კროოსი: 11 ცხოველთან მოგვიწევს თამაში

ავტორი: akaki, 23-05-2018, 22:42, კატეგორია - სიახლეები, 1 441, 11


ტონი კროოსმა ფინალში თავისი გუნდის მეტოქეზე ისაუბრა.

"მე ვთამაშობდი კლოპის გაწვრთნილი დორტმუნდის წინააღმდეგ და ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მისი გუნდი ყოველთვის გვიქმნიდა პრობლემებს"

"ფინალში ველოდები აგრესიულ ლივერპულს, რომელიც სწრაფად გადაადგილდება დაცვიდან შეტევისკენ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ მათი შეჩერება შეგვიძლია"

"ჩვენ მოგვიწევს 11 ნამდვილი ცხოველის წინააღმდეგ თამაში. ისინი იქნებიან აგრესიულები, ეცდებიან პრესინგს 90 წუთი და იქნებიან საშინლად მოტივირებულები, თუმცა ამავდროულად ისინი არიან ჩვენი შესაძლებლობა ფინალი მოვიგოთ."

"ჩვენ გვაქვს ბურთის ფლობაში უპირატესობა, რის განეიტრალებასაც ისინი 90 წუთიანი პრესინგით ეცდებიან, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ჩვენ არ გვაქვს მათზე ნაკლები მოტივაცია. გვსურს მოვიგოთ ლიგა მესამედ. მოტივაცია რომ არ გვქონოდა პსჟ-სთან, იუვენტუსთან ან ბაიერნთან გავიჭედებოდით"
- აცხადებს გერმანელი.

ტონი კროოსმა მო სალაჰზეც გააკეთა კომენტარი.

"მისი თამაში ბევრჯერ არ მინახავს, მაგრამ მისი ციფრები ინგლისის პრემიერლიგაში ნამდვილად შთამბეჭდავია. თუმცა ჩვენ მოგვიწევს მთელი გუნდის დამარცხება და არა ერთი ფეხბურთელის" - დასძინა სამეფო კლუბის ნახევარმცველმა.

კომენტარები


STEVEN8
მომხმარებელი

იმედია 12-ნი ვიქნებით გულშემატკივარს ვგულისხმობ. სადღაც წავიკითხე რომ 2000 მდე რეალის გულშემატკივარს ეძვირა გამგზავრება და თამაშის ყურება კიევში, ხოდა ლივერპულის ქომაგი მაგაზე სალაპარაკოს რომ არ მისცემს არავის ეგ ცხადია. ენფილდის ატმოსფერო უდნა შევქმნათ კიევში და მე ამის მჯერა.
თამაშს რაც შეეხება მომენტები უნდა გამოვიყენოთ მაქსიამლურად და ეს მომენტები რომ გვექნება ბაიერნი რეალიც მოწმობს ამაზე. მინიმუმ 2 გოლს გავიტანთ მჯერა მე ამის.

lashafss
VIP Member

საინტერესო კომენტარია კროოსისგან :) ნეტა ეს ფეხბურთელი ყოლოდა ახლა ლივერპულს იდეალური იქნებოდა ყველაფერი :) მე მჯერა რომ გაჭრის ეს პრესინგი

STEVEN8
მომხმარებელი

lashafss,
რეალს არ ყავს საამაყო დაცვა ამ სეზონში ნამდვილად. მეც ამგის იმედი ამქვს მთავარია არ დაიბნენ და მანდრაჟით არ ითამაშონ.

liverpool-fan
VIP Member

მართალი ხარ რეალს წელს ძალიან ცუდი დაცვა ყავს ვინც მოინდომა ყველამ გაუტანა ბაიერნმა რა მომენტებიც შექმნა თუ გინდ ბერნაბეუზე ამდენი რო ჩვენ გვქონდეს უეჭველი მოვუგებთ

bulleye
მომხმარებელი

ზუსტად ეგეთ თამაშს ველოდები:) პრესინგზე უნდა შევჭამოთ

Capitan
მომხმარებელი

2დღეც და შეხვდები ცხოველებს და ცხოველთა მეფესაც :დდ

gio_chyoi
რედაქტორი

აუუუუ როგორ მინდა ვათრიოთ ესენი რაა რო ჩავაწყვეტინოთ ხმა ყველას

heerenveen
მომხმარებელი

რეალის დაცვა სუსტია და ეს ლიგაზე კარგად გამოჩნდა, განსაკუთრებით დაცვის ცენტრი და უნდა შეუტიოთ პირველივე წუთიდან

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ერთი ფაქტორია კიდე რო კეილორ ნავასი იმედია იკერ კასილასი არ გახდება როგორც თავი ბაიერნთან გაიგიჟა და მაღალ დონეზე ჩაატარა ეგ ერთი შეხვედრა იმედია ფინალში მსგავსი გამონათება არ ექნება მაგათ მეკარეს თორე ლივეპრულის შემტევი ტრიო რო დაბომბავს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. რეალის დაცვა სახსენებელიც კი არა მიუხედავად იმის რო გამოცდილი რამოსი დგას დაცვის ცენტრში მაგასაც გაუჭირდება ისეთ ლივერპულთან თამაში როგორიც წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოგვევლინა. ლივეპრული მართლაც ძალიან აგრესიულია შეტევაში და კარგია რომ დაცვითი სტილის გუნდს არ ვხვდებით ფინალში. მიუხედავად იმის რომ მან სიტის გაცილებით ძლიერი მცველები ყავდა მეოთხედ ფინალში მათი დარბევა არ გაუჭირდათ სქაუზერებს. ამ რეალს იმ გაფარჩაკებულმა ბაიერნმაც ტოლი არ დაუდო ბერნაბეუზე მოგებასაც კი იმსახურებდნენ. იუვენტუსმა კი ჰანდიკაპითაც კი მოუგოთ მათ. მაგრამ ამ ერთ მატჩში გუნდები სასწაულად მოტივირებულები იქნებიან და ერთი რამ რაც უნდა გააკეთოს კლოპმა ეს არის თავის სტილში ათამაშოს ფეხბურთი. იმედია ფრთხილ ტაქტიკას არ აირჩევს და პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტევს

LUIS SUARES 001
VIP Member

კროოსი მართალია მარტო სალაჰის კი არა მთელი გუნდის დამარცხება მოუწევთ

Real IsT
მომხმარებელი

როგორც პსჟ-ს შემტევმა ტრიომ დაბომბა რეალი,ისე დაბომბავს ლივერპულის ტრიო რეალს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze