რატომ ვგულშემატკივრობ "ლივერპულს"

ავტორი: _z_l, 25-05-2018, 18:11, კატეგორია - სიახლეები, 950, 15


რატომ ვგულშემტკივრობ ლივერპულს

„ლივერპულის“ შესახებ პირველად 1979 წელს გავიგე, როცა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა თასის საწყის ეტაპზე მაშინდელი ევროპის საუკეთესო კლუბი 2 მატჩის ჯამში დამაჯერებლად გამოაგდო. დამაჯერებლად იმიტომ, რომ თბილისში 3:0 მოვიგეთ და ასეთი ანგარიშით მაშინდელი „ლივერპული“ იშვიათად აგებდა.

მაშინ მე ფეხბურთით ვცხოვრობდი და ჩემთვის მხოლოდ „დინამო“ თბილისი და სსრკ ჩემპიონატი არსებობდა. ევროპის თასებიც იყო, რადგან „დინამო“ ევროპის თასებზე ხშირად ხვდებოდა. აქ არაფერს ვწერ 1981 წლის 13 მაისზე. ინგლისის ჩემპიონატს მაშინ არ ვუყურებდით და არც ვიცოდით ვინ როდის ხდებოდა ინგლისის, იტალიის თუ ესპანეთის ჩემპიონი. მართალია ვკითხულობდით „ლელოს“, მაგრამ მაშინ სხვა ქვეყნების ჩემპიონატებს დიდი ადგილი არ ეთმობოდა. თუმცა ვუყურებდით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს და ვიცოდით, რომ დიდი და სანახაობრივი ფეხბურთი სადღაც სხვაგან, სხვა ქვეყნებში და სხვა კონტინენტებზე იყო.

13 ან 14 წლის ვიქნებოდი, როცა „ბითლზის“ დისკი მიყიდეს და დისკის დატრიალებისთანავე მივხვდი, რომ ფეხბურთის გარდა სხვა გატაცებაც გამიჩნდა. მაშინ ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელი იყო. ინფორმაციას ვეძებდით გაზეთებში, ჟურნალებში (რომლებიც რთულად მოსაპოვებელი იყო და არ ვიცი, როგორ ვახერხებდით და როგორ ვიღებდით ინფორმაციას). მოკლედ, გავიგე რომ „ბითლზი“ იყო ლივერპულიდან და ბუნებრივია ფეხბურთი და მუსიკა მარტივად დაუკავშირდა ერთმანეთს. 1985 წლის „ეიზელის“ ამბებიც მახსოვს და მახსოვს კენი დალგლიში, გრემ სუნესი, ფილ ტომპსონზეც მსმენია. იან რაშის თამაში კი კარგად მახსოვს. როცა „Pink Floyd“-ის მოსმენა დავიწყე, ამ ყველაფერს დაემატა სიმღერა „Fearless”, სადაც სიმღერის საწყის და საბოლოო ნაწილში YNWA ისმის. განსაკუთრებულია სიმღერის დაბოლოება, გილმორის სოლოს ფონზე background-ად YNWA.

თუმცა, ფეხბურთის კარგად მცოდნე დამეთანხმება, რომ იმისთვის რომ „ლივერპულის“ გულშემატკივარი იყო, არაფერ შუაშია „ბითლზი“, ისიც არაფერ შუაშია რომ 70-იან და 80-იან წლებში გუნდი ევროპაში მეფობდა, არც ის, რომ კლუბს დიდი ისტორია გააჩნია. მთავარი ისაა, რომ სხვა ინგლისური კლუბებიდან დღევანდელი „ლივერპული“ გამორჩეულია თამაშის სტილით, ტექნიკური, შემტევი ფეხბურთით და ცვალებადი, არაპროგნოზირებადი შედეგებით. ტრადიციული ბრიტანული სათამაშო სტილისგან გასნხვავებული (ტექნიკური) ფეხბურთელები უფრო მეტად „ლივერპულში“ იყვნენ. „ლივერპული“ არასდროს თამაშობს ფრეზე, არასდროს თამაშობს დაცვით ფეხბურთს და დღევანდელ ფეხბურთში გაბატონებული „პრაგმატიზმი“ „ლივერპულისთვის“ უცხოა. ალბათ ამიტომაცაა, რომ „ლივერპული“ დიდი ხანია ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდა. მათ შეუძლიათ წააგონ „სოუნსისთან“, ქულები დაკარგონ გავარდნილ „სტოკთან“ და „ვესტ ბრომთან“, მაგრამ ამავე დროს შეუძლიათ გააცამტვერონ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „არსენალი“ ან ყველაფრის მომგები „სიტი“. სხვა რა უნდა გულშემატკივარს, თუ არა იმის განცდა და იმაზე ნერვიულობა, როცა არ იცი შენი გუნდი ვისთან როგორ ითამაშებს, მაგრამ იცი, რომ საკუთარ სათამაშო სტილს არ უღალატებს. ალბათ ეს გამოარჩევს „ლივერპულის“ გულშემატკივარს სხვა, რომელიმე მაღალ ბიუჯეტიანი კლუბის გულშემატკივრისგან. დღეს ბევრი გულშემატკივარი „ბარსელონას“ იმიტომ გულშემატკივრობს, რომ იქ თამაშობს მესი, ან „რეალს“ იმიტომ, რომ იქ თამაშობს რონალდო. ბუნებრივია, არაფერს ვერჩით მესის და რონალდოს და ვფიქრობთ, რომ უკვე წლებია ისინი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მაგრამ საკუთარი კლუბის გულშემატკივრობა შენი ცხოვრების ნაწილია და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ თამაშობს შენს კლუბში ან რა დონეზეა დღეს ის. თუ როდესმე თბილისის „დინამო“ ისევ იმ დონეს მიაღწევს, რა დონეზეც იყო 35-40 წლის წინ და თუ „ლივერპული“ თბილისში ისევ ჩამოვა, მე „დინამოს“ მაისურს ჩავიცვამ და ჩემს ბავშვობაში დაბრუნდები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ენფილდი“. არ მგონია რომ სადმე დედამიწის რომელიმე სტადიონზე, ასეთი ატმოსფერო იყოს, ასეთი საფეხბურთო ზეიმი იყოს და ამავე დროს, ასეთი თავდადებული გულშემატკივარი იყოს. „ენფლდი“ ცალკე, არასაფეხბურთო მოვლენაა და მთლიანად, ინგლისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

2005 წლის 25 მაისის სტამბულის ფინალი. ვინმე იტყის, რომ ამაზე უკეთესი ფინალი, სადმე, რომელიმე საფეხბურთო ტურნირზე უნახავს? ვინმე იტყვის, რომ რაც მაშინ ბენიტესმა გააკეთა, სხვა რომელიმე მწვრთნელს გაუკეთებია? ვინმე იტყვის რომ ფინალში რომელიმე სხვა გუნდს ასეთი თამაში მოუგია? ვინმე იტყვის, რომ რომელიმე ფეხბურთელს ერთ კონკერტულ თამაშში მსგავსი რამ გაუკეთებია, რაც ჯერარდმა გააკეთა? ამ ფინალმა გადაფარა 2001 წლის უეფას თასის ფინალი, როცა „ლივერპულმა“ სანახაობრივად საინტერესო და დრამატიზმით სავსე თამაშში „ალავესს“ 5:4 მოუგო. ჯერ კიდევ 20 წლის ჯერარდმა მაშინაც გაიბრწყინა 36 წლის გარი მაკალისტერთან ერთად.

ამასობაში მოვიდა 2018 წელი და ლივერპული ისევ იქ არის სადაც 2005 წელს იყო. ჩემი ნერვები ისევ ძველებურად დაწყვეტაზეა, რადგან ინგლისის ჩემპიონატში მე-4 ადგილი, უაზროდ დაკარგული ქულებით, მაგრამ წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, თან მადრიდის „რეალთან“, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ბოლო წლების უპირობო ლიდერია. მაგრამ მახსოვს 2005 წლის „მილანიც“, რომელიც არანაკლები სიძლიერის გუნდი იყო, ვიდრე დღევანდელი „რეალი“, უკეთესი თუ არა. მახსოვს სტამბულის სტადიონზე „ლივერპულის“ გულშემატკივრების მიერ დანთებული ცეცხლი; მახსოვს პირველი ტაიმის შემდეგ ჩემი მეგობრები რომ მირეკავდნენ და ზოგი მამშვიდებდა, ზოგი ნერვებს მიშლიდა; მახსოვს ჯერარდის ჟესტი პირველი გატანილი გოლის შემდეგ და დღეს უკვე ვხედავ ჯერარდის მიმართვას ფეხბურთელებისადმი; ვიცით რომ გვყავს იურგენ კლოპი, დღეისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი (რომელიც „ლივერპულის“ მწვრთნელობას იმიტომ დათანხმდა, რომ ეს „ლივერპულია“, რომელიც „ენფილდზე“ თამაშობს); ფაქტია რომ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო შემტევი სამეული; ფაქტია რომ ლივერპულმა უკვე ამ სეზონში მოხსნა ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რეკორდი; ვიცით რომ გვყავს სალაჰი, რომელსაც კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ვიცით, რომ „სქაუზერების“ დიდი არმია მიემართება კიევისკენ. ასე რომ, YNWA! ჩვენ ლივერპული ვართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

კარგი იქნებოდა თამაშის წინ ეს სიტყვებიც მოესმინათ ბიჭებს :))) ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან!!!

beqa_liverpool
მომხმარებელი

აუ საღოლ უმაგრესი სტატიაა. თვალწინ გამიარა ყველაფერმა. უეფას თასის ფინალის შემდეგ (ალავესთან) ყველა სიხარულის და იმედგაცრუების მონაწილე ვარ ლივერპულთან ერთად. ახლა კი დადგა დრო რომ ლივეს ფანებმაც ვიზეიმოთ ნანატრი გამარჯვება . ღირსია ეს გუნდი რომ შედიოდეს მსოფლიო გუნდების უმაღლეს იერარქიაში . აბა თქვენ იცით ,ყველაფერი დადეთ მოსაგებად.ჩვენი სახელით კი კოპიტები ხმაურს არ მოგაკლებენ სტადიონზე . YNWA

giginio
VIP Member

eeeh mec gamaxsenda saidan vqomagob liverpulss 2001 weli fa cupis finali arsenalis winAagmdeg. shavtetr televizorze nanaxi come backi .mashin 8 wlis viyavii da irgvliv sul real madridi ismoda . mere mamachema mitxra ragaceebi liverpulis shesaxebb da ase gavxdi fani

chipe888
მომხმარებელი

თხოვნა მაქვს :მოდით ყველამ ვინც კომენტარს დავწერთ ვთქვათ რატო ვგულშემატკივრობთ ლივერპულს. ამით ავტორს შრომას დაუფასებთ და გულში იმედით დროსაც მოვკლავთ ფინალამდე

რატომ ვგულშემატკივრობ ლივერპულ? იმიტომ,რომ არ არსებობს მსოფლიოში კლუბი,რომელიც ისე ახლოს არის ჩემს ხასიათთან,როგორც ლივერპული. ავტორისგან განსხვავებით,მე ვარ იმ თაობის,რომელიც სიბნელში გაიზარდა და ელ.ენერგია დიდი ფუფუნება იყო. მიუხედავად ამისა,ყოველთვის იყო საშუალება,რომ მენახა დიდი ტურნირების საფინალო თამაშები. ხან იყო "კორფუჯის" ტელევიზორი და ხან შეგროვებული ფული გენერატორი. სწორედ ასეთი შეკრების დროს ვნახე ლივერპული პირველი თამაში 2001 წელს და ისიც,რაღაც აზერბაიჯანულ არხზე,რადგან იმ დროს უეფას თასს ქართული არხები არ აჩვენებდნენ,ყოველშემთხვევაში ლაგოდეხში. როდესაც ვუყურებდი წითელ ფორმაში გამოწყობილი(ჩემზე უფროსს უბნელს რომ არ ეთქვა წითელი ფერია ლივერპულისო ვერ მივხდებოდი მაშინ,რადგან ტელევიზორი შავთეთრი იყო:)) გუნდს,რაღაც არაპროგნოზირებადი ხასიათით,მაშინვე გამჩნდა რაღაც სიმპატიები. მას მერე ყოველთვის ვცდილობდი გამეგო უფრო მეტი ამ გუნდის შესახებ და ის,რომ ამ გუნდში დაფრინავდა ოუენი. სწორედ მის გამო ვგულშემატკივრობდი ინგლისის ნაკრებს 2002 წელს მსოფლიოზე. როდესაც გავიგე,რომ ოუენი წავიდა ლივერპულიდან და ის გალაქტიკოზე გაცვალა,ხშირად ვადევნებდი თვალს რეალის თამაშს და ვერ მივიღე ვერანაირი სიამოვნება რეალის ვერცერთ თამაშში,მიუხედავად იმისა რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იქ თამაშობდა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე,რომ მე რომელიმე ფეხბურთელის თამაშმა კი არ მომხიბლა,არამედ მთლიანად გუნდმა. როდესაც ხსენებული სტამბულის ფინალი ვნახე მას შემდეგ ლივერპული და მე განუყოფელი ნაწილი გავხდით ჩემს გონებაში. ასეთი ბრძოლის ჟინი მაშინ,როცა ყველას დამთავრებული ეგონა ყველაფერი და მოპოვებული თასი არცერთი გუნდის მხრიდან არ მინახავს არც მანამდე და არც მის შემდეგ. თან ეს ყველაფერი,როგორც ვთქვი ჩემს ხასიათს ესადაგებოდა და არ არსებობს მიზეზი,რის გამოც უიმედობა დამეუფლება და ხელი არასოდეს ჩამიქნევია. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი თამაში თუ მომენტი იყო და იყო ასევე კრიზისული სიტუაციები,მაგრამ ამ რთულ მომენტში უფრო მემატებოდა ლივერპულის მიმართ სიყვარულის გრძნობა(ეს ალბათ სქაუზერთა სენია). ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა და თავისი კვალი დატოვა,როგორც კარგი ისე ცუდიც. მე მივიღე ბევრი დაცინვა,თუნდაც 2007 წელს მილანის რევანშის გამო,მილანისვე ქომაგებისგან(რომლებიც ბევრნი იყვნენ კალაძის გამო),იყო იმედ გაცრუება ვერ მოგებული ეპლის გამო და იმაზე თუ როგორ ვერ ახერხებდა ლიგაზე გასვლას,სადაც მისი ადგილი არის. მაგრამ არასოდეს შემიქცევია ზურგი 2001 წელს მიღებული სიმპატიისთვის,რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა და ეს გუნდი რამოდენიმე საათის შემდეგ ლიგის ფინალს ითამაშებს და თუ ვინმე მკითხავს,რომელი ჯობდა ყოველ წელს ლიგაზე გასვლა და 1/4ში გამოვარდნა თუ ლოდინი და ფინალის თამაში?ალბათ როგორც ყველა მეორე ვარიანტს ავირჩევდი. არ ვიცი რ მოხდება ხვალ. შეიძლება გავნადგურდეთ ისეთი ანგარიშით წავაგოთ ან მოვიგოთ კიდეც,ეს ღმერთმა იცის მარტო,მაგრამ მე რაც ვიცი ნამდვილად იმას გეტყვით,რომ ლივერპულის ქომაგობა არც ამ ფინალით დაწყებულა და არც ამ ფინალით დამთავრდება. ისევ დაველოდები შაბათ-კვირას ლივერპულის თამაშს და ისევ ვიკამათებ სქაუზერებთან სხვადასხვა თემებზე და გაისად ლიგა ისევ ენფილდზე იქნება. წარმატებები გუნდს ხვალინდელ თამაშში და როგორც ყოველთვის YNWA!

Gerrard1
მომხმარებელი

სხვათაშორის ჩემი გულშემატკივრების ისტორია ცოტა უცნაურია და სიმართლეს ვწერ 2005 წლის ჯგუფურ ეტაპს არ მიყურებია მარა ოლიმპიაკოსი ან თამაშმა ვაბშე მაგარი იყო ემოციურად და ჯერარდი მაგრად მევასებოდა შორეული გასროლები მერე გარსიას გოლიც მაგარი იყო ლიგაზედა ფინალი ვაბშე სასწაული სახლში ჩემთან ყველა მილანის ფანი იყო კალაძეს გამო და მეკაიფებოდენ რატო ხარ ლივერისკენო მარა მე ვეუბნებოდი თქვენ კალაძეს გამო ხართ და ჯერარდი მაგარია და მაგიტო მევასება ლივე თქოდა ფინალი რომ მოიგეს ვაბშე დავმარხე მილანის ფანები . ასე შევარჩიოთ კიბეს და24 წლის ვარ და 11 წლიდან კიბეს გამოვა რთული დრო გადავლახეთ და მჯერა კლოპი აგვიყვანს ძაან მააგალ დონეზე ynwa

lasha77
VIP Member

2004 წლიდან ვგულძემატკივრობ ლივერპულს . 2007 წლიდან კი აქტიური ფანი გავხდი . ჩემი კუმირი მაიკლი იყო და ასევე ჩემთვის ყველაზე საძულველი ფეხბურთელიც . რამდენი სიმწარე და სიხარული მახსოვს მას შემდეგ რაც ამ გუნდის ქომაგი ვარ . ზოგჯერ მგონია რომ რაღაც მსგავსებაცაა ჩემსა და გუნდს შორის და ალბათ მაგიტომაც ვარ შეყვარებული ლივერპულზე

LUIS SUARES 001
VIP Member

გენაცვალე გულში და სულში ამ სტატიისთვის.
სტამბულის ფინალს კარგად არ მახსოვს მაგრამ ის მუხტი და ემოცია დამამახსოვრდა რაც სახლში სუფევდა ,ერთადერთი ვისაც ჯეროდა ლივერის ბოლომდე გამარჯვების იქ მყოფთაგან ბაბუაჩემი იყო და უნდა გენახათ 60 წლის კაცი როგორ ტიროდა ბოლოს,მას მერე ლივერი ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა ,ეს არის ოჯახი სადაც თავს მყუდროდ გრძნობ სადაც იცი დაგიცავენ და გვერდში დაგიდგებიან ,ეს არის კლუბი რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები ყავს , კლუბი რომელმაც თავის სახელი ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით ჩაწერა და კლუბი რომელიც ასე ძალიან მიყვარს..არასდროს დამავიწყდება დორტმუნდითან ნათამაშები ნახევარ ფინალი დღესაც რომ ვუყურებ მბურძგლავს და სიამაყის გრძნობით ვივსები.. ynwa..

_z_l
მომხმარებელი

მადლობა ყველას!:) ხვალ ჩვენი დღე უნდა იყოს!

LUIS SUARES 001
VIP Member

ბიჭებო თქვენ საუკეთესოები ხართ

heerenveen
მომხმარებელი

ლივერპული ალავესის თამაშის მერე გავხდი ლივეს გულშემატკივარი ხოლო ფანი მას შემდეგ გავხდი როცა სტივმა ოლიმპიაკოსთან რომ გაისროლა დაჯგუფიდან გაიყვანა გუნდი ამას პლიუს ენფილდი და იქაური ატმოსფერო რაზეც მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს. წითელი ფერი ძალიან არ მიყვარდა და ეგეც ლივერპულმა შემაყვარა. მიყვარს ლივერპული იიიიი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

2003 წელი იყო, ფეხბურთის ყურება ახალი დაწყებული მქონდა, ანბანს ვსწავლობდი, ჩემი ნათესავი ინგლისში ცხოვრობდა და ლივერპულის გულშემატკივარია, საქართველოში ჩამოვიდა და საჩუქრები ჩამომიტანა მათ შორის ლივერპულის ფორმა, რომელიც რა თქმა უნდა დღემდე მაქვს... თან ყველაფერი მომიყვა ამ გუნდის შესახებ და ისეთი ემოციით და ინტერესით ყვებოდა რამდენიმე საათი გაშეშებული ვუსმენდი და ეშხში შევდიოდი, ის დღე იყო და ის, ლივერპულის ფორმა არ გამიხდია...

juja
მომხმარებელი

ციტატა: chipe888
თხოვნა მაქვს :მოდით ყველამ ვინც კომენტარს დავწერთ ვთქვათ რატო ვგულშემატკივრობთ ლივერპულს. ამით ავტორს შრომას დაუფასებთ და გულში იმედით დროსაც მოვკლავთ ფინალამდე

რატომ ვგულშემატკივრობ ლივერპულ? იმიტომ,რომ არ არსებობს მსოფლიოში კლუბი,რომელიც ისე ახლოს არის ჩემს ხასიათთან,როგორც ლივერპული. ავტორისგან განსხვავებით,მე ვარ იმ თაობის,რომელიც სიბნელში გაიზარდა და ელ.ენერგია დიდი ფუფუნება იყო. მიუხედავად ამისა,ყოველთვის იყო საშუალება,რომ მენახა დიდი ტურნირების საფინალო თამაშები. ხან იყო "კორფუჯის" ტელევიზორი და ხან შეგროვებული ფული გენერატორი. სწორედ ასეთი შეკრების დროს ვნახე ლივერპული პირველი თამაში 2001 წელს და ისიც,რაღაც აზერბაიჯანულ არხზე,რადგან იმ დროს უეფას თასს ქართული არხები არ აჩვენებდნენ,ყოველშემთხვევაში ლაგოდეხში. როდესაც ვუყურებდი წითელ ფორმაში გამოწყობილი(ჩემზე უფროსს უბნელს რომ არ ეთქვა წითელი ფერია ლივერპულისო ვერ მივხდებოდი მაშინ,რადგან ტელევიზორი შავთეთრი იყო:)) გუნდს,რაღაც არაპროგნოზირებადი ხასიათით,მაშინვე გამჩნდა რაღაც სიმპატიები. მას მერე ყოველთვის ვცდილობდი გამეგო უფრო მეტი ამ გუნდის შესახებ და ის,რომ ამ გუნდში დაფრინავდა ოუენი. სწორედ მის გამო ვგულშემატკივრობდი ინგლისის ნაკრებს 2002 წელს მსოფლიოზე. როდესაც გავიგე,რომ ოუენი წავიდა ლივერპულიდან და ის გალაქტიკოზე გაცვალა,ხშირად ვადევნებდი თვალს რეალის თამაშს და ვერ მივიღე ვერანაირი სიამოვნება რეალის ვერცერთ თამაშში,მიუხედავად იმისა რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იქ თამაშობდა. სწორედ მაშინ გავაცნობიერე,რომ მე რომელიმე ფეხბურთელის თამაშმა კი არ მომხიბლა,არამედ მთლიანად გუნდმა. როდესაც ხსენებული სტამბულის ფინალი ვნახე მას შემდეგ ლივერპული და მე განუყოფელი ნაწილი გავხდით ჩემს გონებაში. ასეთი ბრძოლის ჟინი მაშინ,როცა ყველას დამთავრებული ეგონა ყველაფერი და მოპოვებული თასი არცერთი გუნდის მხრიდან არ მინახავს არც მანამდე და არც მის შემდეგ. თან ეს ყველაფერი,როგორც ვთქვი ჩემს ხასიათს ესადაგებოდა და არ არსებობს მიზეზი,რის გამოც უიმედობა დამეუფლება და ხელი არასოდეს ჩამიქნევია. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი თამაში თუ მომენტი იყო და იყო ასევე კრიზისული სიტუაციები,მაგრამ ამ რთულ მომენტში უფრო მემატებოდა ლივერპულის მიმართ სიყვარულის გრძნობა(ეს ალბათ სქაუზერთა სენია). ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა და თავისი კვალი დატოვა,როგორც კარგი ისე ცუდიც. მე მივიღე ბევრი დაცინვა,თუნდაც 2007 წელს მილანის რევანშის გამო,მილანისვე ქომაგებისგან(რომლებიც ბევრნი იყვნენ კალაძის გამო),იყო იმედ გაცრუება ვერ მოგებული ეპლის გამო და იმაზე თუ როგორ ვერ ახერხებდა ლიგაზე გასვლას,სადაც მისი ადგილი არის. მაგრამ არასოდეს შემიქცევია ზურგი 2001 წელს მიღებული სიმპატიისთვის,რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა და ეს გუნდი რამოდენიმე საათის შემდეგ ლიგის ფინალს ითამაშებს და თუ ვინმე მკითხავს,რომელი ჯობდა ყოველ წელს ლიგაზე გასვლა და 1/4ში გამოვარდნა თუ ლოდინი და ფინალის თამაში?ალბათ როგორც ყველა მეორე ვარიანტს ავირჩევდი. არ ვიცი რ მოხდება ხვალ. შეიძლება გავნადგურდეთ ისეთი ანგარიშით წავაგოთ ან მოვიგოთ კიდეც,ეს ღმერთმა იცის მარტო,მაგრამ მე რაც ვიცი ნამდვილად იმას გეტყვით,რომ ლივერპულის ქომაგობა არც ამ ფინალით დაწყებულა და არც ამ ფინალით დამთავრდება. ისევ დაველოდები შაბათ-კვირას ლივერპულის თამაშს და ისევ ვიკამათებ სქაუზერებთან სხვადასხვა თემებზე და გაისად ლიგა ისევ ენფილდზე იქნება. წარმატებები გუნდს ხვალინდელ თამაშში და როგორც ყოველთვის YNWA!



ჩემ პორტში ყოფილხარ ბრატ, ჩემი და ლივერპულის სიყვარულის ისტორიაც თითქმის ანალოგიურად დაიწყო ოღონდ 1998 წელს

Sabsonaa
მომხმარებელი

პირველად ვწერ ამ საიტზე კომენტარს მაგრამ თითქმის ყოველდღე აქ ვარ. ხვალინდელი დღეზე ძაან ვნერვიულობ მაგრამ კლოპის და ამ გუნდის მჯერა. 2005 წელს იმ გაწუილებული თამაშის მერე შემიყვარდა ეს გუნდი. მაშინ მილანის ფანი ვიყავი ალბათ იმიტომ რომ მამაჩემმა დამაწყებინა ფეხბურთით ცხოვრება და ის მილანს გულშემატკივობდა. ამ თამაშის მერე მივხვდი რო ეს გუნდი სხვაგან იყო პირველი ტაიმის შემდეგ როცა ლივერპულმა გამოფხიზლება დაიწყო უკვე ამათკენ გადავედი ნუ ამ თამშზე ბევრი როარ ვილაპარაკო ხვალ ძაან დიდი დღეა ლივერპული მიყვარს ფეხბურთელები იცვლებიან მაგრამ ხასიათი დაბრუნდა და ეს კლოპმა გააკეთა იმიტომრომ ზუსტად იქ მოხვდა სადაც უნდა იყოს ეს კლოპის გუნდია შემტევი უკანმოუხედავი ფილოსოფიით ყველაზე სწრაფი პრესინგით და 3 ძაან შეთამაშებული უმაღლესი დონის შემტევით. ხვალ ჩვენი დღეა!!! YNWA

gio_chyoi
რედაქტორი

კანოტნამ რო თქვა საყვარელ კლუბს ვერ შეიცვლიო ეგრეა, პატარაობიდან რო მომეწონა ლივერპული იმის მერე ამათი ფანი ვარ და რატო ვარ, მაგას ვერ დავწერ, უბრალოდ ვარ რა :) ვერ ავხსნი ამას ლოგიკურად

_z_l
მომხმარებელი

Some people think football is a matter of life and death. I don't like that attitude. I can assure them it is much more serious than that.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze