x

ბუტრაგენიო : ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ფინალია !

ავტორი: johnson, 20-05-2018, 23:02, კატეგორია - სიახლეები, 921, 8


1 კვირაზე ნაკლები რჩება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. როგორც იცით, 26 მაისს კიევში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

შაბათს მერსისაიდელები ეცდებიან 13 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღმართონ ჩემპ. ლიგის თასი, "სამეფო კლუბს" კი შანსი აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგოს.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, "რეალის" ლეგენდამ, ემილიო ბუტრაგენიომ სწორედ მომავალ მატჩზე ისაუბრა :

"ჩვენ ვსაუბრობთ ორ დიდებულ, ისტორიულ კლუბზე. "ლივერპული" ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს, ეს ძალიან, ძალიან შემტევი გუნდია და თუ მათი დამარცხება გვსურს, მაშინ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

"ლივერპულს" მართლაც რომ შესანიშნავი სეზონი აქვს. ის სტაბილურად თამაშობენ, 1/4 ფინალში კი შეძლეს და ტურნირს "მან. სიტი" გამოთიშეს. მათ ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს.

"ლივერპულს" ჰყავს დიდებული მწვრთნელი, რომელმაც მოთამაშეებს სწორი მესიჯები გაუგზავნა. ის პიროვნულად ძლიერი, ნამდვილი ლიდერია.

ეს ფინალია და წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცხადია, ორივე გუნდს რთული მატჩი ელის. წინ ფანტასტიური ფინალი გველის."
- განაცხადა ბუტრაგენიომ. 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

სწორს ამბობს ეს კაცი, მაგრად გაუჭირდება რეალს ჩვენი კონტრშეტევების წინააღმდეგ თამაში. კლოპმა უნდა დახაზოს შეტევები და მანე-სალაჰ-ფირმინოს თავში ჩაუდოს :)

malenki88
მომხმარებელი

mtavaria triom ar cha ijvas da dedas vutirebt reals !!! tu gamoketes sane da salaho wasulia chveni saqme .rogorc manchesterma gaaketa :-(

LUIS SUARES 001
VIP Member

რეალი მიიღებს თავის თავზე იმას რაც სხვა კლუბებმა მიიღეს ლივერისგან

Capitan
ტოპ კომენტატორი

ზუსტად შეაფასა სიტვაცია... კლოპომ ზიზუს უნდა ჩაუდოს !!!

gio_chyoi
რედაქტორი

კიდევ კარგი ამანაც ამათი დირექტორივით არ ილაპარაკა liverpool a piece of cake-ო რო თქვა

GoGson
VIP Member

gio_chyoi,

მაგის გამო დაისჯებიან ))))

ზოგადად არ მიყვარს "ტრიპაჩა" ბაზარი, არც სქაუზერების მხრიდან. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, წაგებისთვისაც კი. და დამიჯერეთ ამ ფონზე უფრო მაგარი მუღამი ექნება მოგებას და წაგებას ისეთი გულისტკენა არ მოყვება როგორიც "წინასწარ დაგეგმილი მმოგების" მერე ექნებოდა. შანსები 50 / 50 ზეა... მოიგებს ის , ვინც მომენტებს გამოიყენებს, მომენტები ორივე გუნდს გვექნებაა...

26 ში ლისზეეე ენფილდის კლონირება უნდა გავაკეთოთ ბიჭებოო !!!

lasha77
VIP Member

მართალს ამბობს. ამ ადამიანში ვაფასებს იმას ეომ არასოდეს არ ცდილობს სხვის საკნინებას . ყოველთვის თავშეკავებულ და გააზრებულ ინტერვიუებს იძლევა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze