x

მზადება გრძელდება

ავტორი: NikaSvanidze, 25-05-2018, 13:52, კატეგორია - სიახლეები, 1 551, 10


 "ლივერპულს" არასრული 2 კვირა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად. როგორც იცით, კლუბმა 4 დღე ესპანეთის ქალაქ მარბელაში, კემპზე გაატარა, შემდეგ დაბრუნდა "ენფილდზე" და ვარჯიში საკუთარ კედლებში განაგრძო. ფინალი უკვე ხვალაა, "ლივერპული" უკვე კიევშია და მოუთმენლად ელის საკუთარი გულშემატკივრის გასახარებლად თასის აღმართვას.

 "მოსამზადებელი პერიოდი ძალიან, ძალიან კარგად გამოვიყენეთ, იმაზე უკეთ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია." - განაცხადა მერსისპირელთა დამრიგებელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

 "განწყობა უმაღლესია, ვარჯიშები კი ფანტასტიკური, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენ აღტაცებულნი ვართ, წინ რამდენიმე სავარჯიშო სესია დაგვრჩა, თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით. 

 "ბრაიტონთან" წაგებისს შემთხვევაში ჩვენ მეხუთე პოზიციაზე გავიდოდით, ეს მოსამზადებელი პერიოდის პირველ 3-4 დღეს სრულად გადაასხვაფერებდა. საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ, მოთამაშეები პირველივე დღიდან ბედნიერები იყვნენ, 26 მაისს თითოეულ წინადადებებში ვახსენებდით. პირველი კვირის განმავლობაში ვცდილობდით ყურადღების მოდუნებას, ფინალზე ფიქრი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ჩვენ გვქონდა 14 დღე, 14 შანსი საუკეთესო კონდიციების მისაღწევად. ლივერპულში მშვენიერი ამინდები იყო, ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა.

 "ლივერპულმა" საკუთარ ქალაქში სამშაბათს უკანასკნელად ივარჯიშა და ჯონ ლენონის სახელობის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით გაემგზავრა. მატჩამდე მერსისპირელები 2 ვარჯიშს გამართავენ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. პარასკევის საღამოს ვარჯიშს ფინალის დღეს ჩანიშნული დილის ვარჯიში მოჰყვება, შემდეგ "ლივერპულს" რამდენიმე საათი ექნება თამაშამდე დასასვენებლად.

 "ჩვენ უნიკალური თამაში გველის წინ, მაგრამ არაფერს ვცვლით. ჩვენ ფრენამდე ვივარჯიშეთ. მართალია ფინალის იგნორი შეუძლებელია, მაგრამ ვცდილობთ ხშირად არ ვისაუბროთ მასზე. ენერგიის შენახვა თამაშისთვის ჯობია. ფინალამდე ორჯერ დავიძინებთ, შემდეგ კი მთელი ძალით ვეცდებით მილიონობით ადამიანის ოცნების ახდენას.

 ბიჭებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სრულიად ახალი გამოცდილებაა. ჩემთვის უკვე მეორე ცდაა, მე ძალიან ბედნიერი და მოტივირებული ვარ, ოდნავაც არ ვნერვიულობ. დიდი შედეგის დასადებად 100%-ით მზად ვართ. 

 საბოლოო ჯამში ვაანალიზებთ, რომ ეს ფეხბურთია. აქ ყველაფერი ხდება. სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ამ საოცარ მოგზაურობაში საფინალო შტრიხების შეტანაა დარჩენილი. ვეცდებით ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დავასრულოთ."

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

მიდი კლოპოოო გატეხე ნავსი და მოიგე ფინალში, დაადუღე ის თეთრი გედები!!! ძალიან დიდ მოტივაციას ნერგავს თითოეულ ფეხბურთელში და ეგ უნდა იყოს წარმატების საწინდარი!!!

gio_chyoi
რედაქტორი

მიდი რა კლოპო მიდი რაა გაგვახარე ერთი მთელი მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ჩამშხამდება ეს რო წავაგოთ

_z_l
მომხმარებელი

სადაც აქამდე მოხვედით, ბარემ ეს ერთი თამაშიც. კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მთელს მსოფლიოს, რომ ლივერპულს ყველაფერი შეუძლია. ეს მოგება 2005 წლის მოგებასთან ერთად ევროპის საფებურთო ისტორიის ყველაზე საინტერესო ფურცელი იქნება. მიდით რა, 13 წელია ველოდებით ამ დღეს, 13 წელია დავიღალეთ ხან ვისი და ხან ვისი გამარჯვებებით და ყველაზე მეტად რეალის, რამოსის, რონალდოს და მარსელოს ზეიმი ამოვიდა ყელში ...

liverpool33
მომხმარებელი

უდიდესი მოტივატორი და ფილოსოფოსია ტიპი. ეს იურგენია ))) მჯერა ამ კაცის და არასდროს არ შემეცვლება წარმოდგენა რაც არ უნდა მოხდეს ფინალში ჯერ კიდე დორტმუნდიდან მოყოლებული ამ კაცს ვგულშემატკივრობ და იმსახურებს დიდ წარმატებას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის

RUSH
რედაქტორი

ძალიან მაგარი შემართებითაა ბებერი და მგონი ხვალ ჩვენც მოგვიყვანს გუგუნის ხასიათზე!!! IN KLOPPO WE TRUST!!! 4

ცოტნე
მომხმარებელი

ხვალ რეალს უნდა გადავუაროთ, ხვალ ერთად ვიმღეროთ YOU'LL NEVER WALK ALONE!!! 4 9

chipe888
მომხმარებელი

თამაშამდე შემართება არაფრის მთქმელია.მთავარია თამაშის დროს იბრძოლონ თითოეულ მეტრზე და დაიდება კიდეც თასი. კარგი განწყობა რომ აქვთ ეს უკვე ვნახეთ და ახლა საჭიროა თამაში მერეც კარგ ხასიათზე ვიყოთ. მერე არ დაიწყოს თავის გამართლება როგორც ჩვევია ამ კაცს. გამოცდილება არ გვეყო ან ლოვრენის ცოლი ორსულად იყო და ინერვიულაო. უნდა გავიდნენ და ითამაშონ თავისი თამაში,იბრძოლონ და მერე რომც წააგონ გულიც არავის დაწყდება,რადგან მაქსიმუმი გაიღებენ მოსაგებად. ევროპა ლიგის ფინალში არ იყო გაკეთებული მაქსიმუმი და წააგეს კიდეც. ნერვიულობა პიკს აღწევს უკვე და ველოდები მძიმე ბრძოლას და რაღა დავმალო,წაგებას არ გამოვრიცხავ,მერე რო ძალიან არ გამიტყდეს და ხელი ავიღო ყველაფერზე. რაც მთავარია ბრძოლა მინდა ვნახო ჩვენი მხრიდან და რეალის თამაში სულ მკიდია. გოლების გატანაზე უნდა იჩალიჩო თორე კარიუს ლოვრენის გადამკიდე 1 გოლი საკმარისი არ იქნება. იმედია ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წავა და 1 საათისთვის თასი გვეჭირება ხელში.

Nicholas
მომხმარებელი

RUSH,
რა ბებერი 50 წლისაა :D

lasha77
VIP Member

არც კი მინდა იმის წარმოდგენა ახლა რას გრძნობენ ჩვენი ფეხბურთელები . მე მათ ადგილზე ბერვიულობით მოვკვდებოდი მაგრამბკლოპი ისეთი ადამიანი რომ შეუძლებელია მასთან დაძაბული იყო . საუკეთესოა ჩვენი ფაშისტი

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ შენ რიმ იცი ისე უნდა მოხოდო ბიჭები და თასი მოაგებინო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze