x

„ლივერპულის“ საზაფხულო ბიუჯეტი და გეგმები

ავტორი: gio_chyoi, 14-05-2018, 10:08, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 463, 13


უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველი ზაფხულის წინ მსგავსი ინფორმაციის მოსმენა გვიწევს, რომ "ლივერპულს" ექნება დიდი სატრანსფერო ბიუჯეტი და კლუბი სერიოზულ ტრანსფერებს განახორციელებს.

გასულ ზაფხულს Echo იტყობინებოდა, რომ იურგენ კლოპს 200 მილიონ ფუნტიანი ბიუჯეტი ექნებოდა და მას შემდეგ, რაც მან აღნიშნულზე ბევრად ნაკლები თანხა დახარჯა, პოლ ჯოისი Times-დან აცხადებდა, რომ იურგენ კლოპს უკანასკნელ 24 საათში 175 მილიონი ფუნტი ჰქონდა დასახარჯად.

სინამდვილეში, „ლივერპულმა“ მხოლოდ 80 მილიონი ფუნტი დახარჯა (Transfermakt), თუმცა, თითქმის ამდენივე დახარჯა შემდგომ, ზამთარში ვირჯილ ვან დეიკზე და, ამასთან, წინასწარ დაიბევა ნაბი კეიტა.

გუშინ ჯეიმს პირსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლოპი ამ ზაფხულსაც დიდი სატრანსფერო ბიუჯეტით იქნება „შეიარაღებული“.

„იმის გათვალისწინებით, რომ კოუტინიოში აღებული თანხის დიდი ნაწილი დაუხარჯავი დარჩა და, ამასთან, კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 70 მილიონ ფუნტამდე გამოიმუშავა, ზაფხულში კლოპის გუნდში დიდი ინვესტიციები ჩაიდება. 

Fenway Sports Group-მა იცის, რომ იმისათვის, რათა კლუბმა შეინარჩუნოს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინგლისში ბრძოლის უნარი, შემადგენლობის დიდი სიღრმეა საჭირო.

თუ მოჰამედ სალაჰზე რაიმე სახის შეთავაზება შემოვა, იგი მაშინვე უარყოფილ იქნება. იგი 200 მილიონ ფუნტიანი ტალანტია, რომელიც „წითლებს“ წინ მიუძღვება. „ლივერპულს“ გაზრახული აქვს, რომ მის გარშემო ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი შეკრას და არა მისი შეცვლით გაიერთოს“. - განაცხადა ჯეიმს პირსმა.

როგორც აღინიშნა, მსგავს კომენტარებს ჩვენ ბოლო წლებში ყოველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ ვისმენთ ხოლმე, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ გასულ ზაფხულს ცოტათი არ გაგვიმართლა, რადგან ჯერ „საუთჰემპტონმა“ გვიჩივლა ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე დაუკითხავად მუშაობის გამო და, მეორე, „ლაიფციგმა“ უარი განაცხადა კეიტას იმავე ზაფხულს გაყიდვაზე.

აღნიშნული ორივე ფეხბურთელი რომ 2017 წელს გაგვეფორმებინა, კლუბის დანახარჯი ნამდვილად მიაღწევდა 200 მილიონ ფუნტს.

შემდეგისთვის კი, ვიმედოვნებთ, რომ გზაზე ნაკლები წინაღობა გადაგვეყრება და სატრანსფერო სამიზნეებს უფრო იოლად გავიფორმებთ.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართალია, ვან დეიკი და კეიტა რო წინა ზაფხულს გაგვეფორმებინა მართლა ავიდოდით 200 მილიონზე. წელს კიდე ბევრად წინ წავიდა კლუბი ფინანსურად და წესით მართალ დიდი თანხა უნდა გამოუყონ კლოპს. პლიუს ერთი 50 მილიონი ფუნტის მაინც ფეხბურთელები არიან გასაყიდი და მაგის ჩათვლით მინიმუმ 200 მილიონი ფუნტი უნდა დაიხარჯოს წესით. 4 მაღალი დონის ფეხბურთელი რო მოვიდეს ეყოფა ნამდვილად

Javaxa
ადმინისტრატორი

წავლენ:

მინიოლე, ბოგდანი, ემრე, სტარიჯი, ორიჯი, ფლანაგანი, კენტი, მარკოვიჩი, რანდალი 50-55 მლნ

gio-torres
მომხმარებელი

საბა კვერკველიაზე მართლა მიდის მოლაპარაკებები თუ ჯერ ჭორებია.
მართლა ძალიან მაგარია და მეორე სართულზე არავის ახარებს, ვარდნებიც მაგარი აქვს და მატიპიზე მოქნილიცაა .
იმიტო არ ვამბობ რომ ქართველია, მაგრამ საბა-ვან დეიკის წყვილი მართლა ძალიან მაგარი იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

gio-torres,
:DD სად წაიკითხე კვირკველიაზე? ეგღა აკლია ჩვენ დაცვას ეხლა :)) მარა ისე სიმართლე რო ვთქვა მაგრად გამისწორდებოდა ეგ და ჩაკვეტაძე რო მოიყვანოს :D

mikasha
მომხმარებელი

Javaxa,
რასიძახი ორიჯი 21 წლისაა მინიმუმ 20-25 მილიონად გაყიდიან, მარკოვიჩს ადევს ფფასი 10 მილიონი, მინოლე ჩვენ არ მოგვწონს თორე ძალიან კარგი მეკარეა და 10 მლიონადდ ეგეც უნდა გაიყიდოს, კაი ემრე უფასოდ მიდის გასაგებია და სტარიჯი 30-35 ზე ნაკლებად არავინ არ გაუშვებს, ნუ ბოგდანი მაქს 1 მილიონი. კენტს არ გაუშვეებს წელს ალბათ ძალიან ტექნიკკური ბიჭია მარა რენდალს და ფლანაგანს ჯამში სადღაც 6-7 მილიონად გაუშვებს ალბათ კკი გამოვიდა 85-90 მილიონი

აუცილებბელია გუნდის სიღრმის გაზრდა ვეთანხმები კლოპს, მარა სასტარტოც არაა დაკომპლექტებული ბოლომდეჩემიაზრით. ლოვრენი&მატიპი იმენა ოთხეულის ხალხია ორივე. კაი კარიუსი იყოს მოუმატა ბოლოს ძალიან და მეზედმეტება მეკარეში 60 მილიონის გადაყრა. საყრდენი როა მოსაყვანი მემგონი ლაპარაკი არ უნდა მაგას და რუბენ ნევესზე კარგ ვარიანტს ვერც იპოვის კლოპი თან იწერება მაგ ბიჭზე + ფეკირი რომელიც 2-3 პოზიცციაზე მოიაზრება და ამის მერე უკვე საჭიროა ფლანგელი სკამისთვის რომელიც კონკურენციას პირველ რიგში გაუწევს მანეს იმიტო რო ძაან არასტაბილლურობა დაეწყო ჩვენ სადიოს და ეგოიზმიც ხშირად ერევა. იწერება ბორდოს მარჯვენა ფლანგელ მალკოლმზე და ეგ ვაფშე ამოაგდებს სასტავიდან მანეს ჩემი აზრით. ნუ საფრანგეთში და ინგლისში განსხვავებულად იყნებენ ფლანგებს ამიტო აქ მარცხნივ დადგება რა ანუ ცენტრალური მცველი, საყრდენი, კოუს შემცვლელი ეს აუცილებელი 3 კაცი სასტავისთვის და + 2-3 კაი სკამის ხალხი მედისონი მალკოლმი თუნდაც ფორნალსი

gio_chyoi
რედაქტორი

mikasha,
:))) ვინ იყიდის სტარიჯს 35 მილიონად ყველაზე მაქსიმუმი მაგაში 15 მილიონი აიღო, ტრავმა აქვს ზამთრის მერე ასაკშიც შედის უკვე, საერთოდ გაყიდვა იქნება მაგისი რთული

ThisIsAnfield
მომხმარებელი

სტარიჯის გაყიდვა ძალიაან რთული იქნება... 3 სეზონის განმავლობაში ფაქტიურად არ უთამაშია ტიპს... სულ ტრავმა აქვს და ყველა უფრთხის ეგეთი ფეხბურთელია ყიდვას ...

LUIS SUARES 001
VIP Member

ტრანსფერები რომადრე გამგვეხორციელებინა და ღრმა სკამი
გვყოლოდა ეპლი დაიდებოდა

Duck.
მომხმარებელი

სტარიჯი ბორნმუთში ან ბრაიტონში მაგრად გაიხსნებოდა ❤️

lasha77
VIP Member

კლოპმა შედეგი თითქმის დადო . ახლოს ვარ ლიგის ჩემპუონობასთან და ახლა უნდა მოხდეს გუნდის გაძლიერება რომ უფრო მეტი ტიტულები დაიდოს . 400 მილიონი რომ დახარჯონ პირველივე სეზონზე ამოიღებენ მაგ თანხას თუ გუნდმა ტიტულები დადო . სპონსორებიც მოგვემატება და ლივერპულის ყველა ნაწარმიც ძაან მაგრად გაიყიდება

GoGson
VIP Member

რაბიო , შკრინიარი და ფეკირი. ზამენაზე მეკარე ვინმე , თუნდაც აი ეს რაიანი ძაან მომეწონა...

ჩვენს ბედს ფერგი არ დაჰყეფდა :დდდდ


ეჰჰ.. მომკალით და არამგონია 1 ტოპ ტრანსფერის (ტოპ იგროკის) გარდა ვინმე მოიყვანონ... გინდ 200 გამოუყონ

Capitan
მომხმარებელი

ობლაკი ვაიგლი დევრეი ისკო !!! სოლანკე კენტი ბენი ეჯერია ოჯო არენდებზე ან შიპში ან ეპლში... ობლაკი კლაინი/არნოლდი დევრეი/მატიპი ვანდეიკი/ლოვრენი რობერტსონი/გომესი ვაიგლი/ჰენდერსონი კეიტა/მილნერი ისკო/ლალანა მანე ფირმინო და სალაჰს ჩემბერლენი ორიჯი ვეინალდუმი ეს სასტავი და ჩემპიონობაზე გავიწევთ ეპლში ყველა დაიკერება ფულს თუ გადავიხდით

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

სალაჰმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 200 000 ფუნტ სტერლინგი ექნება კვირაში. ხოლო ერთ-ერთი პუნქტი კი ის არის რომ არცერთ კლუბს არ ექნება მისი გამოსყიდვის უფლება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze