კაპიტანი : ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს » Liverpool Fc - ფანკლუბი

კაპიტანი : ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს

ავტორი: johnson, 20-05-2018, 13:02, კატეგორია - სიახლეები, 678, 9


6 დღეში "ლივერპული" წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. 26 მაისს, კლოპის შეგირდები კიევში ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. როგორც იცით, აღნიშნული ტურნირის ფინალში "წითლები" ბოლოს 11 წლის წინ იყვნენ.

მომავალ მატჩს მერსისაიდელთა კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი მოუთმენლად ელის. უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, ინგლისელმა სწორედ ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა :

"ეს ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე მწვრთნელისთვის და ყველა სხვა ადამიანისთვის - ხედავთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა.

ეს დიდებული საღამო იქნება და გვსურს ის კარგად დაგვამახსოვრდეს. გვინდა გავიდეთ და ტიტული მოვიგოთ.

დიახ, გამარჯვების შემთხვევაში თასს პირველი მე აღვმართავ, თუმცა ამაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ. მთავარია ის მოვიგოთ ფანებისთვის, კლუბისთვის - სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

იურგენ კლოპმა "ლივერპულზე" დიდი ზემოქმედება მოახდინა. დიდია განსხვავება კლუბის მაშინდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის. ის ყოველთვის გვიბიძგებს წინსვლისკენ და მუდამ სურს უფრო უკეთესად ვითამაშოთ. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, პატივია ასეთ მწვრთნელთან მუშაობა, რადგან მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ."
- განაცხადა ჰენდერსონმა. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ხო ფულემში გაყიდვა უნდოდა და ამან მაგრად მეწყინა, ვიტირეო, ის რა ნაბ...არი კაცი იყო, ეხლა უფრო არ მევასება

heerenveen
მომხმარებელი

შენ იქნები ყველაზე სუსტი კაპიტანი ვინც ლიგას აწევს.

liverpool-fan
VIP Member

აი მაშინდელი ჰენდერსონს როგორ ცვლიდან ტიპი 30 წლის დემპსში როცა ჰენდო 23 წლის იყო და მაგარ ფორმაშიც იყო.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

როჯერსი რო ტრანსფერების მამაა მაგას წყალი არ გაუვა, გინდა მარკოვიჩი, გინდა ბორინი, გინდა ასპასი... მთელი ევროპის მასშტაბით სადაც კი ვინმე ნიჭიერი და პერსპექტიული იყო, არ ეპარებოდა.

ფორმაში კიდევ, ჰენდო ბალასტი კიარა არავისზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა. 13/14 16/17 სეზონებში ეგრე იყო და ახლაც ეგრეა, დალშე სულ ტრავმა აქვს. ამის დანახვაზე ელემენტარლული არაფერია, უბრალოდ უმეტსობა ძალიან არაობიექტურია. ხოდა კიდევ, როგორც კაპიტანს, არაფერი აქვს დასაწუნი.

lasha77
VIP Member

შემ ლიგა აწიე და შენზე არასოდეს ცუდს აღარ ვიტყვი :D სენ და მილნერმა თქვენი დაუღალავი პრესიინგით შანსი უნდა მოუსპოთ მადრიდელებს

bulleye
მომხმარებელი

თავი უნდა გაიგიჟოს ამან :))

Ynwa Scousers
VIP Member

წარმოიდგინეთ რამდენ დიდებულ კაპიტანს არ ქონია შანსი ამ თასის ხელში დაჭერის და ჰენდერსონს აქვს :D

LUIS SUARES 001
VIP Member

ლიგა მოვიგოთ და ვინც უნდა იმან აწიოს თასი

Capitan
მომხმარებელი

ზოგჯერ მეცოდება ეს))) გადაირიე გაგიჟდი ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდი!!! უყურე სტივის ფინალებს და 26 ლიგა აწიე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze