიც კი ვარსკვლავია და რავიცი...
არა ნუ ფეკირი ძაან მაგარია იასნად , მაგას არ ვაკნინებ, მარა მეკარე მცველი ან ჩამშლელში უფრო გადავიხდიდი დიდ თანხას ისე მე

chipe888
მომხმარებელი

ფეკირი მართლა მაგრა ყომარობს ლიგა 1 და ევროპა ლიგაზეც არ იყო ცუდი. იმედია გაამართლებს. რაც შეხება რეინას მართლა არ მინდა დაბრუნდეს. საიდან მოთხრიან ხოლმე ამ ჩამოწერილ ხალხს ნერვები მეშლება რა

Capitan
მომხმარებელი

ლიგა 1ში წელს ერთ ერთი საუკეთესოა ძალიან მაგარი დრიბლინგები აქვს და მგონია რო კლოპის ხელში გაამართლებს პოზიციეებიც არ აქვს პრობლემად რაც ამ ლივერპულისთვის მთავარია კეიტა ფიკიერი ცენტრში ძალიან მაგარი იქნება მე მივესალმები... რეინა იმედია ხუმრობა)))))))) ობლაკი უნდა მოვიდეს !!!

heerenveen
მომხმარებელი

რეინა კი არა ბეტლანდი მოიყვანე კლოპ და კარიუსი სკამზე დასვი

Capitan
მომხმარებელი

ისე შაქირი არ იტყვის სკამზე უარს და ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს ეგ))))

captainfantastic
მომხმარებელი

რეინა თუ მოვიდა ესეიგი კარიუსი ნ1 მეკარედ რჩება და სერიოზული არავინ მოვა მაგ პოზიციაზე (რეინა სკამზე იქნება). კარიუსზე ჯერ აზრი ვერ გამოვიტანე. რამდენიმე კარგი სეივი ქონდა მაგრამ რამდენიმე შეცდომაც იყო გაშვებული გოლებიდანაც ვერაფერს დააბრალებ.

juja
მომხმარებელი

მაგრად გამისწორდება თუ დავითრევთ ფეკირს. დიდი ხანია ამის თამაშებს ვაკვირდები და მაგრად მინდოდა ლივერპულში ამის ხილვა თან ახალგაზრდაა და მომავალი წინააქვს. კლოპი კიდე სხვა ლეველზე აიყვანს

lashafss
VIP Member

რასაც ამ ბიჭს ვუყურებ ნუ გონიერი ტექნიკური ფებხურთელი დაყეენებული დარტყმით და კარგი პასით , ერთი მინუსი რაც აქვს ცოტა ნელია და ეს პრემიერლიგაში რამდენად არ დაჩრდილავს არვიცი... მისიი მეგობარი ბუფალი აგერ ზამენის კაცი გახდა : )

chipe888
მომხმარებელი

როცა ელოდები ნიუსს მეკარეზე,საყრდენზე და ცენტრ მცველზე და გვხდება ფეკირის ტრანსფერის შეთანხმება,ხვდები არაფერის შეიცვლება და ისევ ოთხეულისთვის ვიბრძოლებთ მომავალ სეზონში და ალბათ ჩელსისთან 1 დარტყმით წავაგებთ და ლოვრენკლავანმორენოს რეინა დაემატება. მცველი ან მეკარე უნდა მოვიდეს უსიკვდილოთ,მეკარეს ვგულისხმობ და არა რეინას. რეინამ რაც ჩელსისთან გაკეთა და ისედაც მძიმე სიტუაცია უფრო დამძიმა. კი მეორე მეკარედ მოყავთ და წარმომიდგენია როგორ დებილათ უნდა მიაჩნდეთ რეინა,რომ კარიუსს ამჯობინებენ. მიმართვა გატუზოს: ჯენარო გთხოვ ლივერპულის საიტის სახელით მალე გაიფორმო რეინა და დაგვასვენე ამ ზაფხულს

mixuta
მომხმარებელი

მარტო ლივერპულს თუ ეყოლება კარში კარიუსი, დაცვაში დაცვიუსი გვინდა და ვსიო 5

sulkhan
VIP Member

ფეკირი კაია და ეს დემბელე გაიკეთონ უკან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze