x

სალაჰის მორიგი ჯილდო !

ავტორი: johnson, 13-05-2018, 13:41, კატეგორია - სიახლეები, 753, 8


ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სეზონის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი გახდა. "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი ამჯერად გულშემატკივრებმა დაასახელეს საუკეთესოდ.

როგორც იცით, ონლაინ ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სალაჰის გარდა, აღნიშნული ჯილდოსთვის დავიდ დე ხეა, კევინ დე ბრუინი, ჯეიმს ტარკოვსკი, რაჰიმ სტერლინგი და ჰარი კეინი იბრძოდნენ.

''ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება. ყოველთვის მინდოდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება და იმ ხალხისთვის ჩემი თავის ჩვენება, ვინც თვლიდა, რომ აქ ვერ მივაღწიე წარმატებას.

იურგენ კლოპი ძალიან მომწონს, ჩვენ მეგობრები ვართ. ის ძალიან დამეხმარა. მას დიდ პატივს ვცემ და მჯერა, რომ წელს კლუბისთვის რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებთ." 
- ციტირებს სალაჰის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

აქვე გეტყვით, რომ სალაჰი გახდა მესამე მოთამაშე, რომელმაც ზემოთხსენებული ჯილდო მიიღო - მაიკლ ოუენისა და ლუის სუარესის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მომო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე დაასახელეს "ლივერპულის" ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ. 

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

იმედია მაგ ზემოთ ხსენებული ნაგვებივით არ მოიქცევა ესეც

სალაჰი აუცილებლად უნდა გავუშვათ! სადმე დასასვენებლად

gio_chyoi
რედაქტორი

ერთი ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი და მერე ოქროს ბურთი გაკლია რა

lashafss
VIP Member

სალაჰის წასვლას მართლა არვააპატიებდი :X გუნდი ჩამოყალიბდა დიდი მიზნებისთვის მებრძოლად და ეს დიდ ფეხბურთელებს მოიზიდავს , ამიტომ ახლა არავინ უნდა წავიდეს მითუმეტეს მომო... და ვაბშე ხო შეილება რო მომომ აქ დაასრულოს კარიერა უდიდესი წარმატებებით : ))) წელს ლიგა შემდეგ წელს პრემიერ ლიგა და კიდე შემდეგ წელს ორივე ერთად უნდა დავდოთ და ეგაა :)

ramms01
მომხმარებელი


შეგახსენებთ, რომ მომო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე დაასახელეს "ლივერპულის" ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ. “
აი პროსტა დაფიქრდით ტიპს რა დაბრუნება გამოუვიდა, ინგლისში უკლებლივ ყველამ აღიარა დდდდ

S.J
მომხმარებელი

სუარესის წასვლა კლუბის ბრალია, მაშინ არეული სიტუაცია იყო და არავინ არ დაადანაშაულოს სუა, ტიპს ეხლაც კარგი ურთიერთობა აქვს ქალაქთან და არც არავის არ დაუწვია მისი მაისურები. დღესაც ვერ ამოვხსენი რა იყო კოუტინიოს სასწრაფოდ წასვლის მიზეზი, ალბათ წვიმას და სიცივეს ვერ იტანდა კუტუნია

fromanfield
მომხმარებელი

''ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება. ყოველთვის მინდოდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება და იმ ხალხისთვის ჩემი თავის ჩვენება, ვინც თვლიდა, რომ აქ ვერ მივაღწიე წარმატებას.'' მოურინიოს სა ჩოურტყა :))))

LUIS SUARES 001
VIP Member

არ გამკვირვებია ველოდი კიდეც..მხეცი გვყავს მხეცი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze