x

კლოპი : არ შევიცვლებით

ავტორი: johnson, 20-05-2018, 12:37, კატეგორია - სიახლეები, 966, 8


6 დღეში "ლივერპული" წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. 26 მაისს, კლოპის შეგირდები კიევში ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. როგორც იცით, აღნიშნული ტურნირის ფინალში "წითლები" ბოლოს 11 წლის წინ იყვნენ.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, იურგენ კლოპმა ფეხბურთელები ესპანეთში, მარბელიაში შეკრიბა და იქ დაიწყო ფინალისთვის მზადება. გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ვიხილავთ თუ არა 1 კვირაში განსხვავებულ სტილში მოთამაშე "ლივერპულს", კლოპის პასუხი კი შემდეგნაირი იყო :

"თუ მე ვკითხავ ბიჭებს, თუ რისი გაკეთება სურთ მათ ამ მატჩში, მათი პასუხი იქნება : "ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ" ! ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ფეხბურთში ყოველთვის ცდილობ დაგეგმო თუ როგორ გაანეიტრალო მეტოქე, ამავდროულად, შენ ოპონენტს საკუთარი თამაში უნდა შესთავაზო. ასე რომ, რთულ სიტუაციაში ვიქნებით თუ მხოლოდ მეტოქის შეჩერებაზე ვიფიქრებთ.

არ ვაპირებთ კიევში უაზროდ ვირბინოთ და დაცვაზე არ ვიზრუნოთ, უბრალოდ, იმედი მაქვს, შევძლებთ ჩვენი ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ.

ბოლო წლებში ევროპაში რამდენიმე დომინანტი კლუბია - "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი"... ერთ-ერთ მათგანს ახლა ჩვენ ფინალში დავუპირისპირდებით. თავს "აუტსაიდერად" არ ვთვლით, თუმცა "რეალს" მაინც ფავორიტი უნდა ვუწოდოთ, რადგან მათ იციან რა უნდა გააკეთონ, მათ აქვთ გამოცდილება - ბოლო 5 წელში, ფინალში 4-ჯერ გავიდნენ ! ამავდროულად, მათ თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავთ. ცხადია, მათ ზედიზედ მესამედ სურთ ამ ტიტულის მოგება."
- განაცხადა კლოპმა.

მერსისაიდელთა თავკაცმა კომენტარი ასევე გააკეთა მოჰამედ სალაჰისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება :

"მო ფანტასტიურ სეზონს ატარებს, რონალდუს კი ასეთი 15 სეზონი ჰქონდა. რატომ უნდა შევადაროთ ისინი ერთმანეთს ? პელეს თაობაში არავინ ადარებდა მას სხვა მოთამაშეებს. დღეს კი გვყავს მესი და რონალდუ - ისინი უკვე წლებია დომინირებენ.

"ოქროს ბურთიც" ამ ორ მოთამაშეს შორის ნაწილდება და ყველაფერი დამსახურებულად ხდება".

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ზუსტად ეგაა. ის თამაში უნდა ვითამაშოთ რასაც ვთამაშობდით ლიგაზე. ჩვენი თამაში თუ ვითამაშეთ რეალს ძაან გაუჭირდება ჩვენი შეჩერება. დაცვა არც ისეთI ძლიერი ყავს, მარსელოზე რო ჭამენ ტვინს, გუშინ რა გააკეთა ვილიარეალთან, მარტო მაგის ფინტებს რო ხედავენ და გოლებს, დაცვაში ბევრად სუსტია. სალაჰმა უნდა ათრიოს ეგ და იქით მანემ კარვახალი ან ვინც იქნება სულერთია

heerenveen
მომხმარებელი

პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და რეალის დაცვა ლივერპულის ტრიოს ვერ შეაჩერებს, არაა რეალი ფავორიტი, მართალია დაცვაში გვაქვს პრობლემა ლოვრანი არაა ტოპ კლასის მცველი მაგრამ ვირჯილა დააზღვევს .პრობლემა რეალსაც აქვს რამოსი შეტევაში კარგად ერთვება მაგრამ მის წინ წასვლას შედეგად რეალის კარში გატანილი არაერთი გოლი მახსოვს, .მოკლედ იმის თქმა მინდა დაცვაში რეალს მეტი პრობლემა აქვს ვიდრე ჩვენ, შეტევაშიც ლივერპული ჯობნის და ნახევრდაცვას რაც შეეხება ეგაა რეალის უპირატესობა. 3:1 ლიგა ჩვენია

liverpool-fan
VIP Member

ვინც მოინდომა ყველამ გოლი გაუტანა რეალს აშკარად აღარ არის ის რეალი რაც იყო სისწრაფეს ვერ გაუძლებს ვერც მარსელო და ვერც კარვახალი მთავარია არნოლდი ლოვრენმა უხეში შეცდომა არ დაუშვან თუნდაც კარიუსმა დანარჩენს მოევლება ჯინიმ და მილიმ უნდა შეჭამონ ცენტრში მოდრიჩი კროოსი არ უნდა მისცენ სივრცეები და დანარჩენს ტრიო მიხედავს

lasha77
VIP Member

მგონია რომ რეალი შორი დარტყმებით შეეცდება გოლის გატანას და ასევე ჩაწოდებებზეც იჩალიჩებენ იმ იმედით რომ რონალდუ ისევ ახტება რეკოდულ სიმაღლეზე . ჩვენ კი ჩვეული ტაქტიკით ორივე ფლანგიდან მაქსიმალურად უნდა დატვირთონ . რობერტსონი შეტავაშიც და დაცვაში ძალიან კარგია. მანეს ფლანგიდან წესით უფრო მეტი სახიფათო მომენტი უნდა შექმნან ჩვენებმა . რათქმაუნდა სალას ფლანგი უფრო უნდა იყოს დატვირთული მაგრამ თუ შეტევას მარცხნივ გადაიტანენ სალაჰს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ მერე კი ვიცით რაც მოხდება. ისე კი მგონია რომ მარჯვენა ფლანგზე ბეილსაც დააყენებენ

bulleye
მომხმარებელი

დღეს ვინც ლივერპულში თამაშობს, ყველასთვის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და თითოეული თავის თავს უნდა გადაახტეს 110% უნდა დაიხარჯოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიგებთ თასს :)

fromanfield
მომხმარებელი

ზიდანმა ჩემი ფეხბურთელები 150 % ით დაიხარჯებიანო ხოდა ჩვენ 200 % ით დავიხარჯებით.

LUIS SUARES 001
VIP Member

ბოლომდე უნდა დავუხარჯოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ

Capitan
ტოპ კომენტატორი

4 გოლს ვიტანთ !!! ტრიომ უნდა იფრინოს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze