უძღები შვილის დაბრუნება?!

ავტორი: Javaxa, 16-05-2018, 16:34, კატეგორია - სიახლეები, 1 260, 19


ესპანურმა Don Balon-მა გუშინ საღამოს საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რაც ლუის სუარესის "ლივერპულში" დაბრუნებას ეხება. წყაროს მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ "ბლაგარუნა" ანტუან გრიზმანს გაიფორმებს, "მერსისაიდელებს" ყოფილი მეგოლის დაბრუნების შანსი გაუჩნდებათ.

"ენფილდზე" თამაშს ნაჩვევი 31 წლის ფორვარდი, რომლის ყიდვითაც მილანის "ინტერიც" ინტერესდება, ინგლისში 4 წლით იყო და ამ დროის განმავლობაში 133 შეხვედრაში 82-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარის ბადე. განსაკუთრებული იყო სუარესის ბოლო სეზონი, სადაც 37 მატჩში 31 გოლი შეაგდო და ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ლუისის კისერზეა 2012 წლის ოქროს მედალიც, სადაც მერსისაიდულმა გრანდმა ინგლისის თასის ფინალში "კარდიფს" პენალტების სერიაში მოუგო. ფეხბურთელი 2014 წელს ესპანურმა გრანდმა £75 მილიონ ფუნტად შეიძინა და თუ ისინი მის გასხვისებას გადაწყვეტენ, სავარაუდოდ იგივე თანხას მოითხოვენ დღესაც.

საინტერესოა, რომ ბუკმეიკერები ამ ტრანსფერსს 33/1-ზე აფასებენ. მოგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში დღეს შუა ღამისას იხსნება. აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელიც Liverpool Echo-მ რამდენიმე წუთის წინ "ლივერპულს" დაუკავშირა. ესენია: ბენ იედერი, ჯულიან ბრანდტი, ჯანლუიჯი დონარუმა, რიად მაჰრეზი და ჟან-მიშელ სერი. 

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

არ მგონია ფირმინო ამოაგდოს თა დაბრუნდა მაგრამ 2 სეზონს მაგრად გაგვიქაჩავს

gio_chyoi
რედაქტორი

უაზრო ჭორი მგონია და 75 მილიონი ფუნტი კიდე ძალიან ბევრია 31 წლის ფეხბურთელში. 2 წელი ხო მაინც უნდა გყავდეს და მერე ამის ნახევრადაც ვეღარ გაყიდი თორე მოვიდეს ამას რა ჯობია მარა ზოგადად ფორვარდს არ მოიყვანს კლოპი ასე მგონია

_z_l
მომხმარებელი

ტორესი და ოუენი არ დავიბრუნოთ? :) არ მგონია მართალია იყოს და ასე ძვირიანი თავდამსხმელიც არ გვჭირდება

LUIS SUARES 001
VIP Member

სული უაზრობა და სისულელეა

chipe888
მომხმარებელი

სუარესები,ტორესები,სტერლინგები და ოუენები გაიკეთონ უკან თავიანთმა გუნდებმა. ყველა ჩამოთვლილი მაგარი იყო და ჩემი ფავორიტი ტორესი იყო,მაგრამ მაგ *ცენზურა*ვარმა გაგვყიდა სვარკა ჩელსიზე და არ მინდა სუარესის დაბრუნება,როგორც სტერლინგის. მაგას მირჩევნია ინგსის და სოლანკეს ვუყურო მთელი სეზონი,ვიდრე გამყიდველები დავიბრუნოთ. არ მესმის არცერთი სქაუზერის ვინც ოცნებობს ამის დაბრუნებაზე და აი რატომ? ჯერ იყო და ძლივს შევინარჩუნეთ ერთი წლით და მერე კინაღამ ჩემპიონობის სეზონის მერე მოხია. ეს ფეხბურთელები რო დარჩენილიყვენ იმ დროისთვის,როცა თამაშობდნენ კრიზისი არ იქნებოდა. ტორესი მაშინ წავიდა როცა კარი სუარესმა შემოაღო,სუარესი მაშინ როცა კოუტინიო იჩეკებოდა,სტრლინგმა ხომ ვაფშე ყველაზე დიდი სლეობა გაკეთა და კოუტინიომ მაშინ როცა შესანიშნავ ტრიოს მეპასე სჭირდებოდათ. ასე რომ ვისაც თავის დროზე დარჩენა არ სურდა და მიზეზად ტიტულებს ასახელებდნენ,გაიკეთონ ის ტიტულები ეხლა და გა ჯვ ან

beqa_liverpool
მომხმარებელი

suaresi ara sinama pongole.daaxvion ra . am wasuli fexburtelebis ukan dabrunebas arasodes vemxrobi.

heerenveen
მომხმარებელი

ერთი ნორმალური მეკარეა საჭირო და იმედია კლოპი გვაღირსებს

juja
მომხმარებელი

სისულელეა, მორიგი ჭორი კლოპი არ გადაიხდის ზამენის კაცში 75 მილიონს.

gerrarda_8
მომხმარებელი

ციტატა: juja
სისულელეა, მორიგი ჭორი კლოპი არ გადაიხდის ზამენის კაცში 75 მილიონს.

zamenis kacshi? :D

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

*ცენზურა*ას ამ ს ი რ მ ა ხო შეეტენა მაგ ბ ო ზ ე ბ ს და ეგდოს სადაცაა!.. მესამე წელია უკვე ბარსა გადაკუზული ყავთ ჩემპიონთა ლიგაზე ხოდა აწი კოუტინიომ და სუარესმა ერთად უყურონ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალს!..

LIVERPOOL FANAT
მომხმარებელი

რასასტავი ხართ , ევროპის საუკეთესო ფორვარდი ზააამენის კაცად რო მოიაზრებთ :დდდდდ ეს თუ დაბრუნდა და ჩათვააალეტ სეზონში რაც გაგვაქ პლიუ 40 გოლს გავიტანთ :)

Ynwa Scousers
VIP Member

წავიდეს ერთი ამისი დედაც, ამის ნამუსზეა კოუტინიოს წასვლაც

gio-torres
მომხმარებელი

ეს კიდე 4-5 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე. ამის სერიოზული ტრამვა არ მინახავს და ნუ არ კარგავს ფორმას. 75 მილიონად ისევ სისულელეა მარა 35-40 მილიონად ძალიან მაგარი იქნებოდა

GoGson
VIP Member

ეს ის პონტია ცოლს რო მოიყვან სიტყვაზე 20 წლისას , დაგშორდება და 40წლის რო ისევ შენ დაგიბრუნდება :D

სუარესისნაირი ფორვარდის ყოლის წინაარმდეგი ნამდვილად არ ვარ , უბრალოდ ძააან ჭორი მგონია... ტოპ კლასი წინ არ მოვა ამ ზაფხულს , ერთადერთი ისეთი შემტევი მოვა ცენტრშიც რო შეეძლოს , დალშე არა

juja
მომხმარებელი

ციტატა: gerrarda_8
ციტატა: juja
სისულელეა, მორიგი ჭორი კლოპი არ გადაიხდის ზამენის კაცში 75 მილიონს.

zamenis kacshi? :D



სასაცილო რა დავწერე ესე რო გამხიარულდი, შენ რა გონია სისწრაფე დაკარგული სუარესი ამოაგდებს კლოპის "ლუბიმჩიკ" ფირმინოს???? თუ კლოპის გეგენპრესინგს და ტემპს გაქაჩავს???? თუ იგივე სამუშაოს დადებს მოედანზე რასაც ფირმინო აკეთებს და ამას ზამენაზე გადასვავს? ბაზარი არაა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მაგრად მევასებოდა თუ მოვა და ზამენაზე დაჯდება როგორ არ გამისწორდება,
მაგრამ დღევანდელი სუარესი აღარაა ის სუარესი რაც ლივერპულში გვახსოვს, კი თე სლი თავდასხმელია გამოცდილი, კლასნი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად სისწრაფე დაკარგა და დამძიმდა უფრო ტირანის ტიპის "ჩისტი" ცხრიანი გაიჩითა ეს ფირმინოსავით ცხენივით წინდაუკან ვერ ირბენს. კლოპი კიდე ცხრიანის გარეშე ათამაშებს გუნდს და ეს ვაფშე არ ჯდება მაგის ტაქტიკაში და მაგიტომ არ მგონია ძველი დამსახურებების გამო 75 მილიონი გადაიხადოს 32 წლის ზამენის კაცში
და ვაფშე რასაც ვუყურებ და ვაკვირდები კლოპისთვის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი არის რობერტო ფირმინო...

Carroll_9
მომხმარებელი

ბობი მომავალ წელს 25 გოლს შეაგდებ. ხელი არ დაედება ბობის, მიუხედავად იმისა რომ სალაჰი ალბატ ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს და ყველაფერი მოიგო რაც შეიძლებოდა მისტერ ლივერპული დღეს მაინც ბობია და ამ გუნდში ყველაზე მეტად ეგ კაცი მიყვარს, ამიტო სუარესი კი არა ვინც არ უნდა მოვიდეს უდაო ცხრა ნომერი ფირმინოა.

რაც შეეხება სუას დაბრუნებას უაზრობაა ამხელა ფულის გადახდა. თან ეხლა საყრდენი მეკარე და 10 ნომერია საჭირო წინა ხაზი იდელურია. ერთი სათადარიგო ფორვადრია საჭირო ახალგაზრდა რომელიც ზამენიდან შემოვა დიდი ამბიციებით დანარჩენი არაფერი გვაკლია

captainfantastic
მომხმარებელი

ჭორი ჩანს და არანაირად არაა ამის მოყვანა საჭირო. სიტუაციას არევს გუნდში. წინა ხაზი დალაგებულია და ამის ადგილს ვერ ვხედავ. თან რაც წავიდა ლივერპულისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია (დარწმუნებული ვარ კოუტინიოს საქმეში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა).

lasha77
VIP Member

მაჰრეზი გუნდს მაგრად დახატავდა . მაგ ბიჭს მოედნის კარგი ხედვა აქვს და კოუტინიოს არაფრით არ ჩანოუვარდება. დაბალი დონის გუნდში თამაშობს და მაინც საუკეთესოა ტიპი . მაგის მერე გუნდმა კი უნდა ნოიყვანოს მცველი , მეკარე და კარგი საყრდრნი ფული თუ დარჩებათ აუცილებლად მოიყვანონ ფორვარდი

beqabendo
მომხმარებელი

გამყიდველი ყ ლ ე ე ბ ი ნახვით რა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze