სალაჰის მაგიური სეზონი

ავტორი: johnson, 14-05-2018, 10:20, კატეგორია - სიახლეები, 1 040, 10


"ლივერპულის" რიგებში მოჰამედ სალაჰის სადებიუტო სეზონი იმაზე გაცილებით მაგარი გამოვიდა, ვიდრე ამას რომელიმე სქაუზერი მოელოდა. მან "ლივერპულის" მოთამაშის რანგში უკვე 34 ჯილდო მიიღო :

* ის სამჯერ დაასახელეს ჩემპ. ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ - ერთხელ ჯგუფურ ეტაპზე("მარიბორთან" მატჩში), ორჯერ კი პლეი-ოფში ("სიტისთან" და "რომასთან").

* მომო ორჯერ გახდა. ჩემპ. ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორი - პირველად "სიტისთან" სტუმრად განილი გოლის, ხოლო მეორედ "რომასთან" პირველ მატჩში გატანილი გოლის გამო. საერთო ჯამში მან წელს მეტოქის კარი ამ ტურნირზე 10-ჯერ აიღო.

* სალაჰი სამჯერ გახდა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე - ცნობილისთვის, ერთ სეზონში სამჯერ ეს ჯილდო არც ერთ სხვა მოთამაშეს არ მიუღია.

* "ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად კი მომო 7-ჯერ დაასახელეს - სიტყვებიც კი ზედმეტია !

* ის 6-ჯერ გახდა "ლივერპულის" მიერ გატანილი თვის საუკეთესო გოლის ავტორი - ყველას გვახსოვს მისი გენიალური გოლები "ევერტონთან", "ტოტენჰემთან" ან თუნდაც "უოტფორდთან".

* პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშედ ის 4-ჯერ დაასახელა !

* აღნიშნულმა ასოციაციამ ეგვიპტელს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადასცა - წინა წლებში ეს პრიზი კანტემ, მაჰრეზმა, აზარმა და სუარესმა მიიღეს.

* სალაჰი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს როგორც "ლივერპულის" ფეხბურთელებმა, ისე გულშემატკივრებმა - ყველა ტურნირზე მომომ 44 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, წინ კი ჩემპ. ლიგის ფინალია !

* სალაჰი გახდა საუკეთესო აფრიკელი მოთამაშე როგორც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის, ისე BBC-ის ვერსიით. ასევე, ის საუკეთესო არაბ მოთამაშედაც დაასახელეს - შეგახსენებთ, რომ სწორედ მოს დახმარებით შეძლო ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.

* პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა !

* ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგადაც დასახელდა !

* ა ბოლოს, სალაჰმა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გაიტანა 32 გოლი - დღემდე ასეთი რამ არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. მან გააუმჯობესა ალან შირერის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის სუარესის შედეგი(31-31 გოლი). ცნობილისთვის, ეგვიპტელმა შემტევმა ერთ სეზონში გაუტანა 17 სხვადასხვა გუნდს - ესეც საუკეთესო მაჩვენებელია !

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი აკლია და ოქროც ბურით ამისია რა. ერთადერთი მესიმ უნდა მოიგოს მსოფლიო რო კონკურენცია გაუწიონ, თორე რონალდო მსოფლიოზე ნაღდად ვერაფერს იზავს

bulleye
მომხმარებელი

ჩემპიონთა ლიგა უნდა დადოს

gio_chyoi
რედაქტორი

ისე სხვა რეკორდებიც მოხსნა სალაჰმა ამ სეზონში. გარდა იმისა რო 17 სხვადასხვა გუნდს გაუტანა 24 სხვადასხვა თამაშში გაიტანა, 21 იყო მგონი ვან პერსის და რონალდოს რეკორდი.
გარდა ამისა ფენტეზი პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა 303pts - SALAH (17/18)
295pts - Suarez (13/14)
284pts - Lampard (09/10)
283pts - Ronaldo (07/08)@MoSalah sets a new record for most #FPL points in a single season

cotne_suarez
მომხმარებელი

ყველაფერი კარგია. პროსტა მარცხნივ მდგომი 10 ნომრიანი (ხფთუი) ადამიანი ამახინჯებს ამ ჰარმონიას

LUIS SUARES 001
VIP Member

უბრალოდ მოჰამედ სალაჰი ..წელს თავსს ავაწევინებ და ოქროს ბურთსას მოვაგებინებ

მუჰამედი
მომხმარებელი

მომილოცეთ! 5

lasha77
VIP Member

აბა შენ იცი მომო მაგ ჯილდოს ოქროს მედალი და ოქროს ბურთი უნდა შემატო და ეგაა :D

GoGson
VIP Member

ყველაზე მეტად გამიტყდა ოქროს ბუცზე რო ვერ გაიქაჩა.... აი რაც ჩვენ პენალტები არ დაგვიდეს და რაც ამან მაზა კიდ 120 პროცენტიანები.. ე... ჯამში 10 გოლით მეტი უნდა ქონოდა ალბათ))) რას ვიზამთ...

ლიგა მოიგოს და მართლა ოქროს ბურთის მოწინავე ნომინანტი იქნება...

პახოდუ ლივერპულში კიარა , რაც ამ სპორტს ვუყურებ ესეთი სადებიუტო სეზონი ვის ქინდა ვერ ვიხსენებ.... ჯობნით ყიველშემთხვევაში არავინ.. ალბათ

6ix9ine
მომხმარებელი

მიყვარხარ მომო

Capitan
მომხმარებელი

ამან მარტო სირბილი იცის)))))))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze