x

იერი მინა "ლივერპულს" დაუკავშირეს

ავტორი: gio_chyoi, 11-05-2018, 15:32, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 094, 27


უკანასკნელი ცნობით "ლივერპულმა" კატალონიის "ბარსელონასთან" იერი მინას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელს 1 წლით ინათხოვრებს.

23 წლის კოლუმბიელი მცველი ბლაუგრანას ამა წლის იანვარში შეუერთდა დაახლოებით 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, თუმცა, იგი სათამაშო დროს თითქმის ვერ იღებს და ყველა ჩემპიონატზე "ბარსას" რიგებში მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერი მინა კატალონიელების ამჟამინდელი დამრიგებლის, ერნესტო ვალვერდეს პირადი ტრანსფერი არ ყოფილა და ახლა მას ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება სურს.

აღნიშნული ჭორის წყარო კოლუმბიური ტელევიზია Columban TV-ა. მათი განცხადებით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია 1 წლიანი იჯარის თაობაზე.

რა თქმა უნდა, პასუხი კითხვაზე თუ რამდენად განახორციელებს ამ ტრანსფერს "ლივერპული" ღიადაა დარჩენილი, თუმცა, ცენტრალური მცველი ნამდვილად უნდა იყოს იურგენ კლოპის სავაჭრო სიაში მიმდინარე ზაფხულს. ვინაიდან, როგორც ჯოელ მატიპი, ისევე ჯო გომესი სეზონის დიდ ნაწილს ლაზარეთში ატარებენ, ხოლო დეიან ლოვრენი კი არასტაბილურობით გამოირჩევა, ვირჯილ ვან დეიკს კი თავისი დარი მეწყვილე ესაჭიროება.

რაც შეეხება თავად იერი მინას, იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მისი სიმაღლე 195 სმ-ია და მეორე სართულზე მას საოცრებების ჩადენა შეუძლია.

მას ეროვნულ ნაკრებში 10 შეხვედრაც აქვს ჩატარებული და მსოფლიო ჩემპიონატზეც წარადგენს ეროვნულ ნაკრებს.

World Football Index-ის კოლუმბიური ფეხბურთის ჟურნალისტი საიმონ ედვარდსი მინას ამგვარად ახასიათებს: „ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, მისი მსგავსი ფეხბურთელი ბევრი, ბევრი წელია არ მინახავს. ვგულისხმობ მის ფიზიკურ მონაცემებსა და იმას, თუ როგორ აშინებს იგი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს“.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

აუუ როგორ მინდოდა ეს კაცი ლივერპულში და ამათმა წაიყვანეს. რეალური ეს ტრანსფერი იმიტო შეილება იყოს რო როგორც მახსოვს ამის ყიდვა მართლა ვალვერდემდე იყო გადაწყვეტილი და შეილება მართლა არ ეხატება გულზე მაგას. იმიტო რო საერთოდ არ ათამაშებს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენთან, მონსტრია ნამდვილი. ჰაერში ეს და დეიკი სასწაული იქნება

ramms01
მომხმარებელი

ეს თუ მოიყვანეს და ძირითადში გაიჩითა ჩვენზე მაღალი ცენტრი არც ეყოლება არავის მგონი... კაი ვარიანტია ძაან.

tabo94
მომხმარებელი

კარგი მცველია და კარგი იქნება ლივერპულში თუ შეუწყვილდება ვან დეიკს, წესით კარგი ტანდემი უნდა შექმნან. მაგრამ იჯარით აყვანა რამდენად გამართლებულია, ერთი წლის შემდეგ დალაგებული დაცვა ისევ თავიდან უნდა აეწყოს. ჩემი აზრით ამის იჯარით მოყვანას ჯობს იგივე დე ვრეიზე ან თუნდაც დე ლიგტზე იჩალიჩონ. იყოს გუნდშI ორი ცენტრალური მცველი, რომელიც არსად არ წავა და იდგებიან 5 წელი მაინც ერთად.

gio_chyoi
რედაქტორი

tabo94,
იჯარაზე თუ იქნება საუბარი მაშინ გამოსყიდვის უფლებით, აბა კლოპის სულელი კი არაა გამოზარდოს და ისევ უკან დაუბრუნოს ათამაშებული ფეხბურთელი

chipe888
მომხმარებელი

ყველაზე მეტად ის მომეწონა,რომ საოცრებების ჩადენა შეუძლიაო და სად ნახეთ ამის საოცრებები. რავი რა ვთქვა ამ ფეხბურთელზე,რაც არ ვიცი. ვინმე გამოცდილი და ნაცადი გვჭირდება თორე ზამენისთვის მატიპი და გომესიც გამოდგებიან. არენდაა თან და ეგ ვაფშე არ მგონია კარგი აზრი. თუ ივარგა წაიყვანს ბარსა უკან და თუ არადა კიდევ ერთი იგროკი გვეყოლება,რომელსაც არაფერში გადაუხდიან ხელფასს. მერე ვინმე წამყვან მოთამაშეს არ გადაუხდიან საკმარის თანხას და წავა. არ ვიცი რა ამ კლოპის თავში რა ტრიალებს,მარა ეს რო კარგი ვარანტი არ მგონია ეგ კი ვიცი. თან რაში გვინდა დაწუნებული იგროკები ვერ ვხდები რა. ეხლა არ დამიწყოთ ლიგაზე თამაში უნდათ ვარსკვლავებსო ან რაიმე მსგავსი. კლოპმა ლოვრენი გაჩითა ლიგის ფინალში და კარგი მცველით რას იზავს. ვინმე გამოცდილი გვინდა რა

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
საოცრებების ჩადენა შეუძლიაო აქ მეორე სართულზეა საუბარი და თუ არ გჯერა ჩართე ნებისმიერი ვიდოე და მიუხედავად იმისა რო ცენტრალური მცველია ამის გოლების მეტი ვერაფერს ნახავ

chipe888,
და დაწუნებული იგროკი არ გინდა კიდე მაგარი უაზრო მიზეზია, იგუაინი არ იყო დაწუნებული რეალში? დი მარია არ იყო მანჩესტერში დაწუნებული? ან მორატა რეალში? ზაჰა არ დაიწუნეს მანჩესტერში რო დაფრინავს ეხლა? რივალდო არ დაიწუნეს თავის დროზე სკამი რო ახეხინეს მილანში? ალდერვეირელდი არ დაიწუნა ატლეტიკომ?

gerrarda_8
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
chipe888,
საოცრებების ჩადენა შეუძლიაო აქ მეორე სართულზეა საუბარი და თუ არ გჯერა ჩართე ნებისმიერი ვიდოე და მიუხედავად იმისა რო ცენტრალური მცველია ამის გოლების მეტი ვერაფერს ნახავ

chipe888,
და დაწუნებული იგროკი არ გინდა კიდე მაგარი უაზრო მიზეზია, იგუაინი არ იყო დაწუნებული რეალში? დი მარია არ იყო მანჩესტერში დაწუნებული? ან მორატა რეალში? ზაჰა არ დაიწუნეს მანჩესტერში რო დაფრინავს ეხლა? რივალდო არ დაიწუნეს თავის დროზე სკამი რო ახეხინეს მილანში? ალდერვეირელდი არ დაიწუნა ატლეტიკომ?

raga shors midixar salahi ar daiwuna chelsim? an debtuini? ))

gio_chyoi
რედაქტორი

gerrarda_8,
ხოო :))) ეგენი სულ დამავიწყდა და იაია ტურე ამ შემთხვევისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი შემთხვევა, დაიწუნა ბარსამ და სიტის ლეგენდა გახდა

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
ვინც ჩამოთვალე არერთი არ მსდომებია მერე ლივერპულში. იგუაინი ხო ვაფშე *ცენზურა* იგროკია და ოზილი კიდე. ალეგრიც იწუნებს იგუაინს ფინალებზე უკვე. აგერ მილანთან მანჯუკიჩი ათამაშა და კი მოიგო. მაგის მაზილაობამ მთელი არგენტინა ატირა და ჩვენ რათ გვინდოდა. დიმარია კიდევ ერთი უცნაური იგროკი,რომელიც თუ ცოლმა არ მისცა ვერ თამაშობს, ზაჰა იმიტომ ჩანს მაგარი პალასში,რომ სხვები არიან ძაან დებილები:), რივალდოც არ იყო მაინცადამაინც მფრინავი ბრაზილიელი,მარა ვინც ჩამოთვალე ყველას კი ჯობია. ადერვერელდი იმიტომ ჩანდა მაგარი,რომ ვერტონგენი და დაიერი ყავს. კაცს ცხვარი ყავს გამობმული ფეხზე უკვე და ახლა გაიცნო მასამ. ასე რომ არ გვინდა ესეთი იგროკების დასახელება და ამით რამის დამტკიცება. თუ მაგარია და შენ გაქვს მაგის თამაშები ნანახი ბაზარი არაა და მარტო ის რო ნახე ჩემ კომენტარში,რომ არ გვინდათქო, ცოტა მაღლა არ ეწერა არ ვიცი არაფერითქო ამ იგროკზეთქო და მაგას მოვაყოლე,რომ ვინმე უფრო ნაცადი და გამოცდილი გვინდათქო ძირითადისთვისთქო,თორე ზამენაზე მატიპი და გომესიც იქნებიანთქო. სად უნდა ელოდო ამის გახსნა ან არ გახსნას. მასე რო ველოდებით იგროკების გახსნას და აყვავებას იმიტომაცაა,რომ 28 წელი ჩემპიონები ვერ გავხდით. მოიყვანეს კოუტინიო,მოეფერა ყველა,გაზარდეს და დაეშვა ბარსაში. არ მინდა სამხრეთ ამერიკელი მცველი გუნდში სულ რო მალდინი გახდეს. თან ამას რა გამოცდილება აქვს ევროპული ფეხბურთის და ბრაზილიის სერია ჩემპიონატში თუ იტანდა გოლებს,არ ნიშნავ რო პრემიერლიგაშიც გაიტანს და თამაშზე იგივეა თან სამხრეთ ამერიკელია. ისეთი მცველი გვინდა,რომელსაც უმაღლეს დონეზე ეგრევე შეეძლება თამაში და არ ექსპერიმენტები,თუ რა თქმა უნდა ეპლზე გვინდა გაწევა და რამე მსგავსზე. წელს რო ლიგის ფინალს თამაშობს გუნდი ეგ არ ნიშნავს რო ძალიან მაგარია და ექსპერიმენტების დრო არის. ლესტერი ჩემპიონი გახდა და ახლა ევროპის ლიგაზეც ვერ ხვდება. წყვილი შეკრან სტაბილური და მერე თუ უნდათ მინა მოიყვანონ და თუ უნდათ ბუღა ჩემი რა მიდის

gerrarda_8,
მერე ჩელსი გუნდი გგონიათ? იმ ფეხბურთს,რასაც ჩელსი თამაშობს არ გამიკვირდებოდა აზარიც დაეწუნებინათ. ეგრე კალაძეც დაიწუნეს დინამოში და მილანში ითამაშა. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ცუდად გაიგეთ ჩემი კომენტარი. ან გახდება მაგარი ან არა ეგ ტყუილი ბაზარია და თუ გვინდა რამეზე ფიქრი და ეს რამე პრემიერლიგაა უნდა გვყავდეს კარგი დაცვა და კარგი მეკარე. ექსპერიმენტების დრო არ არისტქო ამას ვგულისხმობდი თორე თუ ივარგებს მაგას რა ჯობია. დღეის გადასახედიდან ესეა და რა ვქნა

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
და შენ რო არ გდომებია მერე რომელი იყო ან გამოდგა მაქედან დაბალი დონის იგუაინი დიმარი იაია ტურე სალაჰი დე ბრუინი თU რომელი?

chipe888,
ეგ კარგი რო პირადპირ ტოპ კლასი მოგყავს მარა იქნება ვერც მაგან გაამართლოს? მაგის რისკი არ არის?

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
დაბალი დონის გამოდგათქო ან არ გამოდგათქო ვინ დაობს მაგაზე. ექსპერიმენტების დრო არ არისთქო ვამბობ და შენ მაინც მაგალითები მოგყავს. მაშინ ის მითხარი,რატო გგონია რო ძალიან მაგარი გამოდგება? რა გამოცდილება აქვს ისეთი რაც ამ ყველაფერს გაფიქრებინებს? ბრაზილიის ჩემპიონატში კარგი თამაში რატო ნიშნავს პრემიერლიგაშიც კარგ თამაშს? ვიცი მეტყვი ტალანტი აქვსო და ნიჭიერიაო ხო ეგრეა? მერე და მე შეგედავე ნიჭი არ აქვსთქო? უბრალოდ ან გამოავლენს ნიჭს ან არა და გვაქვს ჩვენ მაგის ფუფუნება? მოიყვანონ დე ვრეი და იყოს ეს მინა ვიმე ამბობს ამას? თუ გამოდგება და რომელიმეს ამოაგდებს ხო კარგი და თუ არა მიუგდონ ბარსას ისევ. ეს მოიყვანონ და ვერ გამოდგეს,ისევ ლოვრენს ვუყუროთ მთელი სეზონი? ან ეგ დადებს პრემიერლიგას? ამას ვამბობ თორე ტალანტების მოყვანას რა ჯობია?! არც არაფერი,მაგრამ უნდა გყავდეს ძირითადის ხალხი,დრო რომ მისცე ტალანტს. ეგრე ამდენი ხანია გავიძახი რო კლოპის ტაქტიკაში ვილსონი უფროა გამოსადეგი ვიდრე სოლანკე ან ინგსი,მარა აძლევენ დროს. წავიდა ჩემპონშიპში და რა კარგად იყომარა ტიპმა

gio_chyoi,
რომელი უფრო დიდი რისკია დე ვრეის მოყვანა თუ მინას მოყვანა? გავიგე რო მოგწონს ეგ იგროკი და არ გედავები რო ტალანტი აქვს,მარა ობიექტურად რო დაფიქრდე როგროც მე ვამბობ ეგრე არაა

gio-torres
მომხმარებელი

ეს თხოვება რა უბედურებაა. მანჩესტერი თუ უმტიტის ყიდვას ყველა ხერხით ცდილობს ჩვენ მინაზე რატო უნდა ვეხვერწებოდეთ არ მესმის.
დე ვრეი ინტერში გადაწყვეტილიაო და მინას იჯარას ინტერიდან სკრინიარი რო მოვიყვანოთ ძალიან მაგარი იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

gio-torres,
იმიტო რო ისეთ ფეხბურთელს რომელსაც თამაში არ უწევს ფასი არ ადევს და ჯობია გაანათხოვრო და როცა დაედება ფასი მერე გაყიდო

chipe888
მომხმარებელი

gio-torres,
ექსპერიმენტები ხომ უნდა ჩაატარონ და შკრინიარი რო მოიყვანონ მერე ექსპერიმენტი აღარ გამოდის. ამაშია საქმე თორე 100 კაციდან 99 გეტყვის რო ექსპერიმენტი არ გჭირდებაო,მარა ის 1 კლოპია და თავისი გაქვს

bulleye
მომხმარებელი

გამოსყიდვის უფლება თუ გვექნება მივესალმები ძაალიან მაგრად ამ ფეხბურთელს. თუ უკან წაიყვანა ბარსამ რადგვინდა ეგეთი

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
არა მე მგონია არც მეკარე არ მოვა. ენდობა რა ამ კარიუსს აშკარად. ერთადერთი შეიძლება მართლა რეინა მოიყვანოს სკამისთვის უფასოდ

fromanfield
მომხმარებელი

აი მართლა დე ვრეის მოყვანა რა გახდა მაგრამ თუ დე ვრეი არ მოვა ჩემი აზრით მინას იჯარა გამოსყიდვის უფლებით ძალიან მაგარი იქნება,მაგრამ მე აიაქსის დე ლიხტი მინდა მაგრად...

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

კატალონიელებთან კარგი სავაჭრო დამოკიდებულება გვაქვს :D ჩვენს საქონელს კარგად ითვისებენ და მათი შავტრაკა ბაზუკა რო იჯარით ავიყვანოთ 1 წლით მაინც არა უჭირს მაგას :D

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

ვნახოთ მსოფლიოზე რას იზამს კოლუმბია არაა უშანსოდ შეიძლება ჯგუფიდანაც გავიდეს

giginio
VIP Member

klooopp sheeen dedas movikitxavv es tuar moiyvano ogond gamosyidvis uflebit vafshe amas sanam dabali fasiaq iyidon chemii imena saxoze uaresi sashinelebaaa chemii tan deikis gverdiitt .

gio_chyoi
რედაქტორი

s_u_a_r_e_z,
რა შეილება ხო არ ღადაობ ყველაზე სუსტ ჯგუფში მოხვდნენ, პოლონეთ, სენეგალი და იაპონია ყავთ

GoGson
VIP Member

ცუდი იგროკი არ მგონია ეს, თუ იყიდიან მაშინ იასნად გამოსყიდვის უფლებით...

მანჩესტერი თუ იავნად უმტიტიზე ჩალიჩბს ჩვენ რატო უნდა ვიყოთ პერსპექტივაზე მარტო ორიენტირებულები ?

კი ბატონო ახალგაზრდა და პერსპექტიული იყოს მაგრამ ისეთი ვისაც უკვე აქვს რაღაც დამტკიცებული ან შმდგარი უკვე .. დევრეი , დელიხტი , შკრინიარი , ლენგლე , მაგუაერი , მანოლასი
ან გამოცდილი ვინმე ბოატენგის მსგავსი, რატო არ შეიძლება ?

ნუ ეს მინა შეიძლება ძაან მაგარიც იყოს , მაგრამ სტილით და აღნაგობით მატიპი მგონია იმენა და რავი , როარ ვიცი კარგად ვერ ვაფასებ უფრო.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
პოლონეთიდან მარტო ლევანდოვსკი აღემატება მთელს კოლუმბიას და სენეგელიდან კი მანე იაპონიას კი ჯობია კოლუმბია მესამე ადგილზე გავა და ჩარჩჯება

gio-torres
მომხმარებელი

gio_chyoi,
ხო თუ ლივერპულში გაიზარდა და განვითარდა დაგიტოვებს ბარსელონა :D იმასაც გართმევს რაც შენია და ასეთი ტრანსფერი მარტო ეჭვებში მყოფ ბარსელონას გამოადგება.

LUIS SUARES 001
VIP Member

თუ მოვიდა და გაამართლა მაგარი იქნება

Capitan
მომხმარებელი

ამ ზაფხულს ყველაზე კაი მცველის ვარიანტია დევრეი და ის უნდა მოიყვანონ რა !!! არ იქნება ესეც ცუდი მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი დევრეი მგონია

ამ ზაფხულს ყველაზე კაი მცველის ვარიანტია დევრეი და ის უნდა მოიყვანონ რა !!! არ იქნება ესეც ცუდი მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი დევრეი მგონია

lasha77
VIP Member

ძაან მაგარია :დ მოიყვანოს გამოსყიდვის უფლებით :D არაა ეს დასაკარგი მოთამაშე . პრემიერ ლიგისთვისაა შექმნილი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze