x

ვეინალდუმი ლიგის ფინალში ჰოლანდიელების ტრადიციას გააგრძელებს

ავტორი: akaki, 26-05-2018, 08:53, კატეგორია - სიახლეები, 834, 6


ლივერპულის ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ფინალურ მატჩზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გააგრძელებს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელების შთამბეჭდავ ტრადიციებს ამ ტურნირზე.

"ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მატჩი და იმედი მაქვს გავაგრძელებ ჰოლანდიის ტრადიციას მოვიგო ევროპული თასი, როგორც ჰოლანდიელმა." - აცხადებს 27 წლის ნახევარმცველი, რომელმაც 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში საკვანძო გოლი გაიტანა.

იოჰან კრუიფის საოცარი ფინალური გოლების შემდეგ, ვან ბასტენმა, გულიტმა და რაიკაარდმა თავიანთი გოლებით უდიდესი წვლილი შეიტანეს მილანის ფინალებში 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ასევე რონალდ კუმანმა გაიტანა 1992 წელს ბარსელონას ოცნების გუნდში, ამას დავუმატოთ17 წლის პატრიკ კლიუვერტი 1995 წლის გამარჯვების ავტორი თავისი გოლით და არიენ რობენი, რომნელმაც 2013 წელს უემბლიზე გაიტანა. ფაქტია, ჰოლანდიელებს ფინალში გამარჯვების გოლის გატანა ძალიან უყვართ.

"დიახ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მოვიგო თასი ლივერპულისთვის. ჩვენ ვართ დიდი კლუბი დიდი გულშემატკივრებით, რომლებიც მსგავს მომენტს ველოდით და ისიც დადგა"

ჰოლანდიელმა კლუბის ისტორიაზეც ისაუბრა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ლივერპულს ზურგს უმაგრებს.

"ძალიან მაგარია ფინალში გასვლა, მაგრამ აქ არიან ლეგენდარული ფეხბურთელები, რომელთათვისაც ფინალში ერთხელ გასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად კენი დალგლიშისთვის, რომელსაც ეს კიდევ სამჯერ აქვს გაკეთებული"

ჯინი ვეინალდუმმა მის ფინალურ მეტოქეზე და რონალდოს ეფექტზეც გააკეთა კომენტარი.

"რონალდო არის შესანიშნავი ფეხბურთელი. მაშინაც კი როდესაც ცუდ ფორმაშია, ის საჯარიმოსთან ყოველთვის სახიფათოა, ესკი ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს თავდაჯერებულობას მატებს"

"დიახ, რონალდო ძალიან სახიფათოა, მაგრამ რეალს ჰყავს სხვა ტოპ-ფეხბურთელები, რომელთაგან არანაკლებ ხიფათს უნდა ველოდოთ. მათ ყველა პოზიციაზე ჰყავთ ტოპ ფეხბურთელები და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ". რეალი უკანა ხაზებიდანაც ძალიან ძლიერია შეტევაში. მარსელო, სერხიო რამოსი, ტონი კროოსი. მათ ყოველთვის შეუძლიათ მატჩის ბედი გადაწყვიტონ"


საუბრის ბოლოს ვეინალდუმმა ლივერპულის შანსებზე და გუნდის თავდაჯერებულობის ხარისხზეც ისაუბრა.

"ყველაფერი არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემტევ ტრიოზე, ნახევარმცველებზე ან მცველებზე. ჩვენ ყველამ ეს უნდა გავაკეთოთ, როგორც გუნდმა, ვაჩვენოთ უნაკლო თამაში და მოვიგოთ თამაში."

"ჩვენ ვეთამაშებით გუნდს დიდი თავდაჯერებით, რადგან მათ ზედიზედ ორჯერ მოიგეს ეს ტურნირი და კარგად იციან როგორ უნდა წარმართონ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი."

"ეს იქნება რთული და დიდი გამოწვევა, მაგრამ იმ გზით რითაც მოვედით ფინალამდე, იმ შედეგიტ, რომელიც გვქონდა და იმ გზით, რომლითაც ვთამაშობდით, ჩვენც არანაკლები თავდაჯერება გვეძლევა."
- აცხადებს ვეინალდუმი.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმის თამაშმა დიდი წვლილი შეიტანა ლივერპულსი ფინალში გასვლაში და სავარაუდოდ ის დღევანდელ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.


კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

ძაან მევასება ჯინი, მართალია პროგრესი ვერ ნახა და ერთი ჩვეულებრივი ცენტრია მარა აი როცა ბურთით არის უდიდეს სიამოვნებას მანიჭება მიდი ჯინ შეჭამეთ ცენტრი

gio_chyoi
რედაქტორი

ამანაც იცის ხოლემ აჭრა ცოტა და იმედია დღეს ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ეს ლოვრენი კარიუსი და არნოლდი არიან სახიფათოები, ამათმა უნდა ითამაშონ მაგრად

LUIS SUARES 001
VIP Member

ჯინიმ დღეს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ფინალი მოვიგოთ..კლოპის ხელში უფრო განვითარდება მჯერა

lasha77
VIP Member

ისე თუ ითამაშა როგორც რომასთან პირველ დაპირისპირებაში მაშინ ეს და მილნერი მთელ ცენტს აიღებენ.

James Pearce
VIP Member

ამას თუ წაუვიდა დღეს ძალიან მაგარი იქნება ძალიან მაღალ დონეზე თამაშიბს თუ წაუვიდა <3 თან ძალიან ლამაზად დღეს ყველამ ძალიან მაგრად უნდა ითამაშოს

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Midi jini dges burti unda miiwepo fexze centri shechame midi dzma

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze