რაფა : ეს უკეთესი "ლივერპულია" » Liverpool Fc - ფანკლუბი

რაფა : ეს უკეთესი "ლივერპულია"

ავტორი: johnson, 23-05-2018, 19:10, კატეგორია - სიახლეები, 1 194, 14


2005 წელს "ლივერპულმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მეხუთედ მოიგო. სტამბულში გამართულ დრამატულ ფინალში მერსისაიდელებმა ვარსკვლავური "მილანი" პენალტების სერიაში დაამარცხეს.

შაბათს "წითლებს" შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგა მეექვსედაც მოიგონ. ამისთვის კლოპის შეგირდებმა ფინალში მადრიდის "რეალი" უნდა დაამარცხონ. Sky Sports-სთან ინტერვიუში, მერსისაიდელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, 2005 წლის "ლივერპული" და ამ კლუბის დღევანდელი შემადგენლობა შეადარა ერთმანეთს :

"ეს უკეთესი გუნდია. დიახ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ, ხალხი სტამბულის სასწაულზე საუბრობს, თუმცა ახლანდელი "ლივერპული" უფრო კარგია.

თუ ფინანსურ მხარეზე ვისაუბრებთ - მაშინ ჩემი სატრანსფერო ბიუჯეტი 20 მილიონი იყო, ამ გუნდის ღირებულება კი უფრო მეტია. ჩვენ გვყავდა სტივი, ხაბი, ჰამანი... ფეხბურთელები, რომლებიც ერთად ბევრს მუშაობდნენ და გუნდი კარგად იყო დაბალანსებული.

იმავეს თქმა შეიძლება ახლანდელ შემადგენლობაზეც. ამ გუნდს ჰყავს წინ 3 მოთამაშე, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია, ჩვენ კი ასეთი 1 გვყავდა. გუნდური სული კი შესაძლოა ცოტა მეტია, ან ნაკლები, ან იგივე, რადგანაც ეს "ლივერპულია" ! საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ ამ "ლივერპულს" უფრო მაღალი დონის შემადგენლობა ჰყავს, განსაკუთრებით წინა ხაზი."

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ დავეთანხმები რაფას :) შენ სტივი გყავდა,გყავდა ალონსო, გაყვა ჰამანი ეს ცენტრი მარტო ყველას ოცნებაა, თუმცა მაშინდელი მილანი დღევანდელ რეალზე ბევრად დიდი იყო

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ჯერარდი, ალონსო, ჰამანი , კარაგერი , ჰიიპია , ლუის გარსია ... რავიცი რაფა რავიცი:)))

heerenveen
მომხმარებელი

100% ვეთანხმები რაფას ერთი ერთზე თუ შევადარებთ დღევანდელი ლივერპული უფრო ძლიერია სტივის დონის კაპიტანი არ გვყავს კარიუსიც არაა დუდეკის დონე მაგრამ არანორმალური თავდასხმა გვყავს. ერთი რამ რისიც მეშინია ისაა კლოპმა დაცვაზე არ გააკეთოს აქცენტი,მინდა გუნდმა პირველი წუთიდან შეუტიოს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

დუდეკი იყო გამოცდილი კარიუსი, არც მეტი არც ნაკლები. პროსტა ფინალი ითამაშა სასწაულად.
ფლანგის მცველები ახლანდელი ჯობია.
ცენტრალური დაცვაში როგორც წყვილი კარა-ჰიიპია უკეთესია, მაგრამ ვანდეიკი საუკეთესოა.
შეტევა ახლანდელი ცალსახად უკეთესია, ვერც კი შეადარებ.
ნახევარდაცვა ძველი ბევრად ჯობდა, მაგრამ თუ ისე ითამაშეს ფინალიც ამათმა, როგორც სიტისთან და რომასთან, მაშინ ეგ ნაკლი არ დაგვეტყობა.
ასე რომ, ვეთანხმები.

GoGson
VIP Member

მარტო შემტევი ტრიოთი ჯობია დღევანდელი ლივერპული.... ვანდეიკი კიდე ნუ ცალკე აღებული იასნად კლასნია... მაგრად ჰიიპია კარაგერი ერთად ჯობდა. ჰიიპია იყო უდომინანტესიი პროსტაა ))))

რაფა მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიყვარს , ვიცი რო ჩვენ გვბალეშიკობს მაგრამ ჩელსის ვერ ვპატიობ მაინც რაააა...

Papuashvili
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
შენი კომენტარი არ ნახოს ჰალამადრიდის მოცუქულებმა თორე აქედან თავქუდმოგლეჯილები გავვარდებით :დდ

chipe888
მომხმარებელი

რავი რა გითხრათ ამ თემაზე. მე სულ სხვა მხრიდან შევაფასებდი: იმ გუნდში იყვნენ კარა და სტივი ეს უკვე დიდი პლიუსია,რადგან კლუბის წიაღში გაზრდილი კაცი სულ სხვა რამეა. კი გვყავს არნოლდი მარა ჯერ ძალიან პატარაა. თავდასხვა კი არის მაგარი დღესდღეობით არც იმას დაეწუნებოდა რამე. ჰამანი და ალონსო,ერთი გერმანელი დისციპლინით და მეორე ესპანელი რკინის ნერვებით. არ დაგავიწყდეთ ლუის გარსია და საერთოდ მგონია ის გუნდი უფრო მებრძოლი იყო,ვიდრე დღეს არის. მე წელს რაც მანჩესტერთან ვნახე იმის მერე მითუმეტეს. ახლანდელ ლივერპულში 99 % საკუთარ უკანალზე ფიქრობს,ეშინია ტრანვის და სულ კიდიათ მოიგებენ თუ არა რამეს ხელფას მაინც აიღებენ. ახლა წავიკითხე სალაჰის ინტერვიუ და ტიპი ლიგის ფინალზე ამბობს ჩვეულებრივი თამაშიაო. რაის ჩვეულებრივი ხალხი დედას აწიოკებს რო მანდ მოხვდნენ და ეს ჩემისა რეებს ბაზრობს. არი ეხლა ეგ ყველაფრის გამკეტებელი? ჩემი პასუხია ჩორტი ზნაეტ. აი იმ გუნდზე 3-0 იმედი მქონდა რო რაღაც შეიცლებოდა და ახლა არა. არ ვამბობ რო მფრინავი იყო ის გუნდი,მარა მებრძოლი იყო. ჯერარდი იყო ისეთი ლიდერი,რომელიც ინვალიდს აიყოლიებდა საბრძოლველად. არ დამავიწყდება იგივე მანჩესტერთან 2-0 ვაგებდით და 2-2 გაუხადეთ,მერე კი წავაგეთ,მაგრამ ბრძოლა იყო. წელს იმათ ბრუსლის ილეთებს ტრაკს უშვერდნენ ეს ჩემისები და მგონია რო ტრანვის არ მიღებას ერიდებოდნენ. რაის ავტობუსი და სირობა. ვინც ბოლომდე ინდომებს ის იგებს კიდეც და თუ ვერ იგებს რაღაცას მაინც ძაბავს. თავდასხმაზე გამახსენს და იმ გუნდის შეტევამ მილანის ლეგენდარულ დაცვას 3 გოლი აყლაპეს და გაბითურეს ბრძოლისუნარიანობით. ასე რომ ამ გუნდს ის გუნდი მირჩევნია და მიზეზი ვთქვი. რაის მანე ან რაის სალაჰი როცა ჯერარდი ჯერარდობდა ალონსო იყო,გარსია კარა,ჰიიპია,დიდი ჰამანი,მინან ბაროში,ჯიბრილა უჰ კაი გუნდი იყოს

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: Papuashvili
Ynwa Scousers,
შენი კომენტარი არ ნახოს ჰალამადრიდის მოცუქულებმა თორე აქედან თავქუდმოგლეჯილები გავვარდებით :დდ

არ მეთანხმები ძმობილო? :)

STEVEN8
მომხმარებელი

chipe888,
სალაჰი ეგრე უყურებს მაგ თამაშს როგორც ჩვეუელბრივს და დიახაც ეგრე უნდა იყოს, აბა ეიფორიაში იყოს აუჰ მადრიდს ვეთამაშებით და ნახე რონალდუ და ამ ეიფორიამ შეუშალოს ხელი თავისი თამაშის წარმოჩენაში? აქ ამაზეა საუბარი და არა იმაზე რომ ბრაიტონთან თამაში გააიგივო. ნერვები უნდა მოთოკო მაქსიმალურად და ცივსისხლიანად უნდა ითამაშო.
თავდასხმის ხაზით დღევანდელი ლივერპული ჯობია მაშინდელს. საერთო ჯამში ალბათ 2005 ში უფრო ბალანსი იყო. ნუ ჯერარდის ყოლაზე არაფერს ვამბობ.

_z_l
მომხმარებელი

მეც 2005 წლის გუნდს ვადარებ დღევანდელ ლივერპულს და მთლიანობაში, ალბათ დღევანდელი ჯობია. იმ გუნდიდან სტივი და ალონსო მოგვცა და დღევანდელ რეალს მარტივად მოვუგებდით. თორემ, დუდეკი დიდი არაფერი იყო, არც განაპირა მცვლელები იყვნენ განსაკუთრებულები და თავდამსხმელი ხომ მაშინ საერთოდ არ გვყავდა

Capitan
მომხმარებელი

ჯერარდი ალონსო ჰიპია აი ეს 3 კაცი მისცა ახლა კლოპს))))

gio_chyoi
რედაქტორი

თავდასხმა დღევანდელი ჯობია რა თქმა უნდა მარა ნახევარდაცვა ის ბევრად უკეთესი იყო. ზოგადად გუნდი რო შევადაროთ ჩემი აზრით ორივე ერთი დონის იყო მიანც. მარა სანახაობრივად ეს გუნდი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს

juja
მომხმარებელი

თავდასხმის ტრიოს დამატებული ვან დეიკი დანარჩენი ძველი გუნდი ჯობდა... დუდუკის და კარიუსის შედარება ისეთი პონტია ძველი ნათქვამი როა ეს ყ ლ ე იმ ყ ლ ე ს ჯობიაო)) ორივე ერთი ხუ ია, პროსტა ფინალში იკაცა დუდეკამ თორე მანამდე და მას მერეც ერთი საშუალო დონის ცანცარა მეკარე იყო რომლის იმედიც არ უნდა გქონოდა, როდის რას ჩაატარებდა ვერ წარმოიდგენდი

LUIS SUARES 001
VIP Member

მარტო სტივის არ მოუგია ფინალი,მართალია დიდი რილი ითამაშა მაგრამ ეს მაინც გუნდური თამაშის და საომარი სულისკვეტების გამოვლინება იყო ყველა მოთამაშისგან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze