x

ფანტააზიის საზღვრიდან დღევანდელ რეალობამდე

ავტორი: Javaxa, 18-05-2018, 13:31, კატეგორია - სიახლეები, 1 656, 18


2015 წლის 4 ოქტომბერი იყო და "სკაუზერთა" ყველანაირ მოტივაციასა და ოცნებებს დიდი შავი წერტილის დასმა ემუქრებოდა... ჯერ იყო და რამდენიმე თვით ადრე კლუბის თილისმამ კარიერა ამერიკაში გააგრძელა და მერსისაიდელთა წითელი ნაწილიც ჯერ მიუჩვეველი, ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა უჯერარდო "ლივერპულს", რომელსაც არც მომავალი ეტყობოდა და არც რაიმე სადიადო ნიშნები. ყველაფრის თავი და თავი კი კლუბის ჩრდილო-ირლანდიელი სპეციალისტი ბრენდან როჯერსი გახლდათ. კლუბის მფლობელებს აუცილებლად რაიმე უნდა ეღონათ, თორემ კრიზისი, რომელშიც "ლივერპული" საკმაოდ დიდი ხნით იმყოფებოდა გამეორებას ლამობდა.

და აი გადაიდგა ეს ნაბიჯიც, უკვე 8 ოქტომბერს კლუბის სათავეში ხმაურიანი და ქარიზმატული მწვრთნელი იურგენ კლოპი მოვიდა, რომელმაც გულშემატკივართა თითქმის 100%-ს იმედები დაუბრუნა. სიყვარულის მოპოვებაც ასეთი უნდოდა, კლოპმა პირველი საპრემიერლიგო გამარჯვება "ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" 3-1 აღნიშნა და ამით სკაუზერთა გული ბევრად მეტი წითელი სისხლით აავსო.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ შემოდგომით "ლივერპული" უკაცრიელ კუნძლზე დაკარგულ ადამიანს ჰგავდა, ნაგაზაფხულევს უკვე მოახლოებულ გემს დაემსგავსა, რომელსაც გეზი ევროპის ლიგის ფინალზე ჰქონდა აღებული, რადგან: ჯერ ერთი რომ ეს რაც არ უნდა იყოს მაინც პრესტიჟული ტიტულია, მეორე რომ "წითლებს" დაკარგული ჰქონდათ ოთხეულში მოხვედრის შანსები და აქედან ლამობდნენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და მესამე: კლოპს ინგლისის თასის ფინალი უკვე წაგებული ჰქონდა. ევროპის ლიგაზე იყო ფანტასტიური შეხვედრები "მანჩესტერ იუნაიტედთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან", სადაც კლოპმა უმნიშვნელოვანესი მოგებები მოიპოვა, თუმცა ყველასგან მოულოდნელად ფინალში "სევილიასთან" დამარცხდა. ამგვარად იურგენ კლოპმა ერთი წელი ევროთასებისგან დაისვენა.

- "ფინალში, როცა ყველაფერი ასე ნათელია, ასე ახლოა, შენ უფრო მეტი გამართლება გჭირდება. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. ხვალ, მომდევნო კვირაში ან როცა იქნება, ჩვენ გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას. ახლა ვიცით, რომ მომავალ წელს ევროტურნირებზე არ ვიქნებით. ეს კი ნიშნავს, რომ ხუთშაბათობით არ ვითამაშებთ. ე.ი. სავარჯიშოდ უფრო მეტი დრო გვექნება. ფინალამდე ნახეთ რამდენიმე მომენტი, როცა ჩვენ რაღაც დიდებული, დაუჯერებელი გავაკეთეთ, ბიჭებმა აჩვენეს თუ რა შეუძლიათ, მაგრამ ამის სტაბილობისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. სამწუხაროდ, ამ სეზონში უკვე მეორე ფინალი წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ამ გამოცდილებას გამოვიყენებთ. მოგვიანებით ხალხი იტყვის, რომ ბაზელის ფინალი გახდა გადამწყვეტი მომენტი "ლივერპულის" დიდებული მომავლისთვის..."

რა თქმა უნდა, ეს გუნდი მომავალ წელს ცოტათი განსხვავებული იქნება. ეს ნათელია. ცხადია, ჩვენ გავაკეთებთ ტრანსფერებს, თუმცა პირველ რიგში ახლა მიღებული გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, ფინალში კიდევ ვითამაშებთ და თუ კიდევ იქნება გადამწყვეტი მომენტები, ჩვენ უფრო უკეთ ვიმოქმედებთ. უსამართლობა ? არ ვიცი. ცხოვრებაში ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არის. არ ვფიქრობ, თითქოს ღმერთი გეგმავს, რომ მე ფინალში გავიდე და შემდეგ დავმარცხდე. ხანდახან უფრო რთული გზის გავლა გვიწევს. ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმიმართლა და ახლა აქ ვზივარ, "ლივერპულს" მწვრთნელის რანგში. არ ვთვლი, რომ უიღბლო ადამიანი ვარ. დღეს არ გაგვიმართლა, არც სხვა ფინალებში, თუმცა კიდევ იქნება ფინალი და თქვენ მეტყვით, რომ წინა 5 შემთხვევაში მე დავმარცხდი. ამისთვის მზად ვიქნები. შესაძლოა ეს კარგი პასუხი არ არის, თუმცა შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა კვლავ გავიდე ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის კვლავ წავაგო."განაცხადა კლოპმა "სევილიასთან" ნამატჩევს.

უკვე მომდევნო სეზონში "ლივერპულმა" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურში "მიდლსბროს" დამარცხებით მოხვდა. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი კლუბის სამომავლო წინსვლაში. ლიგამონატრებული "სკაუზერები" ერთი სულით ელოდნენ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეს, რომელიც "ჰოფენჰეიმი" აღმოჩნდა და "წითლებმაც" საკმაოდ იოლად გაიარეს ეს ეტაპი.

უკვე ჯგუფში, კენჭისყრის დროს ანდრეი შევჩენკოს შანსი ჰქონდა "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩაესვა და ამით 2005 წლის ფინალისთვის პატარა სახით შური ეძია კიდეც, თუმცა აქაც ააცილა და მერსისაიდელებიც "სევილიასა" და მოსკოვის "სპარტაკის" კალათში აღმოჩნდნენ, რომელთაც მოგვიანებით "მარიბორი" დაემატა. ინგლისელებმა ჯგუფური ეტაპი მარტივად გაიარეს და პლეი-ოფში "პორტოს" დაუზავდნენ.

ისევე როგორც დღეს, მაშინაც კლოპმა თავისი შეგირდების დასვენება ცხელ მარბელაზე გადაწყვიტა, სადაც გუნდმა საკმაოდ კარგად გაიარა მოთელვა და პორტუგალიაში ჩემპიონს 0-5 მოუგო. ასე და ამგვარად გადაწყვეტილი იყო "ლივერპულის" თამაში მეოთხედფინალში, სადაც "მანჩესტერ სიტი" ელოდა - კლუბი, რომელიც ლიგის მოგების #1 ფავორიტი იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად..."ლივერპულმა" "სიტის" იტალიური "რომაც" მიაყოლა, რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე დიდი ფიასკო მოახდინა, გამოთიშა რა ტურნირს კატალონიის ბარსელონა, სადაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულიდან" ფელიპე კოუტინიო ლიგის მოსაგებად გაიქცა.

სადღეისოდ თითქმის ყველა ბუკმეიკერი და ანალიტიკოსი უპირობო ფავორიტად მადრიდის "რეალს" მიიჩნევს და ნაწილობრივ მართლებიც არიან. ჯერ ერთი, მადრიდელებმა გათამაშებას საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ჩემპიონები გამოთიშეს და მერე მეორე უკანასკნელი ორი გათამაშების გამარჯვებულებიც სწორედ ისინი არიან, მაგრამ ნაკლები საქმე არც ლაღად მოასპარეზე "ლივერპულს" გაუკეთებია - მათ დაამყარეს ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რეკორდი და ფინალამდე ყველა მეოტექს ორთამაშიან დაპირისპირებაში მინიმუმ ხუთი გოლი გაუტანეს, ამასთანავე:


  1. ლორის კარიუსი - "მაინცელი" მეკარე
  2. ტრენტ-ალექსანდრ არდნოლდი - აკადემიის ფეხბურთელი
  3. 3 ექს "საუთჰემპტონელი"
  4. პრემიერ ლიგიდან გავარდნილი გუნდის მარცხენა მცველი
  5. "სიტიდან" ჩამოწერილი
  6. "ნიუკასლის" ცენტრი
  7. "ჩელსის" ფლოპი
  8. ცრუ ცხრიანი
ვისზე ნაკლები ბიჭები არიან?

ასეა თუ ისე, წლევანდელ გათამაშებას ღირსეული გამარჯვებული ეყოლება და ვერავინ იტყვის რომ ეს ამ კლუბმა არ დაიმსახურა. იურგენ კლოპს მართებს, მართებს კი არა ვალდებულია გაახაროს ის გულშემატკივარი, რომელიც "ლივერპულს" დიდი ხანია მოსდევს და ძალიან მწარედ ახსოვს ჯერ როი ჰოჯსონის ეპოქა და მერე ის, რაზეც უკვე დასაწყისში ვისაუბრეთ.

შაბათი, 26 მაისი, 22:45 - ყველანი ლისის ტბაზე!



კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

აი ყველას რო რეალი მიაჩნია ფავორიტად როგორც 2005-ში მილანი ეგ მიშლის ნერვებს. მაგათი უჟმური სიფათების დანახვა მინდა ერთი ფინალის მერე, ოღონდ ისე უნდა მოვუგოთ რო რამეზე აი დაიჩივლონ, მსჯაზე პირველ რიგში.
ეს ფინალი თუ მოვიგეთ მერე ტრანსფერებიც სერიოზული გაკეთდება და დიდი ეპოქის დასაწყისიც იქნება

Steve.G.8
მომხმარებელი

მთავარია ლივერპულმა ისე ითამაშოს როგორც სიტისთან პირველ ტაიმში, როგორც რომასთან პირველ თამაშში და ყველაფერი კარგად იქნება. წყნარ ტემპში და რეალის სცენარით თამაშში შანსი არ გვაქ. მთავარია თამაში გავახსნევინოთ და მერე ჩვენი ბიჭების გამოსვლაა მო სალააა, ბობიი, მანეე !!!
სკამზე ჩანი-ლალანა უნდა ისხდნენ, მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდება.
საერთოდ ორი სცენარია კარგი და საუკეთესო :
1. საუკეთესოთი დავიწყებ, მოვიგოთ ლიგა და ერთხელ და სამუდამოდ აღვდგეთ!
2. კარგი - წავაგოთ მაგრამ ღირსეულად, ბრძოლაში. ასე მაინც დავბრუნდებიტ ევროპის რუკაზე და დავაინტერესებთ ფეხბურთელებს, გამოცდილებას მივიღებთ, შემდეგ წელს კი პრემიერ ლიგას დავუმიზნებთ.
მოკლედ წაკება ტრაგედია არაა, მაგრამ ჯობია საუკეთესო გამოსავალი კარგს...

Ian Callaghan 850
მომხმარებელი

მოედანზე სტატისტიკა და ფურცლები არფერს ნიშნავს . მანე ,ფრიმინიო და სალაჰი ადგნენ და გააჩერონ თუ ბიჭები არიან ..სიტისთან ლივერპულს ბევრი განწირულად თვლიდა, მაგარმ ჯამში სამი მატჩი მოუგო კლოპმა..ასე რომ წინ დიდი ომი იქნება როგორც ჩვენთვის ასევე მადრიდელებისთვის ..მგონია რომ გავიმარჯვბეთ და ლოვრენი ერთ გოლს გაიტანს ფინალში..<3

david alaba
მომხმარებელი

მთელი გულით თქვენსკენ ვარ სქაუზერებო, რეალი მსაჯრიდის მარაზმი უნდა დაასრულოთ.

Capitan
ტოპ კომენტატორი

გავიხსენე ყველაფერი კლოპის მოსვლის დღიდან ბრავო ჯავახა))))) შევჩენკომ ისევ ააცილაზე ძაან ვიცინე :დდდდ

S.J
მომხმარებელი

Ian Callaghan 850,
მთავარია ჩვენს კარში არ გაიტანოს...

jackjack
მომხმარებელი

vandijkis goli daweret ))))

liverpool-fan
VIP Member

ბრავო ჯავახ, ცოტა დამაჟრიალა იმ მომენტზე თითქოს ღმერთს სურს რომ ფინალში გავიდე და იქ დავმარცხდე მართლა ძაან ტეხავს რამდენი ფინალი აქვს წაგებული, მე ვფიქრობ რომ თითქმის ყველა ფინალი მანდრაჟით ითამაშა დორტმუნდით რომ წააგო ეგეც და სიტისთან თასზე რომ წააგო ეგეც სევილიას თამაშიც გახსენება არ მინდა ყველა ერთბაშაფ დაყ....
მიდი იურგენ შეუტიე ზადნი არ მისცე და აუცილებლად მოვიგებთ YNWA

lasha77
VIP Member

ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამ დონემდე გაქაჩავდა გუნდი თან ისე რომ 4 ეულის იმედი არ დაეკარგა

LUIS SUARES 001
VIP Member

დამსახურებულად გავედით ფინალში და დამსახურებულად ავწევთ მეექვსეჯერ ნანატრ თასს

mesxi_8
მომხმარებელი

ძააან მაგარი სტატია. ბრავო, არანაირი ზედმეტი სიტყვების რახარუხი

_z_l
მომხმარებელი

"კატალონიის ბარსელონა, სადაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულიდან" ფელიპე კოუტინიო ლიგის მოსაგებად გაიქცა" :) :) :)

ეს მაგარი იყო:) მადლობა კარგი საიტისთვის

heerenveen
მომხმარებელი

რატოა რეალი ფავორიტი? იმიტომ რომ ბოლო ორი ლიგა მოიგო? თასი ჩვენ მიგვაქ და ეგ მეექვსე იქნება.

david alaba
მომხმარებელი

ციტატა: heerenveen
რატოა რეალი ფავორიტი? იმიტომ რომ ბოლო ორი ლიგა მოიგო? თასი ჩვენ მიგვაქ და ეგ მეექვსე იქნება.

მოიგო არა, მოაგებინეს უფრო ))

GoGson
VIP Member

ერთერთი ვარ იმ ძალიან ცოტა ადამიანთან ერთად ვინც სეზონის დასაწყისში ლივერპულს პემიერლიგის და ჩემპ ლიგის სათავეში მოელოდა. მეორემ გაამართლა მოლოდინი... მაგრამ ხანდახან რო ვიაზრებ რა შემადგენლობით მოხერხდა ეს სიამაყისგან ვსკდებიიი იმენა...

რეალთან კიარა რეალი და ბარსელინა 22 კაცით რო ერთად იყვნენ და ჩვენ ვეთამაშებოდეთ , მაგ დროსაც არ დავკარგავ მოგების იმედს და ამბიციას...მაგრამ კარგი იქნება წინასწარი 100პროცენტიანი პროგნოზებისგან და მოლოდინებისგან თავს თუ შევიკავებთ და თუნდაც წაგებისთვისაც მზად ვიქნებით ))) ამ დროს მოგება უფრო ტკბილი იქნება და წაგება არც ისე მტკივნეული...

წარმატებებიი აბააა..

26 მაისს ლისის ტბაზე უნდა ვიყოთ ყველა , წინასწარი დაჯავსნნა ხდება და ნახეთ აქ სტატია რო დევს მაგაზე

საიტის ყველა აღქმად იუზერს შეუძლია დაჯავშნა (ანუ ვინც გაურკვეველი პროფილით არაა, და "იცნობა" აქ როგორც სქაუზერი)

პ.ს. ჯავახ , მადლობა ძალიან მაგარი სტატიაა

juja
მომხმარებელი

მაგარი სტატიაა მადლობა ავტორს თვალწინ ჩამიარა ბოლო ორმა წელმა, დროა დასრულდეს უიღბლობები ჩვენც გაგვიმართლოს და თასი ავწიოთ. ისე როგორც არ უნდა დამთავრდეს ფინალი მთავარია ის მებრძოლი სული და ჟინი დავინახო რის გამოც შემიყვარდა ლივერპული
ვიბრძოლოთ ბოლო წვეთამდე, ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ცოტა იღბალიც საჭიროა და ყველაფერი კარგად დასრულდება... YNWA

chipe888
მომხმარებელი

პირველ რიგში მადლობა ავტორს კარგი სტატიისთვის!!!

რაც შეხება ფინალს და მის სცენარს,მსურს რომ იყოს ბრძოლა ჩვენი მხრიდან და შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ექნება ჩემტვის.რა თქმა უნდა მოგება მინდა,მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ,რომ რეალი მართლაც ფავორიტია ამ თამაშში. გოგა მართალია,როცა იძახის რო არ ღირს დიდი მოლოდინების და 100% დარწმუნებულობა,რადგან უფრო ცუდ ხასიათზე დაგვაყენებს წაგება. კლოპი დიდი მწვრთნელია და დიდ მწვრთნელად დარჩება იმის მიუხედავად მოიგებს თუ არა ფინალს. არ უმართლებს ხოლმე ამ კაცს და რა უნდა ვქნათ. კი ვფიქრობთ,რომ უნდა დასრულდეს მისი უიღბლობა და უნდა მოიგოს ერთი ფინალი,მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია. შარშან ყველა გაიძახოდა რომ ბუფონს ეკუთვნის ერთი ლიგის მედალიო ან მესის მსოფლიო ჩემპიონობაო,მაგრამ ეგრე არ ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ღირსეულად გამოვედით ლიგაზე და დავიმსახურეთ პატივისცემა. ეს არის მთავარი,თორემ ვის არ წაუგია. ხომ გაგიგოიათ თუ არ წააგე მოგების გემოს ვერ დაფასებო და როცა დაეცემი,მერე წამოდგები ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნები. მინდა ის სიტყვები,რომელიც კლოპმა 2 წლის წინ თქვა და იმ დიდის დასაწყისი გამოდგეს მართლაც.1 კვირა დარჩა,წყეული ერთი კვირა და გაირკვევა ჩვენი ბედიც და უბედობაც. არ დაიგრუზოთ სქაუზერებო,თქვენ საუკეთესოები ხართ ისედაც და არ გვჭირდება ტიტულები იმისთვის,რომ გუნდს ვუქომაგოდ. ჩვენ მიუხედავათ ჩავარდნებისა და კრიზისა მაინც არ შევიცვალეთ მხარე. თქვენ იმსახურებთ ლიგას და ყველაფერს საუკეტესოს ერთულებისთვის,სიყვარულისთვის და ა.შ. მთავარია,ბრძოლა აჩვენონ ზიდანის ბანდას და იმარჯვებს ის,ვინც უფრო ინდომებს და იმედია ეს ჩვენ ვიქნებით. ნებისმიერ შემთხვევაში,ნებისმიერ შედეგით YNWA

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze