x

2017/18 წლების სეზონი - ფეხბურთელთა შეფასებები

ავტორი: johnson, 30-05-2018, 12:16, კატეგორია - სიახლეები, 2 981, 16


განვლილი სეზონის განმავლობაში Thisisanfield.com ყოველი მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელებს 10 ბალიანი სისტემით აფასებდა.

ახლა კი როცა სეზონი უკვე დასრულებულია, საინტერესოა ვნახოთ თუ ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება წლის განმავლობაში :

ენდი რობერტსონი
მატჩი - 30 
საშუალო შეფასება - 7,35
შოტლანდიელ ახალწვეულს თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. თავის მხრივ, ეს ალბერტო მორენოს დამაჯერებელმა თამაშმაც განაპირობა, თუმცა სეზონის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ესპანელმა ტრავმა მიიღო, ენდის კი თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

24 წლის მცველმა მწვრთნელისა და გულშემატკივრების იმედი სრულად გაამართლა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

მოჰამედ სალაჰი
მატჩი - 52
საშუალო შეფასება - 7,31
ალბათ ბევრს გაუკვირდა, რომ ეგვიტეპტელი შეფასებებით პირველ ადგილზე არ აღმოჩნდა. როგორც იცით, მომომ წელს პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით.

"უოტფორდთან" შესრულებული პოკერის შემდეგ, Thisisanfield-მა მას 10 ქულა დაუწერა. ასე მოხდა "რომასთან" მოგებული მატჩის შემდეგაც.

ვირჯილ ვან დეიკი
მატჩი - 22
საშუალო შეფასება - 7,18
ზამთარში რეკორდულ თანხას შეძენილმა ჰოლანდიელმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ნაწილობრივ უკვე შეძლო. დეიკის მოსვლის შემდეგ დაცვის ხაზი უფრო სტაბილური გახდა. ვირჯილი მშვენივრად თამაშობს მეორე სართულზე და არც წინ გრძელი გადაცემების გაკეთებას ერიდება.

უმაღლესი შეფასება ჰოლანდიელმა "რომასთან" მატჩში დაიმსახურა - 8,5

რობერტო ფირმინო
მატჩი - 54
საშუალო შეფასება - 7,02
ბობის შეგვიძლია ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი. ბრაზილიელმა გასულ სეზონში 27 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაატანინა. ამას გარდა, შეუფასებელია მის მიერ შესრულებული სამუშაო მაშინ, როცა ბურთს მეტოქე ფლობს.

უმაღლესი შეფასება ფირმინომ "რომასთან" მატჩში დაიმსახურა - 9,5

სადიო მანე
მატჩი - 44
საშუალო შეფასება - 7,02
სეზონის სტარტზე სენეგალელი საკუთარ თავს ნამდვილად არ ჰგავდა. განსაკუთრებით ცუდად სადიომ "მან. სიტისთან" ითამაშა, როცა ედერსონთან უხეშობისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა.

მეორე წრეში მანე გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. ის უფრო შედეგიანიც გახდა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარა. ჩემპ. ლიგის ფინალში ის მერსისაიდელთაგან საუკეთესო იყო.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი
მატჩი - 
42
საშუალო შეფასება - 6,82
მანეს მსგავსად, სეზონის დასაწყისში არც ინგლისელი ნახევარმცველი ბრწყინავდა. საწყისი რამდენიმე კვირა ოქსისთვის ძალიან ცუდი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, მეორე წრეში ინგლისელმა გუნდში თავისი ადგილი მაინც იპოვნა. კოუტინიოს წასვლის შემდეგ, ალექსმა ცენტრში მისი ადგილი დაიკავა და გუნდს საკმაოდ დიდი სარგებელიც მოუტანა. სამწუხაროდ, "რომასთან" მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე კიდევ რამდენიმე თვე ვერ გავა.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
მატჩი - 
33
საშუალო შეფასება - 6,79
ინგლისელი მცველი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ლივერპულელად დასახელდა. განვლილ სეზონში ტრენტის პროგრესი აშკარა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე მატჩი "ჩააგდო", ის მაინც ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა.

განსაკუთრებით კარგად არნოლდმა "მან. სიტისთან" ითამაშა, სადაც ლეროი სანეს ნეიტრალიზება შეძლო. პირველ შეხვედრაში მისი შეფასება 9,5 იყო.

ჯეიმს მილნერი
მატჩი - 
47
საშუალო შეფასება - 6,57
"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი ამ სეზონშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩემპ. ლიგაზე, 1 სეზონში გაკეთებული საგოლე გადაცემებით მან რეკორდიც კი დაამყარა.

სეზონის დასკვნით ნაწილში, როცა გუნდში ტრავმების ეპიდემია იყო, მილნერი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და კლოპის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა.

ლორის კარიუსი
მატჩი - 
33
საშუალო შეფასება - 6,53
ჩემპ. ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომების შემდეგ რთულია გერმანელი კიპერის დადებით მხარეებზე საუბარი. როგორც იცით, ის გუნდის პირველ მეკარედ მეორე წრეში იქცა და რამდენიმე კარგი მატჩიც ჩაატარა.

განსაკუთრებით კარგი ლორისი მერსისაიდულ დერბიში იყო, სადაც მას 8 ქულა დაუწერეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაშვებული შეცდომები ალბათ მის "ენფილდურ" კარიერას წერტილს დაუსვამს.

ემრე ჯანი
მატჩი - 
38
საშუალო შეფასება - 6,51
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გერმანელმა "ლივერპულის" მაისურით თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. ევროპული პრესის მტკიცებით, ის კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

განვლილი სეზონი ემრესთვის არც თუ წარმატებული გამოდგა. იყო მატჩები, როცა ის მოედანზე საუკეთესოც კი იყო და 9-9 ქულასაც იმსახურებდა Thisisanfield-ისგან, თუმცა ტრავმები ხელს უშლიდა გერმანელს სტაბილურად კარგად თამაშში.

ჯო გომესი
მატჩი - 
31
საშუალო შეფასება - 6,44
ნათანიელ კლაინის ტრავმის ფონზე გომესს თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცა. მისი მთავარი პრობლემა განვლილ სეზონში სტაბილურობა იყო. ტრენტისგან განსხვავებით, გომესი უკეთ ასრულებს დაცვით ფუნქციებს, თუმცა ხშირად ცდება პოზიციურად.

მისი ასაკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას "ლივერპულში" მომავალი ნამდვილად აქვს - თუკი კვლავ სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს და განვითარებას განაგრძობს.

დომინიკ სოლანკე
მატჩი - 
27
საშუალო შეფასება - 6,4
ინგლისელმა თავდამსხმელმა განვლილ სეზონში მხოლოდ 1 გოლი გაიტან - პრემიერ ლიგის ბოლო ტურში. მას თავის გამოჩენისთვის კლოპმა არც თუ დიდი დრო მისცა.

გულშემატკივართა ნაწილს სოლანკეს იმედი კვლავ აქვს და თვლის, რომ ახლა ფეხბურთელს ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა სტივენ ჯერარდმა ინათხოვროს.

დეიან ლოვრენი
მატჩი - 43
საშუალო შეფასება - 6,3
პირადად ჩემთვის ლოვრენი გუნდში ყველაზე არასტაბილურ მოთამაშედ მოიაზრება. ხორვატი მცველი ძალიან დამაჯერებელი იყო "სიტისთან" და "რეალთან", თუმცა იყო მატჩები, როცა ის კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვირჯილ ვან დეიკის გუნდში მოსვლის შემდეგ, ლოვრენის მარგი ქმედედბის კოეფიციენტმაც მოიმატა. გულშემატკივრთა ნაწილი თვლის, რომ ის ჰოლანდიელისთვის უკეთესი მეწყვილეა, ვიდრე ჟოელ მატიპი.

ალბერტო მორენო
მატჩი -
27
საშუალო შეფასება - 6,25
ტრავმამდე ესპანელი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. კონკურენციამ მორენოზე დადებითი გავლენა მოახდინა. იყო მატჩები, როცა ალბერტომ Thisisanfield-ისგან 8 ქულა დაიმსახურა - "ჩელსისთან", "არსენალთან" და "სოტონთან".

ამასთანავე, "ვესტ ბრომთან" და "სევილიასთან" ესპანელმა ძალიან ცუდი მატჩები ჩაატარა - მისი შეფასება მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა იყო. ფაქტია, მის პოზიციაზე კლოპის პირველი არჩევანი მომავალ სეზონში რობერტსონი იქნება.

რაგნარ კლავანი
მატჩი - 
28
საშუალო შეფასება - 6,23
სეზონის პირველ ნახევარში ესტონელს საქმეში ხშირად ვხედავდით, გუნდში ვირჯილ ვან დეიკის მოსვლის შემდეგ კი უკვე სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა.

განვლილ სეზონს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად კლავანის მიერ "ბარნლის" კარში გატანილი გამარჯვების გოლი გაგვახსენდება. არ არის გამორიცხული, ესტონელი "ლივერპულის" რიგებში მომავალ სეზონშიც ვიხილოთ.

ჟორჟინიო ვეინალდუმი
მატჩი - 
50
საშუალო შეფასება - 6,21
პირველ წრეში ჰოლანდიელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. წინა სეზონის შემდეგ, გულშემატკივრები ჯინისგან კიდევ უფრო მეტს მოელოდნენ, თუმცა მოვლენები პირიქით განვითარდა. იანვარში, ზედიზედ ორ მატჩში ვეინალდუმი 3 ქულით შეაფასეს - "სუონსისთან" და "ვესტ ბრომთან".

სეზონის მიწურულს ჰოლანდიელმა შეძლო თამაშის ხარისხის გამოსწორება. გუნდში არსებული ტრავმების ეპიდემიის გამო, გაზაფხულზე მას თავის გამოჩენისთვის საკმაოდ დიდი დრო მიეცა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჯინიმ ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

ჯორდან ჰენდერსონი
მატჩი -
41
საშუალო შეფასება - 6,11
"ლივერპულის" კაპიტანს ნამდვილად უფრო მეტი მოეთხოვება. ვეინალდუმის მსგავსად, სეზონი ჰენდერსონმაც ძალიან ცუდად დაიწყო. აგვისტოში, ზედიზედ სამ შეხვედრაში ის 5 ქულით შეაფასეს - "უოტფორდთან", "პალასთან" და "ჰოფენჰაიმთან".

მეორე წრეში ინგლისელმა შეძლო თამაშის ხარისხის გამოსწორება. საუკეთესო შეფასება მან "რომასთან" მატჩში მიიღო - 9 ქულა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდმა უკვე გაიფორმა ფაბინიო და კეიტა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში ჰენდერსონს კლოპი გაცილებით ნაკლებ დროს დაუთმობს.

დანიელ სტარიჯი
მატჩი - 
14
საშუალო შეასება - 6,11
დიდი ალბათობით, ეს იყო სტარიჯის ბოლო სეზონი "ენფილდზე. როგორც იცით, ის იანვარში "ვესტ ბრომვიჩში" გაანათხოვრეს, მანამდე კი "ლივერულის" შემადგენლობაში ინგლისელმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოასწრო.

"ნიუკასლთან" და "სპარტაკთან" სტარიჯმა Thisisanfield-ისგან მხოლოდ 4-4 ქულა დაიმსახურა. დანიელი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა "მარიბორთან" და "ჰადერსფილდთან".

ჟოელ მატიპი
მატჩი - 
35
საშუალო შეფასება - 6,04
სეზონის ერთ-ერთი იმედგაცრუება სწორედ კამერუნელი მცველი იყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ ის განაგრძობდა პროგრესს და შეძლებდა გუნდის დაცვის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებას, თუმცა ასე არ მოხდა. გუნდში ვან დეიკის მოსვლის შემდეგაც კი, მატიპზე უკეთ ლოვრენი გამოიყურებოდა.

უმაღლესი შეფასება ჟოელმა "სიტისთან" გამართულ საშინაო მატჩში მიიღო - 8 ქულა.

სიმონ მინიოლე
მატჩი - 
22
საშუალო შეფასება - 5,93
დიდი ალბათობით, ბელგიელი "ენფილდს" ზაფხულში დატოვებს. მთელი მეორე წრე მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა. "არსენალთან" და "ტოტენჰემთან" ის 3-3 ქულით შეაფასეს. "ვესტ ბრომთან" კი მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა - ამ წუთისთვის, ეს არის მისი ბოლო მატჩი "ლივერპულის" მაისურით.

მინიოლემ სეზონის საუკეთესო მატჩი "ჰოფენჰაიმთან" ჩაატარა - მოგერიებული პენალტი და 8 ქულა Thisisanfield-ისგან.

დენი ინგსი
მატჩი -
14
საშუალო შეფასება - 5,83
წარმატებული ინგსისთვის არც განვლილი სეზონი გამოდგა. 6,5-ზე მაღალი შეფასება მან მხოლოდ ერთხელ - მერსისაიდულ დერბიში დაიმსახურა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

სოლანკეს მსგავსად, შედეგიანობით არც ინგსი გამოირჩევა. უცნობია თუ რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით იურგენ კლოპს.

ადამ ლალანა
მატჩი -
15
საშუალო შეფასება - 5,65
განვლილ სეზონში ლალანასგან მხოლოდ ტრავმები დაგვამახსოვრდა, რომელმაც ფეხბურთელს თავისი თამაშის ჩვენებაში ხელი შეუშალა. 

კომენტარები


bulleye
მომხმარებელი

კიდევ ერთხელ დამტკიცდა კლოპის გენიოსობა :)))) 8 მილიონად მოყვანილი ფეხბურთელი :)

liverpool-fan
VIP Member

რობერტააა რა ძაან გიჟია როგორ ყველას შეგვაყვარა თავი ასე უცებ

GoGson
VIP Member

1.სალაჰი
2. ფირმინო
3. მანე
4. ვანდეიკი
5. რობერტსონი
6. ჩემბერლენი
7. არნოლდი.
8. ფაბინიო
9. კეიტა
10. ფეკირი

(+ გომესი , ვეინალდუმი, )

აი ამ ფეხბურთელებს , პრაგმატული და არაემოციური გაგებით მაქსიმალურად უნდა შეუნარჩუნდეთ ადგილი ლივერპულში. და უნდა გახდნენ ჩვენი ბირთვი და კარიერის პიკი ჩვენთან გაატარონ თუ მთელი კარიერა არა.

დანარჩენი ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს ახალი კადრებით. (ლოვრენს "რაღაცის" გამო შანსს მივცემდი)

მოვიდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავები: შკრინიარი , ობლაკი, ვერნერი ან მსგავსი ბიჭები

მოვიდნენ ან განვითარდნენ ჩვენი პატარა პერსპექტიული ბიჭები: ვუდბარნი , სოლანკე , ბრიუსტერი ,გრუიჩი , უილსონი , მასტერსონი კიდე მარცხენა მცველები რო გვყავს.

მოვიდნენ თუნდაც სკამისთვის გამოცდილი ხალხი: მაგუაერი , კრესველი და ა.შ


ამ ეტაპების გავლით შეიქმნება უგანდონესი მწვრთნელის ხელში ისტორიაში ერთერთი ყველაზე დომინანტი გრანდი

Madrid1993
მომხმარებელი

კლოპის დამსახურებააა!!!!!

skylark1
მომხმარებელი

ყოჩაღ კლოპო!

Capitan
ტოპ კომენტატორი

შემდეგ სეზონში რობი გოლების შეყრასაც დაიწყებს რა კაცი მოიყვანა კლოპმა ბრავო ))))))) არაა ლივერპულის დონეო და ტიპმა საუკეთესო შედეგი დადო გუნდში... <3

gio_chyoi
რედაქტორი

მოაშოროს ეხლა ზედმეტი ხალხი გუნდიდან, მოიყვანოს კიდე 3-4 ფეხბურთელი და მერე მართლა გვეყოლება გრანდის შესაფერისი შემადგენლბა და პრემიერ ლიგასაც იმედია მოვიგებთ ბოლოს და ბოლოს

skylark1
მომხმარებელი

გაუმარჯოს კაი ხალხს.
onefootball-ზე რომ სატრანსფერო ფანჯარაა და მანდ რა ინფორმაციებიც წერია, რამდენად საიმედო და ზუსტია?
გაქვთ ვინმეს ეგ პროგრამა?
ან სად შეიძლება იყოს უფრო სანდო ინფორმაციები?

gio_chyoi
რედაქტორი

skylark1,
სქაი სპორტსზე, ლივერპულ ექოზე და ყველაზე კარგი თვითერია. თუ დააფოლოვებ კარგდ გვერდებს და ჟურნლისტებს, ყველაზე სწრაფად მაქედან გაიგებ ინფორმაციას

ramms01
მომხმარებელი

პირველ ექვსს კაცს დააკვირდით - ზოგი ან ახალი მოსულია ან პოზიცია გამოცვლილი.. გენიოსია კლოპი და სრულ ნდობას ვუცხადებ.
უბრალოდ ცოტა ნაკლებად რო "ჯიუტობდეს" კარგი იქნება :D

lasha77
VIP Member

ეს მინოლე პენლებში მართლა მაგარია . კარგი იქნება თუ მხოლოდ პენალტების დროს თუ შემოიყვანს კლოპო . მაგაში მაინც გამოდგება

Mate chavchavadze
მომხმარებელი

პირველია კლოპი თავის საქმეში

LUIS SUARES 001
VIP Member

რობერტსონის ტრანსფერის მერე კლავანის დამატებაზე რო ვფიქრობ მაგრა ვიგრუზები..რობერტსონი მაგარი დავიმატეთ

temotemura
მომხმარებელი

რობერტა <3

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ისე ბუვაჩი რაც წავიდა მაგის მერე აირია მონასტერი ლივერპულში. არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ეგ იყო მთავარი "ტვინი" სამწვრთნელო შტაბში.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჩემბო რომასთანაც აღარ გვყავდა მან სიტისთან განმეორებით მატჩში დავკარგეთ პირველ ტაიმში. სამწუხაროა ტიპს ეღირსა მეოთხედ ფინალში თამაში და შანსი ქონდა რომასთანაც დახმარებოდა მერე რეალთანაც რო არა მისი უიღბლობა და ტრამვა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze