კლოპი: "მოტივირებულები ვართ"

ავტორი: NikaSvanidze, 11-05-2018, 21:23, კატეგორია - სიახლეები, 692, 10


 დღეს იურგენ კლოპმა "მელვუდში" პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, "ლივერპული" სეზონის დასკვნით შეხვედრას "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის" წინააღმდეგ ჩაატარებს. გერმანელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს :

 3 ქულასთან ერთად მნიშვნელოვანია თუ არა აღმაფრენით თამაში :

 "დარწმუნებული არ ვარ, რომ ხვალინდელ თამაშში ნაჩვენები ხასიათი ფინალამდე გაგვყვება. იქამდე 2 კვირაა. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ეს დრო მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე ფეხბურთელს პრობლემები ჰქონდა, მათ გამოსაჯანმრთელებლად კარგად ვიმუშავეთ. გაგვიმართლა, რომ აქამდე თამაში არ მოგვიწია."

 გრძნობაზე, დაძაბულობასა და წნეხზე, რომელიც უკანასკნელ ტურში შედეგის ჩვენების აუცილებლობას მოაქვს :

 "ეს ძალიან ამაღელვებელია. ბოლო ტურში სამი თუ ოთხი მატჩია, რომელიც გუნდების ბედს წყვეტს, ჩვენც ამის ნაწილი ვართ. ასეთ დროს დაძაბულობა არ არსებობს, ჩვენთან არავინ გრძნობს წნეხს. იყო რთული პერიოდები, მაგრამ ახლა უბრალოდ თამაში გვაქვს მოსაგები, არანაირი ზედმეტი საფიქრალი, უბრალოდ უნდა გავიდეთ მოედანზე და დავამარცხოთ ძალიან კარგი გუნდი "ბრაიტონის" სახით. მე მათ უკანასკნელ შეხვედრებს ვადევნე თვალი, მათი თამაშის ხარისხი ნამდვილად კარგია."

 იმედგაცრუების შანსზე :

 "ჩვენ მთლიანად მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. გუშინ დაჯილდოებაზე უამრავმა ადამიანმა მისურვა ფინალში წარმატება, მხოლოდ რამდენიმემ გაამახვილა ყურადღება კვირის თამაშზე. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ჩვენ ყველა მატჩს ინდივიდუალურად ვუდგებით და მთელ ენერგიას დადებითი შედეგის მიღწევას ვახმართ. მადრიდის "რეალი" მომდევნო 2 კვირის საფიქრალია. ჩვენი ბიჭები სეზონის განმავლობაში უამრავი საპასუხისმგებლო მომენტის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ თითოეულ შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ. ყველა მოუთმენლად ელის კვირის თამაშს, რათა ოფიციალურად გაინაღდოს მომავალი წლის ევროპული ვოიაჟები."

 "ენფილდური" დაუმარცხებელი სერიის მიზეზებზე :
 
 "ხასიათი, მენტალიტეტი, ერთობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ბიჭებს სიამოვნებთ ერთმანეთთან ვარჯიში, მუშაობა და თამაში. გასახდელში საოცარი ატმოსფეროა. ყველაფერი ისეა, როგორც წარმატებულ გუნდში უნდა იყოს. ისინი მუდმივად ცდილობენ ვარჯიშებზე დამუშავებული ინფორმაციის გათავისებას და მოედანზე თავის გამოჩენას. ჩვენი სერია ფეხბურთის ისტორიაში განუმეორებელი არ არის, მაგრამ ის მაინც ძალიან საამაყოა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ლივერპულში არ ვმარცხდებით."

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

ბრავო კლოპ გენიოსი ხარ მართლაც ! ადამიანი, რომელმაც მრავალწლიანი იმედგაცრუების შემდეგ სქაუზერები გამოგვაცოცხლა და იმედი ჩაგვისახა:) გაგვახარა და 11 წლის შემდეგ ფინალში ვითამაშებთ :) კვირას უეჭველი 3 ქულა, მომოს რეკორდი!

poseidoni
მომხმარებელი

Dzaan dzann magari mwvrtnelia da magari xasiatis gundi sheqmna rac mtavaria gundi da ara individualur pexburtelze damokidebuli gundii dzaan mainteresebs im xalxis azri rimlebic sezonis dasawyissi mis wasvlazesaubrobda

cotne123456
მომხმარებელი

კვირას უეჭველი ვიგებთ და 26-ში ჩემპიონთა ლიგას. დაე დაეცეს რეალის ჰეგემონია.

_z_l
მომხმარებელი

ბრაიტონმა რა დააშავა ასეთი, რომ ბოლო 5 თამაშიდან 4 ტოტენჰემი, იუნაიტედი, სიტი5 და ლივერპულთან აქვს :)

LUIS SUARES 001
VIP Member

გენიოსია თავის საქმის კლოპო

gio_chyoi
რედაქტორი

ჩვენ უნდა მოვიგოთ ისედაც მარა მგონია რომ ჩელსი საერთოდ ვერც მოიგებს

chipe888
მომხმარებელი

ერთი ის კი ვიცი რო არ წავაგებთ ამ თამაშს და სეზონს წაუგებლად ჩავამთავრებთ ენფილდზე და რომ არა ვესტ ბრომთან წაგება თასზე წელს ბეჭდაუდებელი ვიქნებოდით,მარა ეგ არაფერი. სალაჰმა შეაგდოს და რეკორდი დამყაროს,ლალანას მიეცეს სათამაშო დრო და ფრეც მისაღებია. მთავარია ფინალი მოვიგოთ და სულ მკიდია წაუგებელი სერია. ისე ევროპა ლიგის ფინალი რო ვითამაშეთ მაშინაც სევილია რეკორდზე მიდიოდა ევროპის ლიგის მოგებების და ეხლაც თითქმის იგივე მეორდება. მაშინ ვერ დავამხეთ სევილიის ჰეგემონია და თუ ეხლაც ვერ მოვახერხეთ,აღარ ყოფილა საშველი და ეგრევე მამაო უნდა დაიბაროს კლოპმა და აკურთხებინოს მელვუდი,ენფილდი და თავის აპარტმენტები,ჯადო იქნება გაკეთებული ვიღაც მამაძაღლისგან:)))

beini
მომხმარებელი

Xoda es kaci eplsac dadebs.

lasha77
VIP Member

ფრეც გვაწყობს :D :D გახსოვთ ჩელსიმ რომ საქმეში ჩაგვიფურთხა ? გუნდს არაფერში ესაჭიროებოდა მოგება და თავი მაინც ბოლომდე მოიკლა . ახლა გვაქვს შანსი შური ვიძიოთ მოვიგოთ ლიგა და ჩელსიც დავტოვოთ ლიგის საგზურის გარეშე

Capitan
მომხმარებელი

ოთხეოლში რო შევალთ ამააზე ორი აზრი არაა... ბრავო კლოპ დაასტაბილურე გუნდი მაგრამ ბევრად მეტად უნდა გავძლიერდეთ !!! წინ ფინალია და ასეთი შანსი იშვიათად ეძლევა გუნდს ადვილად გავიარეთ ჯგუფი... სასურველი მეტოქე პორტო... წლის ყველაზე ძლიერი გუნდი სიტი დავამარცხეთ 5:1 და ვაჩვენეთ ყველას რაც შეგვეძლო ნებისმერისთვის გვექნა და რომასთან გამართული 1 თამაშის მერე ყველაფერი დასრულებული იყო ნუ ის გამოჩნდა დაცვაში დგომა ჩვენი საქმე რო არა რაც ისედაც ვიცოდით))))))))))) მადრიდის რეალი ყველაზე დედანაქაჩი გუნდი უძლიერესი გამოცდილებით და სასტავით მაგრამ აქ კლოპია და კლოპი მადრიდელ ბიჭებს ისევ ჩაუდებს გერმანულ სარდელს)))))) ყნწა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ხუთშაბათი, 22:45 სთ.


  • ბლექბერნი
  • VS

    19.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze