x

კლოპი: სალაჰი ბოლომდე მზადაა

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 25-05-2018, 19:54, კატეგორია - სიახლეები, 892, 7


იურგენ კლოპმა დღეს კიევში პრესკონფერენცია გამართა, სადაც გერმანელს არაერთ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.

ცხადია მათ შორის ბევრი მოჰამედ სალაჰს შეეხებოდა, კაცს, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში "წითლების" ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა და დღემდე ფენომენალური 44 გოლის გატანა შეძლო "ლივერპულის" მაისურით.

წლევანდელი ფინალი მუსლიმურ წმინდა თვეს რამადანს დაემთხვა, როცა ყველა მუსლიმი ვალდებულია მზის ჩასვლამდე უარი თქვას საკვებზე. ამიტომ ყველას აინტერესებს იმარხულებს თუ არა "ეგვიპტის მეფე".

მარხვაზე დასმული კითვხვა გერმანელმა ოსტატურად აირიდა თავიდან და აღნიშნა, რომ სალაჰი ბოლომდე მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის, თუმცა როცა მისი მესისთან და რონალდოსთან შედარება სთხოვეს, დასძინა, რომ "ლივერპულის" 11 ნომერს ჯერ კიდევ ბევრი სეზონის აშორებს იმ სახელამდე, რომლითაც ეს ორი დღევანდელი ფეხბურთში სარგებლობს.

"ის ბოლომდე მზადაა. სწორედ იმ მდგომარეობაშია რა მდგომარეობაშიც ფინალს, ან ზოგადად საფეხბურთო მატჩს უნდა ხვდებოდე."-თქვა კლოპმა.

"რაც შეეხება მესის და რონალდოს, მათ იმ ყველაფერს რასაც დღემდე მიაღწიეს, იმიტომ მიაღწიეს, რომ მუდმივად ასეთ ფანტასტიკურ ფორმაში იყვნენ.

"ორივე უკვე 30-ს გასცდა და მაინც წარმოუდგენელი რაოდენობის გოლები გააქვთ. გასაგებია რომ ყველა მომდევნო მესის და რონალდოს ელის.

"მიაღწევს თუ არა მო ამ ყველაფერს, მხოლოდ მომდევნო სეზონებში ვნახავთ. უდიდესი შესაძლებლობების ფეხბურთელია და წელს ეს ყველამ ერთად ვნახეთ.

"მომდევნო წლები გამოაჩენს შეუძლია თუ არა ამ დონეზე თამაშის გაგრძელება. ეს მარტივი არ გეგონოთ. ასე რომ იყოს, უკვე ბევრი ფეხბურთელი შეძლებდა მათ დონეზე ასვლას, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.

"ეს ორი ფეხბურთელი ბოლო ათწლეულის ყველაზე სტაბილური და მაღალი დონის მოთამაშეები არიან. სწორედ ამიტომ არიან ასე გამორჩეულნი. მომ ძალიან კარგად დაიწყო ამ გზაზე სვლა, ვნახოთ მომავალი წლები რას მოგვიტანს."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მო როგორც დაიწყე ისევე დაამთავრე ეხლა ეს სეზონი, მაჟორულ ნოტაზე. იმედია გოლსაც გაიტან და მოვიგებთ კიდევაც და ოქროს ბურთსაც ჩაგახუტებენ. თU მოვიგეთ სალაჰს მისცემენ, ერთადერთი მსოფლიო ვერ უნდა მოიგოს რონალდომ ან მესიმ. ნუ რონალდო ვერ მოიგებს და მესიმ კი მინდა მოიგოს ზოგადად მარა ახლა სალაჰის ოქროს ბურთი მირჩევნია. :DD მარა სიმართლე ვთქვა ფინალი მოვიგოთ და თუ გინდა კლავანს მისცენ ეგ ოქროს ბურთი :DD

lashafss
VIP Member

სალაააა ლალალალააააააალაააააა გოლიიი გვინდა შენი გოლი ! ან -ები

bulleye
მომხმარებელი

მომოოო შენი ცაციათი გვინდა გოლი შენს სტილში :))))))))

lasha77
VIP Member

ამა თუ მესის სტილში ითამაშა რეალი განწირულია . :D :D :D მისთვის გოლის გატანა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ახლაც იგივე უნდა იყოს

LUIS SUARES 001
VIP Member

მომ როგორც დაიწყო ისე უნდა გააგრძელოს და დაგვამთავრებინოს სეზონი ტრიუმფით

heerenveen
მომხმარებელი

სამი გოლი მინდა თქვენგან ლივეს შემტევებო და მნიშვნელობა ააქვს სამივეს შენ გაიტან თუ გაინაწილებთ. სამი გოლი საკმარისი იქნება ფინალის მისაგებად, რონალდო მინდა ატირებული ვნახო

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Dges reali muxlebze davcet liverpulelebo gagvixaret gulebi midit gadaurbinet ar amoasuntqot presingi da swrafi fexburti klopp gadaxie shuaze algireli tavtlipina. Chemi prognozi 2-4 liverpuli moigebs

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze