x

ინგლისმა სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა

ავტორი: Javaxa, 16-05-2018, 17:20, კატეგორია - სიახლეები, 1 101, 17


ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა. გამართლებაცაა და მონდომებაც, "ლივერპულის" 19 წლის ფეხბურთელმა ალექსანდრ არნოლდმა პირველად მიიღო ნაკრებისგან ზარი და ეს ზარი მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტს მოიაზრებს. აქამდე არნოლდს მონაწილეობა მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში ჰქონდა მიღებული.

"ლივერპულის" მხრიდან "სამ ლომში" ასევე იასპარეზებს ჯორდან ჰენდერსონიც, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრებს უკაპიტნა და სავარაუდოდ ასე იქნება მუნდიალზეც.

სამწუხაროა, რომ ტრავმების ხშირიანობის გამო რუსეთში ვერ მიემგზავრებიან ნათანიელ კლაინი, ადამ ლალანა და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი. ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი, ჯორდან პიკფორდი, ნიკ პოუპი.

მცველები: ეშლი იანგი, გარი კეჰილი, ჯონ სტოუნსი, კირიან ტრიპიე, კაილ უოლკერი, დენი როუზი, ფაბიან დელფი, ჰარი მაგუაირი, ფილ ჯონსი, ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი.

ნახევარმცველები: ერიკ დაიერი, ხესე ლინგარდი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ჯორდან ჰენდერსონი, დელე ალი.

თავდამსხმელები: დანი უელბეკი, ჯეიმი ვარდი, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, რაჰიმ სტერლინგი.

კომენტარები


James Pearce
VIP Member

რა *ცენზურა* შემადგენლობაა :D

zauTT
მომხმარებელი

რაამბავი მცველია, განწირულია ჩემი აზრით ინგლისი...

davidwagner
მომხმარებელი

ლალანა და მილნერი უნდა ყოფილიყო, გასაგებია რატომაც არ არიან მაგრამ რომ ყოფილიყვნენ რაღაცას დაემსგავსებოდა ინგლისის ნაკრები. ლინგარდს და ლოფტუს ჩიკს რა უნდათ საერთოდ მაგ სასტავში ან მეკარეები, სასტიკად სუსტი გუნდია, ჰენდერსონის კაპიტნობა თუ უშველით

_z_l
მომხმარებელი

მილნერიც არ წაიყვანეს. ისეთი მაგარი შემადგენლობა იყო წინა წლებში და მეოთხედფინალს ვერ გაცდნენ და ამათ რა უნდა ქნან?! ამ გუნდისთვის მეოთხედფინალიც მიღწევა იქნება

chipe888
მომხმარებელი

_z_l,
მილნერმა თვითონ დამთავრა სანაკრებო ასპარეზობა და მაგიტომ არ გამოიძახეს. რაც შეხება ინგლისის ნაკრებს,საუკეთესო 8 გუნდში ითამაშებს წელს და მერე ვნახოთ რა მოხდება

Plungera
მომხმარებელი

ძაან ფარჩაკი შემადგენლობაა

heerenveen
მომხმარებელი

ინგლისი ჯგუფიდან გავა და მერე სახლში დაბრუნდება.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

მილნერს დაუძახეს დაბრუნდიო, მაგრამ უარი თქვა, ზაფხულში ძალების აღსადგენად.
აი ლალანა კიდე უნდა გამოეძახათ, ერთადერთი ფეხბურთელია, ვარდის თუ არ ჩავთვლით, რომელსაც შეცვლაზე თამაშის შემობრუნება შეუძლია და საშუალო დონის ფეხბურთელებით სკამის გადავსებას, ჯობია ეგ გყავდეს, თუნდაც უფორმო. ფორმა თუ აკრიფა ხო საერთოთ.
ავტობუსის და კეინი-ვარდის გავარდნების იმედად უნდათ ფონს გასვლა და ჩემს *ცენზურა*ს მოიგებენ ესენი. ამათი დედაც მოვ*ცენზურა* და ამათი ასოციაციისაც, ჰენდოს და არნოლდს რამე არ დამართონ, იმედია მალე გამოაგდებენ.

LUIS SUARES 001
VIP Member

ინგლისი რის ინგლისია ამ მსოფლიოზეც რომ არ გაასხას

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი როცა იყო ხო დაიმხეს ყველაფერი რა. ამაზე უკეთესი არ ჰყოლია პორტუგალიას და მითუმეტეს საბერძნეთს მარა გაიმარჯვეს. ესეთმა გუნდმა უფრო შეიძლება მიაღწიოს რამე მარა მაინც ვერაფერს მოიგებენ

ApaChe15
მომხმარებელი

გერმანიას ყავს ძალიან ძლიერი ნაკრები წელს !!!

GoGson
VIP Member

უეჭველი 3-5-3 ან 5--4-1 წყობით აპირებს ისეთი კამანდააა...
ჰენდერსონი და დაიერია იმენა ნომინალური ცენტრები მარტო. . . და მაგიტო))
ნუ ლოფტუს ჩიკს არამგონია მოუწიოს თამაში

lashafss
VIP Member

ტრენტი ძირითადში მინდა !

bulleye
მომხმარებელი

ტრენტიიი ! <3

James Maddison
მომხმარებელი

მსოფლიოზე ინგლისი მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა!!!

matiane qartlisai
მომხმარებელი

ამ შემადგენლობით ჯგუფიდანაც ვერ გავა. სამარცხვინოა, ნამდვილი მარაზმი

lasha77
VIP Member

ინგლისის ნაკრევის მორიგი ფიასკო . ყოველ ჯერზე უარესს შედეგს დებენ და ასე გაგრაზელდება სანამ ნორმალური თავკაცი არ ეყოლება გუნდს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze