x

ექსკლუზივი: ფაბინიოს პირველი ინტერვიუ

ავტორი: RUSH, 29-05-2018, 13:39, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 2 192, 14


ფაბინიომ "ლივერპულს" "გიგანტური" კლუბი უწოდა, მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ის ტიტულის მფლობელმა "მონაკოს" დატოვება გადაწყვიტა (1 ივლისი).

ბრაზილიელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით; ორშაბათს, მელვუდში, მან საზაფხულო ტრანსფერის ყველა გარეშე ფორმალობები დაასრულა.

მოგვიანებით, ფეხბურთელს ოფიციალურ საიტთან გასაუბრება მოუწია, მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თუ რატომ აირჩია მაინცდამაინც მერსისაიდი; ტანმაღალმა მოთამაშემ უკვე აჩვენა თუ რამდენად მრავალმხრივია მისი სათამაშო არსენალი, ხოლო ახლა ყველაფერი უკვე უშუალოდ პრემიერ-ლიგასთან ადაპტირებაზეღაა დამოკიდებული.

გთავაზობთ მის ინტერვიუს:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ლივერპულში", როგორი შეგრძნებაა აქ გადმოსვლა?

გმადლობთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ აქ გადმოსვლით. ეს ისაა რაც ყოველთვის მსურდა, "გიგანტური" კალიბრის გუნდში ვარ. კლუბის ინფრასტრუქტურა დიდებულად გამოიყურება. მე წინ, მომავლისკენ ვიხედები, ველოდები ზუსტად იმ დღეს, როცა მოედანზე გასვლას შევძლებ და მერე ვნახოთ გულშემატკივრებს როგორი რეაქცია ექნებათ ჩემს ჩამოსვლაზე.

გასულ კვირას თქვენ ისაუბრეთ და ეს ყველაფერი ასე უცებ როგორ მოხდა. თქვენ ხომ სეზონი სულ რაღაც გასულ უიქენდზე დაასრულეთ...

ვიცოდი, რომ ეს ტრანსფერი ძალიან სწრაფად განხორციელდებოდა. ასევე დიდ იმედს ვიტოვებდი, რომ ყველაფერი ოპერატიულად წარიმართებოდა, ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან დიდი დრო მექნება ადაპტაციისთვის. მოხარული ვარ, რომ "ლივერპულთან" ხელი მოვაწერე, ველოდები და ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად წარიმართება. მინდოდა "ლივერპულში" გამომგზავრება, იმიტომ, რომ უბრალოდ მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მსურდა გამეგო როგორ მუშაობს უშუალოდ საფეხბურთო კლუბი და ინტერვიუების დროს რა დამევალებოდა მე; ასე, რომ აღნიშნულის მერე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.

თქვენ 24 წლის ბრძანდებით და 5 სეზონი გაატარეთ "მონაკოში". იყო თუ არა დროული, კლუბის გამოცვლა?

დიახ, მე მჯერა ასე. როდესაც "მონაკოში" ჩავედი, სრულიად უცნობი ფეხბურთელი ვიყავი, ამ ხუთმა წელმა კი როგორც ფეხბურთელს, უამრავი რამ მასწავლა. მუშაობა, რომელიც იქ გავწიე, ძალიან მაგარი იყო. მინდა მადლობა ვუთხრა მენეჯერებსა და მწვრთნელებს, იმის გამო, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს, ასევე გულშემატკივრებსა და გუნდის მფლობელებს. მათ, "მონაკოსთან" ერთად, უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, საფრანგეთის მეორე დივიზიონიდან, იმდენი მოხერხდა, რომ კლუბმა ჯერ ლიგა 1 მოიგო, ხოლო შემდგომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალი ითამაშა. როდესაც იქ მივედი, ყველაფერი პროცესში იყო და ბუნებრივია ყველას უაღრესად ბევრი სამუშაო გვქონდა. ყველაფრისთვის ვემადლიერები მათ, პირველ რიგში ნდობისთვის. ჩავედი, როგორც უცნობი მოთამაშე და ახლა კი ვტოვებ გუნდს, როგორც ფაბინიო - ადამიანი, რომელმაც საკუთარი ისტორია დაწერა ამ კლუბში.

როგორ აგვიღწერდი საკუთარ თამაშს?

მჯერა, რომ ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის ორგანიზება საკუთარი გუნდისთვის. ვთამაშობ ინტენსიურ ფეხბურთს და შემიძლია მეტოქე გუნდის ფეხბურთელების კარგად აყვანა. სამწუხაროდ, ხანდახან ამის გამო ყვითელ ბარათებსაც ვიღებ, თუმცა აქ ეს პრობლემა არ უნდა იყოს. საბედნიეროდ, ამგვარ სათამაშო სტილთან ადაპტირებისთვის არ მჭირდება დიდი დრო. ვიცი, ინგლისში, ფეხბურთი საკმაოდ ინტენსიური და ფიზიკურია, მაგრამ მზად ვარ ვინტეგრირდე მასთან, არაა პრობლემა.

რამდენად ხშირად ადევნებდით თვალს "ლივერპულის" შეხვედრებს ამ სეზონში?

დიახ, ამ სეზონში რამდენი თამაში ვნახე. ძალიან ინტენსიური გუნდია, ძალიან სწრაფი. რათქმაუნდა, ყველაზე კარგად ეს ყველაფერი გარდამავალ სიჩქარეებში სჩანს - ისინი საოცარ ტემპში თამაშობენ და ამით ოპონენტს დიდ წნეხში ამყოფებენ. სტანდარტული შეტევა და აგრეთვე, კონტრშეტევაც მაღალ სიჩქარეებზე მიმდინარეობს; დინამიურად თამაშობენ მოკლე პასებზე და ამ მიზეზით, შემტევებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექმნებათ, ვიდრე სხვებს. როგორც ვთქვი, რამდენიმე შეხვედრას თვალი ვადევნე, ახლა კი მსურს უფრო მეტი გავიგო "ლივერპულზე".

რა ხდის ამ კოლექტივს მიმზიდველს?

ბევრი რამ. კლუბის ინფრასტრუქტურა ენით აუღწერელია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ავირჩიე "ლივერპული". ასევე, "ლივერპული" ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ კლუბს ჩემი შეძენა სურდა, ისინი მაფასებდნენ. მერე ქალაქ ლივერპულზეც გავიგე რაღაცეები. სამწუხაროდ, სქაუზერებს ვერ შევხვდი - ისინი ტელევიზორიდან და ვიდეოებიდან მყავს მხოლოდ ნანახი. რაც შეუიარაღებელი თვალით სჩანს, თქვენი ფანობა ფანტასტიკის სფეროდანაა. მქონდა შესაძლებლობა "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელებთან მესაუბრა, ყველა საოცარი სიტყვებით ახასიათებდა აქაურ გარემოს. შეგრძნებები განსაკუთრებულია, გადაწყვეტილების მიღებაც არ გამიჭირდა, დიდ პასუხიმსგებლობას ვგრძნობ. პრემიერ-ლიგა განსაკუთრებულია თავისი ყველაფრით, ბედნიერი ვარ, სადაც ვარ.



იურგენ კლოპი არის მწვრთნელი, რომელიც ყველა ფეხბურთელს აძლევს საშუალებას გაუმჯობესებისთვის. რას ფიქრობ შენ სამომავლო პროფესიულ ზრდაზე? 

მენეჯერმა განაცხადა, რომ მას სურს დიდ მოთამაშეებთან მუშაობა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ასე, რომ ბევრი მაქვს სასწავლი და ნამდვილად, კლოპთან ერთად მექნება შანსი კარიერული ზრდისთვის. აგრეთვე, მისი სტილი განსხვავებულია იმასთან, რასაც "მონაკოში" ვთამაშობდი. დიდი ინფორმაცია არ მაქვს მისი წარსული მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ მისაუბრია ფეხბურთელებთან, ვინც მის ხელში გამოიარა და ყველა ერთხმად თანხმდებოდა იმაზე, რომ კლოპი უძლიერესი დამრიგებელია. მზად ვარ მივყვე მის ინსტრუქციებს და გავაკეთო ყველაფერი, რასაც დამავალებს.

მომავალი სეზონიდან თქვენი თანაგუნდელი, თანამემამულე ფირმინო იქნება. ისაუბრეთ ამის შესახებ მასთან?

დიახ, ვისაუბრეთ ცოტა ქალაქის შესახებ, ვისაუბრეთ კლუბის ინფრასტრუქტურაზე, შევეხეთ მწვრთნელების საკითხს და თუ როგორ მუშაობენ ისინი. ასე, რომ ფირმინოს წყალობით, რაღაცეები გავარკვიე "ლივერპულზე". ეროვნულ ნაკრებში, მომიწია მასთან ერთად რამდენიმეჯერ ყოფნა, ფირმინო საოცარი პიროვნებაა, ზუსტად ასე იცნობს ყველა მას. ჩემთვის მისი აქ ყოფნა დამატებითი მოტივაციაა, რადგან უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანი დიდად გეხმარება. აღნიშნული ჩემი დამკვიდრებისთვის ძალიან კარგი იქნება.

ფირმინოს განვითარება ამ კლუბში და მწვრთნელების მუშაობა მასთან, გაძლევს თუ არა იმის ფიქრის საშუალებას, რომ შენც შეგიძლია მიაღწიო ამ საფეხურს? 

ამ ეტაპზე არამგონია. ასეთ რაღაცეებზე ბევრს არ ვფიქრობ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "ლივერპულია" ჩემით დაინტერესდა. დიდი ხნის განმავლობაში, ასეა თუ ისეა,  ვადევნებდი თვალ-ყურს "ლივერპულის" გზას, რაც შეეხება ფირმინოს, ის მართლაც რომ განვითარდა, მიაღწია ფორმის პიკს, იმედი მაქვს მეც იგივე დონეზე ავთამაშდები.

ევროპაში ასპარეზობა ალბათ დაგეხმარებათ ინგლისსაც მოერგოთ?

ვიმედოვნებ. ვიმედოვნებ...

თქვენი ნაკრები, კვირას, "ენფილდზე" იასპარეზებს. არ მონაწილეობთ შეხვედრაში, მაგრამ არ უყურებთ მას?

არა, სამწუხაროდ, შვებულებაში ვიქნები. ოჯახთან ერთად მაქვს დაგეგმილი მოგზაურობა. რომ არ დამეგეგმა უქმეები, აუცილებლად დავესწრებოდი მატჩს.

როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობთ, როდესაც პირველად ჩაიცმევთ "ლივერპულის" მაისურს?

ახლა რაღაცეები წარმოვიდგინე. კერძოდ გასახდელიდან მოედანზე გასვლა. უდიდესი მოლოდინები მაქვს ამ დღესთან დაკავშირებით. ამასთანავე, ცოტა დაძაბულიც ვარ - რა იქნება, როგორ იქნება, ეს ყველაფერი რაღაც ახალია. მოკლედ, მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს.

რა მიზნით მოხვედით "ლივერპულში", რას აპირებთ აქ ყოფნის დროს?

"ლივერპულში" გადმოვედი იმიტომ, რომ მსურდა "მონაკო"-ზე ამბიციურ კლუბში მეთამაშა, კლუბში, სადაც ყველა ტიტულის მოგებაზე ფიქრობს. "ლივერპული" ერთ-ერთი ასეთი გუნდია მსოფლიოში. შევეცდები საკუთარი ისტორია დავწერო აქ. საბედნიეროდ, პიროვნულ საფეხურზე, მქონია შესაძლებლობა ტიტულის მოგებისა, იგივეს გაკეთებას შევეცდები ახალ კლუბშიც.

და ბოლოსკენ, რას ეტყვით ფანებს?

ჩემი მესიჯი შემდეგნაირია - მოვედი, რათა დავეხმარო კლუბს; ვიცი, რამდენად დიდ გუნდში ვარ, ამიტომ საუკეთესო ფეხბურთის შეთავაზებას ვაპირებ მათთვის; ვიცი, რომ აქ ისინი დამაფასებენ...

კომენტარები


GoGson
VIP Member

რას *ცენზურა* ამ ინფრასტრუქტურას :დდდდდდ 9ჯერ თქვა. მგონია რო ერთერთი საუკეთესო საყრდენი იქნება ეს ჩვენ ხელში. ნუ ერთერთი ისედაც არის , უბრალოდ ელა იმენაა ვიში ვიში კლასი გაიჩითება ერთ წელში

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან მაგარი ბიჭია და როგორვ ვან დეიკზე სალაჰზე და ჩემბერლენზე ვიყავი დარწმუნებული რო გაამართლებდნენ ასე ვიცი ამაზეც რო ძაან მაგარი ჩამშლელი დადგება

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Fabiniuuuuus!!!

Madrid1993
მომხმარებელი

საყრდენი ფაბინიო ნახევარდაცვა კეიტა ფეკირი და წინ სამეული სალაჰი ფირმინიო მანე აუ რა მსერავი სასტავი იჩითება

Kabula 543
მომხმარებელი

Erti suli maq rodis gixilav enpildze witlebshi gamowyobils

Emre chan 23
მომხმარებელი

Axla mekare moiyvane klopp da Vsoda erti mcveli

zuraguria
მომხმარებელი

mekarea aucileblad sajiro

LUIS SUARES 001
VIP Member

კიდევ ერთი ბრაზილიელი ,ეს და ფირმინო მაგარს იგიჟებენ ..კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს დიდ ოჯახში

egyptiank king 11
მომხმარებელი

მეკარე გვინდა უეჭველი ერთი მცველი ლოვრენი რო ამოაგდოს და კოუს შემცვლელი

ლაშა
მომხმარებელი

მუტელში არავის გაერჭოოს <3

momo
მომხმარებელი

Ra undat ver vxvdebi am sirchesteris fanebs to im gundis dedas vtxare mwvrtneli 9 kacian shav sias ro sheadgens yvelam tavis sir mourinios mixedos pogbas ro ver gamoiyenebs da gundis lideri lukaku geyoleba im gunds moutyan dzaan dedis muteli de xea ro ar gyolodat am sezonshi chempionshipis yureba mogiwevdat tqven ra gaqvt liverpoolze salaparako

Capitan
მომხმარებელი

კლოპის ხელში ბევრად მაგარი გახდები ფაბი))))))))

vako
მომხმარებელი

უნდა გამოდგეს ჩანის მაგივრად

coco
მომხმარებელი

ფაბინიო შე მგელო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze