SWOT ანალიზი: ფაბინიო

ავტორი: RUSH, 29-05-2018, 21:01, კატეგორია - სიახლეები, 2 363, 24


ორშაბათი ღამე! "ლივერპულის" ფლაგმანები კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ მარცხზე, დაშვებულ შეცდომებსა და ზოგადად მატჩის პერიპეტიებზე ფიქრობენ და არ გაგიკვირდეთ, რომ დარდობენ კიდეც; თუმც, ამასობაში ლოკალური თვითმმართველობა საერთო სურათის გაჯანსაღებაზე ზრუნავდა და მათი ეს განზრახვა სულ მალე, საქვეყნოდ, ყველასათვის თვალსაჩინოდ გამოისახა. ასე სწრაფად გუნდის ისტორიაში ჯერ არცერთ ფეხბურთელს არ გაუვლია მელვუდის ბილიკი და ჩარიცხულა კლუბში (ფაბინიო) - ამან ყველაფერმა ის განცდა გაუჩინა ხალხს, რომ ხელმძღვანელობა სერიოზულადაა პროგრესის პლატფორმისკენ გადახრილი და წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ აქტიურობასაც გეგმავს.

"მონეგასკი" ფაბინიო "ლივერპულს" საწყისი საფასურის, £39 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, დამატებით ღირებულებებში ბონუსებია ნაგულისხმევი. მოთამაშე რეგულარულად "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "პსჟს"-თან იყო დაკავშირებული, მაგრამ მონტე-კარლოელებმა იუარეს მთავარი კონკურენტისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელის დათმობა, რაც შეეხება გლეიზერთა ოჯახს, ისინი არათანმიმდევრულობის გამო, ღრმა ოფსაიდში აღმოჩნდნენ.

მან კარიერა "რიო ავე"-ში დაიწყო, იქ ბრაზილიელი "ფლუმინენსური" მარშრუტის გავლით მოხვდა, შემდეგი კოლონიზატორული გაჩერება მადრიდის მიწები გახლდათ ("რეალი"), ბოლოს კი 2015 წელიც დადგა და ამ ფეხბურთელისთვის აღარავის უთქვია მაგელანივით წრეები ურტყი დედამიწასო - "მონაკომ" ღირსეული მამის როლი შეასრულა და იშვილა ის... თუ როგორ გადაუხადა მამობილს ტანმაღალმა ნახევარმცველმა ვალი, ამას ყველანი ერთად გავიგებთ...


სტილი

დაცვითი ყაიდის ნახევარმცველი, ტერმინის სუფთა გაგებით. მიჩვეულია ბურთის კონტროლს, შესანიშნავად კითხულობს თამაშს და რაც მთავარია, რეფლექსურად გრძნობს თუ სად უნდა იყოს ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ოპონენტის შეტევებს ეხება.

ის ზუსტად ისეთი მოთამაშეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მერსისპირეთს აკლდა, სტანდარტული გაგებით ექვსიანი. როცა დაგჭირდება მეხუთე მცველი და როცა დაგჭირდება უბრალოდ ფლეიმეიქერი, საოცარი მოედნის ხედვით დიდი ბენეფიტია, დამეთანხმებით. ფაბინიოს შესაძებლობა ჩაშალოს მეტოქის კომბინატორიკა და უმალ წამოიწყოს ბრწყინვალე ბურთის ფლობის უნარით, კონტრ-შეტევა, გვაჩვენებს იმას თუ რამდენად ტექნიკურია "მონაკოს" ყოფილი "ძრავი".

ძლიერი მხარეები

ალბათ იდეალური ოფციაა, როდესაც ასეთ ფეხბურთელს, ნაბი კეიტას შეუწყვილებ - გვინეელის საოცარ დრიბლინგს და მოედანზე შრომისმოყვარეობას, დამატებული ფაბინიოს სიდინჯე და ქვედა ეშელონიდან საიმედოობა "ლივერპულის" ნახევარდაცვას, წლების შემდეგ, კვლავ შთამბეჭდავს გახდის.

ის კომპეტენტურია, დაცვის წინ გაჩენილი დიდი სივრცეები საუცხოოდ დაფაროს, მისი ეს თვისება განსაკუთრებით იმპერატიული იქნება დღევანდელი ფორმაციის "ლივერპულში", ასეთ მარადიორულ, შემტევ კოლექტივს ნამდვილად სჭირდება კარგი დამზღვევი უკან. გვახსოვს კლოპის მუდმივი უკმაყოფილება ნახევარდაცვის შესახებ და იმის შესახებ, რომ დაცვა ხშირ შემთხვევაში ბედის ანაბარა რჩებოდა. ვირჯილ ვან დაიკის გაფორმებამ, სწრაფი, კონტრ-შემტევი გუნდების წინააღმდეგ დიდი შედეგი გამოიღო, ხოლო ფაბინიოს დამატებით, გერმანელის მხარე, უკვე პასუხისმგებელია, ჰოლანდიელ მცველამდეც არ მიიყვანოს საქმე. გზა, რომლითაც "მონაკო" თავს იცავდა, წააგავდა ერთი კაცისთვის (ფაბინიო) ცენტრის დათმობასა და მთლიანი კონცენტრაციის ფლანგებზე გადატანას; და მაშინაც კი, თუ ფლანგები თავს ვერ იცავდნენ სათანადოდ, 2 და 3 ნომერზე მორბენალ ბრაზილიელს უმალ შეამჩნევდით. მისი ეს ეფექტური უნივერსალიზმი არცერთ ექსპერტს არ გამორჩენია თვალთახედვის არედან, აქედან გამომდინარე ის გაცილებით, გაცილებით ძვირი უნდა ყოფილიყო ბაზარზე, მაგრამ...

"ლივერპულისთვის" მშვენიერი შენაძენი, არა იმიტომ, რომ კლოპმა მას დიდი ხოტბა ასხა და ბრწყინვალე პიროვნებად მოიხსენია, არამედ ფაბინიო არის ფეხბურთელი ვინც მარტივად, შემდეგ დავალებებს შეასრულებს: ბურთს დაიჭერს, როდესაც კლუბს ანგარიშის შენარჩუნება დასჭირდება; შეძლებს ითამაშოს მრავალ პოზიციაზე (დაცვის ორივე ფლანგზე, ჩამშლელად, ცენტრალურ მცველად და მეტიც, ფლეიმეიქერადაც კი...); გააკეთებს გრძელ კროსებს ორივე ფლანგსა და შემტევი ტრიოს მიმართულებით, დააზღვევს, შეუტევს და ბინძურ თამაშსაც არ მოერიდება საჭიროების შემთხვევაში.

                                         მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ფეხბურთელია მის წინააღმდეგ, ის კარგად კითხულობს სიტუაციას, გამოდის მძიმე მდგომარეობიდან და უმალვე აკეთებს ვინგერისკენ დროულ გადაცემას.


შეხვედრაში საშუალოდ 1.1 გაკეთებული დრიბლინგი, პრაქტიკულად ემრე ჯანის მაჩვენებლის ტოლფასია (0.9), თუმცა ამას ის 3 და 4 შეხების გარეშე აკეთებს. მას შეიძლება არ ჰქონდეს ჯანზე სწრაფი მუხლები, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მოკლე დისტანციაზე მეტად დინამიურია; დინამიკასთან ერთად, დღის წესრიგში ჭკუაც გვიდგება, ტავარესი იმდენად ჭკვიანია, რომ ერთი მოძრაობით შეუძლია სახიფათო მომენტი შექმნას. ზუსტად ამ მოხერხებულობის ფონზე, იგივე ნაბი, ჩემბერლენი ან თუნდაც ფეკირი იმაზე ნაკლებ დროსა და ენერგიას დახარჯავენ შეტევების წამოწყებისას, ვიდრე ეს სტანდარტულად დასჭირდებოდათ.

საპირისპიროდ, როცა მას არ აქვს ბურთი, ავთენტურია მებრძოლი ცხოველისა, რომელსაც ძალუძს ყველაფრის ფასად ბურთი უკან დაიბრუნოს. 3.4 ვარდნა საშუალოდ ყოველ მატჩში ნამდვილად სოლიდური ციფრია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ აღნიშნული ჰენდერსონისთვის (1.9) არც თუ ისე მშობლიურია. რაც შეეხება ჩაჭრებსა და ბლოკებს, ის ამ კომპონენტშიც აღემატება დღევანდელი "ლივერპულის" კაპიტანს - 1.3 > 1.1; 0.4 > 0.1; ამას გარდა მისი სიმაღლე უკვე ნიშნავს ჰაერში დომინაციასაც, ექვსიანს იმდენჯერ აქვს საშუალოდ მატჩში საჰაერო დუელი მოგებული, რამდენჯერაც ეს ჯანსა და ჰენდერსონს ერთად აქვთ გაკეთებული.

სურათი ნათელია: ფაბინიო სულ მალე მერსისპირული ნახევარდაცვის ფოლკლორს გადაიბარებს, თანაბარი თავდაცვისუნარიანობითა და იმპულსური ქცევითი სტილის წყალობით; კაცის აყვანა მძიმედ, ბურთის დაბრუნება და კონტრ-შეტევების ორქესტრირება ასეთი შემტევი ტრიოს პირობებში, კლოპის გუნდს სასწაულ სეზონს უქადის.

                                       ბრაზილიელი მაღალ პრესინგს თამაშობს, შლის შეტევას და კონტრ-შეტევას იწყებს.

ზემოთთქმული პირადი სტატისტიკის გარდა ფაბინიომ 16-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი (უკანასკნელი ორი სეზონი) და 17 შესრულებული თერთმეტმეტრიაიდან 100 % მაჩვენებელი დადო.

სისუსტეები

ექვსიანი, პირდაპირ ვთქვათ, არ არის ჟორჟინიო ან უკან დახეული ფაბრეგასი, ვისი ფუნქციაც უშუალოდ გრძელი პასების კეთება და ე.წ "ფლეშობაა" განსაკუთრებული სათამაშო კომპონენტი, ანუ არ წარმოადგენს ღრმა ფლეიმეიქერის ტიპის მოთამაშეს, კლოპს კი ვიცით, რომ ასეთი მოთამაშეები ესიმპათიურება, გავიხსენოთ ლარს ბენდერი და ნური შაჰინი. მარტივი მაგალითისთვის, ფერნანდინიოს არ სჭირდება ფორვარდების (ზუსტი მინიშნებით) მომარაგება, მას ამისთვის კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა ჰყავს გვერდში. ფაბინიო მართლაც ძალიან წააგავს ფერნანდინიოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფრო მაღალია და უკეთ შეუძლია თავდაცვა.

"კამპინიელი" ჭაბუკისთვის დიდი გამოწვევა იქნება შემტევი "ლივერპულისთვის" ფეხის აწყობა, როგორც ვიცით, ძალიან ბევრი გუნდი კლოპის წინააღმდეგ ყრუ-დაცვას თამაშობს, ამ შემთხვევაში ფაბინიოს მოუწევს შეტევაზეც ფიქრი, სხვა საქმეა როდესაც კოპის სიამაყეს შემოუტევენ, აი მაშინ პრობლემები მის წინაშე ნაკლებად იარსებებს.

სად ვათამაშებთ მას?

ნებისმიერი შეშფოთება რადიკალურად შემტევი გუნდის თაობაზე, სადაც ფეკირი (?), ნაბი კეიტა, ჩემბერლენი, მანე, სალაჰი და ფირმინო ირიცხებიან, ფაბინიოს მოსვლით უგულებელყოფილი იქნება, იმდენად, რამდენადაც ტანმაღალ ექვსიანს უკანა ხაზის სტაბილიზირება შეუძლია.

ჩვენ კლოპის სქემაში მას სავარაუდოდ ჰენდერსონის ადგილზე, ტიპიურ ექვსიანად ვიხილავთ (ნაკლებად სავარაუდოა ფეკირის მოსვლის შემთხვევაში, ისევ ჰენდერსონზე გაკეთდეს არჩევანი): 4-1-2-3 წყობაში.

P.S. ფაბინიოს გაფორმების შემდეგ, "ლივერპული" უკვე მზადაა მომდევნო ნაბიჯი გადადგას, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები...

კომენტარები


heerenveen
მომხმარებელი

ძალიან საჭირო ფეხბურთელი დავიმატეთ ნახევარდაცვა გასაძლიერებელი იყო.

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან მაგარი და ჭკვიანი ჩამშლელია მოკლედ რაა. დარწმუნებული ვარ ამის ტრანსფერში ისევე როგორც ჩემბერლენის და სალაჰის ტრანსფერში ვიყავი დარწმუნებული (ნუ ვან დეიკზე აღარც ვამბობ). ერთი სული მაქვს ამის და კეიტას ცენტრს ვუყურო

Madrid1993
მომხმარებელი

ძალიან გააძლიერებს ლივერპულს უბრალოდ მაინტერესებს სკაუზერებო, კეიტა და ფაბინიო უეჭველი იქნება სასტავში ანუ ვეინალდუმი მილნერი და ჰენდერსონი სად მიდიან?

reversi
VIP Member

ძაან კაი სტატიაა რა სრულფასოვანი ანალიზია
რაც შეეხება ფაბინიოს უკომენტაროდ წაიკითXეთ სტატია და მიხვდებით რატო ვოცნებობდი ამ იგროკზე

Ynwa Scousers
VIP Member

ეს და კეიტა ერთად იგივეა რაც მანე სალაჰი ფლანგებზე :დ აუუუ წარმოდგენაც მიჭირს რა მაგარი იქნება ახალი სეზონი

RedLp
მომხმარებელი

ციტატა: Madrid1993
ძალიან გააძლიერებს ლივერპულს უბრალოდ მაინტერესებს სკაუზერებო, კეიტა და ფაბინიო უეჭველი იქნება სასტავში ანუ ვეინალდუმი მილნერი და ჰენდერსონი სად მიდიან?

ციტატა: Madrid1993
ძალიან გააძლიერებს ლივერპულს უბრალოდ მაინტერესებს სკაუზერებო, კეიტა და ფაბინიო უეჭველი იქნება სასტავში ანუ ვეინალდუმი მილნერი და ჰენდერსონი სად მიდიან?

სეზონი გრძელია, ჩემპიონატი ოთხი, ტრამვები ცალკე, ასე რომ არც ერთს არ ექნება უთამაშებლობის ფუნქცია. ხო ლალანა დაგავიწყდა პლიუსს.

V-V DIJK
მომხმარებელი

რატომღაც ვეინალდუმისგან ველი ძაან მაგარ სეზონს ტიპს ბურთს ვერ ართმევენ როცა თამაში მისდის

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ვაახ, ტოო. მიუღწეველი ოცნება მეგონა და აჰაა. საღოლ კლოპ. ნაღდად არ მეგონა თუ ფაბინიოს ლივერპულის ფორმაში ვნახავდი. უეჭველი სასწაული ცენტრი გაისჩითება გაისად.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

პირველ რიგში ძალიან კარგი სტატიაა სრულფასოვანი ანალიზით, მეორე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ ფეხბურთელზე როცა ამ პოზიციის გაძლიერებაზე ვსაუბრობდი და ნამდვილად არ მქონდა ილუზია თუ ესე ჩუმად და უმტკივნეულოდ ვნახავდი ლივერპულის ფორმაში... დარწმუნებული ვარ გაამართლებს, კეიტასთან და დიდი იმედი მაქვს ახალ ათიანთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარდაცვას ჩამოგვიყალიბებს...

Madrid1993
მომხმარებელი

ასეთი შემადგენლობა მინდა მომავალ წელს!!!! ობლაკი , რობერტსონი, ლოვრენი, ვან დეიკი,არნოლდი,ფაბინიო,კეიტა,ფეკირი, მანე,სალაჰი , ფირმინო.!!!!!!! აუ რამაგარი სასტავი იქნება:)

Capitan
მომხმარებელი

ზუსტად ისა რაც გვაკლდა მაღალი ჩამშლელი დარწმინებული ვარ დაცვაც ბევრად მოიხოდება და შეტევაც ფიკიერი კეიტა ფაბინიო ძალიან მაგარი ცენტრია

მერსისპირელი
მომხმარებელი

დაცვასაც და ნახევარდაცვასაც ეშველა, თუ ფეკირიც გადმოიყვანეს, ჰენდერსონი ზამენაზე შეაგდონ და ახალი კაპიტანი ვან დეიკი თუ იქნება მშვენიერი სეზონიც გამოვა და ტიტულებისკენაც გავიწევთ.

oxlei
მომხმარებელი

Madrid1993,
rashi gainteresebs sad midiaan esenii magat bevrad jobian da eseniu ikvnen sastashi da iseni skamit dakmakopildnen da tu ar dakmakopildebian mostkvniat patronii

reversi
VIP Member

რეალს სკამზე უზის ლორენტე (ძაან ნიჭიერი საყრდენი) კოვაჩიჩი (უკომენტაროდ) სებალიოსი (ამასაც უკომენტაროდ დავტოვებდი მარა მაგრა აიგდეს არადა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო იგროკია) ასენსიო (ვაბშე უკომენტაროდ კი არა ეს ყველაზე მაგარი თუ არ იყოს შეტევაში ;დ) ვასკესი (ძალიან გამოსადეგი ფეხბურთელი ნაკრების წევრიც) და ბეილი (ეს ვაბშე ვისთანაა? :დ) და ჩვენ რა დაგვაკლდება ვითომ ნორმალური სკამით? იქეთ როატცია აქეთ 4 ტურნირი ოდესმე რამე ხო უნდა მოვიგოთ სკამის და მეკარის გარეშე არაფრის მოგება არ გამოვა

Madrid1993
მომხმარებელი

ციტატა: oxlei
Madrid1993,
rashi gainteresebs sad midiaan esenii magat bevrad jobian da eseniu ikvnen sastashi da iseni skamit dakmakopildnen da tu ar dakmakopildebian mostkvniat patronii

კი მაგი ვიგულისხმე ჰენდერსონს მილნერს და ჩემბერლენის ტრიოს კი ბევრად ჯობია კეიტა ფაბინიო ფეკირი....

მომავალ წელს წითელი ეშმაკის ნაშიერები უნდა დავადუღოთ ისეთი კამანდა იკვრება!!!!! ვერ ვიტან მანჩესტერს ლივერპულის დიდებას როგორიც ქონდა ლივერპულს ვერასდროს მიახწევს, რაც სერ ალექსის დროს მიახწია ეგაც კმარა სერ ალექსის წასვლიდან მოკვდა მანჩესტერი და ახლა ლივერის დროა, რეალს ბარსელონას და მილანის შემდეგ ყველაზე ძაან მანჩესტერთან აქვს ურთიერთობა დაძაბული აადაც დავიჭირეთ იქ ჩავხოცეთ წითელი ეშმაკუნები!!!! ჯერ ლივერპულს დაეწიონ ლიგაზა და მერე იბლატაონ, ნაჩო ოთხი ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერი ისტორიაში სამი ლიგა:) სასაცილოა სატირელი როარ იყოს მათთვის

LUIS SUARES 001
VIP Member

საღო კლოპს ნახევარ დაცვა და დაცვაც გავაძლიერეთ მისი უნივერსალობიდან გამომდინარე

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
ხო რავიცი რა, სულ მაგაზე წუწუნებენ სკამი გვაქვს სუსტია და ამიტო ვერ ვქაჩავთ სეზონის ბოლომდე მაღალ დონეზეო და ეხლა ხალხი ენანებათ კიდე სკამზე დასასმელად :)

reversi
VIP Member

gio_chyoi,
თან ვინ ჰენდო? 80% ყველაფერს აგინებს მაშIნაც როცა ნორმალურად თამაშობს და სეზონის შუაში ჯინის რამდენმა გადაუსხვა ხაზი ეგ რო მახსენდება მაგის მერე რატო უკვირს ამ ხალხს რო სკამზე განიხილება? სეზონი რო სიტისთან გასვლაზე მეორე ტაიმი და რომასთან სახლშI თამაში არაა მარტო ვერ ხვდებიან ალბათ

Loki
მომხმარებელი

MADRID1993
Msgavsi simartlestan sheusabamo saubari imis bralia rom sheni gundis istoria ar ici.bernabeudan moyolebuli gadaikitxe istoria da naxav vin aris sheni gundis megobari gundi.martla kargi iqneba waikitxe da bevr rames gaigeb da tu is aris sasacilo rom turme sami liga aqvs manchesters mogeBili mashin rtili iqneba rameze saibari,radgan mag logikit xitjer aaqvs ronaldos eg tasi aweuli da barselona,liverpuli da baiernic masxrad asagdeb gundebad gamoiyvane.
Tqven ki bichebo gilocavt fabinios shedzenas.namdvilad seriozuli transferia tan mag fasshi.centrshi keitastan ertad mshvenier tandems sheqmnis.

STEVEN8
მომხმარებელი

კარგი სტარიაა მადლობა რაშ. ფაბინიოს რაც შეეხება, ეს ის ფეხბურთელია რომელიც ამდენი ხანი გვჭირდებოდა იმედია დასრულდება ჰენდერსონის უკანპასები :დ
ზოგადად სიტუაციას რაც შეეხება, ვგრძნობ რომ გუნდი იზრდება, ფაბინიო კეიტა ცენტრში უმაგრესია უკვე, ამას ფეკირიც თუ მიემატება ხომ საერთოდ. რაც მთავარია სკამი იზრდება, 4 ტურნირი გვაქვს სათამაშო და როტაციაც ხშირი იქნება, უფრო ხარისხიანი სკამი გვექნება და ჩემი აზრით მომავალი სეზონი განვითარების ბოლო საფეხური არ იქნება. კიდევ ორი წელი გვინდა რომ რეალის და ბარსელონას მსგავსი გრანდი ვიყოთ. ეპლ-ს ტიტული კლოპის ხელში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. აუცილებლად !!!!
მოუთმენლად ველი შემდეგ სეზონს უკვე მინდა რომ შემდეგ კვირას თამაში გვქონდეს კეიტა და ფაბინიო გამოვიდნენ მოედანზე და ვნახოთ ახალი ლივერპული.

liverliver
მომხმარებელი

მე მიყვარს ფეხბურთი რაც უფრო სწრაფია რაც უფრო ლამაზია და რაც უფრო დინამიურია ,, ამიტომ მივესალმები ყველა ისეთ ტრანსფერს რომელიც ამ კომონენტებს აძლიერესბ ,, თუმცა ისიც უკვე ცხადზე ცხადია რომ თანამედროვე ფეხბურთში ცალსახად აუცილებელია გყავდეს ერთი მაინც პრაგმატული, დინჯი, ჭკვინი, გაწონასწორებული, ძლიერი ფეხბურთელი და სწორედ ასეთია ფაბინიო ,, ჯერ კიდევ ამ პოზიციის აუცილებლობაში სერხიო ბუსკეცმა დაგვარწმუნა მთლიანდ ფეხბურთის სამყარო ,, და დიახ იქედან მოყოლებული ლივერპულს ასეტი ფეხბურთელი მაინც არ ჰყოლია და ძალიან მიხარია აი ძალიან მიხარია რომ პირველივე ტრანსფერი ამ პოზიციაზე გაკეთდა <3

რაც შეხება ახალ ცენტრს კეიტა ფაბიო ოქსი(ფეკირი,, ) ეს უკვე თემაა ეს უკვე სამი სხვადსხვა სტილის ფეხბურთელია ,, ეს უკვე მრავალფეროვნებაააა ,,, ჩვენ მოვდივართ ^_^

beini
მომხმარებელი

arda adre hendersoni adami da aleni gvavda naxevrdacvashi. hendesroni agar unda iyos kapitani. finalshic kargad gamochnda ro saderlendshi gonia tavi.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ძალიან სერიოზული ტრანსფერი გაჩარხეს, მალადეც. ასეთი საქმეები ერთ და ორ დღეში არ გვარდება, როგორც ჩანს წინასწარ იცოდნენ ემრეს წასვლის შესახებ და დიდი ხნის წინ დაიწყეს შემცვლელზე ფიქრი. ალონსო-მასკერანოს შემდეგ ამდენი წელი გავიდა და როგორც იქნა ვეღირსეთ ძლიერ ცენტრს ფაბინიო-კეიტას სახით. როცა განახლებული მონაკო გამოჩნდა პირველად, მაშინაც ვწერდი მახსოვს, რომ იმ გუნდიდან ყველაზე მეტად ფაბინიოს ხილვა მინდოდა ლივერპულში. მიუხედავად იმისა რომ მბაპე, ბერნარდო სილვა, ლემარი, მენდი და სხვანი ირიცხებოდნენ იმ ფორმაციის მონაკოში. ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად გვჭირდებოდა კვალიფიციური ფეხბურთელი. მორჩა ის დრო ლივერპულის ცენტრალურ ნახევარდაცვაზე ანეკდოტებს რომ ყვებოდა ხალხი.

lika
მომხმარებელი

ფაბინიო 5

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze