ლოურენსონი: "ლორისი საკმარისად კარგი არ არის..."

ავტორი: მერსისპირელი, 27-05-2018, 21:06, კატეგორია - სიახლეები, 1 515, 11


ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა. "სამეფო კლუბმა" ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. ფინალში ზიდანის შეგირდებმა "ლივერპული" 3:1 დაამარცხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში 2 მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მერსისაიდელთა მეკარემ, ლორის კარიუსმა. გერმანელმა კიპერმა მოგვიანებით გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს მოუბოდიშა კიდეც, თუმცა ცხადია ეს მის დაშვებულ შეცდომებს ვერ გამოასწრეობდა.

ყოფილი ფეხბურთელი და BBC Sport-ის ექსპერტი, მარკ ლოურენსონის აზრით კარიუსმა საკუთარი კარიერა გაანადგურა იმ საბედისწერო შეცდომებით, რომლითაც "ლივერპულს" წაგებაში, ხოლო სამეფო კლუბს ტიტულის ზედიზედ მესამედ მოგებაში დაეხმარა :

"ძალიან ვწუხვარ ლორის კარიუსის გამო, იმიტომ რომ ის განადგურებული იქნება იმ კოშმარის შემდეგ, რომელიც მას კიევში "დაესიზმრა" - მაგრამ მე მომავალს ვერ ვხედავ, თუ როგორ აღიდგენს ის სახელს, არ ვიცი რა დაეხმარება მას ამაში. კლოპიც რომ დაეყრდნოს მას ბოლომდე ამის შემდეგ, საზოგადოდ და პირადად, მან უნდა იცოდეს რომ ის საკმარისად კარგი არაა "ლივერპულისთვის", მერსისაიდული ოცნებებისთვის ის საკმარისი არ არის.

აუცილებლად საჭიროა მაღალი კლასის მეკარე იმისთვის, რომ რამე მოიგო. კარიუსი ის არ არის, ვინც "ლივერპულს" ამაში დაეხმარება. შეიძლება ლივერპულმა მისცეს მას კიდევ ერთი შანსი? შეუძლიათ მათ ისევ ენდონ გერმანელს და პირველობა შეუნარჩუნონ გუნდში? - ჩემი აზრით, არა!" - განაცხადა მარკმა.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ვეთანხმები მე 24 წლის ასაკში რომ კიდევ ასეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებ მეკარე, არაა ესე იგი ადგილი ლივერპულში. შეცდომა ბევრ ლეგენდარულ კიპერს დაუშვია მაგრამ მიჭირს ვთქვა როოდის უფრო საშინლად შეცდა პირველი თუ მესამე გოლის დროს..

არც იმ აზრებს ვეთანხმები თითქოს ეს გაკვეთილი იქნება და თითქოს ლივერპულმა გასაჭირში არ უნდა მიატოვოს ფეხბურთელი... გუშინ რომ არ დაეშვა შეცდომები ისედაც ვთვლიდი რო უფრო ძლიერი მეკარე გვჭრდებოდა და ახლა მით უმეტეს..

მინიოლეს მეტი კი არაფერი დაუშავებია სკამზე რო ლპება ნახევარი წელია(ამის ნახევარიც კი რეალურად)

juja
მომხმარებელი

მართალია უნდა მოაშორონ, ყელშია უკვე ამოსული ამის სი რობები, შეიძლება ნიჭიერი არის მაგრამ ფსიქოლოგიურად ტიპიური ქალაჩუნა ლუზერია თან ისეთი შოკი მიიღო გუშინ არამგონია ადვილად გამოვიდეს... კლოპმა უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები მორჩა სიყვარულობანას თამაში და თავზე ხელის გადასმები. კარიუსის თამადობით "ბალასტი"უნდა მოშორდეს გუნდს!!!

liverpool-fan
VIP Member

აი პროსტა მეკარეობას რომ იწყებენ მაშინ ასწავლიან რომ შორიდან ძლიერი დარტყმულის დაჭერა არც უნდა ცადო ეგრევე მუშტები ან თუ დაბლა მოდის მაშინ შეილება ტანი დაუყენო დაზღვევის პონტში კოლაროვის დარტყმული ამისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო იგივე არ უნდა ექნა ნუ სავარაუდოთ მაინც წავაგებდით 2-1 იქნებოდა თუ 3-1 რა აზრი აქვს მარა ამ ორი შეცდომით თავის თავი გაინადგურა ადამიანურად ყველას შეგვეცოდება მესმის მარა შემდეგ ფინალში 2 პენალი აიღოს 10 სეივი გააკეთოს და 93 წუთზე კუთხურიდან ანგარიში გაათანაბროს ამ შეცდომას ვერასდროს გამოისყიდის

chipe888
მომხმარებელი

კარიუსი არის ის რაც არის და როგორც ყ... სალამური არ გამოვა,ისე მაგისგან მეკარე. ესეც თქვენი მოხოდილი კარიუსი და კლოპის გენიალობა. მე როგორც ლივერპულის გულშემატკივარს მგონია,რომ კარიუსი უნდა გაუშვან და თუ ეს არ მოხდა კლოპი უნდა წავიდეს უპირობოდ. ისედაც რისკია წაგებული მენტალიტეტის მწვრთნელი გუნდში და მით უმეტეს ვირობას რო არ იშლის კიდე. ამ თამაშის მერეც თუ არაფერი შეიცვალა მეკარის პოზიციაზე,ტიტულები დავივიწყოთ. მალე სიტიც გადაგვისწრებს კარიუსის საფეხბურთო სიბერემდე და მერე ჩავალთ ლიგა 1ში. კლოპი მილიონებით შვილიშვილებს კანფეტს უყიდის და სულ ყ ლ ე ზე ეკიდება ლივერპულის ბედი და იღბალი. ვინც სულ რჩებიან არიან გულშემატკივრები და მათ თავზე არავინ უნდა გადაახტეს,რადგან ლივერპული ფულის მანქანა არ არის მათვის.

babaka
მომხმარებელი

ვეთანხმები და იმასაც ვიტყვი რო თავიდან რო მოიყვანა კლოპმა კარიუსი ხო ჩააყენა და ისეთი შეცდომები ჰქონდა რო ისევ მინოლე დააყენა. მერე ისევ ჩაანაცვლა და კი იყო სტაბილური ასე თუ ისე, კაი ბურთებიც აიღო როგორ დავუკარგოთ, მაგრამ ისევ გაიმეორა ის ბავშვური შეცდომები, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ძაან დიდი ზეწოლა და წყნეხი იყო მარა პროფესიონალი ფეხბურტელი რო ხარ მასეთI შეცდომები არ უნდა დაუშვა. ძაან შემეცოდა მაგრამ ახალი და კარგი მეკარე გვჭირდება აუცილებლად

bulleye
მომხმარებელი

კარიუსი სკამზე ან ტრანსფერზეე :)))

Logan
მომხმარებელი

ციტატა: bulleye
კარიუსი სკამზე ან ტრანსფერზეე :)))

vin iyidis?

LUIS SUARES 001
VIP Member

კარიუსს მინიოლე მირჩევნია უფრო გამოცდილია და ესეთ შეცდომას მაინც არ დაუშვებდა.

giginio
VIP Member

mo*ცენზურა*d problemad rcheba klopi . rato unda idges karshi kariusii ? jer es erti ro minole nagdad jobiaaa meore is rp uordi araa mesame mekareobis girsi. benitesma ro tqva chemi liverpuli susti iyo zato iq kacebi tamashobdnen da ara qalachunebi aba warmoidginet salahis momentsi ro gundshi belami yopiliyo an karageri ageri ramosi albat shishisgan chaifsavda mara aq xma aravin amoigo gunds kapitani ar yavs marto yviteli samklauri araa kapitnoba da is niangis cremlebi tavisi vercxlis medlebit ukan gaorchos klopma. imedia vcdebi mara dzaan didi dartymaaq fsiqologiri gunds da imedia shemdeg sezonze ar aisaxeba

Capitan
მომხმარებელი

კარიუსი არ უნდა იდგეს შემდეგ სეზონში კარში დონარუმა მოიყვანონ ან ალისონი

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
მაგაში ნამდვილად გეთანხმები. ეხლა რო ვიხსენებ ჰენდერსონი საერთოდ არ ჩანდა მოედნაზე არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც კაპიტანი. საერთოდ ხმა არ ამოუღია, ეგეც კარგად დაიბნა ეტყობა. მეტი *ცენზურა*ებიანი ტიპია საჭირო გუნდში რა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze