x

ჯერარდის მიმართვა "ლივერპულის" ფეხბურთელებს

ავტორი: johnson, 21-05-2018, 11:28, კატეგორია - სიახლეები, 1 704, 10


26 მაისს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მერსისაიდელებს აქვთ შანსი, 13 წლის შემდეგ პირველად დაეუფლონ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტიტულს.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს "წითლებმა" ფინალში "მილანი" დრამატულ მატჩში დაამარცხეს. მაშინ გუნდის უდავო ლიდერი "ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი, სტივენ ჯერარდი იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, აწ უკვე "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულის" ამჟამინდელ მოთამაშეებს მიმართა :

"ამ ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ არა მხოლოდ თავიანთი კარიერა, არამედ მთელი ცხოვრება. ასეთ რამეზე ყველა ოცნებობს. მათ მინდა ვუთხრა : გადით და ჩაეჭიდეთ, დაიპყარით ის მომენტი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეთ. გადით მოედანზე და დააჯილდოვეთ საკუთარი თავი.

თქვენ უნდა იყოთ თავდაჯერებულები. ამასთანავე, უნდა გაითავისოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც "ლივერპულის" მოთამაშეს ეკისრება. ცხადია, ფინალში გასვლისთვის თქვენ შეგაქებენ და ტაშს დაგიკრავენ, თუმცა თუ ამ ბარიერის ვერ გადალახავთ, შემდეგ ბევრს ეს ყველაფერი აღარ ემახსოვრება.

ჩემი რამდენიმე მეგობარი, ყოფილი თანაგუნდელი კვლავ აქ თამაშობს და მე ვიცი რას ნიშნავს მათთვის ეს. ეს არის უდიდესი მატჩი, რომელშიც "ლივერპულის" ფეხბურთელს მონაწილეობის მიღება შეუძლია." 
- ციტირებს ჯერარდის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


Joker
მომხმარებელი

როგორ გვაკლიხარ სტივ ფინალში.

beini
მომხმარებელი

ratomgac mgonia ro movigebt, ai axla chven gagvimartlebs finalshi.

gio_chyoi
რედაქტორი

ასეთი დონის გუნდი გვყავდე ზუსტად 2005-შიც. ჯერარდი-ალონოს-ჰიპია-კარაგერი-რიისე ეს ხალხი იყო მგონი მარტო მაღალი დონის, დანარჩენი არაფერი ფეხბურთელები არ იყვნენ. ცუდი არცერთი არ იყო მარა განსაკუთრებულიც არაფერი. და იმდროინდელი მილანი კიდე სულ მინიმუმ ამ რეალის დონის იყო, უკეთესი თუ არა და მაინც გავიმარჯვეთ, ასე რომ ეხლაც შეგვიძლია მოგება.
აი ეგაა რო ისეთი შემართებით უნდა ითამაშონ რო იცოდნენ რო ამ თამაშს მართლა მაგათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ბოლომდე თავი უნდა შეაკლან

mesxi_8
მომხმარებელი

gio_chyoi,
იმ დროის მილანი ბევრად მაგარი გუნდი იყო ვიდრე ეხლანდელი რეალი, ყველა ხაზში ლეგენდარული ფეხბურთელები ყავდა. თანამედროვე ფეხბურთში არც მალდინის დონის, არც კაფუს დონის ფეხბურთელები არიან. შევჩენკო კაკა კრესპო ზეედორფი პირლო, ესენი ყველა ლეგენდები არიან ეხლა. რეალს არც შევადარებ.
უბრალოდ მაშინ იმდენი მაგარი გუნდი იყო რომ ისე დომინანტი ვერ იყო როგორც ეხლა რეალია.

LUIS SUARES 001
VIP Member

სტივი იყოს ნეტა ჩვენთან

GoGson
VIP Member

სტივიიიი კიევშიიიიი უნდა იყოსს აუცილებლად , რამდენჯერაც სკამზე იყოი იმდენჯერ წავაგეთ მგონი თამაში მაგრამ ნიჩიო :დდდდ

... როგორ გვაკლია ამისნაირი ფეხბურთელი და ლიდერი გუნდში.. აი ცვეტში ეს გვყავდეს აღარანაირი ტრანსფერი აღარ მენდომებოდაა...

heerenveen
მომხმარებელი

სტივ ჯი ძალიან მაგარი ხარ

lashafss
VIP Member

მართალიხარ სტივ მუხტი მიეცი ბიჭებს :X დარწმუნებული ვარ გასაოცარ ლივერპულს ვნახავთ ფინალში !

Capitan
ტოპ კომენტატორი

rogor aklixar pexburts da liverpools... sheni shoreuli gasrolebi))) steev moixode mwvrtlis rangshi klopis wasvla marto mag shemtxvevashi gamiswordeba shen tu shecvli ❤️❤️❤️

lasha77
VIP Member

სუპერი ხარ სტივ . ამ თამაშში ყველაზე მეტად მანეს არასტაბილურობის მჯერა . ასეთ დროს ძალიან ბევრ მომენტებს აფუჭებს და იმედი მაქვს ახლა არ მოინდომებს ფინიშერობას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze