Allez, Allez, Allez - ერთი სიმღერის ჯადოსნური ისტორია

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 26-05-2018, 06:51, კატეგორია - სიახლეები, 1 339, 7


ჯერ კიდევ თებერვალში "Allez, Allez, Allez" სკაუზერული აქცენტით შესრულებული მარტივი შეძახილი იყო "ლივერპულზე", კლუბის დიდების დღეებზე, ევროპულ თავგადასვლებზე და რა თქმა უნდა „წითლების“ უერთგულეს გულშემატკივრებზე.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე კი ეს შეძახილი სკაუზერებში და ზოგადად ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებში უკვე ცნობილ სიმღერად, „ლივერპულის“ წლევანდელი თავბრუდამხვევი ევროპული კამპანიის ჰიმნადაა ქცეული.

შეძახილი თავდაპირველად იტალიის ქვედა ლიგებში გახდა პოპულარული. მერე „სერია A-ს“ ფანებშიც გავრცელდა, იქიდან კი პორტუგალიამდე ჩააღწია, სადაც „პორტოსთან“ თამაშზე ჩასულმა სკაუზერბმა მოისმინეს, თავიანთი ვარიანტი შექმნეს და მერსისაიდში ჩაიტანეს. ცოტა ხანში კი ამ სამ ფრანგულ სიტყვას მთელი ენფილდი ერთხმად მღეროდა.

"Allez, Allez, Allez" ენფილდის საზღვრებსაც მალე გასცდა და ჯერ მოსფლიოს ყველა კოპიტის გულში იპოვა ადგილი, მერე მანჩესტერისა და რომის სტადიონებზე ქუხდა, დღეს კი კიევის ქუჩებში მოსიარულე ყველა "ლივერპულელს" პირზე აკერია.

თუმცა სიმღერის გავრცელება მარტივი არ ყოფილა. პირველ დღეებში შეძახილი სკაუზერთა მხოლოდ პატარა ჯგუფმა იცოდა. მერე უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო აყოლა. თუმცა "Allez, Allez, Allez"-ს ნამდვილ პოპულარობაში უდიდესი წვლილი ერთ ჩვეულებრივ სკაუზერს მიუძღვის, ვისაც პორტოში ნასწავლი შეძახილის სიმღერად ქცევის იდეა მოუვიდა თავში.

„ეს შეძახილი მე და ჩემმა მეგობრებმა პირველად პორტუგალიაში, „პორტოსთან“ მატჩისას ჩვენს სექტორში მოვისმინეთ. მეორე დილით ვიდეოც გავრცელდა. მაშინვე ვთქვით, რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი უნდა დაგვერაზმა ამ სიმღერის უკან. ისეთი სიმღერა იყო, რომ შეიძლება სეზონის ჰიმნად ქცეულიყო.“-იხსენებს ლივერპულელი ჯეიმი ვებსტერი გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

ვებსტერი იმასთან ერთად რომ „წითლების“ ერთგული გულშემატკივარია მუსიკოსიცაა და ადგილობრივ კლუბებში და პატარ-პატარა ფესტივალებზეც უკრავს მეგობრებთან ერთად.

ამბობს, რომ ერთ დღესაც დაჯდა, სიტყვებს გიტარაზე აკორდები მოარგო და მუსიკის პატარა კონცერტებზე დაკვრა დაიწყო. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფესტივალზე ჩაწერილი ვიდეო იქცა ნამდვილ ჰიტად და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

იქამდე თუ კოპის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა სიმღერის შესახებ, ამ ვიდეოს მერე უკვე ყველა სკაუზერის თავში ჩაიბეჭდა ეს მელოდია. და „ლივერპულის“ ფანებიც სადაც არ უნდა მოხვდნენ ერთად, მას მერე შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ეს ჯადოსნური სიტყვები დაამღერონ.

სიმღერად ქცეულ შეძახილს ძალიან მოკლე და მარტივი ტექსტი აქვს, თუმცა სწორედ ამ ჯადოსნური სეზონისთვის ზედგამოჭრილი. გვიყვება კლუბის ევროპული დიდების დღეებსა და გუნდის მებრძოლ სულზე. და კლუბის ერთგულ მხარდამჭერებზე.

აი მისამღერი სამი სიტყვა კი სეზონის მსგავსად ჯადოსნურად ამყოლია.


"We've conquered all of Europe,
ჩვენ უკვე მთელი ევროვა დავიპყარით,
"We're never gonna stop,
და არასოდეს არ გავჩერდებით,
"From Paris down to Turkey,
პარიზიდან თურქეთამდე
"We've won the fucking lot,
უამრავი რამ მოვიგეთ,
"Bob Paisley and Bill Shankly,
ბობ პეისლი და ბილ შენკლი,
"The fields of Anfield Road,
ენფილდ როუდის მინდორი,
"We are loyal supporters,
ჩვენ ამ გუნდის ერთგული ფანები ვართ,
"And we come from Liverpool,
და ჩვენი სამშობლო ლივერპულია.
"Allez, allez, allez.
Allez, allez, allez.


ცხადია მარტივი წარმოსადგენი არავისთვის იქნებოდა პაბებში შესრულებული სიმღერა თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა. არც  თავად ვებსტერისთვის. 

თუმცა 23 წლის სკაუზერის თქმით ახლა ამაზე ფიქრი უჭირს. მისი თქმით, თუ დღეს კიევში ყველაფერი კარგად წავიდა, ეს იქნება მისი ახდენილი ოცნებაც და გლოსტენბერის მუსიკალური ფესტივალის ლეგენდალური პირამიდის ფორმის სცენაც.

"ჩემთვის ეს გლოსტენბერის ტოლფასი რამეა. რთულია ამის ახსნა. ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგოთ და ჩემი სიმღერაც ძველებურად პოპულარული დარჩეს, ჩემზე ბედნიერი კაცი მეორე არ იქნება." -უთხრა ვებსტერმა კლუბის ოფიციალურ საიტს.

„ვცდილობ მუდამ კლუბის გვერდით ვიდგე. დღისით ელექტრიკოსად ვმუშაობ და რასაც ვშუოლობ ამაში ვხარჯავ. და თუ ხვალ შევძელით და... ახლა ამის გაფიქრებაზეც კი ტანში ჟრუანტელი მივლის.

„უბრალოდ ძალიან მაგარია, არც ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. თუ შევძელით და ხვალ მოვიგეთ, მერე ჩემი სიმღერა მთელი სეზონის ჰიმნად იქცა... სიტყვებით ვერ აღგიწერთ ჩემს განცდებს. მარტო იმაზე ფიქრიც კი კმარა, რომ ხვალ გავალთ და თასს მოვიგებთ. ამიტომ მოდით ჯერ ამას დავჯერდეთ.“

ვებსტერმა აქამდე მხოლოდ კონცერტებზე აჟღერებული სიმღერა ჩაწერა და „აითუნსზე“ განათავსა. სკაუზერულ აქცენტზე შესრულებული სიმღერა ბოლო დღეებში ჩარტების ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

თუმცა სკაუზერი გვპირდება, რომ სიმღერიდან შემოსულ თანხას ლივერპულში დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარება.

„სულ სხვა რამეს ვიგრძნობდი ამ ყველაფერს ჩემთვის რომ ვაკეთებდე და ფულის შოვნას ვცდილობდე. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვარ, რადგან ჩვენთვის არაფრის აღებას არ ვაპირებთ. ეს სიმღერა ხალხისაა და ფულიც ხალხს ეკუთვნის.“-ამბობს ვებსტერი.

რთულია მისი სიტყვების მერე გულგრილი დარჩე ამ ყველაფრისადმი. ასეთი ისტორიები ამტკიცებს, რომ ინგლისში და ლივერპულში ფეხბურთი უბრალო რამე არაა. ლივერპულში ფეხბურთი ადამიანების და ქალაქის ცხოვრების ნაწილია.  „ლივერპული“ კი მართლაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. ერთი იდეა, ერთი ოჯახი, ერთი მოვლენა, რომელიც ხალხს იმედს აძლევს.

ჯეიმი ვესბტერი ხვალ კიდევ ერთხელ დაუკრავს „ლივერპულის“ გულშემატკივრების წინაშე. უკვე კიევში, „შევჩენკოს პარკში“ შეკრებილი კოპიტებისთვის და გადამწყვეტი თამაშის წინ გაახენსებს, რომ

ჩვენ უკვე მთელი ევროპა დავიპყარით,
მაგრამ არასოდეს არ გავჩერდებით...

კომენტარები


STEVEN8
მომხმარებელი

უმაგრესი სიმღერაა. დღეს ლისზე ამას უეჭველი ვიმღერებთ თან არაერთხელ!!!

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი სიმღერაა თავიდან ისე ძაან არ მომწონდა მერე ბოლოს მაგრად დამევასა და ეს ძაან კაი ვერსიაა აქ რომელიც დევს, პირველი ვიდეო ოღონდ

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგარი სიმღერაა 11

lasha77
VIP Member

ტერფიდან თმის ღერამდე ტანში ძრუანტელი მივლის ამას რომ ვუსმენ . მთელი სული და გული დევს ამ ტექსტში

James Pearce
VIP Member

უუთესსლესია <3

ცოტნე
მომხმარებელი

ალე ალე ალე, COME ON LIVERPOOL!!! 3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze