კლოპი : "ლივერპული" მსოფლიო მასშტაბის ბრენდია » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპი : "ლივერპული" მსოფლიო მასშტაბის ბრენდია

ავტორი: johnson, 24-05-2018, 19:15, კატეგორია - სიახლეები, 1 620, 8


იურგენ კლოპმა "ლივერპული" 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მან მთავარი მწვრთნელის პოსტი ბრენდან როჯერსისგან გადაიბარა.

როგორც იცით, გერმანელ სპეციალისტს მანამდე შემოთავაზება არაერთი კლუბიდან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიდანაც" ჰქონდა, თუმცა კლოპი მხოლოდ "ლივერპულის" წინადადებას დათანხმდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხზე იურგენმა მორიგი კომენტარი გააკეთა :

"მიყვარს ისტორია, მე ნამდვილი რომანტიკოსი ვარ. ვიცოდი, რომ შევძლებდი ამ კლუბის დახმარებას. მე მომიყვნენ კლუბში არსებული პრობლემების შესახებ და მივხვდი, რომ სწორედ შესაფერისი მწვრთნელი ვიყავი.

"ლივერპული" მსოფლიო მასშტაბის ბრენდია. ძალიან, ძალიან დიდი კლუბი. აქ, მელვუდში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და თქვენ შეგიძლიათ ეს იგრძნოთ. დიახ, მე უნდა გავაუმჯობესო და განვავითარო კლუბი, თუმცა არ შემიძლია ყოველდღიურად ჩემს კაბინეტში ჰალსტუხით მოვიდე.

მე კვლავ ფეხბურთელივით გამოვიყურები. მიუხედავად ჩაცმულობისა, აქ პატივს ვცემენ და ამისთვის რაიმე განსაკუთრებული არ მჭირდება. მათ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. ასე რომ, პირველივე დღიდან მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი კონცენტრირებული, რადგან ეს ს ა ფ ე ხ ბ უ რ თ ო კლუბია !

მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთანაც, თუმცა ისინი სხვა საკითხებით იყვნენ შეპყრობილნი - მარკეტინგით, იმიჯით... "იყიდე ეს, იყიდე ის".. და მე ვფიქრობდი : "ეს არ არის ის თამაში, რომელიც მე მიყვარს".

დიახ, ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ის პრიორიტეტული ვერ იქნება."
- განაცხადა კლოპმა. 

კომენტარები


heerenveen
მომხმარებელი

მაგარი კაცია ჯურგენა, როცა როჯერსის წასვლა უკვე გარდაუვალი იყო მე ლიოვი ან კლოპი მინდოდა და სურვილი ამიხდა, ეხლა ლიგა მინდა და მოვიგებთ კიდეც.

James Pearce
VIP Member

ე კლოპო მოიგე რა ეს ფანალი <3 თუ წავაგებთ საშინლად დიდი *ცენზურა*ობა იქნება წარმოდგენაც არ მინდა :\ უეჭველი უნდა მოვიგოთ რა

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი კაცია კლოპო

captainfantastic
მომხმარებელი

ესეიგი მანჩესტერში ავალებდნენ გაპიარებული ტიპების მიყვანას. რომ დაუკვირდე დღესაც ასეა (ჟოზეფინა არაა წინააღმდეგი და თვითონაც კარგ ფულს იღებს)

DIMAX777
მომხმარებელი

ძაან მინდა ფინალის მოგება და იმედია ასეც მოხდება .რომც წააგოს მაინც მაგარი მწვრთნელი არია და იქნება უბრალოდ ასეთი შანსი არ მგონკა უახლოეს 2 ან 3 სეზონში გვქონდეს

LUIS SUARES 001
VIP Member

გენაცვალე კლოპო.
მაგარი მწვრთნელი გ ყავს

liverpool33
მომხმარებელი

იცის ამ კაცმა ეს საქმე ამისთვისაა დაბადებული ჰალსტუხით და პიჯაკით თუ არ დადის ვისზე ნაკლებად ფასობს ამის სიტყვა მეტად თუ არა ეგრე მიაწექი იურგენ მაგარი კაცი ხარ

lasha77
VIP Member

ისეთი პირი უჩანს ეს ფინალზეც სპორტულებით იქნება :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze