ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 16-05-2018, 01:54, კატეგორია - სიახლეები, 632, 7


 მერსისპირელებმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი მაჟორულ ნოტაზე დახურეს, გაინაღდეს რა ევროპულის ელიტაში ასპარეზობა. "ენფილდელებმა" სამხრეთელ სტუმრებს მარტივად, 4-0, აჯობეს.

 გავლენიანმა მედიამ მატჩში შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდებს :

   კრის ბასკომბი, Telegraph

 "ეს სეზონი "ლივერპულმა" ისე დახურა, როგორც ამას აგვისტოში ვიწინასწარმეტყველებდით. სალაჰმა შეაგდო, ფირმინო უმოწყალოდ ჭრიდა დაცვის ხაზს, რობერტსონი კი ფლანგს მარტივად იმორჩილებდა. ამ კამპანიამ მსოფლიო ფეხბურთს რამდენიმე სუპერვარსკვლავი აჩუქა. მადრიდის "რეალის" შტაბს ძალიან გაუჭირდებოდა ამ თამაშში მერსისპირელთა ხარვეზების მოძებნა. სალაჰმა 26-ე წუთზე გაიტანა გოლი და ცხადი გახადა, რომ "ლივერპული" აუცილებლად დაასრულებდა სეზონს ოთხეულში. კლოპის გუნდმა უკანასკნელ 30 წელიწადში პირველად საშინაო მარცხის გარეშე დაასრულა სეზონი, კიდევ ერთი პოზიტივი."

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "კიევისთვის საუკეთესო მოთელვა იყო. გამარჯვების შემდეგ "ლივერპულის" გული მხოლოდ ფინალისთვის იძგერს. შემდეგი სეზონისთვის ზრუნვა გუნდს აღარ მოუწევს. საბოლოოდ, სეზონის შეფასება დადებითად შეიძლება. კლოპმა "ლივერპული" სხვა დონეზე აათამაშა, ახლა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ტურნირის ფინალში ბოლო 2 სეზონის ჩემპიონს შეერკინება. შედეგიანობის თვალსაზრისით გუნდი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი მთავარი შემოქმედი შემტევი ტრიო იყო, გვირგვინი კი მოჰამედ სალაჰი. მას 32 გოლის გატანისთვის და პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვის ოქროს ბუცი კენი დალგლიშმა გადასცა. ეგვიპტელის ჯილდოების ნუსხას საუკეთსო გოლეადორის ტიტულიც დაემატა, მისი სახელი კი გათამაშების ისტორიაში ჩაიწერა. მისი შედეგი პრემიერ ლიგის 38-ტურიან ფორმატში სარეკორდოა. შეტევის ბრწყინვალებასთან ერთად დაცვაც უმჯობესდება. "წითლებმა" კარგი სეზონი ჩაატარეს."

  ნილ ჯონსი, goal.com

 "როგორცც კვირა დღეების უმრავლესობა, ეს მატჩშიც ახლოს იყო სრულყოფილებასთან. "ლივერპულმა" თავის სტილში მიაღწია შედეგს. სალაჰმა რეკორდი მოხსნა, რაფამ კეთილგანწყობა გამოხატა, სოლანკემ შეაგდო. ენდიმაც. "კოპი" სიმღერებისგან გუგუნებდა. კარგი იყო. ყველა მოთამაშე რაღაც ღირებულს ქმნის მთელი სეზონის განმავლობაში. ლოვრენის გაუმჯობესებაზე კლოპთან ერთად ვირჯილიც მუშაობს. ეს წყვილი ფინალში გუნდის საიმედო დასაყრდენი უნდა იყოს. ფლანგებზე რობერტსონმა და ტრენტმა ძალიან მოუმატეს. 19 წლის ინგლისელი საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ღამეს მშვენიერ ფორმაში ხვდება. ვაინალდუმი და ჰენდერსონი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონები იყვნენ. კლოპს სრული სიამოვნებისთვის დომ სოლანკეს გოლი სჭირდებოდა. ესეც მოვიდა. 20 წლის ინგლისელმა მერსისაიდული კარიერა აღმაფრენით ვერ დაიწყო, მაგრამ უკანასკნელ მატჩში პოტენციალის ნაპერწკლის გაელვება მაინც გვიჩვენა. მაშ ასე, თამაშს ადამ ლალანაც დაუბრუნდა. კიევამდე ეს კიდევ ერთი პლუსია."

   ენდი ჰანტერი, Guardian

 "ლივერპულმა ტიპური პერფორმანსი შემოგვთავაზა. გოლები ძალიან მარტივად, მსუბუქად გავიდა. კლოპის კიდევ ერთი შანსი გამოიყენა სოლანკემ. გოლით დაასრულა სეზონი "კოპის" ფავორიტმა, ენდი რობერტსონმა, გაიტანა სალაჰმაც და დაამყარა რეკორდი. მატჩის პერიპეტიებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ყველაფერი იდეალურადაა. კიევი მალე მოვა. გუნდი მზადაა, კლოპს მოთამაშეების დამუხტვა არასდროს ეშლებოდა. წინ დიდი ზეიმი გველის."

კომენტარები


RUSH
რედაქტორი

ეეეჰ კიევი, კიევი... ეგ ქალაქი რო გადაწყვეტს კაკრაზ ამ სეზონის ფიასკო-ტრიუმფის საკითხს, მაგიტომაა რო ნერვიულობით აღარ ვარ 26-მდე, რა იქნება მეექვსე თასი კოპის მუზეუმში რო დავაბანაკოთ?! მერე ნახეთ მატჩის შემდგომი კომენტარები, პირადად ჩემი და პირადად ამ ჩატში :)

chipe888
მომხმარებელი

რომ გადახედო ამ სეზონის თამაშებს გული დაგწყდება კაცს. იყო ბევრი თამაში სადაც 3 ქულა უპრობლემოდ უნდა აგვეღო და რომ არა კონცენტრაციის წამიერი დაკარგვები,მსჯების არაპროფესიონალიზმი,როგორც მინიმუმ 2 ადგილზე ვიქნებოდით და რომ არა სიტის მეტოქეების ყურებ ჩამოყრილი თამაში,ვინ იცის ჩემპიონობაზე გაგვეწია. მთლიანობაში სეზონი კარგი იყო და ემოციებით დატვირთული,რაც ასე გვაკლდა წლებია უკვე. შესანიშნავი თამაში ახალწვეულების,რომლისგანაც გამოვყოფ რობერტსონის კარგ თამაშს. სალაჰის რეკორდმა ყველაფერი თავის ადგილას დაყენა და ის პრემიერლიგაში საუკეთესოა,ეს კარგია მოტივაციისთვის. ეს სეზონი ფინალის შედეგის მიუხედავად წარმატებულია.პაუზის მერე დაბრუნდე ლიგაზე და ფინალში ითამაშო,ეს სასწაულია და კიდევ ერთ სასწაულს ფინალში ველოდები,მაგრამ ცივი გონებით რო შეხედო,არ გვაქვს დიდი შანსი რეალთან,რადგან ისენი გამოცდილები არიან და მსაჯების შეცდომებიც იქნება ჩვენ წინააღმდეგ,რომელიც ხასიათს გაგვიფუჭებს. დაველოდოთ 26 და ყველა ერთად ვნახავთ შევძლებთ თუ არა კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას. მჯერა პრობემების შექმნა შეგვიძლია რეალისთვის და შემტევი ტრიო რეალის დაცვისთვის ტრ... შერჭობილი ეკალი იქნება რეალის დაცვისთვის. ჩვენ არ ვართ ივენტუსი და დაცვიდან მოთამაშე გუნდი. ჩვენი პლიუსი ბევრია და სისწრაფები კი მათ შორის გამორჩეული. მიუხედავად იმისა,რომ პსჟ,იუვე და ბაიერნი გამოაგდეს მადრიდელებმა,უნდა ვაღიაროთ,რომ ჩვენისთანა გუნდთან არ ქოიათ თამაში ამ სეზონში. სამივე გუნდი მეორე ნომრად თამაშობდა და შანსებს ელოდებოდა. პსჟ პირველ თამაშში მეორე ნომრად სათამაშოდ ჩავიდა მაგრამ მისდა გასაკვირად რეალმა დაუთმო პირველი ნომრობა და ვერ გაანალიზეს ეს რა ჯანდაბა იყო. არ ელოდნენ ამას და ვერაფერი გაკეთეს ამის გამოსაყენებლად. ასეთი რამ ჩვენთან გამორიცხულია,რადგან არ იცი რას მოიმოქმედებს ლივერპული და მისი სამეული. ასე,რომ თუ კარგად იმუშავებს ცენტრში მილნერი,ჯინი და ჰენდერსონი ამაზე იქნება დამოკიდებული თამაშის ბედი. კლოპო პირველ ნომრად ითამაშებს და დაცვაში არ ჩაჯდება ამაში დარწმუნებული ვარ. კარგი სეზონი უნდა გამოვიდეს შესანიშნავი დასასრულით და მადრიდელებო გეშინოდეთ,რადგან გიგანტი მერსისპირეთიდან დაბრუნდა და თქვენ დასახრჩობად მოემართება კიევისკენ და სქაუზერებო,როგორც ყოვეთვის გულში იმედით YNWA

_z_l
მომხმარებელი

დასამახსოვრებელი და საუკეთესო სეზონი იყო. რაც მთავარია, შემდეგ წელს უფრო დიდი მიზნები იქნება. მაინც დასანანია ამ სეზონში 12 ფრე და მომავლისთვის ეს უნდა გამოსწორდეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ცალკე თემაა, წარმოუდგენელია და სიგიჟეა იქ თამაში და დარწმუნებული ვარ გიჟივით მოტივირებულს გაიყვანს კლოპი გუნდს. მე პირადად, სულ მკიდია მსოფლიო ჩემპიონატზე რა მოხდება, ჩემთვის მთავარია კიევის თამაში, თორემ მოსკოვი დიდად არ მადარდებს. ის ნამდვილად ვიცი, რომ რუსეთი ვერ მოიგებს :) ისიც ვიცი რომ არც ინგლისია რამის მომგები :( დანარჩენი არ მაინტერესებს. მაოიგოს ეგვიპტემ :)

gio_chyoi
რედაქტორი

გამოხმაურება თქვენ მერე ნახეთ ფინალი თუ მოვიგეთ. თან ისე უნდა მოვუგოთ რო რამე არ მოიმიზეზონ მსაჯი დაეხმარათო რა რამე. ვერაფერი ვერ უნდა მოიგონონ

reversi
VIP Member

gio_chyoi,
ნეტა მოვიგოთ და იწუწუნონ ძმაო იწუწუნონ :დ

LUIS SUARES 001
VIP Member

რეკორდების და ოცნებების ახდენის სეზონი იყო,დიდი ხანია ასეთი სეზონი საბოლოო ჯამში არ გვქონია

lasha77
VIP Member

საუკეთესო სეზონი იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში . შედეგიანობის მხრივ კი ბოლო 30 წლის მანაზილზე . ეპლის არანაირი შანსი არ გვქონდა რადგანაც სიტი წელს საუკეთესო იყო ამ ტურნირზე . გუნდი ჩავარდნების გარეშე ასპარეზობდა . ლესტერმა რომ თასი მოიგო მაშინ სეზონის დასაწყისშივე რომ კლოპი მოეყნათ ჩემპიონები ვიქნებოდით ამ თამაშით რასაც ახლა გვაჩვენებენ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze