x

სეზონის შეჯამება

ავტორი: NikaSvanidze, 19-05-2018, 14:44, კატეგორია - სიახლეები, 758, 5


 სანამ "ლივერპული" კიევში გასამართი ფინალისთვის ემზადება, გავიხსენოთ მათი განვილილი სეზონი პრემიერ ლიგაში.
 
 მერსისაიდულმა გრანდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ლივერპულმა" ჩემპიონატიდან მოიპოვა ლიგაზე თამაშის უფლება. გუნდმა 76 ქულა დააგროვა. ბოლო 2 სეზონის ქულათა ჯამი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.



 მართალია, კლოპის ხელში "ლივერპულს" ტიტულისკენ არ გაუწევია, მაგრამ გრძელვადიანი სტაბილურობის შტრიხები უკვე საგრძნობლად გამოიკვეთა, რაც გულშემატკივრებისთვის ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია სანახაობა, რომელსაც მერსისპირელები მაყურებლებისთვის დგამენ. სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის შეუბრალებელმა ტრიომ ჯამში 84 გოლის გატანა მოასწრო, რაც ინგლისის იმაღლესი დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. "ბრაიტონთან" უკანასკნელი გამარჯვება კლოპის ხელში 21-ე იყო, სადაც მისმა გუნდმა 4-ან მეტი გოლის გატანა შეძლო. ეს რაფა ბენიტესის რეკორდის გამეორებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამისთვის ესპანელს ორჯერ მეტი დრო დასჭირდა. ეს იყო მე-11 შემთხვევა, როცა კლოპმა მეტოქეს 4-ბურთიანი სხვაობით სძლია. ამ მაჩვენებლით იგი ბრენდან როჯერსსა და როი ევანსს გაუთანაბრდა, რაფას კი მხოლოდ ოთხით ჩამორჩება. ვფიქრობ, ღირს ამ რეკორდის მომდევნო სეზონში დამხობაზე ფსონის დადება.


 


 

 სეზონში მოპოვებული 21 გამარჯვებიდან "ლივერპულმა" 13 შემთხვევაში 3 გოლის გატანა შეძლო, რაც 1936 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

 მოედნის მეორე ბოლოშიც დალაგდა სიტუაცია. გუნდმა 38 გოლი გაუშვა, კარი 17-ჯერ შეინახა მშრალად.

 სიტუაციის გამოსწორებას ძალიან შეიწყო ხელი ვირჯილ ვან დაიკის გაფორმებამ. მასთან ერთად დაცვის ცენტრი ბევრად უფრო ძლიერია ჰაერში და ნაკლებად ცდება პოზიციური თამაშის დროს.

 სეზონის სტარტზე იყო რამდენიმე მატჩი, როდესაც მეტოქეებმა "ლივერპულის" კარი საკმაოდ ბევრჯერ დალაშქრეს, მათ შორის "მან.სიტიმ" და "ტოტენჰემმა" რომელთაც პირველ წრეში პერსისპირელებს ჯამში 9 გოლი გაუტანეს, თუმცა "უემბლიზე" დამარცხების შემდეგ კლოპის შეგირდებმა 29 თამაშში მხოლოდ 22 გოლი გაუშვეს.

 გაშვებული გოლების რაოდენობა თითოეულ მატჩზე საშუალოდ 0.76 იყო, რაც კონკრეტულ პერიოდში ნაჩვენებ შედეგთაგან საუკეთესო მაჩვენებელია.

 "ლივერპული", მიუხედავად ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილისა, ფაქტობრივად, "სიტის" შემდეგ ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. " გუნდმა არ დათმო არც ერთი საშინაო შეხვედრა, ასევე ის მატჩები, რომლებშიც დაწინაურდა. ბურთების შეფარდება +46.

 ახლა მერსისპირულ გიგანტს კიდევ ერთი ტესტი აქვს, წინ მადრიდის "რეალია". ნებისმიერი შედეგის პირობებში წლევანდელი სეზონი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. გუნდი ევროპის ელიტაში სწრაფი ტემპებით იღდგენს ძალებს.


კომენტარები


juja
მომხმარებელი

მეორეზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ არაუშავს. რეალურად წელს ეპლში სიტის მერე მეორე გუნდი ჩვენ ვართ, თამაშის სილამაზით და სანახაობით პირველი

ramms01
მომხმარებელი

საჭირო ტრანსფერები, მეტი თავდაჯერება გუნდის ლიდერების შენარჩუნება, ცოტა იღბალიც და მომავალ სეზონში ყველაფერი “დალაგდება“.

gio_chyoi
რედაქტორი

ჩემპიონთა ლიგის გამო პრემიერ ლიგა ცოტა გვერდზე გადავდეთ თორე მინიმუმ მე-3-ზე გავიდოთ მე-2-ზეც კი შეილება გავსულიყავით. სულ მინიმუმ ტოტენჰემთან რო მოგვეგო ის მსაჯების ნათამაშები ფრე 2-2 მარტო მაგით ვიქნებოდით მე-3-ზე.
ლიგის ფინალში რო გავედით ასე თუ ისე წარმატებული მაინც არი ეს სეზონი მარა, მე პირადად ევროპის ლიგის ფინალი აღარც მახსოვს და ამასაც ესე დავივიწყებ თუ წავაგეთ. აი თუ მოვიგეთ კიდე ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სეზონი იქნება

LUIS SUARES 001
VIP Member

თუ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურები ვიქნებით მომავალ წელს ეპლსაც დავდებთ

lasha77
VIP Member

ტიტულიც უნდა დავამტკიცოთ ის რომ საუკეთესო ინგლისური კლუბი ვართ . წელს რეალური შანსია მოვიგოთ ყველაზე პრესტიჟული ტიტული

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze