კლოპი: ...რადგან ჩვენ ლივერპული ვართ

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 25-05-2018, 20:39, კატეგორია - სიახლეები, 1 151, 9


იურგენ კლოპმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე "რეალთან" ჩასატარებელი მატჩი მიმოიხილა და ასეთი რამ თქვა - აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ლივერპული ვართო.

ცხადია არავის ეპარება ეჭვი ესპანური გუნდის უმაღლეს კლასსა და უდიდეს გამოცდილებაში - "რეალმა" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება - და ამას იურგენ კლოპიც აცნობიერებს, მაგრამ გერმანელ მწვრთნელს სჯერა, რომ ყველაფრის მიუხედავად მის გუნდს სანუკვარი თასის დაუფლება შეუძლია.

კითხვაზე იქნებოდა, თუ არა "რეალის" გამოცდილება ხვალინდელ თამაშში გადამწყვეტი კლოპმა უპასუხა: "საიდან უნდა ვიცოდე? ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე არ ვყოფილვარ.

"ამ ეტაპზე გამოცდილება მართლაც ბევრს ნიშნავს და ვიცი, თამაშის პირველივე წამს "რეალი" ჩვენზე გაცილებით უფრო თავდაჯერებული იქნება, მაგრამ ეს პრობლემა სულაც არაა. ყველაფერი აქ ხომ არ სრულდება, პირიქით, ნამდვილი თამაში აქედან იწყება.

"ორი კვირა გვქონდა ხვალინდელი თამაშისთვის მოსამზადებლად და ცხადია "რეალის" არაერთი თამაში გვაქვს ნანახი. უყურებ ამ გუნდს ფიქრობ: "რა მაგრები არიან", მაგრამ მაგრები არიან სხვებთან, ჩვენთან კი ჯერ არ უთამაშიათ. ესეც ხომ სიმართელა.

"ჩვენ ლივერპული ვართ. ერთი რიგითი გუნდი კი არა რომელიც, უბრალოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს. არა, ამ კლუბს ეს ყველაფერი სისხლში აქვს, ამ კლუბმა იცის როგორ იბრძოლოს და მიაღწიოს ყველაზე მიუწვდომელსაც კი.

"არავინ ელოდა რომ დღეს აქ ვიქნებოდით. მაგრამ აქ ვართ. იმიტომ რომ, ჩვენ ლივერპული ვართ.

"იმიტომ რომ ვითამაშეთ ის თამაშები, რომლებიც ვითამაშეთ - გასაოცარი თამაშები; იმიტომ რომ გავიტანეთ ყველა სხვა გუნდზე მეტი გოლი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ აქ ვართ, მაგრამ აქ ვართ.

"ვიცი, გამოცდილება დიდ უპირატესობას ნიშნავს, მაგრამ ყოველთვის მთავარი არაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მარტივად თამაშის საშუალება არ მივცეთ. ზუსტად ის უნდა ვაგრძნობინოთ, რასაც ახლა ჩვენ ვგრძნობთ.

"ვიცი გაგვიჭირდება მათ დონეზე ბრძოლა, მაგრამ მთელი იდეაც ისაა, რომ ეცადო და შენზე ძლიერი შენ დონემდე დაიყვანო, შენ დონეზე ებრძოლო, სადაც მისი დამარცხების შანსი უკვე გაქვს.

"სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად გაცილებით რთული იქნება. მაგრამ ცდად ღირს."



46 გოლით "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ბომბარდირია. კითხვაზე თუ რა იყო "წითლების" ის მთავარი ძალა მიმდინარე სეზონში, რამაც გუნდი აქამდე მოიყვანა იურგენ კლოპმა უპასუხა:

"შემართება, ნამდვილად შემართება. ის შემართება, რაც სეზონის განმავლობაში თითოეულ ჩვენგანში გაჩნდა.

"ცხრა თვის წინ, სეზონის დასაწყისში უკვე კარგი გუნდი გვყავდა. ბიჭები მზად იყვნენ სერიოზულ დონეზე საბრძოლველად.

"და შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანი ფინალამდე მოსვლაზეც ოცნებობდა და სჯეროდა კიდეც ამის. მაგრამ ის რაც შევძელით, მხოლოდ ჩვენივე განსაკუთრებულმა თამაშმა შეგვაძლებინა. ასეთი თამაში მატჩიდან მატჩამდე მოგების სულ უფრო მეტ სურვილს აჩენს.

"სწორედ ამ ყველაფერმა შეგვიქმნა ის შემართება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი მებრძოლი სული და შემართებაა."

კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

"რეალის" არაერთი თამაში გვაქვს ნანახი. უყურებ ამ გუნდს ფიქრობ: "რა მაგრები არიან", მაგრამ მაგრები არიან სხვებთან, ჩვენთან კი ჯერ არ უთამაშიათ. ესეც ხომ სიმართელა." - მაგარია ეს კაცი რა :)

irakli.g
მომხმარებელი

ამ საიტზე პირველი კომენტარი როცა დავწერე სწორედ ეს ფინალი ვისურვე და სწორედ ლივერპული ვისურვე ჩემი საყვარელი გუნდის მეტოქედ ფინალურ მატჩში... ძალიან მიხარია, რომ აი მატჩი შედგება და იმედია ფეხბურთით ვისიამოვნებთ ამ ორი დიდი ევროპული გრანდის შერკინებით ...

chipe888
მომხმარებელი

irakli.g,
ირაკლი ერთი კითხვა მაქვს და თუ ნახე ჩემი კომენტარი მიპასუხე. შენ ის ცნობილი ლივერპულის ფანი ირაკლი გულიაშვილი ხარ?

lasha77
VIP Member

რეალს ფიბალში არასოდეს ჰყოლია ლივერპულისსგავსი შედეგიანი გუნდი . ძალიან კარგია რომ ისინი საშიშ მეტოქედ არ გვხედავენ . ითამაშებენ თავდაჯერებულად. ალბათ ბურთის დაჭერას ეცდებიან . ჩვენ კი ისე ვითამაშებთ როგორც სიტისთან მაქსიმალურად ამოვუკეთავთ ზონებს და ყოველ ჩაგდებულ ბურთზე წინ გაიქცევა მთელი გუნდი

LUIS SUARES 001
VIP Member

ხვალ ნანატრ თასს ავწევთ ,არ მაინტერესებს რეალმა რა გააკეთა ბოლო 3 წელი

Capitan
მომხმარებელი

ჩვენ ლივერპული ვართ !!!

irakli.g
მომხმარებელი

chipe888,
არა ჩემო კარგო არ ვარ ირაკლი გულიაშვილი და არც ლივერპულის ქომაგი გახლავართ თუმცაღა დიდი პატივისცემა გამაჩნია ამ გუნდის მიმართ ...

chipe888
მომხმარებელი

irakli.g,
გასაგებია,მადლობა ძმაო

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Dges liverpuli gaimarjvebs 2-4

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze