ტრენტი:"ლივერპულისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით ოცნება ავიხდინე"

ავტორი: NikaSvanidze, 11-05-2018, 21:35, კატეგორია - სიახლეები, 584, 8


 "ლივერპულის" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილმა წელს მთელი ევროპის ყურადღება მიიპყრო. 2 კვირაში ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. გუშინდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის ზედიზედ მეორედ გამარჯვებულმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდნმა, ევროპულ ღამეებზე ისაუბრა.

 "ეს ოცნებაში ცხოვრებაა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა განსაკუთრებული რამაა. მე ეს უკვე 11-ჯერ გამოვცადე. იმედი მაქვს, რომ ფინალში ამას მეთორმეტედ ვიზამ."

 მიმდინარე სეზონში 19 წლის განაპირა მცველმა პირველ გუნდში 32 შეხვედრა გამართა. ჯამში მას 43 დაუგროვდა. მომავალ წლებში ის ამ რიცხვის გაზრდას შეეცდება.

 "თითოეული თამაში დიდი პასუხისმგებლობა და წნეხია, მაგრამ, ამასთანავე, უდიდესი პატივი და უსაზღვრო სიამოვნების წყარო. წითელი მაისურით მოედანზე გასვლა უბრალოდ ბედნიერებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უამრავ მატჩში მივიღებ მონაწილეობას. ახლა, თამაშის გარდა, თვითგანვითარებაზეც ვფიქრობ. სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების რჩევებს გულდასმით ვუსმენ, რათა მომავალში კლუბს მეტად გამოვადგე."

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

ტრენტი მომავალი ჯერარდია რა ლივერპულისთვის. სული და გული, კაპიტანი. მომავალ სეზონშიც სასტარტოში უნდა იყოს სულ და სულ მალე ევროპული გრანებისგან წამოვა შემოთავაზებები, რომლებსაც დაბლოკავს და კარიერის ბოლომდე ჩვენთან დარჩება სულით სქაუზერი :) 4

juja
მომხმარებელი

წარმატებები ტრენტ!!! ამას ყველაფერი წინ აქვს თითოეულ სიტყვაზე ეტყობა რა მაგრად უყვარს ლივერპული, რო სულით და გულით ლივერპულელია ეხლა მთავარია ტრამვებმა არ გააწამოს, გაიზრდება გამოცდილებას მიიღებს და დასტაბილურდება. მომავლის ლივერპულელი ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, ერთი უილსონსაც მისცეს შანსი იმსახურებს ნამდვილად

GoGson
VIP Member

1 ტრენტი მირჩევნია 11 კოუტინიოს ..

კაროჩე ლიგას მოვიგებთ თუ არა ეს სეზონი ამისთვის ყველა პონტში იქნება ძალიან ძალიან სასარგებლო... ამ ასაკში ამდენი ნახა კარგიც და ცუდიც... ძაან ბევრს ნიშნავს ეს ფეხბურთელოს განვითარებისთვის... თავის ასაკში ამ პოზიციაზე საუკეთესოა თუარ ვცდები... ჩვენი მომავალი კაპიტანი... ცოტა ჯანზე მოვიდეს და ეგაა (პოზიციურად ძალიან ხშირად კარგია ხოლმე , გომესს მაგ მხრივ ბევრად ჯობს , 1-1ზე ვერა მაგრამ გუნდურ დაცვაში ჯობია)
წარმატებები სულით და გულით სქაუზერო !!!

LUIS SUARES 001
VIP Member

ტრენტს გამოცდილება უგროვდება უკვე და ეს კარგია

James Pearce
VIP Member

ამან რომასთან ენფილდზე პირველი ტაიმი ისე ითამაშა რო არვიცი ძალიან მაგარი პასები აქვს მაგრამ ფიზიკურად სუსტია და დაცვაშიც ძალიან სუსტია იმედია ზაფხულში ამაზე იმუშავებს :)) ფინალში მე კლაინს დავაყენებდი ჩელსისთან კი ცუდათ ითამაშა მაგრამ არაუშავს ფინალამდე არის დრო :)))

gio_chyoi
რედაქტორი

საკუთარი ასაკიდან გამომდინარე ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა წელს და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.. ასე გააგრძელოს მთავარია და ტოპ კლასი დადგება 1-2 წელში და ამაზე დარწმუნებული ვარ რო არ წავა ლივერპულიდან და კაპიტნის სამკლაურსაც მოირგებს მომავალში

lasha77
VIP Member

გვარდიოლას სიტი მაგის ფლანგიდან უტევდა გუნდს და მაინც ვერაფერი მოუხერხეს 19 წლის ბიჭს სილვა , სანე და დე ბრუინმა . საოცარი სეზონი ცაატარა და რა შეცდომაც დაუშვა ის მხოლოდ იმიტომ რომ ახალგაზრდაა

Capitan
მომხმარებელი

სიტისთან მართლაც ნათელი მაგალითი იყო რო ტრენტის გავლით უნდოდათ გოლების გატანა და ტრენტმა დედის პირი დააფარა 2 ვე თამაშში დიდიხანია ვიძახით რო ეს ბიჭი ერთ დღესაც ლივერპულის კაპიტანი იქნება და ამისთვის მთავარია სტაბილურობა და ერთგულება წარმატებები <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze