ემრე ვარჯიშს უბრუნდება

ავტორი: gio_chyoi, 16-05-2018, 14:48, კატეგორია - სიახლეები, 517, 9


დიდხნიანი უქმობის შემდგომ ემრე ჯანი მიმდინარე კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდება და გუნდს ესპანეთში, მარბელაში შეურეთდება სავარჯიშო ბაზაზე.

ემრეს მარტში, ენფილდზე „უოტფორდთან“ 5-0 გამარჯვების შემდგომ არ უასპარეზია და იგი ვერც იოახიმ ლიოვის სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

მის დაბრუნებას მიმდინარე სეზონში საერთოდ არ ვარაუდობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი 26 მაისს კიევში ითამაშოს.

Liverpool Echo იტყობინება, რომ ემრე კლოპის გუნდს მიმდინარე კვირაში შეუერთდება ესპანეთში, სადაც ისინი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან.

„ლევერკუზენის“ ყოფილი ფეხბურთელი მედიკოსების მიერ იქნება შეფასებული და ამის შემდგომ გადაწყდება, ივარჯიშებს თუ არა იგი სრული დატვირთვით.

რა თქმა უნდა მას ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთის, რომ ფიზიკურად მზადყოფნაში იყოს 26 მაისისთვის, თუმცა ვიმედოვნებთ რომ იგი ფინალში სათადარიგოთ სკამზე იქნება, რაც დიდი შეღავათი იქნება იურგენ კლოპისთვის.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ეს და ლალანა თუ ისხდებიან სკამზე დიდი შეღავათი იქნება, მარა მოკლედ ძირითად დროში უნდა მოვიგოთ თორე დამატებითებში თუ გადავიდა ვეღარ გავძლებთ ფიზიკურად

ThisIsAnfield
მომხმარებელი

სკამზე მაგრად გვჭირდება !!!

reversi
VIP Member

James Pearce,
ყველა თAმაშის ბოლო 10 წუთში მაგიტო ვუშვებთ 2-2 გოლს?

gio_chyoi
რედაქტორი

James Pearce,
ფიზიკურად ძლიერი რო ხარ მერე იმდენს დარბიხარ ბოლოს წუთებზე ძალიან გადაღლილი ხარ

gio_chyoi
რედაქტორი

James Pearce,
ფიზიკურ სიძლიერეს რას ეძახი შენ კიკბოქსი კი არაა აქ. კლპოის სტილია მასეთი და იმდენს დარბიან ფეხბურთელები რო ბოლო წუთებზე უკვე ძალიან დაღლილები არიან. ერთხე და ორჯერ გავუშვით ბოლო წუთებზე ბურთი? მე პირადად თითქმის დარწმუნებული ვარ რო დამატებით დროში თუ გადავიდა წავაგებთ

_z_l
მომხმარებელი

ლივერპული ისეთ ტემპში თამაშობს, სასურველია ძირითადში მოვრჩეთ. მართალია ჯერ არ გვინახავს ლივერპულის დამატებითი დრო, მაგრამ ასეთი არანორმალური ტემპის შენარჩუნება 120 წუთი ძალიან რთული იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეალის სკამი უკეთესია და შეცვლაზე არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები შემოყავთ, ვიდრე ძირითადში. ისიც გავიხსენოთ, როგორ შემოუტრიალებია რეალს თამაში დამატებით დროში (ბაიერნთან, ატლეტიკოსთან), ან იუვენტუსს რა დამართეს შარშანდელ ფინალში.

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგია სკამიდან დაგვეხმაება თუ რამე და

lashafss
VIP Member

ლივერპული რომ ბოლომდე იბრძოლებს ეს ზუსტად ვიცი, დაჟე არც 3-0 ზე გაჩერდებიან ბოლომდე მანამ არ გაარღვევენ, მთავარია პირველი წუთები წნეხის გარეშე იყოს და მთლად კონტრ შეტევას არ დაველოდოთ. ამათ თუ თამამად დაუწყეს თამაში და თავისი თამაშის პოვნა გადაწყვიტეს , ცოტა იღბალმა რომ არ გვიმუხთლოს ეგარის რა ! ანუ ბევრი ფაქტორია ჩვენთან გასათვალისწინებელი. ასევეა რეალიც ალბათ ( გამოცდილებით გვჯობს ბევრად უბრალოდ)

lasha77
VIP Member

ემრე შენ თურქო ტარაკანო . კარგია თუ გამოჯანმრთელდება სკამს მაინც გაათბობს თუ რამე შემოვა და დადგება გიზიკურ ორთაბრძოლებში გამოგვადგება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze