სეზონის ბოლო პრესკონფერენცია » Liverpool Fc - ფანკლუბი

სეზონის ბოლო პრესკონფერენცია

ავტორი: Nicholas, 21-05-2018, 21:01, კატეგორია - სიახლეები, 959, 7


26 მაისს "ლივერპული" სეზონის ბოლო და ყველაზე პრინციპულ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან.

დღეს "წითლებმა" მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს. მელვუდში ჟურნალისტებს იურგენ კლოპმა, დეიან ლოვრენმა და სადიო მანემ უმასპინძლეს.

იურგენ კლოპი :
"პირველ რიგში ჩემთვის ადვილია ჩვენი გზის აღწერა, თუ რაოდენ მძიმე შრომა ჩავდეთ ჩვენ მასში. ჩემმა ცოლმა უკვე მითხრა, რომ მე ვიყავი ფეხბურთის "დრამა", რადგანც მე რამდენიმე ფინალი მაქვს წაგებული და ყველა ამ წაგებულ ფინალში მე სულ მცირეოდენი "რაღაც" დამაკლდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენ უნდა ვიშრომოთ ბევრი რათა ფინალში სასურველ შედეგს მივაღწიოთ

იმ მომენტში როდესაც შენ გაიფიქრებ რომ მორჩა, დასრულდა, ყველაფერი რიგზეა, უცებ "რომა" გიტანს ორ გოლს. დარწმუნებული ვარ, ბიჭებმა ამ "გაკვეთილით" ძალიან ბევრი რამ ისწავლეს.

ჩვენ გვაქვს მინუსები გარკვეულ ასპექტებში. მაგალითად, არ ვართ ისეთივე გამოცდილები, როგორ მეტოქე. "რეალს" ეს საკმარისი აქვს, მათ ჰყავთ ფანტასტიკური გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელითურთ. მე იმედიანად ვარ, რადგან თუ დააკვირდით ჩვენი თამაში ამ სეზონის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, შეიცვალა სტილი, ტაქტიკა და ა.შ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ ტაქტიკა

მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ სეზონით იმიტომ, რომ ჩვენ სერიოზული პროგრესი ვაჩვენეთ, დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპულ "ელიტაში" დასაბრუნებლად. მართალია უკვე სამი წელია ლივერპულში ვარ, მაგრამ როგორ უნდა ვთქვა თუ რომელია ჩემი საუკეთესო მომენტი აქ ყოფნის განმავლობაში ?! ასეთი მომენტი ჯერ კიდევ წინ მაქვს."


დეიან ლოვრენი : "ბევრჯერ მითქვამს, რომ ვირჯილს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები და შეუძლია დაგვეხმაროს. ის ძალიან კარგია პოზიციურად და "მეორე სართულზეც". რა თქმა უნდა, მე მშვიდად ვარ როცა ვიცი, რომ ჩემი პარტნიორი ასეთი შესაძლებლობებისაა.

მან უკვე აჩვენა "საუთჰემპტონში", რომ არის საუკეთესო მცველი მთელს პრემიერ ლიგაში და ეს დიდებულია, რადგან ჩვენ ბევრი დრო არ გვქონდა ერთმანეთთან შესაწყობად, თუმცა ეს მოვახერხეთ და ვფიქრობ საკმაოდ კარგადაც.

ვიტყოდი რომ ოცნებები სრულდება, ყველა ჩვენგანისთვის. მე ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეთამაშა და ტიტული მომეგო. ესს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია, ჩვენ დავიმსახურეთ ეს ფინალი, გაიარეთ საკმაოდ რთული გზა ამისთვის, ჩვენ ჩავდეთ საკმაოდ დიდი შრომა ამ ყველაფრისთვის.

ვფირობ თუ ლიგა მოვიგეთ, მომო აუცილებლად მოხვდება "ოქროს ბურთის" სამეულში. მას აქვს ამის უნარი, ესაძლებლობა... ის არის მსოფლიო კლასის ფეხბურთელი.

ჩვენ უკვე ვიცით როგორ უნდა დავიცვათ თავი "რეალის" წინააღმდეგ."

სადიო მანე : "ყველა ბედნიერია ტრენტის გამო(გულისხმობს ნაკრებში გამოძახებას). ჩვენ ყველამ მივულოცეთ მას. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და მუშაობს, რათა გააუმჯობესოს თავისი უნარები. ვფიქრობ მას შეუძლია კიდევ უფრო დაიხვეწოს.

რაც შეეხება ჩემს გოლებს, ვფიქრობ შემდეგ სეზონში უფრო მეტს გავიტან. რა თქმა უნდა, ამ შედეგითაც ბედნიერი ვარ

ეს ფინალი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩვენს კარიერაში. ცხადია, "რეალის" დამარცხება არაა ადვილი. მათ დიდი გამოცდილება და დიდი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ."

კომენტარები


barda22
მომხმარებელი

მიდი კლოპ უნდამოიგო ეს ფინალი ..!!

RedLp
მომხმარებელი

კლოპი რა კაცია საუკეთესო წლები წინ გვაქვსო, რაღაცას გვიმზადებს პლს მსგავს ეს კაცი;))
მაგამედას და ლოვრენს სერიოზული შუტკაა აქვთ გახსნილი

მერსისპირელი
მომხმარებელი

არ ამჟღავნებს, თუმცა მგონია, რომ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და რაღაც სასწაულს ამზადებს. პრესკონფერენციებზე სულ ასეთი თავმდაბალია, მარა მჯერა, რომ მოვიგებთ. კლოპოსაც დიდი იმედი აქვს და ეს არი მთავარი.

GoGson
VIP Member

არც ცვენ დავისტრესოთ ბიჭებო და არც ფეხბურთელები. ელიტაში უკვე დავბრუნდით , ერთი ნაბიჯი წინა ხოლო მეორე ნაბიჯი ამ წელს გადავდგით...
უბრალოდ ვითამაშოთ ისე , როგორც ჩვეულებრივი პრემიერლიგური მატჩი... ვითომ რონალდოს ნაცვლად ტადიჩია და ისკოს ნაცვლად ლანსინი.... აი რა მნიშვნელობა აქვს ძაააან ძააან პრაგმატულად რო შეხედო ხო ? დავუშვათ არ აქვს... ამ განწყობით თამაში ჯობია ჩემი აზრით იმას როოო აუუუ რეალიიი და აუუუ დრიმ თიმიიი დააა ვაიმეეე ამხელა მონსტრთანნ არაფერი შეგვეშალოსს და მსგავსი თემები...

ჩვენ ლივერპული ვართ და არასდროს არცერთი გუნდი არ და ვერ გვემგვანებააა....


26 შიი ლისზეეე ყველანიიი სულ ყველანიიი.... ადმინისტრაციას მიწერეთ ყველამმ ფბ ზე ან აქ , ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ინფორმაციაა

bulleye
მომხმარებელი

მიდი კლოპ გაგვახარე რა :)

Capitan
მომხმარებელი

mane rakacia))) shemdeg sezonshi ufro mets gavitano ))) es shemarteba momwons !!! wels liga da shemdeg wels premier liga !!! liverpooli dabrunda da es klopos damsaxurebaa

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ მიდი მოქოქე სასტავი და ლიგა დადე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze