26-ში ყველანი ლისზე!

ავტორი: Jurgen Klopp, 19-05-2018, 12:07, კატეგორია - აფინული / სიახლეები, 2 044, 8


მოგესალებით სქაუზერებო, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ფანკლუბი ფინალის საყურებლად იკრიბება ლისის ტბაზე Lisi Charlie Organic Cafe -ს ტერიტორიაზე, რომელიც არის ღია ცის ქვეშ და განთავსებულია 6 მეტრიანი ეკრანი.

რატომ ავარჩიეთ ეს ლოკაცია?

- არის ძალიან კარგი გარემო, რაც მთავარია მაყურებლების რაოდენობა არ არის შეზღუდული და არის ძალიან კარგი მომსახურება.
ამ შეკრებას არ გააჩნია არანაირი კომერციული დატვირთვა როგორც ფანკლუბისთვის, ასევე ზემოთაღნიშნული კაფისთვის. ყველანაირი პროდუქტი, იქნება ეს ალკოჰოლური სასმელი (ლუდი) თუ მზა საკვები, გაიყიდება ძალიან, ძალიან იაფად! (დაახლოებით 1 ბაკალი ლუდის ფასი: 3.50 -4.00 ლარი).

ახლა კი დაწვრილებით აგიხსნით ჩვენს გეგმებს და იდეებს, და საერთოდაც, რატომ უნდა ამოხვიდეთ ლისზე ჩვენთან ერთად.

- ჩვენი ფანკლუბი (ვებ-გვერდი) 9 წელზე მეტია არსებობს. სამწუხაროდ ამ დროის მანძილზე არ მოგვეცა საშუალება, ლიგის ფინალისთვის შევკრებილიყავით და აი ახლა, როგორც იქნა ეს დროც დადგა! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არანაირი კომერციული "იდეა" ამ პროექტში არ დევს, ჩვენ გვინდა შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ერთ დიდ ოჯახად ვიქნებით, შევიკრიბებით ყველა ის ადამიანი ვისაც ერთი ინტერესი, ერთი სურვილი და ერთი დიდი გამარჯვების იმედი და მოლოდინი გვექნება!

რაც შეეხება ლისზე საყურებელ მოედანზე სიტუაციას: ადგილზე, დიდი ეკრანის წინ განთავსებული იქნება 200 -მდე პუფი რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ სურათებში იხილოთ. ვინაიდან და რადგანაც ყველანაირი გაუგებრობა ავირიდოთ თავიდან, თითოეული ფუფი დაიჯავშნება, რომლის საფასურიც იქნება 10 ლარი. - რა შედის ამ 10 ლარში გარდა იმისა რომ ჯავშნით 1 კომფორტულ ადგილს: ამ თანხის გადახდისას, თქვენ გადმოგეცემათ 10 ლარიანი ვაუჩერი ( კონკრეტულად ჟეტონი) რომლის წარდგენის შემთხვევაშიც იყიდით ლუდს ან მზა საკვებს. (ფაქტიურად დაჯავშნა არის უფასო, მხოლოდ გაუგებრობისგან ვირიდებთ თავს)

გარდა ამ 200 ადგილისა, მათ ირგვლივ იქნება მოედანი კეთილმოწყობილი, ნებისმიერი რაოდენობის მსურველს დაიტევს მოედანი, ამ შემთხვევაში არანაირი დაჯავშნა აუცილებელი არაა, შეგიძლიათ თქვენს გემოზე მოიწყოთ ეს უკანასკნელი ადგილი და ყველამ ერთად გავაწითლოთ მწვანე ლისი!  8

წინა სტატიაში ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია ე.წ. "ვიპ ადგილებმა", რომელიც შევარქვით ჩვენ, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო სიტუაცია... ჩვენ მოველაპარაკეთ ლისზე ორგანიზატორებს და შევთანხმდით, რომ ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება ამ 150 დარჩენილი ადგილის დაჯავშნა, ამისთვის საჭიროა, კომენტარებში ან ჩვენი ფბ -ის გვერდზე მოგვწეროთ თქვენი სახელი და გვარი, ჩვენ მოგცემთ ანგარიშის ნომერს სადაც ჩაირიცხება თქვენი მხრიდან 10 ლარი. როგორც ზემოთ გაცნობეთ ყველა ამ ადამიანს გადმოგეცემათ 10 ლარის ღირებულების ჟეტონი, რომელსაც გამოიყენებთ ლისზე კაფეში ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროდუქტის შესაძენად.

როგორც კი ეს 150 ადგილი შეივსება ჩვენ გაცნობებთ და შეწყდება როგორც თანხის მიღება ასევე ადგილების დაჯავშნა, რათა ავირიდოთ თავიდან ყველანაირი გაუგებრობა და არავინ დაზარალდეს. ხოლო ის ხალხი, ვისთვისაც დაჯდომა მნიშვნელოვანი არაა!!! მათ არანაირი ჯავშანი არ მოუწევთ.

შემოგვიერთდით ყველანი, ვისაც გიყვართ ლივერპული, ვინც ახლაც კი ამ დიდ ფინალზე ფიქრობთ და ვისაც ჩვენთან ერთად, უამრავ სქაუზერთად ერთად გინდათ მატჩის ყურება დიდი, ძალიან დიდი შემართებით!!

პ.ს. ვინც მოდიხართ კარგად მოემზადეთ, მოისხით წითელი "მუზარადები", წამოიღეთ ჩვენი გუნდის შარფები, წითელი "პაიროები" და ყველაფერი მსგავსი რაც კი გაგახსენდებათ და რისი სურვილიც კი გაგიჩნდებათ!!! ჩვენ გავაწითლებთ ლისს!

კომენტარები


Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

რაც შეეხება ტრანსპორტს: ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება უამრავი ტაქსი! არავის პრობლემა არ გექნებათ! შეამხანაგდებით და გემრიელადაც იმგზავრებთ 5

johnson
ადმინისტრატორი

ხვალ საღამოს ავალთ ლისზე და დავჯავშნით იმდენ ადგილ, რამდენი თანხაც გვექნება.. ამჟამად 60 პუფი უკვე დაჯავშნილია

პ.ს. შეკრება იგეგმება ბათუმშიც, დეტალებზე მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე

giginio
VIP Member

jonson nomeri damiwere ra soc qselebit ar vsargeblob

johnson
ადმინისტრატორი

giginio,


551 68 45 45 - ვაიბერში დამიკავშირდით ;)

gio_chyoi
რედაქტორი

აუ მაგარი იქნება კლოპის მაიკა მაქვს სპეციალურად მაგისთვის ეგ უნდა ჩავიცვა :D

Dietmar Hamann
მომხმარებელი

პ.ს.ს. მოვიგოთ და ტაქსს არ გავარტყი ? :დდ ფეხით დავაწვები გახარებული :დდდ

Klopo
მომხმარებელი

Dietmar Hamann,
აუ ბაზარი არააა მოვიგოთ და გავარტყი ტაქსს ;დ

gio.nikolozi12
მომხმარებელი

მე მინდა წამოსვლა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze