"რეალი" : "ლივერპული" - შეკრება !

ავტორი: johnson, 16-05-2018, 21:32, კატეგორია - სიახლეები, 1 611, 19


შაბათს, 26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, როგორც იცით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირდების შედეგად გაირკვევა.

"ლივერპულის" ქართველი გულშემატკივრები ვაპირებთ შევიკრიბოთ და მატჩს ერთად ვუყუროთ - ვინაიდან და რადგანაც, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი თითქმის მთელს ქალაქში აღინიშნება და რთულია ისეთი ადგილის ნახვა, სადაც 150-200(და მეტი) ადამიანი შეძლებდა თამაშის ერთად ყურებას, გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ ლისის ტბაზე - სტადიონის მოპირდაპირე მხარეს ( Lisi Charlie Organic Cafe-სთან).

აღნიშნულ ლოკაციაზე, ღია ცის ქვეშ არის დამონტაჟებული 6 მეტრიანი ეკრანი. ადგილზე არის გარკვეული რაოდენობის პუფები(რომლის დიდი ნაწილიც უკვე დაჯავშნილია) და პარალონები. ასევე ბარი, სადაც შეძლებთ ცივი ლუდისა და სხვასხვა სახის საკვების მიღებას.

საიტის VIP მომხმარებლებისთვის, შეგვიძლია დავჯავშნოთ გარკვეული რაოდენობის პუფები(რამდენსაც გვეტყვიან) - ამისთვის VIP წევრები უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე 18 მაისამდე ! თუ სოც. ქსელებით არ სარგებლობთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 551 68 45 45 (საუბარია მხოლოდ VIP მომხმარებლებზე).

ისე კი დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ ამოხვიდეთ ლისის ტბაზე, მიირთვათ ცივი ლუდი და უყუროთ ფინალს ჩვენთან ერთად. დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ ფეიჯზე ან საიტზე პირად შეტყობინებაში  3

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

არის ასეთი სიტუაცია - ფეისბუქზე უკვე მოვგროვდით რაოდენობა და პუფების გარკვეული რაოდენობა დაიჯავშნება ჩვენს მიერ(დაემატება მხოლოდ საიტის ვიპ წევრების ადგილები თუ სურვილი ექნებათ. ამისთვის უკვე დავწერე რაც უნდა გააკეთონ, პარასკევის(18 მაისის) ჩათვლით ! )

21 მაისიდან კი პუფებისა და პარალონის დარჩენილი ნაწილის დაჯავშნაც თავადაც შეძლებთ.. მოკლედ ქალაქში ისედაც ვერ ვნახავთ ადგილს სადაც 200 ადამიანი დაჯდება ერთად და თამაშშ უყურებს(ფილარმოანია და დინამო ცხადია არ ითვლება). ამიტომ მოთავსებაზე თქვენ უნდა იზრუნოთ შემდეგ იქნება ეს ფეხზე დადგომა, პუფის დაჯავშნა, პარალონზე დაჯდომა თუ უბრალოდ მინდორში დაჯდომა - ცხადია, ჩვენ ყველას საკითხს ვერ ვუზრუნველჰყოფთ ;)

პ.ს. სასმელი და საკვები იქნება შეღავათიან ფასებში. ასევე, არც ტაქსის "დაჭერა" იქნება პრობლემა. დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან აქაც გიპასუხებთ

gio_chyoi
რედაქტორი

მთავარია წვიმა არ დაგვემთხვას რა, მარა ამათმა მოიგონ და თუ გინდა მეხი დაგვეცეს :)))

ლადო
მომხმარებელი

ეს მეხის დაცემის ამბავიც მხოლოდ VIP ებისთვის დაჯავშნე თუ ამას რიგითებსაც გაგვიყოფ?

GoGson
VIP Member

უნდა ვაღიარო რო vip ებისთვის დაჯავშნა ცოტა ცუდად შეიძლება ერთი შეხედვით ჟღერდეს, მაგრამ ახსნაც ექნება თავისი...

"ბოროტ" ადამიანს რა გამოლევს , შეიძლება მანჩესტერის , ჩელსის , რეალის , ბარსას და ა.შ ფანები , რომლებიც მრავლად შეიძლება იყვნენ აქ , 1 დღის , 1 თვის ან უფრო ადრინდელი დარეგისტრირებული , თავისუფლად შეეძლებოდათ დაჯავშნა რაც არავის არ აწყობს.

ვფიქრიბ საიტის ყველა აღქმად და აქტიურ წევრს შეეძლება სიაში მოხვედრა ან პირდაპირ ან ირიბად . ამიტომ არაა პრობლემა))

გუგა , თუ მეშლება შემისწორე))

James Pearce
VIP Member

gio_chyoi,
:D :D

lashafss
VIP Member

ანუ პუფი დაჯავშნულია რო რამე ? :)) აუ ფინალს მაინც უნდა ჩავუჯდე თქვენთან ერთად რა : ))) მოდიხართ კამანდაააა?

johnson
ადმინისტრატორი

lashafss,
ჯერ დაჯავშნილი არაფერი არააა. მოგვწერე ფეისბუქზე და გეტყვი დეტალებს

lashafss,
ფეისბუქზე 80 კაცამდე არის უკვე და ნუ კიდე დაემატებიან ამ დღეებში ცხადია, რუსთავიდანაც არიან, ქუთაისიდანაც და ბათუმიდანაც

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

რა პუფი ხალხო ჩემპიონთა ლიგის ფინალია ერთ ადგილზე რა გაგაჩერებს კაცს რომანტიკული ფილმის საყურებლად ხო არ იკრიბებით 12 ლივერპულის თამაშს რო ვუყურებ ხოლმე თუნდაც პრემიერ ლიგაში ის ოთხმოცდაათი წუთი სკამზეც კი რა გამაჩერებს ან რა პუფი :დდდ ჩემპიონთა ლიგის ფინალია 90 წუთი ფეხზე შანსი არაა იქ ვერ წამოუწვები და ვერც მოკალათდები პუფში რო წყნარად უყურო

gio_chyoi
რედაქტორი

სტივენ ჯერარდი,
ხო მეც ეგ ვთქვი. ფეხზე იდგება დიდი ალბათობით ყველა :)

johnson
ადმინისტრატორი

სტივენ ჯერარდი,
ხოდა მაგიტოა ლისი კარგი ადგილი ვისაც უნდა დაჯდება, ვისაც უნდა დაწვება და ვისაც უნდა ფეხზე დამდგარი უყურებს :დ

giginio
VIP Member

auuu gaasworebs magraaadd tu ver wamivedi vinmes dagirekavt nosalocad speakerze chartet telee

FirminO
მომხმარებელი

Pufis dedas *ცენზურა* ra damsvams sayureblad mo an mane ro akrifaven ))

Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

არასწორად გაიგეთ ინფორმაცია! ორგანიზატორებს შევხვდით და გვითხრეს, რომ იქნება დაახლოებით 200 პუფი, რომლის დაჯავშნაც არის წინასწარ აუცილებელი, დანარჩენი კი პარალონები და დასადგომები რა თქმა უნდა უფასოა და ნებისმიერი მსურველი დაესწრება. ჩვენმა საიტმა კი გადაწყვიტა ვინც ამდენი წელი აქტიური იყო მათთვის გარკვეული პრივილეგიის სახით შეგვეთავაზებინა პუფები, გინდათ გამოიყენეთ გინდათ არა, ყველაფერი ძალიან მარტივია და არაფერი არ ჟღერს ცუდად. რომ დაგვწერა აბა 200 ადგილია და ვინც დაასწრებს ის დაჯდებაო უფრო ცუდად გამოგვივიდოდა. ყველგან და ყოველთვის იპოვით მინუსს და კრიტიკას, უბრალოდ ოპტიმისტურად შეხედეთ ამ ამბავს და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ გუნდს, ვისაც უნდა დაჯდეს, ვისაც უნდა იდგეს ან სულაც წამოწვეს :))

Lasha badzagua
მომხმარებელი

Iq ro mivide adgilebi ar eqnebat carieli

_z_l
მომხმარებელი

კარგი ინიციატივაა. მადლობა ორგანიზატორებს!

Lasha badzagua
მომხმარებელი

Me minda camosvla da eg pufi rogor davjavshno

livermori
მომხმარებელი

Woow მშვენიერი ინფორმაცია +1

სიმგერების მხრივ გააქვთ რამე მოფიქრებული გაასწორებს 1 დღე ნამდვილი ლივერპული შეგვიძლია მოვაწყოთ )))

GoGson
VIP Member

ადმინებო კარგი იქნება მთავარზე რო იყოს ეს

FUCK BARCELONA
მომხმარებელი

რეალის ფანი რომ წამოვიდე ?

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • მადრიდის რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze