კლოპის ვერდიქტი

ავტორი: Nicholas, 14-05-2018, 17:36, კატეგორია - სიახლეები, 833, 7


„ლივერპულმა“ „ბრაიტონი“ 4-0 დაამარცხა და, შესაბამისად, მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც იმის გარანტიაა, რომ მერსესაიდული კლუბი შემდეგ სეზონში კვლავ იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ყველაფერზე იურგენ კლოპმა ისაუბრა და კლუბის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

- გოლების რაოდენობის და პერფორმანსის შეფასება

შესანიშნავი დასასრული ძალიან ამაღელვებელი სეზონის. ჩვენ კვლავ ვითამაშეთ ნორმალური, გამართული ფეხბურთი და გავიმარჯვეთ კიდეც. უკანასკნელი 2-3 თამაში ვერ ჩავატარეთ მაღალ დონეზე მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს ბიჭები ადამიანები არიან და არა მანქანები. გვქონდა რეალური პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს მილის არყოფნაც დაემატა, დამიჯერეთ, ძალიან ძნელია ევროპაში თამაშის შემდეგ ინგლისში დაბრუნება და აქ სტოკთან, ვესტ ბრომთან, ჩელსისთან თამაში, მე კმაყოფილი ვარ რომ ჩვენ ვაჩვენეთ ინტენსიური და გამართული ფეხბურთი.

შეგვეძლო გაგვეტანა მეტი, ვფიქრობ, გვქონდა დიდი შანსები ამისთვის მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ შანსების გამოყენება, კრისი და მისი შტაბი ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებენ ბრაიტონისთვის.

როცა ანგარიში 3-0 იყო, მითხრეს რომ ნიუკასლი უგებდა ჩელსის 3-0-ს და ამ დროს მე გავიფიქრე კარგი, მორჩა, შემდეგ დავჯექი სკამზე და მშვიდად, აუღელვებლად ვუყურე ბოლო წუთებს.

ფანტასტიური სეზონი, შესანიშნავი მიღწევა, ბიჭებმა მართლაც დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში და ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ ხარისხიანი ფეხბურთი, მაგრამ უნდა განვვითარდეთ და დავხვეწოთ ბევრი რამ, ახლა კი გვაქვს 2 კვირა რათა მშვიდად მოვემზადოთ შემდეგი დიდი თამაშისთვის.

- 13 დღე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე

შესანიშნავია, ეს ჩვენ ძალზედ დაგვეხმარება. ხალხი მეუბნება რომ ძალიან დიდი დროა და გუნდზე ცუდად არ იმოქმედოს. არა ეს შესანიშნავია, ჩვენ გვქონდა "პატარა პრე-სეზონის თამაში" ბრაიტონთან და ამან ხელი შეუწყო ბევრ რამეს.
ყველამ იცის რომ ფეხბურთელებს სჭირდებათ დასვენება, ჩვენ მივცემთ მათ 2 დღიან დასვენებას, შემდეგ გვექნება პატარა "ბანაკივით" შეკრება, სადაც ვიმუშავებთ ტაქტიკაზე და დავხვეწთ ფიზიკურ მომზადებას. ეს არ იქნება მაღალი დატვირთვის მქონე ვარჯიშები, 5 დღის შემდეგ კი დავიწყებთ ინტენსიურ მომზადებას და გავზრდით დატვირთვებს.

მილის არყოფნის შესახებ

- ის მხოლოდ დღეს არ იყო, ვფიქრობ, 2-3 დღის შემდეგ ის ივარჯიშებს ინდივიდუალური დატვირთვით და ამის შემდეგ შემოგვიერთდება.
სტატია შეიცვალა:14-05-2018, 17:54 ცვლილების ავტორი:gio_chyoi
მიზეზი:

კომენტარები


lasha77
VIP Member

ზედმეტი მონდომების გარეშე მოუგეს . არც ბრაიტონი იკლავდა თავს და სწორადაც იქცეოდა . რა აზრი ქონდა მაგათ მოგებას .

gio_chyoi
რედაქტორი

კიდევ კარგი არავინ დაიმტვრა, მილნერსაც ისეთი არაფერი სჭირს, ფინალში იქნება. სოლანკეს გოლმაც გაასწორა, ფინალში უფრო მოხოდილი იქნება

GoGson
VIP Member

"როცა ანგარიში 3-0 იყო, მითხრეს რომ ნიუკასლი უგებდა ჩელსის 3-0-ს და ამ დროს მე გავიფიქრე კარგი, მორჩა, შემდეგ დავჯექი სკამზე და მშვიდად, აუღელვებლად ვუყურე ბოლო წუთებს."

აიიი გიჟიიი ხარ კლოპპ.... როგორ წარმომიდგენია რა სახით გააკეთებდა რეპლიკას ვინც ეს უთხრა იმასთან , წარბებს რო აწევდაა და "ვაუ" ან "ბუმმ" ესეთი როჟით ))) ბუმ ს არ იტყოდა მაგრამ ზუსტად მაგ როჟას დაკერავდა

6ix9ine
მომხმარებელი

წელს უნდა დავდოთ ლიგა

LUIS SUARES 001
VIP Member

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ლიგა მოვიგოტ

Capitan
მომხმარებელი

ღადაობთ ლიგის ფინალში ვართ)))))) კლოპი რეალს ხვდება ))))) რა დორტმინდით აწოვა რეალს 4:0 ყველას გვახსოვს კლოპს საკმაირისი ფინალები აქ წაგებული ლივერპულში იმისთვის რო აღარ წააგოს... როგორც ჩვევია 2 ან 3 დამარცხების შემდეგ სულ ახწევს შედეგს მაინციდან დღემდე ასეა)))))) ბიჭები რა მონდომებულები ითამაშებენ წარმომიდგენია.... ლივერპული დაბრუნდა !!! და თან როგორ))))))))

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

მილნერი საჭირო კაცია ჯერ მარტო მისი ენერგიულობა და პრესინგი. მისი გამოცდილება რად ღირს რო რეალის ფეხბურთელებს მოსვენებას არ მისცემს და ბოლომდე დაიხარჯება. ჩელსისთან კაი ხანი ტრამვირებული თამაშობდა ეტყობოდა რო კუნთი დაჭიმული ქონდა ვფიქრობდე მალევე შეცვლიდა კლოპი მარა მოედანზე დიდხანს დატოვა. ტერმინატორია მისთვის პიველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება თავისი ხანგრძლივი კარიერის გამო და ისიც მაგრად ელოდება. მეტსაც ვიტყვი მიუხედავად იმის რო შანსი არაა ჰენდერსონის გარეშე გუნდმა ითამაშოს და მილნერმა გამოიყვანოს გუნდი მოედანზე ვისურვებდი რომ მილნერი ყოფილიყო ის ვინც ლიგის ფინალს უკაპიტნებდა მთლიან მატჩში!..დიდი გამოცდილება იქნება ბიჭებისთვის წარმატებები მათ 1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze