x

„ლივერპულს“ ახალ ჩემპიონატზე ეპატიჟებიან

ავტორი: gio_chyoi, 16-05-2018, 12:29, კატეგორია - სიახლეები, 887, 7


კომერციულად ძალიან მომგებიანმა, ახალმა, 24-გუნდიანმა ფიფას საკლუბო თასმა (FIFA Club Cup) შესაძლოა ამჟამინდელი ფიფას კლუბების მსოფლიო თასი (FIFA Club World Cup) ჩაანაცვლოს და ეს არც ისეთი შორეული მომავლის ამბავია.

გამომცემლობა Times აცხადებს, რომ გეგმა უკვე დასახულია და „ლივერპული“ აღნიშნულ ჩემპიონატზე ავტომატურად იქნება მიწვეული იმის გამო, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ 3-ჯერ აქვს მოგებული. „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მადრიდის რეალი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „მიუხენის ბაიერნი“, „აიაქსი“ და „მილანის ინტერი“ აგრეთვე ავტომატურად მიიღებენ გათამაშებაში მონაწილეობას იმავე მიზეზით. ხოლო დანარჩენი 3 გუნდის შერჩევის წესი ჯერ უცნობია.

ფიფაში აგრეთვე სურთ გააუქმონ კონფედერაციის თასი, რათა ფეხბურთელების ზედმეტი დატვრითვა აიცილონ თავიდან და აღნიშნული ახალი საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებას სწორედ 4 წელიწადში ერთხელ გეგმავენ.

Times იტყობინება, რომ უეფაში ძალიან გაღიზიანებულები არიან ამ ჭრების გამო, ვიანაიდან, მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი ტურნირის ჩატარება გავლენას მოახდენს ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟსა და მის კომერციულობაზე.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უკვე გამართა წარმატებული მოლაპარაკებები ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც, თავის მხრივ, დაინტერესებულნი არიან აღნიშნლი პროექტით, რომელიც მათ ყოველ ჩატარებულ ჩემპიონატზე დაახლოებით 100 მილიონ ფუნტ მოგებას მოუტანს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ფიფას არ ეხება საკლუბო ჩემპიონატი და დააყენოს ერთ ადგილი რა. მთლიანად კომერციული გახდება უკვე ფეხბურთი.
და ისე იმ დანარჩენ გუნდებს რაც შეეხება ალბათ იუვენტუსი იქნება ერთი, პესეჟე და ჩელსი შეიძლება. და დანარჩენი 12 სხვა კონტინენტის გუნდებზე გადანაწილდება. სამხრეთ ამერიკიდან ერთი 5 გუნდი ალბათ, 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან, 2 აფრიკიდან, 2 აზიიდან და 1 ოკეანეთიდან

beqa_liverpool
მომხმარებელი

რაღაც არასაჭირო მგონია ეს ჩემპიონატი. მართლა გაატრუხებს ჩემპ.ლიგას. თან ეს სტანდარტულად შერჩეული გუნდები 100 წლის წინ მოგებული თასებით რატო უნდა შეარჩიონ.

heerenveen
მომხმარებელი

არ არის რამე ახალი ტურნირის მოგონება საჭირო, ჩემპიონთა ლიგა საკმარისია და ჯობია ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ რომ ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდეს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

სანაკრებო ამხანაგურები გააუქმონ პირველ რიგში.

gio_chyoi
რედაქტორი

წითელი ნიუტონა,
ეგ ვერ მოხდება. კი არ გვიყვარს არავის, არც აზრი და ინტერესი აქვს და თან ტრავმებს იღებენ ხოლმე ფეხბურთელები, მარა ობიექტურად რო შევხედოთ საჭიროა. ნაკრების მწვრთნელს ისედაც სულ რამოდენიმე თამაშის ჩატარება უწევს წელიწადში და ამხანაგურებიც რო გამოაკლო საერთოდ აღარ ექნება იმის შესაძლებლობა რო ფეხბურთელები და ტაქტიკები გამოსცადოს

LUIS SUARES 001
VIP Member

ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟს არამგონია რამე შეეხოს,მაგრამ მაინც უაზრობა მგონია

chipe888
მომხმარებელი

კონფედერაცია არ უნდა გაუქმდეს. საკლუბო ტურნირის ჩატარებას ჯობია ათასჯერ. მდიდარი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდებიან და კონფედერაციის თასი სანაკრებო ტურნირია,რომელიც მასპინძელ ქვეყანაში უფრო პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ყველაზე მთავარი ეროვნული ნაკრებები იღებენ მონაწილეობას,რომელშიც ასპარეზობა ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო და პრესტიჟია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze