„ლივერპულმა“ Standard Chartered-თან გაახანგრძლივა

ავტორი: gio_chyoi, 24-05-2018, 15:18, კატეგორია - სიახლეები, 834, 11


ბრიტანული მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო კომპანიის, სტანდარდ ჩართერდის წარწერა „ლივერპულის“ მაისურებს 2010 წლიდან ამშვენებს. მხარეებს შორის კონტრაქტი პირველად 2013 გახანგრძლივდა, ხოლო მეორედ 2015-ში.

ამ უკანასკნელი შეთანხმების თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წელს იწურებოდა, თუმცა ახლა იგი ორმხრივი შეთანხმების თანახმად 2023 წლამდე გახანგრძლივდა და პირობებიც გაუმჯობესდა.

„ლივერპულის“ კომერციული დირექტორის ბილი ჰოგანის განცხადებით, აღნიშნული კონტრაქტი კლუბს საშუალებას მისცემს სატრანსფერო ბაზარზე მსოფლიოს უდიდეს კლუბებს გაუწიოს კონკურენცია.

„ჩვენ, როგორც კლუბი, ძალიან მოხარულნი ვართ სტანდარდ ჩართერდის მიერ ჩვენთან კონტრაქტის გახანგრძლივებით.

ჩვენი ურთიერთობა ძალიან მყარია, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ სპონსორობა. თანამშრომლობის დაწყებისთანავე ვზრუნავდით ერთად მუშაობაზე, ჩვენს გულშემატკივრებსა  და კლუბზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს აგრეთვე მოიცავდა ჩვენი ამბიციეის ხორცშესხმას მოედანზე და მსოფლიოში საუკეთესოთათვის კონკურენციის გაწევას. ამ ურთიერთობის შედეგად ჩვენი ბევრი კარგი მომენტი მივიღეთ და მოუთმენლად ველი კიდევ მრავალს.“ - განუცხადა ბილი ჰოგანმა Echo-ს.

ექოს თქმით კი უკანასკნელი კონტრაქტი, რომელიც ჩვენ 2015 წელს გავაფორმეთ,  სეზონში 30 მილიონ ფუნტს მოიცავდა.

ამჟამინდელი კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, ხმები ვრცელდება, რომ ახლა კლუბი სპონსორისგან დაახლოებით 40 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც იმდენივეა, რასაც „ჩელსის“ უხდის იოკოჰამა.

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

ვა ვა კაი თანხაა

gio_chyoi
რედაქტორი

აი ასეა, კლუბი წარმატებას რო აღწევს, სპონსორებიც მეტს იხდიან მერე და ფეხბურთელებიც აქეთ გამორბიან. დელოიტის ცხრილში ყველაზე ძვირიან კლუბებშიც უკვე წინ გადავიწიეთ მგონი 3 საფეხურით. ეხლა მთავარია ლიგა მოვიგოთ და მერე პრემიერ ლიგა და მერე ნახეთ საერთოდ.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ძალიან კარგია, გუნდი ფინანსურად ძლიერდება, რაც ავტომატურად სატრანსფერო ინვესტიციების გაზრდასაც ნიშნავს. თითოეული წარმატება კლუბის ფინანსურ მხარეზე ეგრევე დადებითად აისახება... ეხლა ლიგა თუ მოვიგეთ კიდე უფრო წინ წავიწევთ და მერე ხარისხიან ტრანსფერებსაც მშვიდად დაველოდოთ...

მერსისპირელი
მომხმარებელი

ფინალის წინ, საკმაოდ კაი სიახლეა.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ეგაა ჩემპიონთა ლიგის ძალა. 70 მილიონი ჯერ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გამოიმუშავა ლივერპულმა ყველაზე მეტი ინგლისური კლუბებიდან. ეს 40 მილიონიც ზემოდან და პლიუს მაგას დამატებული პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე გასვლით გამომუშავებული ის თანხაც რასაც მატჩების ტრანსლირებიდან აიღებენ და მაგრად იხოდებიან ფინანსურად. მთავარია ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს გუნდმა და კარგი ტრანსფერებიც იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

ჩელსი მგონი ამ მაჩვენებლით მე-2 თუ მე-3 იყო როგორც მახსოვს. ყველაზე მეტს იუანიტედს უხდის შევროლე როგორც ვიცი და მერე იყო მგონი ჩელსი

reversi
VIP Member

მანჩესტერს 80 მილიონ დოლარს უხდის წლიურად შევროლე მეორეზეა ჩელსი 57 მილიონ დოლარს ნუ დოლარებში თუ იგივეს ავიღებთ ძაან კაია მეორე-მესამე ადგილზე ვიქნებით

bulleye
მომხმარებელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამ რამდენი სასიკეთო რამ გამოიწვია გუნდისთვის :))

LUIS SUARES 001
VIP Member

ვააა საკაიფო თანხაა

liverpool-fan
VIP Member

იასნად ბიჭებო როცა ასეთი დიდებული გუნდი ხარ და თან ასე ლამაზ ფეხბურთს თამაშობ წარმატებაც თავისით მოდის თორე ატლეტიკოს დედას ვტენე 2 ფინალში გავიდა და მაინც მძღნერი გუნდია

S.GER8ARD
მომხმარებელი

Carlsberg. Reebok :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze