"რეალი" : "ლივერპული" - ციფრები

ავტორი: johnson, 19-05-2018, 14:46, კატეგორია - სიახლეები, 1 180, 7


ზუსტად 1 კვირაში, 26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

წარსულში ეს გუნდები ერთმანეთს სულ 5-ჯერ დაუპირისპირდნენ - 2 შემთხვევაში გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა, 3-ჯერ კი მერსისაიდელებმა იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პირველად ისინი ერთმანეთს 1981 წლის, ჩემპიონთა თასის ფინალში შეხვდნენ. "წითლებმა" მეტოქე ალან კენედის გოლის წყალობით დაამარცხეს. ეს იყო ბობ პეისლის გუნდის მესამე წარმატება ბოლო 5 წელში.

ამ დღიდან თითქმის 30 წლის შემდეგ შედგა "ლივერპულისა" და "რეალის" მორიგი დაპირისპირება. 2009 წელს, ამჯერად უკვე ჩემპ. ლიგის პლეი-ოფში. პირველ მატჩში მერსისაიდელებმა სტუმრად 0:1 მოიგეს(თავი ბენაიუნმა გამოიჩინა), 13 დღის შემდეგ კი რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა 4:0 გაანადგურეს მეტოქე და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

სხვაგვარად წარიმართა მოვლენები 2014 წელს, როცა ეს გუნდები ჩემპ. ლიგაზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ბრენდან როჯერსის გუნდი საკუთარი კედლებში 0:3 დამარცხდა, ხოლო "ბერნაბეუზე" მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. როგორც იცით, იმ წელს "ლივერპული" ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში "რეალი" სულ 15-ჯერ გავიდა და 12 შემთხვევაში მოიგო კიდეც ის. "ლივერპულს" კი აღნიშნული ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული, 2-ჯერ კი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მწვრთნელები
ზინედინ ზიდანი მწვრთნელის რანგში "ლივერპულს" პირველად დაუპირისპირდება. აი იურგენ კლოპს კი "სამეფო კლუბთან" გაჯიბრების საკმაო გამოცდილება აქვს :

* 2012/13 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე კლოპის "ბორუსია" 4-ჯერ დაუპირისპირდა "რეალს". ჯგუფურ ეტაპზე გერმანულმა კლუბმა 1 მატჩი მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა. 1/2 ფინალში კი დორტმუნდელებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლიეს მეტოქეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.

* 1 წლის შემდეგ, ლიგის პლეი-ოფში ეს გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა კლოპის გუნდმა პირველი შეხვედრა 3:0 დათმო და სიტუაციის შემობრუნება ვეღარ შეძლო.

კიევი
უკრაინის დედაქალაქს "რეალი" 4-ჯერ ეწვია - 1998 წელს "ბლანკოსი" კიევის "დინამოსთან" დამარცხდა, თუმცა 1 წლის შემდეგ რევანშის აღება შეძლო. 2004 და 2006 წლებში კი ამ გუნდების ორივე დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

2001/02 წლების სეზონში, "ლივერპულმა" კიევის "დინამო" სტუმრად 2:1 დაამარცხა - გოლები დენი მერფიმ და სტივენ ჯერარდმა გაიტანეს. 2006 წლის აგვისტოში კი მერსისაიდელები საკვალიფიკაციო ეტაპზე აქ ჰაიფას "მაქაბის" დაპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მიმდინარე სეზონი ჩემპ. ლიგაზე(საკვალიფიკაციოს გარდა)



"რეალისა" და ზოგადად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი წელს კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 15 გოლია. რობერტო ფირმინომ და მოჰამედ სალაჰმა კი ამ სეზონში 10-10 გოლი გაიტანეს.

"სამეფო კლუბის" საუკეთესო ასისტენტი დანი კარვახალია, რომლის ანგარიშზეც 3 საგოლე გადაცემაა. ამ მხრივ საოცარი შედეგი დააფიქსირა ჯეიმს მილნერმა, რომელმაც უკვე 9 საგოლე გადაცემა გააკეთა - ტურნირის ისტორიაში ის საუკეთესოა 1 სეზონში გაკეთებული ასისტებით.

"ბლანკოსიდან" ყველაზე მეტი საგოლე შანსი ტონი კროოსმა შექმნა(24). ამ კომპონენტში მერსისაიდელთაგან საუკეთესო მო სალაჰია - 27.

ეს იყო 1981 წელს, პარიზში გამართული ფინალის კადრები
 

კომენტარები


lashafss
VIP Member

რა სასიამოვნოა ამ ყველაფრის ყურება :)

gio_chyoi
რედაქტორი

საკმაოდ დიდი ხნით ადრე ვიძახდი ლიგას მოვიგებთთქო და ეხლაც იმედი მაქვს რო მოვიგებთ, ცოტა კი მეშინია მარა მაინც მგონია რო გავიმარჯვებთ

LUIS SUARES 001
VIP Member

ბიჭებმა შეუძლებელი უნდა შეძლონ და ფინალი მოიგონ ,ეს თასი ჩვენია,უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი

heerenveen
მომხმარებელი

ასე მგონია რამოსი ჩააგდეს ფინალურ თამაშს, სამ გოლს გავიტანთ ეგრე მგონია და ეგ საკმარისი იქნება 3:1 ჩვენს სასარგებლოდ.

GoGson
VIP Member

ეს მხოლოდ ციფრებიაააა მეგობრებო , მაგრამ შეტევის სტატისტიკის წაკითხვისას სიამაყით გამბურძგლა :დდდ

ნავასმა რაც ბაიერნთან აკეთა ისე თუარ იყო ჩვენთანაც ძალიან კარგი იქნება... ანუ ნავასი თუ ნამდვილი ნავასი იქნება და არა ნოიერი :დ

lasha77
VIP Member

ამ გუბდის დამარცხება ნამდვილად არაა არარეალური . ჯერ ტოტემ აკენწლა ჯგუფურ ეტაპზე მერე კინაღამ ლიგიდან გამოავუნძულა პენსიონერებით დამომპლექტებულმა იუვემ

lfc_girl
მომხმარებელი

2004 წელს დაიბადა სტივენ ჯერარდის პირველი ქალიშვილი და 2005 წელს ლივერპულმა ლიგა მოიგო
2006 წელს დაიბადა მეორე და 2007წელს ლივერპული ლიგის ფინალში გავიდა
2011 წელს დაიბადა მესამე და 2012 წელს ქარლინგის თასი მოიგეს
2017 წელს დაიბადა პირველი ვაჟიშვილი და 2018 წელს ლივერპული ლიგის ფინალშია

საინტერესო დამთხვევებია ;დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze