არენდირებული წითლები: ინგლისიდან კვიპროსამდე » Liverpool Fc - ფანკლუბი

არენდირებული წითლები: ინგლისიდან კვიპროსამდე

ავტორი: RUSH, 10-05-2018, 21:29, კატეგორია - სიახლეები, 1 002, 14


"LiverpoolEcho" მიმდინარე სეზონის ანგარიშებს აქვეყნებს, სადაც მკაფიოდ საუბრობს "ლივერპულის" ფეხბურთელებზე, რომლებიც იჯარაში იმყოფებიან.

მაგალითისთვის, 2018 წლის იანვარში, მარკო გრუიჩი "კარდიფ სიტიში" განათხოვრდა, რომელმაც დიდი როლი დაიდო უელსური გუნდის პრემიერ-ლიგაში აღზევებისთვის. "ჰალ სიტის" შემადგენლობაში ჰარი უილსონმა გაიბრწყინა, მოახერხა, ჩემპიონშიპის თვის საუკეთესო მოთამაშედ გახდომის გარდა, გაეტანა 7 გოლი და გააკეთებინა 4 საგოლე გადაცემა (30 მატჩი).

ასე, რომ როგორც ხედავთ, რამდენიმე მოთამაშემ სერიოზული პერფორმანსები დადო, შესაბამისად ყველას არ მოუწია რა მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში მყოფობა (როგორც ხდება ხოლმე)...

მარკო გრუიჩი 


უკანასკნელ 5 შეხვედრაში გრუიჩმა მხოლოდ 35 წუთი ითამაშა, თუმცა სერბმა საკმარისი გააკეთა იმისთვის, რათა "კარდიფს" მომავალ სეზონში პრემიერ-ლიგაში ეთამაშა - 14 შეხვედრაში ერთი გატანილი გოლი.

საინტერესოა, რომ როდესაც მარკომ ძირითადში დაიწყო თამაში, უელსელებმა მხოლოდ ორჯერ დათმეს შეხვედრა - "ასტონ ვილა", "მან. სიტი"; რაც შეეხება მის თავდაცვით ასპარეზობას, ტანმაღალმა ჩამშლელმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, მეტიც ის ინგლისურ, რანგით მეორე დივიზიონს ძალიან კარგად შეეწყო.

გრუიჩი - კლოპის პირველი ხელმოწერილი ტრანსფერია, რომელსაც ამ დრომდე აქვს შანსი დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.

ჰარი უილსონი


გასულ კვირას, ჰარი უილსონის "ბრენტფორდთან" გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი ალბათ მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი "შავი ლაქაა".

გარდა იმისა, რომ უელსელმა 7 გოლი & 4 ასისტის საკუთარ აქტივში ჩაწერა მოახერხა, ის "ჰალ სიტის" ნამდვილ "მატორადაც" იქცა, პრაქტიკულად "ვეფხვების" არცერთი შეტევა მის გარეშე არ იწყება, არ მთავრდება.

ჰარი, ახლა, დიდი გამოწვევების წინაშეა - პრე-სეზონისთვის მას მოუთმენლად ელოდებიან "ლივერპულის" ბოსები, ვნახოთ რა გამოვა აქედან...

რაიან კენტი


რაიან კენტი, ალბათ ერთ-ერთი იყო თუ არა ერთადერთი, ვინც ზაფხულში თავი იდეალურად წარმოაჩინა, განსაკუთრებით გამოსარჩევი "აუდის თასზე" "ბაიერნის" წინააღმდეგ ასპარეზობა გახლდათ. მიუხედავად ასეთი იმედისმომცემი სიტუაციისა, კენტმა "ფრაიბურგში" თავი ვერ გამოავლინა, შემდგომ კი ისევ ინგლისში დაბრუნება მოუწია, შეუერთდა რა "ბრისტოლ სიტის".

თითქოს და ჩემპიონშიპის "ჩელენჯი" მისი კარიერის საბოლოო დაღუპვის წინააღმდეგ გაბრძოლებად მოგვევლინა, მაგრამ 5 შეხვედრის მერე, იგი სათადარიგო სკამზეც კი არ გამოჩენილა.

სიტუაცია მძიმეა - "ბრისტოლის" მთავარმა მწვრთნელმა კენტი გამოუყენებელ ფეხბურთელად მოიაზრა, მისი სიტყვებით, ინგლისელი 10 მილიონიც რომ ღირდეს, ის მაინც არ ათამაშებდა მას.

შეი ოჯო


ინგლისის U20-ის მსოფლიო ჩემპიონი შეი ოჯო სეზონს "ფულჰემში" ატარებს. იანვრის შუა რიცხვებამდე აფრო-ინგლისელი ძირითადი შემადგენლობის წევრადაც მოიაზრებოდა, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო წარსული ფუნქციები დაკარგა.

ამის შემდეგ, მან ფეხზეც მიიღო დაზიანება, რის გამოც მოუწია 4 მატჩის გაცდენა; როგორც ლონდონური კლუბის წარმომადგენლობითი კოლექტივი აცხადებს, შეი სავარაუდოდ "დერბისთან" უკვე მოახერხებს თამაშს (პლეი-ოფური, ორ-მატჩიანი დუელი).

ოვიემუნო "ოვი" ეჯარია


ეჯარია აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონია (ინგლისის 20 წლამდელთა შემადგენლობაში) - წარმოშობით ნიგერიელს, ინდივიდუალურად, "კატებში" მშვენიერი სეზონი აქვს, წინა ტურში მისმა გუნდმა ჩემპიონშიპის ჩემპიონი "ვულვზი" გააბითურა (3-0), ფეხბურთელმა კი ერთი გოლის გატანა მოახერხა.

"სანდერლენდს", იდეაში, ამ გამარჯვებამ ვერაფერი შემატა, კლუბი გავარდა, ხოლო ოვი დიდი ალბათობით მათ გამოეთხოვება. რთული სათქმელია რამდენად მოიძებნება "53-იანის" ადგილი "ლივერპულში", თუმცაღა კიდევ ერთი არენდა უფრო მაღალი დონის გუნდში სავსებით მოსალოდნელია.

საზღვარს მიღმა მოთამაშეები


სეზონი, დივოკ ორიჯისათვის, ლაკონიური ფორმულირებით, სასაცილო იყო. მხოლოდ 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ბუნდესლიგაში; მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, "ვოლფსბურგი" საერთოდ შესაძლოა მეორე დიზივიონში დაქვეითდეს (16-დან 18 ადგილამდე იმყოფება).

ლაზარ მარკოვიჩი, "ანდერლეხტთან" ერთად პლეი-ოფში იბრძვის და როგორც ბელგიელები აცხადებენ, მათ შემტევის საბოლოოდ გამოსყიდვაც გადაუწყვიტავთ; რაც შეეხება ტაივო ავონის, ფორვარდს, კარგი, სტაბილური სეზონი აქვს "მუსკრონში" (10 გოლი & 7 ასისტი, 30 შეხვედრაში).

პედრო ჩირიველას "ვილემ 2"-ში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია, თუმცა ესპანელმა გამართულ მატჩებში მხოლოდ სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო; ალან როდრიგეს სოუზას პერფორმანსს სახელს ვერ შეურჩევთ, მან კვიპროსულ "აპოლონში" მდორე, ტრავმიანი კამპანია განვლო. მარტის შემდეგ, ის არავის უნახავს.

სხვები

ჯონ ფლანაგანი დიდად დაეხმარა "ბოლტონ უონდერერსს" ადგილი შეენარჩუნებინა ჩემპიონშიპში, მხოლოდ ბოლო შეხვედრის, "ნოტინგემის" წინააღმდეგ, გამოტოვება მოუწია.

კორი უილანი, რომელიც "იოვილ თაუნს", იანვარში შეუერთდა, 11 მატჩში ერთი გოლით ტრაბახობს; ამ დროს, მეტიუ ვიორჩიუ ინგლისის ლიგა 2-ის ნახევარფინალისთვის, "ნოთს ქაუნთისთან" ერთად, ემზადება.

და ბოლოს, კონორ რენდალმა და დანიელ სტარიჯმა თავის კლუბებში ("ჰართ ოფ მიდლთოუნი", "ვესტ ბრომვიჩი") ვერ იასპარეზეს, მიზეზი პერმანენტული ტრავმებია...

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

გრუიჩს თუ უნდა დაბრუნდეს უნდა მოუმატოს,უილსონის მეიმედება ყველაზე მეტად

beqa_liverpool
მომხმარებელი

გრუიჩი და ვილსონი.დანარჩენები ჰაიდა

bulleye
მომხმარებელი

უილსონის ყველაზე მეტად მეიმედება, ასევე მგონია გრუიჩიც წარმოაჩენს კარგად თავს. ოჯოს და ეჯარის იმედი მქონდა და ჩემიაზრით კიდევ უნდა მიეცეთ შანსი

gio_chyoi
რედაქტორი

გრუიჩი-უილსონი-ეჯარია. ეს სამი კაცი არი დასაბრუნებელი, დანარჩენი ერთხელ და სამუდამოდ გაუშვან გუნდიდან.
ერთადერთი კიდე ალანის ნახვა მინდა ლივერპულის მაისურში. მინდა ვეღირსო მაგას ბოლოს და ბოლოს

Logan
მომხმარებელი

ეს ალანი რა გახდა რით ვეღარ მისცეს დედანატირები სამუშაო ვიზა. რა მაგარი სლეები არიან ეს ინგლისელები
დანარჩენებიდან კიდე ყველა ნახუი გრუჩის ვილსონის და ეიჯარიას გარდა არადა კენტი რა იმედისმომცემად გამოიყურებოდა

burkinafaso
მომხმარებელი

აი ძმაო ვირჯილა რამაგარი კაცია, კლასი ხო მგრამ ხასიათიც რო ძაან მგარი აქვს ეტყობა

GoGson
VIP Member

გრუიჩი და უილსონი დავაბრუნით , ოჯო, კენტი , ეჯარია კიდე გავანათხივროთ , დანარჩენები გავყიდოთ. ძაან მარტივია))

chipe888
მომხმარებელი

კენტი ისე იწყებდა,რომ დიდი მომავალი მეგონა ექნებოდა,მარა გუნდების წარამარა ცვლა ცუდად მოქმედებს და პრე სეზონზე უნდა მიეცეს შანსი. უილსონი წასვლამდეც მაგარი იყო და ჰალშიც რო ივარგებდა ამას ყველა ხვდებოდა. კარგი არენდა იყო და არავის ეგონოს ჩემპიონშიპი ადვილი ტურნირი. გრუიჩი უნდა დატოვონ გუნდში და ზამენისთვის იდეალური ვარიანტი იქნება. საერთოდ მგონია,რომ ლიგის ფინალისთვისაც უნდა წაიყვანოს კიევში,რა იცი რა ხდება და გამოგვადეს. დანარჩენები ორიჯიან მარკოვჩიანად არ დამანახონ გუნდში

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ვილსონის გარდა არცერთში არაფერი განსაკუთრებული არ ჩანს, გრუიჩი გამოგვადგებოდა მომავალი სეზონი ძალიან მძიმე იქნება ტიტულის დაცვა მოგვიწიოს ღმერთმა ქნას, ჩვენ ლიგის მერე ინგლისის ჩემპიონობა უფრო გაგვიხარდებოდა ალბათ ზოზგზოგიერთი მტერი რო დავაშოშმინოთ მაგრამ თუ ჩემპიონები გავხდით მერე მთლად ასე მარტივად ვერ გავაკეთებთ პრემიერ ლიგაზე აქცენტს , აუცილებელი იქნება რომ ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 1/2 ფინალში გავიდეთ თორემ ყველა იფიქრებსბრომ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო, რაღაც ლესტერის პონტი დაგვემართა, ასე რომ მომავალ წელს საოცრად დიდი რესურსი დაგვჭირდება.

giginio
VIP Member

gruichi da vilsonii ra. da vafshe es gruichi keitas gverdit dziritadshii. realurad sxva sayrdeni ar gvyavs da tan sxvas aravis moiyvans gundshi isedac bevri naxevarmcveliaa

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

კენტზე რა ცუდი ინფორმაციაა მასზე მეტი მოლოდინი იყო ნიჭი აქვს მაგ ფეხბურთელს და რა ჭირს რო ვერ განივთარდა აქამდე

lashafss
VIP Member

ოჯოც არ დაგავიწყდეთ მშვენიერი ბიჭია :X

Capitan
მომხმარებელი

კენტი მეიმედება რა ასეთი სიტვაციების შემდეგ უფრო ძლიერები ბრუნდებიან საერთოდ !!! თუ არ დაეცი ვერ წამოდგები)))))) მარკოს რაც შეეხება უკვე დროა წარმოაჩინოს თავი ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად გვჭირდება ფეხბურთელი და აქვს ძალიან დიდი შანსი ძირითადისთვის იბრძოლოს...

lasha77
VIP Member

მაქედან მხოლოდ ორი ვარგა დანარჩენები გაუშვან რეინჯერსში იმედია იქ მაინც გამოადგებიან გუნდს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze