კლოპი: "დაგუგლეთ - ევროპული ღამეები, პასუხი "ენფილდია" "

ავტორი: NikaSvanidze, 21-05-2018, 21:47, კატეგორია - სიახლეები, 1 525, 11


 "ენფილდის" მაგიური ძალის დახმარებით "ლივერპულს" წლეულს ევროპული ვოიაჟი ძალიან წარმატებული გამოუვიდა. მერსისპირელები ბრწყინვალე სათამაშო სტილით გავიდნენ ფინალში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ძლიერ კლუბს, მადრიდის "რეალს", დაუპირისპირდება.

 სეზონის დასკვნითი მატჩი შაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება. წინასაფინალო პრესკონფერენციაზე კლოპს ტრადიციულად უამრავი კითხვა დაუსვეს. გუნდში არსებულ განწყობაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა :

 "სასწაული განწყობაა, მე ბედნიერი ვარ. ჩემი აქ მოსვლის დღიდან უამრავი რამ შეიცვალა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ურთიერთობები და დამოკიდებულება მოთამაშეებს შორის. ბიჭები ერთად არიან, მათ სრულად დაიმსახურეს ის, რასაც შაბათს იგრძნობენ. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგების მიღება შეიძლეობა, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით ჩვენ, აშკარად, გაზრდილები და უკეთ მომზადებულები ვართ. ჩვენი გუნდი ახლა ისეა შეკრული, როგორც არასდროს, ეს ძალიან მახარებს."

 "ლივერპულმა" წარმატებით დახურა პრემიერ ლიგის გასული სეზონი, შეასრულა რა პროგრამა მინიმუმი და მოხვდა საუკეთესო ოთხეულში. ძალების აღსადგენად კლოპი და მისი ბიჭები 4-დღიანი მოსამზადებელი კურსით მარბელას გაემგზავრნენ. ახლა გუნდი "ენფილდს" დაუბრუნდა და ზინედინ ზიდანის კოლექტივის დასამარცხებლად ათასგვარი ხერხის დამუშავების პროცესშია.

 "ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. პრემიერ ლიგა სასიამოვნო ნოტაზე დავასრულეთ. ესპანური კემპიც ძალიან გამოგვადგა, ცვენ არ ვჩქარობდით, ვისვენებდით, ვოცნებობდით და ძალებს ვიღდგენდით. ხვალიდან ისევ ინტენსიურ კურსზე გადავდივართ, ჩანიშნულია 3 სავარჯიშო სესია. ჩვენ სრული დატვირთვით ვემზადებით ფინალისთვის. არ მინდა ზედმეტ რამეებზე საუბარი. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს, მშვიდად ვართ. ჩვენ დავიმსახურეთ აქ ყოფნა, ვაჩვენეთ შთამბეჭდავი ფეხბურთი, წინ საფინალო აკორდის შესრულებაღაა დარჩენილი, ჩვენ ამის მისაღწევად ყველაფერს გავიღებთ."

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

როგორი ბრძენი კაცია ზუსტად იცის რას ლაპარაკობს და როგორ უნდა ილაპარაკოს არავითარი ზედმეტი უაზრობები მიდი იურგენ ათამაშე გუნდი პრესინგი და რეალი კი არა ვერავინ გაგვაჩერებს

juja
მომხმარებელი

დარწმუნებული ვარ რამეს მოიფიქრებ და ხახაში გადაუგდებ ზიზუს

GoGson
VIP Member

ფაქტიურად 11 სრულყოფილი იგროკი გვყავს ჯანმრთელიი და იცოდეეთ ბიჭებო
მანქანით სწრაფად არ იაროთ... დაბანილი გარეთ არ გახვიდეთ...
კიბეზე ნელა ჩადით... და ადით..
ქუჩასში არავის გამოელაპარაკოთ და არ აუშარდეთ...
შნურუკები შეიკარით ხოლმე კარგად არ დაგებიჯოთ და არ წაიქცეთ...
ბობიი.. შენ რო გიყვარს აღვირახსნილი სექსი მაგას მოერიდე შენც და ბიჭებიც...

მოკლედ 26 მდე ჯანმრთელები და საღსალამათები გადით სტადიონზე და 27 დან მოგს**ვნიათ პატრონიიიი პრესეზონამდეე :დდდდდდდდდდ

bulleye
მომხმარებელი

ძალიან მაგარი მწვრთვნელი და ამავდროულად უმაგრესი მეგობარი და ფსიქოლოგია ფეხბურთლებისთვის. იმსახურებს ეს კაცი ჩემპიონთა ლიგის მოგებას, დორტმუნდთან ერთად არ გამოუვიდა მაგრამ ეხლა უნდა დაიდოს ლიგა :) მიდით ბიჭებო გაგვახარეთ ჩვენ და იურგენა!

Logan
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
ფაქტიურად 11 სრულყოფილი იგროკი გვყავს ჯანმრთელიი და იცოდეეთ ბიჭებო
მანქანით სწრაფად არ იაროთ... დაბანილი გარეთ არ გახვიდეთ...
კიბეზე ნელა ჩადით... და ადით..
ქუჩასში არავის გამოელაპარაკოთ და არ აუშარდეთ...
შნურუკები შეიკარით ხოლმე კარგად არ დაგებიჯოთ და არ წაიქცეთ...
ბობიი.. შენ რო გიყვარს აღვირახსნილი სექსი მაგას მოერიდე შენც და ბიჭებიც...

მოკლედ 26 მდე ჯანმრთელები და საღსალამათები გადით სტადიონზე და 27 დან მოგს**ვნიათ პატრონიიიი პრესეზონამდეე :დდდდდდდდდდ

საღოლ მაგრად მაცინე

James Pearce
VIP Member

ციტატა: GoGson
ფაქტიურად 11 სრულყოფილი იგროკი გვყავს ჯანმრთელიი და იცოდეეთ ბიჭებო
მანქანით სწრაფად არ იაროთ... დაბანილი გარეთ არ გახვიდეთ...
კიბეზე ნელა ჩადით... და ადით..
ქუჩასში არავის გამოელაპარაკოთ და არ აუშარდეთ...
შნურუკები შეიკარით ხოლმე კარგად არ დაგებიჯოთ და არ წაიქცეთ...
ბობიი.. შენ რო გიყვარს აღვირახსნილი სექსი მაგას მოერიდე შენც და ბიჭებიც...

მოკლედ 26 მდე ჯანმრთელები და საღსალამათები გადით სტადიონზე და 27 დან მოგს**ვნიათ პატრონიიიი პრესეზონამდეე :დდდდდდდდდდ

:D

Capitan
მომხმარებელი

:Ddd

gio_chyoi
რედაქტორი

მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო მაგარი ევროპული ღამეები იქნება ენფილდზე

LUIS SUARES 001
VIP Member

არ უყვარს კლოპს მიკიბულ მოკიბულის ბაზარი საქმეზე გადადის ეგრევე

lasha77
VIP Member

იურგენ მოუთმენლად ველოდები შენი დამოძღვრილი გუნდის ფინალში თამაშს . მოოგე პირველი ევროპული ტიტული ჩვენთან ერთად მეორე სეზონზე კი ისეთი გუნდი გეყოლება რომ კიდევ შეგეძლება ამ ტიტულის მოპოვება

Avto5050
მომხმარებელი

რეალი უნდა განადგურდეს ! :) ამის უნდა გვჯეროდეს, რომ ეს სურვილი აგვიხდეს )) მიდით ბიჭებო მიდით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze