x

პროფილში: ფაბინიოს მოგზაურობა "ლივერპულში"

ავტორი: RUSH, 29-05-2018, 01:33, კატეგორია - სიახლეები, 2 174, 15


მას შემდეგ, რაც "მონაკოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ფაბინიო "ლივერპულის" პირველ საზაფხულო ტრანსფერად მოგვევლინა.

სრული სახელი ფაბიო ენრიკე ტავარესი, ბრაზილიელი, რომელსაც ასევე შეუძლია დაცვაში თამაში, "ენფილდს" მდიდარი გამოცდილებით ეწვევა, იმდენად რამდენადაც მოგებული აქვს საფრანგეთის ლიგა 1 და პერმანენტული წევრი იყო ჩემპიონთა ლიგისა.

მაღალი, ათლეტური აღნაგობის მქონე ცენტრალური ნახევარმცველი; 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც დინამიურობა არ დაეწუნება, ასევე პასუხისმგებელია გადაწყვეტილებები დროულად მიიღოს, დაეხმაროს რა თანაგუნდელებს ოპონენტის შეტევების მოგერიებაში; მას აგრეთვე გააჩნია უნარი უკვე შეტევითი პოტენციალი გამოავლინოს, ფაბინიო ძალიან შემოქმედია კონტრშეტევების კონტრიბუციის დროსაც - 26 გოლი უკანასკნელ 3 სეზონში.

ფაბინიო 1993 წლის, 23 ოქტომბერს ქ. კამპინაში დაიბადა, ახლოს ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთთან, საფეხბურთო კარიერა კი "ს.ფ. პაულინაში" დაიწყო, მანამ სანამ "ფლუმინენსეს" შეუერთდებოდა.

მაგრამ, როგორც ბევრი მისი თანამემამულე, მალევე აღმოჩნდა ევროპაში. 2012 წელს მისი პირველი მსურველი პორტუგალიური "რიო ავე" გახლდათ, თუმცა იყო ისეთი სიტუაციაც, როცა მისი კარიერა "ლოს ბლანკოსთან" გადაიკვეთა, კარიერის გარკვეული ნაწილი "რეალ მადრიდში" გაატარა.

განათხოვრებულმა "რეალ მადრიდ B"-ში, 30 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო დებიუტი "მალაგასთან" (ლა ლიგა) შედეგიანი გადაცემით აღნიშნა.

მისი მომავალი დანიშნულება საფრანგეთი, კერძოდ ქალაქი მონაკო გახლდათ. იქაურობას მან გრძელვადიანი, ორწლიანი იჯარით მიაშურა, სადაც პროფესიულ დონეზე განვითარდა და ამავდროულად დიადი გამოცდილებაც მოიხვეჭა.

2 ნომერი მალევე იქცა "მონეგასკების" სულისჩამდგმელ აქტორად, ჩაატარა რა პირველ სამ სეზონში 131 შეხვედრა. 2016-2017 წლების სეზონში კი იმდენი მოახერხა, რომ "პსჟ"-ს დომინაციაც დაასრულა - 35 გამართულ მატჩში თავის გამოჩენა რვაჯერ შეძლო, ხოლო უშუალოდ მისმა კლუბმა 100 გოლიან ბარიერს გადააჭარბა.

შემდეგ დღის წესრიგში უკვე ჩემპიონთა ლიგური "ჩელენჯი" დადგა, "მონაკომ" ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები "დორტმუნდთან", "მან. სიტისთან"; მხოლოდ და მხოლოდ "იუვენტუსის" წინააღმდეგობა ნახევარ-ფინალში ვეღარ დასძლია. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ფაბინიომ, ორის გარდა, ყველა შეხვედრა ჩაატარა.

და ბოლოს, ბრაზილიელი, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაშიც მოხვედრილა, იურგენ კლოპის ხელში შეეცდება საბოლოოდ იქცეს "სელესასოს" განუყრელ ელემენტად.

 

კომენტარები


James Pearce
VIP Member

კაი ჩაია

liverpool777
მომხმარებელი

საღოლ ზაან მაგარი ტრანსფერი. 11

juja
მომხმარებელი

ზუსტად კლოპის სტილია ჭკვიანი, ტექნიკური, მოედნის კარგი ხედვით, ერთი შეხებით სწრაფი პასის მაღალი კულტურით (ჰენდერსონივით უკან არ აკეთებს პასებს პირიქით სულ წინ მიდის) მოკლედ მაგარი შენაძენია. კლოპი კიდე ასწევს სხვა ლეველზე, რამდენი გადავიხადეთ ხო არ იცით??

chipe888
მომხმარებელი

ასე მალე ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ტრანსფერის,თან რა ტრანსფერი გავაძრეთ. ამ პოზიციაზე სამი ფეხბურთელიდან 1 მაინც მოიყვანოსთქო(სავიჩი,ნზონზი და ფაბინიო) და აჰა გაისად ლივერპულის კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ძალიან კარგი ტრანსფერი უნდა გამოვიდეს,მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს წინ გავასწრებთ. ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მთავარია ალღო მალე აუღოს პრემიერ ლიგას და გუნდს შეეწყოს. პრე სეზონამდე ყველა ტრანსფერს განვახორციელებთ,რაც დაგეგმილი აქვთ და მერე შეიძლება კიდე დაიმატონ ვინმე ან არავის. 1 მოვიდა და ეხლა დარჩა 3 კაცი მოსაყვანი. ალისონი თუ მოვიდა ხო მაგარი იქნება,მარა მეკარე მოვა,მცველს ველოდებოდი და ალბათ აღარ მოვა,ფეკირი და ვინმე ცოტა ასაკში მყოფი თავდასხმელი,რომელიც ჩაჯდება კლოპის სქემაში და ზამენაზე დაჯდება.

lasha77
VIP Member

ფიზიკურად ძაან ძლიერი ჩანს რაც გამოადგება ეპლში :დ

LUIS SUARES 001
VIP Member

როგორც იქნა ცენტრში ლაგდება ყველაფერი,მეკარეც დავამატოთ და ეგ იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ეხლა მაგარი მეკარე, კოუტინიოს შემცვლელი, 1 ვინგერი და 1 ცენტრალური მცველიც კარგი იქნებოდა და შეიკვრება საბოლოოდ გუნდი რა

fromanfield
მომხმარებელი

ვაიმეეე არ მჯერააა ეხლა ვნახე ვიდეო და გადაობა მეგონა,იმენა იდეალური ტრანსფერია ზედგამოჭრილი ჩვენთვის

kowalski
მომხმარებელი

ციტატა: juja
ზუსტად კლოპის სტილია ჭკვიანი, ტექნიკური, მოედნის კარგი ხედვით, ერთი შეხებით სწრაფი პასის მაღალი კულტურით (ჰენდერსონივით უკან არ აკეთებს პასებს პირიქით სულ წინ მიდის) მოკლედ მაგარი შენაძენია. კლოპი კიდე ასწევს სხვა ლეველზე, რამდენი გადავიხადეთ ხო არ იცით??

მგონი 43

STEVEN8
მომხმარებელი

43 გადაიხადეს და 3 ნომერს მოირგებს. მშვენიერია

Capitan
ტოპ კომენტატორი

ემრე ნახუი გუნდიდან))))))))

achi_777
მომხმარებელი

ძალიან კარგიი ტრანსფერიააა ფეირის ველოდებიი <3

lashafss
VIP Member

რა სწრაფია არადა არ ეტყობა :D რამსიგრძე ფეხები აქვს :X რამხელა პლიუსია ფაბინიო გუნდში მალე მიხვდებით :X და მის გვერდზე კეიტა

coco
მომხმარებელი

ფაბინიო მგელო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze